You are on page 1of 2

ნატო ვაჩნაძე, მსახიობმა რომელმაც სულ რაღაც 49 წელი იცოცხლა და ამ მოკლე

პერიოდში არამარტო კარიერულად არამედ თავისი პირადი ცხოვრებით შეეძლო


იმდენი რომ საბჭოთა კინო ჰოლივუდის სიმაღლეზე აიყვანა და დაქვრივებულმა
სამი შვილი გაზარდა ერთერთი კი ელდარ შენგელაია.
ნატო ვაჩნაძე დაიბადა 1904 წელს 14 ივნისს და გარდაიცვალა 1953 წლის 14
ივნისს ავიაკატასტროფის შედეგად. ნატო არის ერთადერთი ხელოვანი
საქართველოში რომელსაც ვარსკვალვი გარდაცვალების შემდეგ გაუხსნეს .
ნატომ თავისი ცხოვრების მოკლე პერიოდის მიუხედავად 27 ფილმში მიიღო
მონაწილეობა .
ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადრაებდნენ და უწუდბდნენ მსახიობს რომელიც კინო
ხელოვნებაზე მაღლა დგას და როგორც ტიციანი წერს:”სწორედ ასეთი თვალაები
აქვს ქართულ ფრესკაზე ღვთისმშობელს”
კინო მცოდნე კორა წერეთელი ამბობს მისი წარმატების მთავარი მიზეზი მისი
სახე იყო და წერს : “ განსაკუთრებით თვალები გიპყრობდნენ- გულწრფელი,
უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართე თვალები”
19 წლის ნატო უკვე შემდგარი კინომსახიობი იყო , ფაქტორბივად ყოველ წელს
უწევდა ქართველ და არაქართველ კინო რეჟისორთან მუშობა.
მისი ცოხვრების ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კი 1926-1927 წლებში
იწყება როცა მის ცხოვებაში გამოჩდნენ კოტე მარჯანიშვილი და რაც მთავარია
ნიზკოლოზ შენგელაია რომელიც შემდეგ მისი ცხოვეების რეჟისორი ხდება.
აქედან იწყება ქართული კინოს ახალი დროება და ნატო ვაჩნაძის
შემოქმედებითი და პირადი ბიოგრაფიის ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი და
გამორჩეული ეტაპი. გიული ნიკოლოზ შენგელაიას „გიულიში“, კოტე
მარჯანიშვილთან − ინგლისელი დიდგვაროვანი ქალი „ამოკში“, ჯემა „კრაზანაში“.
და ამავე პერიოდში, როლები არაქართველ რეჟისორებთან − მაშა ფიოდორ
ოცეპის „ცოცხალ ლეშში“, დორა გრიგორი გრიჩერ-
ჩერიკოვერის „გარეუბნის კვარტლებში“, მაშა დმიტრი ვასილევის „რკინის
ბრიგადაში“.
ნატო იყო მსახიობი რომელიც ყველა ახალ როლზე ცდილობდა საკუთარი თავის
უფრო უკეთესი ვერსია წარმოეჩინა სამსახიობო კუთხით მუდმივად
ვითარდებოდა და იზრდებოდა და ზრდიდა ქართულ კინოს .
თავისუფლად შეეძლო ორი სრუილად განსხვავებული ადამიანის როლის თამაში.
ნატოს ცხოვრება ნელ-ნელა იცვლება კოტე მარჯანიშვილის და ნიკოლოზ
შენეგელაის გარდაცვალების შემდეგ, იცვლება კინო არახმოვანი კინოს ნაცვლად
ხმოვანი კინო იბყრობს მსიოფლიოს და ნელ- ნელა მთავარ როლებზე უფრო
მეტად ახალგაზრდა და საბჭოური მსახიობები ჩნდებიან და იშვიათდება მისი
გამოსხულებები აფიშებზე.
შესანიშნავი კარიერის მიუხედავად მისი ცხოვრება არასდროს არ ყოფილა
მშვიდი და უდარდელი დაწყებული მამის მკვლელობიდან, ოჯახის გატაცებიდან,
დის ავადმყოფობიდან და ბანაკებში გადასახლებიდან, საბჭოური რეეპერსიებით
და მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამდამიანის ნიკოლოზ შენგელაიას
დაკარგვით.
ნატო რთული ცხოვრების მიუხედავად ყოველთვის მზად იყო სიკეთისთვის და
მსხვერპლის გასაღებად თავუსი შვილის ელდარ შენგელაისთვის ნაჩუქარ წიგნზე
მინაწერით ხემძღვანელობდა ნატო მთელი ცხოვეება : “მუდამ ყურადღებითა და
გულისხმიერებით მოეკიდე სხვათა მწუხარებას. ცხოვრება მაშინ არის კარგი,
როდესაც ადამიანს მთელი გულით შეუძლია სიკეთის გაცემა და მსხვეპრლის
გაღება, თუ ეს მის ახლობლებსა და მეგობრებს დასჭირდებათ. სწორედ მაშინ
იქნები ღირსეული და ბედნიერი ადამიანი!”
ნატოს ცხოვრების მთავარი გამართლება ნიკოლოზ შენგელაია იყო როგორც
თვითონ წერს : “იგი ჩემთვის ბედნიერების წყარო იყო. ძნელია პირადი
ცხოვრების ხელმეორედ დაწყება, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში არის
მოვლენები, რომლებსაც ვერ გაუმკლავდები.”
მათ იქორწინეს და ორი შვილი ელდარი და გიორგი შეეძინათ. სამწუხაროდ,
ნიკოლოზ შენგელაია მალევე გარდაიცვალა და მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ნატო ვაჩნაძე ისევ მარტო აღმოჩნდა ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე,
ახლა უკვე სამი შვილით.
ნატო ვაჩნაძე გარდაიცვალა თავისივე დაბადების დღეზე 1953 წელს
ავიაკატასტროფით და რთული დამთხვევა ისიც რომ თვითფრინავი
გარდაცვლილი მეუღლის საფლავის თავზე სოფლელ ობუჯში აფეთქდა.

You might also like