You are on page 1of 1

ცხოვრებაში ყველა ადამიანს საკუთარი როლი და დანიშნულება აქვს.

ცხოვრებაში ყველა
ადამიანი ფიზიკური და გონებრივი განვითარების შემდეგ საზღვრავს მისი ცხოვრების მთავარ
აზრს მიზანსა და მისიას. ზოგიერთ ადამიანს საკუთარი მდგომარეობა რთულ და
განსაკუთრებულ მისიას აკისრებს.
ჯემალ ქარჩხაძის მოცემულ ნაწარმოებში ,,იუპიტერის სინანული'' შეშინებული და
დამცირებული იმპერატორი ნერონი რომიდან გარბის. ნერონი დიდ მწუხარებას განიცდის იმ
ქალაქის დატოვების გამო რომელსაც ერთ დროს მართავდა და მისი ცხოვრების ნაწილი
იყო ,,ახლა გულში ნაღველი ედგა, მწარე, ენით გამოუთქმელი ნაღველი'' ნერონისთვის
მძიმეა იმის არჩევა დატოვოს თუ არა ქალაქი, მაგრამ მოცემული მდგომარეობა მას გაქცევას
აიძულებს ,,ნერონმა არც კი იცოდა რა ერჩივნა: გაქცეოდა თუ ვერ გაქცეოდა'' ქალაქი
ხმაურით ზეიმობს ნერონის ჩამოგდებას. ნერონი კარგად აანალიზებს და ხვდება იმას რომ
მისი ცხოვრების მისია არა ქვეყნის მართვა და იმპერატორობა არამედ ხელოვნებისა და
პოეზიის მსახურება იყო. იგი წუხს იმის გამო რომ მთელი ცხოვრება იმპერატორობას შეალია.
ნერონს ცხოვრებამ იმპერატორობის რთული და მძიმე მისია დააკისრა რის გამოც მან ვერ
შეძლო რომ დრო მისი მთავარი მოწოდებისთვის პოეზიისათვის დაეთმო ,,ამხელა ხელოვანი ისე
გაიხსნა და განზავდა ამაოებაში, ერთი ღირსეული ლექსი ვერ შეთხზა'' რომის მოსახლეობა
უპირისპირდება და შურს ეძიებს ნერონის წინაშე. ნერონი აანალიზებს მისი ცხოვრებისა და
იმედების ამაოებას. ნერონის ცხოვრება მისი ვალდებულებების გამო მძიმედ და რთულად
წარიმართა.
ზოგიერთი ადამიანს ცხოვრება დიდ და მძიმე მისიას აკისრებს რომელიც უმეტესწილად
მთლიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას და მას უამრავ პრობლემასთან და წინააღმდეგობასთან
აპირისპირებს. ყველა ადამიანს არ შეუძლია მძიმე მისიის საკუთარ თავზე აღება. ეს
მხოლოდ განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანების ხვედრია. მაგალითად გავიხსენოთ
უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ილია ჭავჭავაძის ცხოვრება. ილია
ჭავჭავაძემ მთელი სიცოცხლე და ცხოვრება საქართველოსა და ქართველი ხალხის სამსახურს
შეალია. მისი მთავარი მისია ქართული კულტურის მსახურება ქართველ ხალხში ეროვნული
სულისკვეთების გამოღვიძება და საქართველოს რუსეთის იმპერიალისტური მარწუხებისგან
დახსნა იყო. სწორედ ამის გამო ილიამ ბევრი მოწინააღმდეგე გაიჩინა. სწორედ შურმა და
დაპირისპირებამ იმსხვერპლა ისეთი დიდი მოღვაწის სიცოცხლე როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო.
მაგალითად კიდევ შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად
გამსახურდია. მას როგორც პოლიტიკურ ფიგურას დიდი როლი მნიშვნელობა და მისია ჰქონდა
ახლად შექმნილი, დამოუკიდებელი საქართველოს წინაშე. ზვიად გამსახურდიას ერთ დროს
საქართველოს მოსახლეობის 90% მეტი უჭერდა მხარს. ამ ყველაფრის მიუხედავად იგი შიდა
დაპირისპირებამ და შურმა იმსხვერპლა. წინააღმდეგობებისა და არეულობის გამო მისი
სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.
საკითხი აქტუალურია დღევანდელ ცხოვრებაშიც, უმეტესწილად ეს საკითხი ყველა ადამიანის
ცხოვრებაში იჩენს თავს. არაერთი ადამიანი ირჩევს და იღებს თავის შესაბამის
ვალდებულებასა თუ პროფესიას რომელიც შემდგომში მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
ხდება. დღეს არაერთი პოლიტიკოსი იღებს საკუთარ თავზე ქვეყნის გაძღოლისა და მართვის
რთულ მისიას რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების ცხოვრებას. პოლიტიკის გარდა სხვა
სფეროშიც არსებობენ ადამიანები რომელთა მისიაც რთულია. მაგალითად სამართალდამცავებს
ექიმებსა და ზოგადად ჯანდაცვის წარმომადგენლებს უდიდესი და ურთულესი მნიშვნელობის
მისია აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რადგან მათზე უამრავი ადამიანის სიცოცხლეა
დამოკიდებული.
ყველა ადამიანისთვის საჭიროა განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების აზრი. საკუთარი
ცხოვრების აზრისა და მისიისა და დანიშნულების გაგებით ადამიანი მთლიანად განსაზღვრავს
მის შემდგომ ცხოვრებას.

You might also like