You are on page 1of 17

მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი

კონფერენცია

სექცია: საერთაშორისო ურთიერთობები

თბილისის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის


სამგორის ფილიალის

ისტორიის წრის წევრები:

ანა კვანტრიშვილი
№117-ე საჯარო სკოლა XI კლასი

პირადი №: 01027083279

მარიამ გიორგაძე
№77-ე საჯარო სკოლა XII კლასი

პირადი №: 01011088660

თემის ხელმძღვანელი: ლიანა ნატროშვილი

2017-2018 სასწ. წელი


სარჩევი:
„უცნობი ცნობილი ქართველები” .............................................................................................................. 1
გრიგოლ ბაკურიანის ძე................................................................................................................................. 2
ქეთი ხანთაძე ................................................................................................................................................... 6
ინტერვიუ მიურატებთან ............................................................................................................................10
დასკვნა ...........................................................................................................................................................14
ბიბლიოგრაფია : ...........................................................................................................................................15
„უცნობი ცნობილი ქართველები”

ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური თემაა ემიგრანტების პრობლემა,


რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 3,2% შეადგენენ1 ( ბევრმა მათგანმა სამშბლო
საკუთარი სურვილის წინააღმდეგ დატოვა , გარკვეული მოვალეობისა თუ
ეკონომიკური, პოლიტიკური ფაქტორების გამო ). ეს ეხება არა მხოლოდ დიდ ქვეყნებს,
არამედ ისეთ პატარა ქვეყანასაც კი, როგორიც საქართველოა და საუკუნეების წინაც
დიდ პრობლემას წარმოადგენდა .

საქართველოს სახელმწიფო ემიგრანტთა უფლებების დაცვით 2008 წლიდან


დაინტერესდა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
ოფიციალური გვერდი დიასპორის საკითხებში , რომელზეც პერიოდულად იდება
სიახლეები.2 ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს ვებ-
გვერდი, სადაც თავმოყრილია ექვსასამდე ქართველის ბიოგრაფია, რომლებიც
უცოეთში მოღვაწეობენ.3

ჩვენი თემის მიზანია შევისწავლოთ და გავიცნოთ ქართველი ემიგრანტების ცხოვრება-


მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის გარეთ და დავაფასოთ მათი შრომა საკუთარი სამშობლოს
კეთილდღეობისთვის.

წინა საუკუნეებში ემიგრანტებს არ ჰქონდა საშუალება დაბრუნებოდნენ საკუთარ


მიწა-წყალს , რაც დღეს უკვე შესაძლებელი გახდა. 2014 წლის 17 ივლისს
საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ასოცირების ხელშეკრულების
რატიფიცირება. ხელშეკრულება გზას უხსნის საქართველოს ევროპისკენ. ემიგრანტებს
კი საშუალება აქვთ უფრო ადვილად დაბრუნდნენ სამშობლოში.

საინტერესოა რა აბრკოლებდათ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ადრე და რა


აბრკოლებთ ახლა.

1
National Geographic საქართველო
2
http://diaspora.gov.ge/
3
http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/
გრიგოლ ბაკურიანის ძე

ჩვენთვის უცნობი , თუმცა საქართველოს გარეთ ცნობილი ერთ-ერთი წარმატებული

ემიგრანტია გრიგოლ ბაკურიანის ძე (წყარო 1) , რომელიც მეთერთმეტე საუკუნის


პოლიტიკური მოღვაწე იყო ბიზანტიის იმპერიაში.

საინტერესოა, როგორ მოხვდა იგი იქ და როგორ მიაღწია ისეთ დიდ წარმატებას,


როგორიც ბიზანტიის იმპერიიის დომესტიკოსობაა (მთავარსარდალი)?!

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა რამდენიმე საუკუნით უკან დავბრუნდეთ .

წყარო 1: გრიგოლ ბაკურიანის ძის ფრესკა პეტრიწონის


(დღევანდელი ბაჩკოვო) მონასტერში, რომელიც თავად
ააგო.

ბიზანტია X საუკუნეში პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფო იყო, თუმცა მის


წინააღმდეგ აჯანყებები მაინც ხდებოდა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი აჯანყებისას,

987-989 წლებში, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მხედართმთავარ ბარდა


ფოკას მხარი დაუჭირა ქართველთა მეფე დავით III კურაპალატმა. ბიზანტიის
იმპერატორმა დაამარცხა აჯანყებულები და მათი მომხრეების დასჯაც გადაწყვიტა, მათ
შორის ქართველი მეფისა. დავითს იმპერატორის რისხვა თავიდან რომ აეცილებინა,
დასთანხმდა თავისი სამეფოს გადაცემაზე სიკვდილის შემდეგ.

1001 წელს, დავითის გარდაცვალების შემდეგ, ბიზანტიის იმპერატორმა პირობის


შესრულება მოითხოვა და დიდი ლაშქრით შევიდა იმიერ ტაოში, აქ საქმეების
მოგვარების შემდეგ კი ქართველ აზნაურებს მძევლები ჩამოართვა, ხოლო
დიდგვაროვნების ნაწილი კი თან წაიყვანა. მათ შორის იყო გრიგოლის მამა - ბაკურიანი.

ბაკურიანის გარდაცვალების შემდეგ, გაჭირვების გამო, გრიგოლი და მისი ძმა


იძულებულნი გახდნენ ჩამდგარიყვნენ იმპერიის სამსახურში და მალე დიდ
წარმატებასაც მიაღწიეს.

როგორც ცნობილია, გრიგოლი აქტიურად მონაწილეობდა იმპერიიის სამხედრო


ექსპედიციებში. დაახლოებით 1064 წლისთვის იგი იბერიის თემში მოღვაწეობდა და
იცავდა თურქ-სელჩუკთა მიერ გარემოცულ ანისის ციხე-ქალაქს. მიუხედავად იმისა,
რომ ანისი დაეცა, როგორც ჩანს, იპერატორმა დააფასა გრიგოლი ბაკურიანის ძის
ვაჟკაცობა და თემის მმართველად დაინიშნა.

იბერიის თემი ანუ საკატეპანო, სამხედრო- ადმინისტრაციული ერთეული იყო და


ძირითადად მოიცავდა 1001 წელს შეერთებულ დავით III კურაპალატის მამულებს. ამას
გარდა, მასში შედიოდა ანისი და ყარსიც. იბერიის თემის მმართველის ანუ დუკას
თანამდებობა იმპერიაში ერთობ საპატიო იყო, თუმცა გრიგოლს რთულ დროს მოუხდა
იბერიის დუკად ყოფნა: მას თურქ-სელჩუკები და ოღუზები არბევდნენ. გრიგოლმა
ერთხანს შეძლო იბერიის თემის შენარჩუნება, მაგრამ მეთერთმეტე საუკუნის
სამოცდაათიან წლებში მტერი გაძლიერდა და იმპერატორმა გადაწყვიტა კავკასია
დროებით დაეთმო, აქედან გაყვანილი მეომრებით კი ცენტრალური პროვინციები
გაემაგრებინა.

ამ დროს კონსტანტინოპოლში საიმპერატორო კარზე ქართველთა საკმაოდ დიდი


პოლიტიკური დაჯგუფება არსებობდა, რომელიც ქართველი დედოფლის მართა-
მარიამის გარშემო იყო თავმოყრილი. ამავე დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა გრიგოლიც.

1072-1073 წლებში გრიგოლ ბაკურიანის ძემ საქართველოს მეფე გიორგი II-ს გადასცა
კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა. 4 საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ
წარმატებას სწორედ გრიგოლ ბაკურიანის ძის დახმარებით მივაღწიეთ.

,, გიორგი მეფე აქეთაგან წავიდა <<მამლულსა თვისსა ტაოს>> და ბანაში დაბინავდა.


იქვე მოვიდა და მეფეს ეახლა <<ზორავარი აღმოსავლეთისა>> გრიგოლი, ერისთავთ-

4
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 3, გვ. 267, თბ. 1978.
ერისთავის ბაკურიანის ძე, განთქმული ქართველი მოღვაწე, პეტრიწონის მონასტრის
დამაარსებელი, ბიზანტიის კეისრის სამსახურში მყოფი. ამ გრიგოლ ბაკურიანის ძეს
ჰქონდა ოლთისნი, კარნო-ქალაქი და კარი. მეფეს ძალიან ეამა გრიგოლის მოსვლა და
5
ნახვა. - ამ წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ გრიგოლისა და მეფე
გიორგის ახლო ურთიერთობის შესახებ. ჩანს, გიორგი პატივს სცემდა გრიგოლ
ბაკურიანის ძეს.

1081 წელს გრიგოლ ბაკურიანის ძისა და მარიამ დედოფლის ხელშეწყობით


ბიზანტიის კარზე მოეწყო გადატრიალება. ალექსი კომნენოსმა იმპერატორი ნიკიფორე
III ტახტიდან ჩამოაგდო და თავი იმპერატორად გამოაცხადა.6 ამიერეიდან ბიზანტიის
სათავეში თითქმის ერთი საუკუნე კომნენოსთა საგვარეულო იდგა.

რაც შეეხება გრიგოლ ბაკურიანის ძეს , იგი დასავლეთის დიდი დომესტიკოსი გახდა
და ამავე დროს იმპერატორმა ბიზანტიის უდიდესი სამოხელეო ტიტული -
სევასტოსობა უბოძა.

80-იან წლებში გრიგოლი ყივჩაღებთან ბრძოლისას ტყვედ ჩავარდა გრიგოლი,


მაგრამ იმპერატორმა ალექსიმ გამოისყიდა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს
იმპერატორის პატივისცემას.

1086 წელს ალექსი კომნენოსმა გრიგოლს მომთაბარე სკვითების წინააღმდეგ


გალაშქრება დაავალა. შუა ბრძოლისას გრიგოლი ცხენმა გაიტაცა, მუხას დაეჯახა და
იქვე დალია სული.

გრიგოლის სიკვდილი ძალიან განიცადა ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი


კომნენოსმა, რაც მიგვანიშნებს ქართველი დომესტიკოსის მნიშვნელობაზე ბიზანტიაში.
ანა კომნენოსის სიტყვით , მამამისმა იმპერატორმა ალექსიმ:

5
ივანე ჯავახიშვილი ,,თხზულებანი თორმეტ ტომად“ ტ. 2 გვ.160 თბ.1983
,,ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ გვ281.
6
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978.
,,დაიაირა დაღუპულები, ყველანი ცალ-ცალკე და ერთად, ხოლო დომესტიკოსის
სიკვდილის გამო განსაკუთრებით წუხდა და ცრემლს ღვრიდა, ვინაიდან ძალიან
უყვარდა ეს კაცი, ჯერ კიდვ მანამდე, ვიდრე მეფედ გამოაცხადებდნენ“.7

ბიზანტიის იმპერიის დომესტიკოსი გრიგოლ ბაკურიანის ძე დიდი პატივით


წამოასვენეს და მისსავე აშენებულ პეტრიწონის მონასტერში დაკრძალეს, რომელიც
დაგროვებული ქონებით ააგო ბულგარეთის ტერიტორიაზე 1083 წელს.

გრიგოლ ბაკურიანის ძემ სიცოცხლეში შესანიშნავად მოაწყო მონასტერი. აუგო


სასნეულო (საავადმყოფო) და სამი სასტუმრო სხვადასხვა ადგილას. უზრუნველყო
ეკონომიკურად: შესწირა სოფლები გლეხებითურთ, ციხე-ქალაქები, საძოვრები,
ზვირები, სათევზაო ტბა, წიგნები, ხატები, ჯვრები, სამოსელი. სემინარიის მოსწავლეები
სწავლის დასრულების შემდეგ ვინც ღირსი იქნებოდა, ეკლესიის მსახური გახდებოდა
და იმოღვაწებდა კულტურულ- საგანმანათლებლო ასპარეზზე. 8

მნიშვნელოვანია ასევე გრიგოლის მიერ შედგენილი ტიპიკონი. მისი ქართული


ტექსტი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა არა მხოლოდ როგორც საისტორიო წყარო,
არამედ როგორც მე-11 საუკუნის ქართული მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი და
ლიტერატურული ნაწარმოები.

როგორც გრიგოლის ბიოგრაფიიდან ჩანს, იგი მუდამ ქვეყნის ერთგული რჩებოდა,


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყო.

პეტრიწის მონასტერი ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გახდა,


სადაც ბევრი სახელოვანი ქართველი მოღვაწეობდა . მათ შორის იოანე პეტრიწიც იყო.

გრიგოლ ბაკურიანის ძე ისტორიაში დარჩა ღირსეულ პიროვნებად, რომელიც ბედმა


შორეულ ქვეყანაში მოისროლა, მაგრამ დიდების, სახელისა და სიმდიდრის
მიუხედავად, ქართველი ხალხი არ დაივიწყა და თავისი მოღვაწეობის ყველაზე დიდი

7
Анна Комнина, Алексиада, Вступителная статья, перевод, коментарииЯ. Н. Любарского, М., 1965, გვ. 465;

8
,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ ტ. 3. გვ 398. თბ. 1979
შედევრი მას მიუძღვნა (,,მონაზონნი მონასტრისა ჩემისა გუარად ქართველნი არიან“ 9),
რითაც ვხედავთ თუ რამდენად ზრუნავდა იგი საკუთარი სამშობლოს აღმასვლაზე.

ქეთი ხანთაძე

შემდეგი ცნობილი უცნობი ქართველი რომელიც გვსურს გაგაცნოთ, უფრო


მოგვიანებით მოღვაწეობს და თურქეთში ცნობილი ოცდამეერთე საუკუნის მწერალია,
თუმცა მისი ემიგრაციის მთავარი მიზეზი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში იმალება.

“თურქეთი ჩემი სამშობლოა, დედა სამშობლო კი საქართველო! ქართული ენა ჩემი ენაა,
ჩემი ისტორიული ენა! “– ეს სიტყვები თურქეთში მცხოვრობ მწერალს, მთარგმნელსა და
ენათმეცნიერს ქევსერ რუჰის იგივე ქეთი ხანთაძეს ეკუთვნის.

მისი წინაპრები ბათუმიდან იყვნენ და 1877-1878 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის


დროს გადაუსახლებიათ ანატოლიაში.

ქეთი ხანთაძე (წყარო2) დაიბადა 1961 წელს ბალიქესირის გონენის რაიონში, სადაც
ექვსი სოფელია ქართველი მუჰაჯირების შთამომავლებით დასახლებული.

მან ბავშვობა და ახალგაზრდობის რამდენიმე წელი პატარა დაბაში გაატარა -


დაწყებითი და საშუალო სკოლა გონენში დაამთავრა. 1978 წელს დაამთავრა
თექირდაღის ქალთა პედაგოგიური ლიცეუმი, 1984 წელს კი ანკარის ჰაჯეტეპეს
უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1995 წელს
სტამბოლის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა გარკვეული
მიზეზების გამო სწავლის კურსი არ დაუსრულებია. იგი ლიტერატურულ
საქმიანობასთან ერთად ქართული კულტურის პოპულარიზაციით არის დაკავებული.

9
გრიგოლ ბაკურიანის ძის ტიპიკონი. თავი 2, პარაგრაფი 8
წყარო 2

ქეთი ხანთაზე

1989 წელს ქევსერ რუჰი პირველად ჩამოვიდა საქართველოში. იმყოფებოდა ბათუმში,


თბილისში, ყაზბეგში. ამ მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები ერთ
წინადადებაში მოაქცია „ანკარისა და თბილისის მონატრებათა შორის გავიჭედე“...

ქევსერ რუჰი თურქეთში ცნობილი მწერალია, ხუთი წიგნის ავტორი, რამდენიმე


წიგნის რედაქტორი და არაერთი პრემიის მფლობელი. მიღებული აქვს ჯილდოები:
2004 წელს საუკეთესო პირველი წიგნისათვის დაწესებული ნაჯი გირგინსოის პრემია,
2009 წელს გამოვიდა კრებული „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“.
კრებულს მიენიჭა ორი ჯილდო: თურქი მწერლის ორჰან ქემალისა და ცნობილი
ჟურნალისტის რეჰა მაიდენის სახელობის პირველი ხარისხის პრემია.

ქეთი ხანთაძე რედაქტორობდა თურქულ–ქართულ ენებზე გამომავალ ჟურნალ


„ფიროსმანს“, ასევე ჟურნალ „მაჭახელს“. თურქულ ენაზე მისი რედაქტორობით გამოიცა
დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“. ქართულიდან თურქულად თარგმნა ამირან
(პაკო) სვიმონიშვილის ლექსები, გალაკტიონის რამოდენიმე ლექსი კი პოეზიის
საერთაშორისო დღეზე წარადგინა სტამბოლში.

ქევსერ რუჰი ორი წლის მანძილზე ქართულ ენას ასწავლიდა ანკარაში გახსნილ
ართვინის კულტურულ ცენტრში. წლების მანძილზე ინტენსიურად მუშაობდა
ქართული ენის სწავლების პროგრამაზე, რაც თურქეთის საგანმანათლებლო სისტემაში
ქართული ენის სასწავლო პროგრამაში დამტკიცებით დაგვირგვინდა.
2004 წელს ქეთი ხანთაძემ და მისმა თანამოაზრეებმა თურქეთის ეროვნული
განათლების სამინისტროსგან მოითხოვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების
უფლება. 2012 წელს კი მოითხოვეს, ქართული ენა არჩევითი საგანი ყოფილიყო. 2013
წელს მწერალმა და თარჯიმანმა ფაჰრეთ ინ ჩილოღლუმ სასწავლო პროგრამა და
ქართული ენის სწავლების ნუსხა მოამზადა. აღნიშნული სამუშაო 2014 წელს
თურქეთისა და საქართველოს პედაგოგთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა ჯგუფმა
გააგრძელა. მრავალი ადამიანის ერთობლივი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად,
თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს დადგენილებით, 2014 წლიდან
თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის საგანი სწავლების 224 საათიან
პროგრამას ითვალისწინებს. თურქეთის ყველა საშუალო სკოლაში 10 და მეტი
მსურველის შემთხვევაში სკოლის ხელმძღვანელობა ვალდებულია V, VI, VII. VIII
კლასებში უზრუნველყოს ქართული ენის სწავლება.

2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ქევსერ რუჰს


ოქროს საწმისის ორდენი გადაეცა ქართულ–თურქულ კულტურულ და
საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ქევსერ რუჰი ანკარაში ცხოვრობს. მუშაობს თურქეთის რესპუბლიკის


ელექტროქსელის გენერალურ სამმართველოში, პრესისა და პროტოკოლის
განყოფილების დირექტორის მოადგილედ. ჰყავს ქალიშვილი ზეინაბი – დილა.

გაზეთ ,,ახალი ნათებასთან“ ინტერვიუსას ქეთი ხანთაძემ განმარტა რა არის


ემიგრანტისთვის სამშობლო.

— ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ: „თურქეთი ჩემი სამშობლოა, დედა სამშობლო


კი — საქართველო! ქართული ენა ჩემი ენაა, ჩემი ისტორიული ენა!“. თქვენი ლტოლვა
სამშობლოსადმი განუსაზღვრელია... და მაინც, რა არის სამშობლო გადასახლებული
ადამიანისთვის?
— მუჰაჯირობაზე დავწერე ერთი პატარა ტექსტი: „გადასახლება იმას ნიშნავს, რომ შენი
სევდიანი წარსული ყველგან თან ატარო. მიტოვებული მიწის მონატრება გაუსაძლისი
სიმწარეა, რომელიც გულს გტკენს. და ამ ტკივილს არავითარი წამალი არ ანელებს.
აღარც ის მიტოვებული მიწა გეკუთვნის აწი და აღარც ის გეხება, რაც ზედ ხდება... ის კი
გსაყვედურობს, რატომ მიმატოვეო? შენც იმ მიწაზე, რომელზეც ამჟამად ცხოვრობ, გაუ-
თავებლად ერთსა და იმავე შეკითხვას უსვამ საკუთარ თავს: „აქ რა მესაქმება?“ შენი სუ-
ლი იმ მიტოვებულ ადგილს მისტირის, შენი სხეული კი იმ ადგილს ვერ ეთვისება, სა-
დაც ახლა ხარ. ისე ცხოვრობ, თითქოს შენი ერთი ნაწილი სხვაგანაა დარჩენილი... ცდი-
ლობ, სევდა სიხარულად აქციო. მაგრამ ყველაზე მხიარულ სიმღერებსაც კი სევდა შერე-
ვია, რომელსაც ასე ადვილად ვერ განდევნი. სხვაზე მეტს ცდილობ, რომ მიწას ჩაეჭიდო.
შენთვის ცხოვრება ორმაგად რთული, მძიმე და ნაღვლიანია. ახალ ენას ეუფლები და
ცდილობ, საკუთარი ენა არ დაივიწყო. შენს ენაზე აღარ ლაპარაკობ, მაგრამ მისი სი-
ცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობ, რომ შენს არსებობასაც ბოლო არ მოეღოს“. 10

პატარა საქართველოს მშობლიური, ქართული ენა რომ სხვა ქვეყანაში


ისწავლებოდეს, არც ისე მარტივი საქმეა. მის პოპულარიზებაზე დაუღალავად ზრუნავს
ქეთი ხანთაძე, თურქეთის მიწაზე დაბადებული ქართველი. თუმცა სამწუხაროა ის
ფაქტი, რომ ასეთი პიროვნება, რომელიც ეხმარება საკუთარ სამშობლოს კულტურულ
გაძლიერებაში, ჩენთვის უცნობი რჩება.

10
“ახალი განათლება “(2015-02-26) ჟურნალისტი მაკა ყიფიანი.
ინტერვიუ მიურატებთან

დიდი ხნის ძიების შედეგად მივაგენით გაზეთ „ხვალინდელი დღის „ 2006 წლის 25-
26 მაისის გამოშვების ინტერვიუს მიურატ-დადიანებითან, რომლებმაც მიატოვეს
ფუფუნებით აღსავსე, ევროპული სამეფო ოჯახის ცხოვრება და დაუბრუნდნენ
საკუთარ წინაპართა მიწა-წყალს.

ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგის ინტერვიუ ალან და ვერონიკა მიურატებთან.11

„ – პრინც ალან, გთხოვთ მოგვითხროთ მიურატების ისტორია, ვინ იყვნენ პირველი


მიურატები და როგორ შევიდნენ მსოფლიო ისტორიაში.

– პირველი მიურატი, რომელიც ისტორიაში შევიდა, იოაკიმი გახლდათ. ის


შესანიშნავი მხედარი იყო და ეს საქმე ბავშვობიდანვე იტაცებდა. შემდეგ ნაპოლეონმა
შენიშნა მისი მხედრული თვისებები და კავალერიის უფროსად დანიშნა. მალე მას
ნაპოლეონის და, მარია ნორსიადი შეუყვარდა. ნორსიადი კორსიკული სახელი
გახლავთ და ვინაიდან ნაპოლეონს არ სურდა მისი დის კორსიკული სახელი
გახმიანებულიყო, მას ქორწინების წინ ახალი სახელი, კაროლინა დაარქვეს.

– ცნობილია, რომ ნაპოლეონის მიერ რუსეთში წარმოებული საბრძოლო კამპანიისას


მიურატს გენერალი ბაგრატიონი დაუპირისპირდა…

– დიახ, იოაკიმ მიურატი რუსეთის მეფის არმიის გენერლის, ბაგრატიონის


წინააღმდეგ იბრძოდა. 1801 წელს მიურატი გახდა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე.

– კაროლინა და იოაკიმ მიურატებიდან თქვენამდე როგორ მოვდივართ?

– როდესაც მიურატი ბრძოლის ველზე იმყოფებოდა, კაროლინა ნეაპოლში იყო.


ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, როცა საფრანგეთის სამეფო ტახტზე ბურბონები
ავიდნენ, იოაკიმ მიურატის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. მეფის ერთგულებმა

11
“ხვალინდელი დღე”

25-26 მაისი, 2006 წელი


ის დააკავეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე სიკვდილით დასაჯეს ისე, რომ
ცოლ-შვილთან გამომშვიდობების ნებაც არ მისცეს. ნაპოლეონი ამ დროს
ვატერლოოში იმყოფებოდა, ბრძოლის ველზე, უკანასკნელ წუთამდე ელოდებოდა
იოაკიმ მიურატს და არაფერი იცოდა მისი სიკვდილის შესახებ.

ნაპოლეონის გარდაცვალების შემდეგ, 1821 წელს მიურატები წმინდა ელენეს


კუნძულზე განდევნეს და საფრანგეთში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს. ისინი
იძულებულნი გახდნენ ამერიკაში გაქცეულიყვნენ. მხოლოდ კაროლინა დარჩა
ევროპაში. მისი შვილებიც კი ამერიკაში წავიდნენ. მათგან უფროსმა აშილ მიურატმა
ცოლად შეირთო ჯორჯ ვაშინგტონის დისშვილი, მაგრამ მათ შვილი არ ჰყავდათ. მეორე
ვაჟს ლუსიანს ამერიკელ მეუღლესთან ჰყავდა სამი შვილი – აშილი, იოაკიმი და ანა.

– რაც შეეხება უშუალოდ თქვენს საგვარეულო ისტორიას.

– სალომე იყო დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი. ლუსიანის


უფროსმა ვაჟმა აშილმა იქორწინა სალომე დადიანზე. ის ცნობილი მწერლისა და
საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი გახლდათ. სალომესა და
აშილის (ის ამ დროს ნაპოლეონ მესამის სამხედრო ატაშე გახლდათ) საქორწინო
ცერემონიალს ესწრებოდა თავად იმპერატორი ნაპოლეონ მესამე. ამ დროს პარიზში
ეკატერინე ჭავჭავაძეც იმყოფებოდა. ის ერთდროულად დედოფალ ევგენიასა და
რუსეთის დედოფლის ხელისმომკიდე იყო, რაც უნიკალური შემთხვევაა. სალომე
დადიანს ორი ძმა ჰყავდა, ნიკოლოზი და ანდრო. მათ მემკვიდრეები არ დარჩენიათ.

– ამიტომ, დადიანების მემკვიდრეობა სალომეს შთამომავლობას გადაეცათ.

– დიახ, სალომესა და აშილს ჰყავდათ სამი შვილი – ლუსიენი, ნაპოლეონი და


ანტუანეტა. ლუსიენი ჩემი ბაბუა იყო. მას ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი აშილი. იოაკიმი,
ლუსიენი, აშილი ჩვენი საგვარეულო სახელებია. აშილს ცხრა შვილი ჰყავდა. მე მეცხრე
ვარ, ნაბოლარა.

– დადიანების სასახლესა და მუზეუმზე გვიამბეთ.

– როდესაც პირველად ჩამოვედი ზუგდიდში, უკვე წარმოდგენილი მქონდა იქაურობა –


ეზო, სასახლე, ეკლესია. ბავშვები სკოლებიდან მოდიოდნენ და ზეიმს მართავდნენ.
ყველაფერი ძალზედ ნაცნობი იყო. ჩვენი გოგონა მატილდა მაშინ ათი წლის იყო. სულ
გვეუბნებოდა – დედა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა და უნდა დავრჩეთო. ამან
დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ აქ დარჩენა გადავწყვიტეთ. დავრჩით, რათა
საქართველოს ევროპასთან დაახლოვებაში დავხმარებოდით.

– რა აზრის არის ხალხი თქვენს დაბრუნებაზე.

– მათ ძალიან უხარიათ, ამაყობენ, რომ დავბრუნდით, ვაშენებთ, ვეხმარებით ბავშვებს,


რომლებიც ინტერნატებში არიან, ვჩუქნით საჩუქრებს. ინტერნატის დირექტორი
მომხრეც არის, რომ ჩვენ სალხინო დავიბრუნოთ. მას უნდოდა, შეგვეგროვებინა
მოსახლეობის ხელმოწერები ამ მიზნით. გვაქვს ურთიერთობა ორგანიზაცია “ევროპა
ექსპრესთან”, რომელიც სასახლეების, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-
რესტავრაციას მთელს ევროპაში აწარმოებს. გვინდა, მათი წარმომადგენლობა
საქართველოშიც იყოს. ეს საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან
წარმოაჩენს ჩვენს კულტურას და იმას, რომ ევროპის ნაწილი ვართ.

– ვერონიკ, თქვენ დიდი ხანია ჩართული ხართ კულტურულ და სამუზეუმო საქმეებში.


ჩვენს კოლეგებს გაზეთ “ხვალინდელი დღიდან” აინტერესებთ – ქართული და
ფრანგული მუზეუმების რა ღირსებებს, საერთოსა და განსხვავებას გამოყოფდით.

– როდესაც ესა თუ ის ექსპოზიცია უნდა მოეწყოს, საფრანგეთში ხალხის აზრს


ყოველთვის ითვალისწინებენ. ეს საკითხი ჯერ განიხილება და გადაწყვეტილება შემდეგ
მიიღება. ანუ სიტუაცია წინასწარ შეისწავლება. საქართველოში სულ სხვაგვარადაა.
საფრანგეთში მუზეუმების, ექსპოზიციების დაფინანსება კერძო სტრუქტურების მიერ
ხდება და არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ. გვინდა, ზუგდიდის სასახლე
აღვადგინოთ. უნდა გაიხსნას მუზეუმი, მოეწყოს ექსპოზიციები კონკრეტულ თემებზე,
შესაძლოა სპექტაკლებისა და წარმოდგენების თანხლებითაც, როგორც ამას
საფრანგეთში ვაკეთებდით და რისი დიდი გამოცდილებაც გვაქვს. ასეთ წარმოდგენებს
იქ ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი მაყურებელი ესწრება.

– ნება მიბოძეთ, საუბრის თემა შევცვალო. ფრანგული ღვინო საუკუნეების


განმავლობაში მეტად პოპულარულია, საქართველო კი ღვინის სამშობლოდ ითვლება.
ბატონო ალან, თქვენ ღვინის დიდი სპეციალისტი ბრძანდებით, “ხვალინდელი დღის”
ჟურნალისტებს აინტერესებთ, რას იტყოდით ქართული და ფრანგული ღვინის შესახებ.
- საქართველოში კარგი ღვინის დამზადება შეუძლიათ. მთავარია ტექნოლოგია.
ძველად, როცა მამა და დიდი ბაბუა საქართველოში ცხოვრობდნენ, კარგ ღვინოს
აყენებდნენ. მათ სპეციალისტები საფრანგეთიდან ჩამოყავდათ. აქ ძალიან ბევრი კარგი
ღვინოა და შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მთავარი როლი ტექნოლოგიას
ეკისრება.“

დასკვნა
როგორც ვხედავთ, არა მხოლოდ წინა საუკუნეებში, არამედ ჩვენ დროს მოღვაწე
მრავალი ემიგრანტი ასახელებს საქართველოს, არ ივიწყებს თავისი სამშობლოს და
ყველანაირად ცდილობს მის განვითარებასა თუ სხვა ქვეყნებში პოპულარიზაციას
შეუწყოს ხელი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებებისა, კიდევ უამრავი ასეთი
ადამიანი ახსოვს ისტორიას და კიდევ ბევრი ემიგრანტია ოცდამეერთე საუკუნეშიც,
რომელიც აგრძელებს ჩვენთვის „უცნობი ცნობილი ქართველების “ საქმიანობას.

ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა საზღვარგარეთ ბრწყინვალე კარიერა აიწყეს.


სამწუხაროა, რომ მათთვის სამშბლოში დაბრუნების პრობლემა, მიუხედავად
ყველაფრისა, მაინც არსებობს. ვინაიდან, არ არსებობს მათი კარიერის ხელშემწყობი
ფაქტორები. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი კი
სწორედ ისაა, რომ საქართველო ნელ-ნელა დაუახლოვდება ევროპულ სახელმწიფოებს ,
რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას და ამასთან ერთად მისცემს საშუალებას
ემიგრანტებს დაუბრუნდენ საკუთარ ფესვებსა და საქართველოში დღეისათვის
უცნობები, გახდნენ ისეთი ცნობილები, როგორებიც საზღვარგარეთ არიან.
ბიბლიოგრაფია :

National Geographic საქართველო.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978 წელი. ;

მანანა სანაძე, „გრიგოლ ბაკურიანის ძის წარმომავლობის შესახებ “, «ქართული


წყაროთმცოდნეობა», თბ. 2004;

ივანე ჯავახიშვილი ,,თხზულებანი თორმეტ ტომად“ ტ. 2 გვ.160 თბ.1983

,,ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ გვ281.

Анна Комнина, Алексиада, Вступителная статья, перевод, коментарииЯ. Н.


Любарского, М., 1965, გვ. 465;

გეორგიკა, VI, გვ. 60;

1898, გვ. 148;

ა. შანიძე, „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი “, თბ., 1971, გვ.


21-40;

ა. შანიძე, „პეტრიწონის მონასტრის მაშენებელი გრიგოლი ბაკურიანის-ძე “,


მნათობი, 1979, №1, გვ. 173-180;

გ. გოზალაშვილი, „გრიგოლ ბაკურიანის ძე “, მნათობი, 1970, №2, გვ. 167-192;

ლ. მენაბდე, „ძველი ქართული მწერლობის ძეგლები “, II, თბ., 1980, გვ. 253-276;

Н. Ломоури, «К истории грузинского Петрицонского монастыря», Тб. 1981, გვ. 16;

ა. შანიძე, „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში “;

პაპასკირი, ლალი. „დედა ენა თურქეთში “/ლალი პაპასკირი // ისტორიანი:


ისტორიულ–შემეცნებითი ჟურნალი. – თბილისი, 2015. – იანვარი. – N1(49). –
გვ. 77-82.;

რუჰი (ხანთაძე), ქევსერ (ქეთი). თურქეთი ჩემი სამშობლოა, დედა სამშობლო კი


– საქართველო!: ინტერვიუ / ქ. რუჰი; ესაუბრა მ. ყიფიანი //ახალი განათლება, –
თბილისი, 2015. – 26 თებერვალი – 4 მარტი. – N8. – გვ. 6-7.;
ხანთაძე, ქეთი (ქევსერ რუჰი). ჩვენებურები: შენი ჭირიმე; ბებიაჩემი:
მოთხრობები / ქეთი ხანთაძე; თურქულიდან თარგმნეს ნანა კაწარავამ და ნანა
ჯანაშიამ // რეზონანსი. გალაკტიონი. – 2010. – 1 აგვისტო. – N13(6426). –
გვ.6-7.;

You might also like