You are on page 1of 5

მწუხარე ადამიანები პოსტიმპრესიონიზმის ნახატებში

XIX საუკუნის მიწურულს იმპრესიონიზმის ინსპირაციით წარმოიშვა


ახალი მიმდინარეობა პოსტიმპრესიონიზმი. ის ძალიან ჰგავდა მის წინ
არსებულ მიმდინარეობას, თუმცა რიგ დეტალებით მაინც
განსხვავებული და ორიგინალური იყო. იმპრესიონისტების მსგავსად
პოსტიმპრესიონისტებიც შთაბეჭდილებების მხატვრები იყვნენ. ისინი
ეტრფოდნენ მშვენიერ წამს, იჭერდნენ მას და შემდეგ მთელი რიგი
ოსტატობით და ფერების და ხაზების ჰარმონიული შერწყმით ტილოზე
გადმოჰქონდათ. თუმცა იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, რომელიც
მეტად მშვიდი, წყნარი, ბუნებასთან შერწყმული და ჰარმონიული
მიმდინარეობაა, პოსტიმპრესიონისტები სავსენი იყვნენ მწუხარებით და
მენტალური პრობლემებიც არ წარმოადგენდა იშვიათობას. შესაბამისად
მათი ნახატებიც სავსე იყო ტრაგიზმით, მწუხარებით და ცხადი
გაორებით. მაგალითად ვინსენტ ვან გოგის მშვენიერი პეიზაჟების
ყურებისას გვეუფლება სასიამოვნო შეგრძნება, რადგან ნათლად ვხედავთ
ჰარმონიულ ბუნებას და კაშკაშა სიმშვიდისფერ ზეცას. მაგრამ ვან გოგის
ფუნჯს ეკუთნის ისეთი ტრაგიკული ნახატებიც, რომელთა ხილვაც
ნათლად წარმოაჩენს ამაოების უარყოფით თვისებებს და პიროვნულ
ტრაგიზმს, რომლითაც სავსე იყო მხატვარი.
როცა მწუხარე ადამიანებზე ვსაუბრობთ პოსტიმპრესიონიზმის
ნახატებში ლოგიკურობა მოითხოვს დავიწყოთ ვან გოგის ნახატით
„მარადისობის ჭიშკართან“ , რომელიც მან 1890 წელს დახატა.

ნახატის თავდაპირველი სახელი იყო „მოწყენილი მოხუცი კაცი“. ამ


ნახატზე გამოსახულია ომის ვეტერანი ადრიანუს იაკობუს
ზუიდერლანდი, რომელიც ვან გოგს ალბათ განსაკუთრებით მოსწონდა
და საინტერესოდაც მიაჩნდა, რადგან ამ მოხუცს მან მიუძღვნა ნახატების
დიდი სერია. ამ ნახატზე გამოსახული კაცი კი ვიცით ვინც არის მაგრამ
ჩემი აზრით ვან გოგს ამ ნახატით უნდოდა დაგროვებული უსუსურობის,
ტკივილის, პირადი ტრაგიზმის დანთხევა ტილოზე, რომ თვითონ
გათავისუფლებულიყო. „მარადისობის ჭიშკართან“ დაიხატა მაშინ, როცა
ვან გოგის შეტევებმა და მისმა მენტალურმა აშლილობამ პიკს მიაღწია.
იგი ნახატის დასრულებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და
გავრცელებული ვერსიით მან თავი მოიკლა. ვან გოგის უკანასკნელი
სიტყვები რომელიც სიკვდილის სარეცელზე მყოფმა წარმოთქვა იყო:
„მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება“. ვან გოგის მთლიანი
შეგრძნებები ალბათ ამ ნახატმა დაიტია ხელებში თავჩარგული მოხუცი
გაურბის რეალობას, ტკივილს და მწუხარებას. მისი ეს ქცევა
აფსურდულია, რადგან სამყარო მანამდე არ შეწყვეტს არსებობას სანამ
თვითონ ადამიანი არ დაასრულებს სიცოცხლეს. თუმცა აშკარაა ვან გოგს
სჯეროდა მისი მწუხარება უსასრულო იქნებოდა და იმქვეყნადაც ვერ
მიაღწევდა სიმშვიდეს. ამ ნახატში ორი ფერი ერწყმის ერთმანეთს
ლურჯი და მოყვითალო ფერი. სახეს მთლიანად ფარავს ორი
მომუშტული ხელი, თუმცა მაინც აშკარაა შეჭმუქნული შუბლით თუ
რამხელა ტკივილია გამოსახული მის სახეზე. ვან გოგო მწუხარებას
სახის ხელებში დამალვით ასახავდა და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვერ
ვხედავთ პერსონაჟთა სახეს მათ ტრაგიზმს მაინც მთელი არსებით
ვგრძნოთ.

ვან გოგს ეკუთნის ასევე „მოტირალი ქალი“, რომელსაც მოხუცი


ვეტერანის გარდა სახე ხელებში აქვს ჩარგული, თუმცა რომ ვუყურებთ
ჩვენს თვალწინ თითქოსდა ცოცხლდება ნახატი. მტირალი ქალის
მხრების კანკალსაც კი ცოცხლად აღვიქვამთ და ყოველი გრძნობა
ჩვენზეც ვრცელდება. მისი მწუხარება ჩანს მოხრილ სხეულშიც. მწუხარე
ქალი ცდილობს გაექცეს ამ ცხოვრებას და თითქოს უნდა გაქრეს, მაგრამ
ეს შეუძლებელია ყოველდღიური მოვალეობები მას ერთ ადგილას
ძლიერ აჯაჭვებს და სწორედ თავისუფლების სურვილი, რომელიც ასე
მწვავეა ყველა ადამინის ცნობიერებაში ატირებს მას. მხატვარმა ასევე
გადასცა ამ ნახატს თავისი გრძნობები და მასში ტრაგიზმი ჩადო.
პორტიმრესიონისტ მხატვართა შორის ასევე გამორჩეულია ანრი დე
ტულიზ ლოტრეკი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ტრაგიკული
ქალების ხატვა.

“the hangover”
1887-1889

ანრი დე ტულიზ ლოტრეკი

ლოტრეკი ჭეშმარიტად ხაზისტი მხატვრია. ის მეტად ცრეცს ფერებს და


ფერების გარეშე თითქოს იკარგება სილუეტები. მიუხედავად ამისა
მნახველს არ უჭრის დაინახოს ამ ნახატზე სევდა და მწუხარება. ქალი
რომელიც ცდილობ ალკოჰოლის საშუალებით დაივიწყოს პრობლემები
და შენიღბოს სახე მაგრამ მაინც არ გამოსდის. მხატვარმა მისი თვალები
თითქოს უსასრულობისკენ და უკეთესი სამყაროსკენ მომზირალი
დახატა. თუმცა, თუ მისი მწუხარე სახიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ
მას უკეთესი მომავლის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
მაშასადამე, პოსტიმპრესიონიზმში წინ წამოიწია ადამიანის გრძნობებმა
განსაკუთრებით პირადმა ტრაგიზმმა, რომლითაც მთლიანად მოცულნი
იყყვნენ პოსტიმრესიონისტები. მათი შინაგანი განცდები, მღელვარება და
ტკივილი აისახებოდა მათ შემოქმედებაში. გარდა ამისა ისინი
ყოველდღე აწყდებოდნენ ადამიანთა სევდას და მწუხარებას.
დარწმუნებული ვარ ლოტრენმა ეს ქალი მართლაც ამ ბარში ნახა ასე
მწუხარედ მჯდომი და იმ შთაბეჭდილებით აღფრთოვანებულმა შექმნა
შესანიშნავი ნამუშევარი. შთაბეჭდილებას შერეული ტრაგიზმი- მთელი
პოსტიმპრესიონიზმი დგას ამ ორი გრძნობის ნაზავზე.

გამოყენებული მასალა:
1) https://www.vincentvangogh.org/at-eternitys-gate.jsp

You might also like