You are on page 1of 1

ისტორიული და პოლიტიკური კანონზომიერებები უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის

ცხოვრებაზე. იგი ხშირ შემთხვევაში რადიკალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. მძიმე


პოლიტიკური ვითარებისა და გარემოებების გამო ხშირად ადამიანები საკუთარი ნების
საწინააღმდეგოდ იძულებულნი ხდებიან გააკეთონ ის რის სურვილიც არ აქვთ. ასეთ მძიმე
შემთხვევებში ადამიანს მდგომარეობა გამოსავალს არ უტოვებს, სწორედ ამიტომ ადამიანი
ზოგჯერ იძულებული ხდება მისთვის მძიმე, მაგრამ გადარჩენისთვისა და სიცოცხლისთვის
აუცილებელი ნაბიჯი გადადგას.
გურამ გეგეშიძის ნაწარმოების ,,ნაცრის კოშკის'' მოცემული მონაკვეთი მეორე მსოფლიო
ომის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ომი და პოლიტიკური ვითარება თანამემამულე ქართველებს
ერთმანეთთან აპირისპირებს. ომის გამო ერთი ქვეყნის შვილები ერთმანეთს ხოცავენ.
პოლიტიკა თანამოძმეებს ორად ყოფს და მტრებად აქცევს. ,,სწორედ ამ დროს ჩამოატარებს
გერმანულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ოციოდე წლის ქართველი ბიჭი იგი შეშინებული
თავდახრილი მიბანცალებდა, უცებ ბიძინამ გაიაზრა რომ მთელი დღე თავისიანებს ებრძოდა''
გერმანელების მხარეს მებრძოლ ქართველებს საბჭოთა ჯარისკაცები ქვეყნის ღალატში სდებენ
ბრალს და მათთვის მკაცრი სასიკვდილო განაჩენი, დახვრეტა გამოაქვთ. ომის სასტიკი
წესები დაუნდობლობა და კანონზომიერება ჯარისკაცებს რთულ მდგომარეობაში აგდებს და არ
უტოვებს საშუალებას უარი თქვან ბრძანების შესრულებაზე. ტექსტში ნათლად ჩანს
ასმეთაურის სასტიკი და არაადამიანური სახე. იგი ჯარისკაცს საკუთარი თანამემამულის
დახვრეტას უბრძანებს ,,ბიძინა მიხვდა რისთვის იხმო ის და შაქრო რუსმა ოფიცერმა. მას
უნდოდა ქართველი ქართველს დაეხვრიტა'' ჯარისკაც შაქრო იძულებული ხდება დაემორჩილოს
ბრძანებას რადგან მან იცის რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც და ტყვესაც დახვრეტით
სიკვდილი მოელის. შაქრო ომის ვითარებამ იძულებული გახადა ეს მძიმე ნაბიჯი გადაედგა.
იგი ომმა უძლური გახადა თხოვნის მიუხედავად ვერაფრით დაეხმარა ახალგაზრდა ტყვეს
რადგან სიცოცხლის დაკარგვის შიშმა აიძულა შეესრულებინა ბრძანება და გადაედგა ეს
უმძიმესი ნაბიჯი. ,,სად გაიქცევი ბიჭო ვის გეექცევი? შენი გულითვინ კიდევა მე
დამხვრეტენ ტყვე რად გაუშვიო'' ომი საუბედუროდ წარმართავს როგორც შაქროს ისე ტყვე
ჯარისკაცის ბედს. იგი არანაირ გამოსავალს არ უტოვებს შაქროს, და აიძულებს დაღვაროს
თავისი თანამემამულის სისხლი.
არაერთი მაგალითი არსებობს როდესაც პოლიტიკურ და ისტორიულ კანონზომიერებას ადამიანი
რთული არჩევნისა და არასწორი ვალდდებულებების შესრულების წინაშე დაუყენებია.
მაგალითად მოვიყვანოთ დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ცხოვრება, გიორგი სააკაძის
სამხედრო ნიჭის წყალობით ქართველებმა მტერზე არაერთხელ მოიპოვეს გამარჯვება. ს
მრავალი წარმატებისა და გამარჯვების მიუხედავად, ქვეყნის შიდა დაპირისპირებამ
უთანხმოებამ და არეულობამ გიორგი სააკაძე იძულებული გახადა ორჯერ გადახვეწილიყო
ქვეყნიდან და ოსმალეთისა და ირანის კარზე ემსახურა. ეს ყველაფერი სწორედ ისტორიული და
პოლიტიკური კანონზომიერებისა და ცვლილებების შედეგი იყო
საქართველოს ისტორიაში მრავალჯერ დამდგარა მომენტი როდესაც ისტორიულ მოვლენებს და
ცვლილებებს მნიშვნელოვნად შეუცვლია საზოგადოების ბედი. მაგალითად საქართველოში
თურქების არაბების და ირანელების ბატონობამ უამრავი ქართველი დააყენა მძიმე არჩევნის
სარწმუნოების შეცვლისა და ქრისტიანობის დათმობის წინაშე. თავგანწირული ქართველების
გარდა ქართულ საზოგადოებაში იყვნენ ისეთი ადამიანები რომელებიც სხვების მსგავსად ვერ
თმობდნენ სიცოცხლეს რწმენის გამო და იცვლიდნენ სარწმუნოებას.
საკითხი აქტუალურია დღევანდელ ცხოვრებაშიც ისტორიულ კანონზომიერებები დღესაც გავლენას
ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში ხალხი პოლიტიკურ
საარჩევნო თუ საკანონმდებლო სიახლეებს პროტესტითა და წინააღმდეგობით ხვდება. ხშირად
როცა უსამართლობის გამო დაძაბულობა და უკმაყოფილება იმატებს პროტესტი აგრესიულ სახეს
იღებს. ასეთ შემთხვევაში სისტემა ხშირად ძალოვან უწყებებსა და სპეცრაზმს იყენებს
პროტესტანტების დასაშლელად და სიტუაციის გასანეიტრალებლად. არის შემთხვევები როცა
შეტაკებებს მსხვერპლი მოსდევს. ასეთი სიტუაციების დროს მიუხედავად იმისა თუ რამდენად
სამართლიანიც არ უნდა იყოს ხალხის პროტესტი. თანამდებობა და კანონმდებლობა პოლიციას
ავალდებულებს და იძულებულს ხდის დაემორჩილოს ბრძანებას და ხალხის წინააღმდეგ წავიდეს.
ასეთი სიტუაციები მძიმე მაგრამ აუცილებელი და რთული არჩევნის წინაშე აყენებს
ადამიანებს. კანონზომიერებები ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს მას
ყოველთვის ცვლილებები სიახლეები და ზოგჯერ სირთულეებიც მოაქვს რომლის დასაძლევად და
მისაღებად ადამიანს გონიერება მართებს.

You might also like