You are on page 1of 9

მიქელანჯელო

რომენ როლანი

იქელანჯელო
გამოჩეინილ
ა დ ა მ ია ნ თ ა
ცხოვრება
12

საქართველოს სსრ
საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის
სახელმწიფო გამომცემლობა
„ნაკადული“
19 თბილისი 63
თარგმანი ფრანგულიდან

ალექსანდრა წერეთლისა
შესავალი

მიქელანჯელოს ცხოვრება განსაცვიფრებელი მაგალითია იმისა, თუ რის


შექმნა ძალუძს სიცოცხლის მანძილზე დიდ ადამიანს.
როდესაც ის დაიბადა - მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში, — იტალიის
ხელოვნება გირლანდაიოსა და ბრამანტეს მშვიდი და ნათელი
შემოქმედებით იყო გაშუქებული. ფლორენციული სკულპტურა თითქმის
მოდუნებული იყო როსელინოს, დეზიდერიოს, მინო და ფიეზოლეს,
აგოსტინო დი დუჩოს, ბენედეტო და მაიანოს, ანდრეა სანსოვინოს ფაქიზი
და მსუბუქი ხელოვნების მოჭარბებული სინაზისაგან.
მიქელანჯელო ქარიშხალივით ამოვარდა ფლორენციის მიყუჩებულ და
გავარვარებულ ცაზე. ქარიშხალი, უეჭველია, დიდხანს მზადდებოდა
იტალიური გონებისა და მგრძნობიარობის უჩვეულო დაძაბულობით,
რომელსაც ბოლოს სავონაროლასეულ კონვულსიამდე უნდა მიეღწია.
მაგრამ ამისი მსგავსი მაინც არაოდეს არაფერი გამოჩენილა. მან
გრიგალივით გადაიარა და როცა ჩაიქროლა, ლორენცო მედიჩის,
ბოტიჩელის, ვეროკიოსა და ლეონარდოს გონებამახვილი და ნებიერი
ფლორენცია უკვე აღარ არსებობდა. ცხოვრებისა და ოცნების მთელი
სიტკბოება, დამკვირვებლობის სიყვარული, მთელი არისტოკრატული და
საერო პოეზია, კვატროჩენტოს მთელი ელეგანტური და ნაზი. სული ხელის
ერთი მოსმით აღიგავა. და ამის შემდეგაც ხელოვნებას კიდევ დიდხანს
იტაცებდა ამ მშფოთვარე სულის გრიგალი.
ვერც ერთი კუთხე ვერ გადაურჩა ქარიშხალს. მან ერთბაშად მთელი
ხელოვნება მოიცვა. მიქელანჯელომ მხატვრობაც მოაჯადოვა, ქანდაკებაც,
ხუროთმოძღვრებაც და პოეზიაც. თავისი ძალითა და შმაგი იდეალიზმით
თავბრუ დაახვია მათ. მისი გაგება ვერავინ შეძლო, მაგრამ ყველა კი ბაძავდა.
მისი ყოველი დიდი ნაწარმოები — დ ა ვ ი თ ი , პ ი ზ ი ს ო მ ი ს კარტონი,
ს ი ქ ს ტ ე ს კ ა პ ე ლ ი ს კამარა, მ ე დ ი ჩ ი ს ს ა მ ლ ო ც ვ ე ლ ო , დ ღ ე
გ ა ნ კ ი თ ხ ვ ი ს ა , წ მ . პ ე ტ რ ე — ბატონობდა და იმონებდა ხელოვანთა
მრავალ თაობას. ყოველი მათგანიდან დესპოტური ძალა გამოკრთოდა.
მაგრამ ამ ძალას განსაკუთრებით თვით მისი პიროვნება აფრქვევდა, მისი
დიდებული ცხოვრება, რომელიც თითქმის მთელ საუკუნეს გადასწვდა.
ამ ცხოვრებიდან არც ერთი ქმნილების გამოყოფა და ცალკე შესწავლა არ
შეიძლება. ყველაფერი ეს — ერთი მთლიანი ძეგლის ფრაგმენტებია;
ისტორიკოსთა უმრავლესობის შეცდომაა ის, რომ ამ გენიას ანაწევრებენ და
ამით ასახიჩრებენ მას. ამ მძლავრი ნაკადის მთლიან დინებას თავიდან
ბოლომდე უნდა მივყვეთ, თუ გვსურს მისი მრისხანე ერთიანობის აზრი
შევიცნოთ.
თავი პირველი

ბავშვობა და სიჭაბუკე

(1475-1505)

მიქელანჯელო დაიბადა 1475 წლის 6 მარტს კაზანტინოში ქ. კაპრეზეში,


ბუონაროტი სიმონის ძველ ოჯახში, რომელიც მეთორმეტე საუკუნიდან
იხსენიება ფლორენციის ქრონიკებში. მამამისი, ლოდოვიკო დი ლიონარდო
ბუონაროტი სიმონი, მაშინ კაპრეზეს და კიუზის ქალაქის თავი იყო.
დედამისი ფრანჩესკა დი ნერი დი მინიატო დელ სერა გარდაიცვალა,
როდესაც ბავშვი ექვსი წლისა იყო და მამამისმა რამდენიმე წლის შემდეგ
მეორე ცოლად შეირთო ლუკრეცია უბალდინი. მიქელანჯელოს ოთხი ძმა
ჰყავდა: ლიონარდო, მასზე ორი წლით უფროსი, ბუონაროტო, 1477 წელს
დაბადებული, ჯოვან-სიმონე, 1479 წელს და სიჯისმონდო 1481 წელს
დაბადებული.
ძიძად მას სეტინიანოელ ქვისმთლელის ცოლი ჰყავდა. შემდეგში,
ხუმრობით, თავის მიდრეკილებას ამ ძიძისაგან შეწოვილ რძეს მიაწერდა
ხოლმე. სასწავლებლად მიქელანჯელო ფლორენციას გაგზავნეს ფრანჩესკო
და ურბინოსთან, მაგრამ იქ ის მარტო ხატვას ეტანებოდა, სხვას კი
ყველაფერს ხელი მიუშვა. „ამიტომ მამა და ბიძები ცუდი თვალით
უყურებდნენ და ხშირად სასტიკად სცემდნენ კიდეც, რადგან სძულდათ
ხელოვანის პროფესია და რაკი ხელოვნების კეთილშობილებისა არა
გაეგებოდათ რა, სირცხვილად მიაჩნდათ თავის ოჯახში მხატვრის ყოლა“1.
მაგრამ მოხუცი ბუონაროტი, ისევე როგორც მისი შვილი, ფიცხი უფრო
იყო, ვიდრე ჯიუტი და საკმაოდ ჩქარა დათანხმდა, რომ შვილი თავის
მიდრეკილებას გაჰყოლოდა. 1488 წლის აპრილში მიქელანჯელო, თავის
ახალგაზრდა მეგობრის – ფრანჩესკო გრანაჩის რჩევით, შედის დომენიკო და
დავით გირლანდაიოთა სახელოსნოში. ეს სახელოსნო ყველაზე
სახელმოხვეჭილი იყო ფლორენციაში და დიდი მშრომელი დომენიკოც,
„რომელიც ქალაქის მთელი გალავნის მოხატვაზე არ იტყოდა უარს“, ეს
მშვიდი სულის, მარტივი და უშფოთველი კაცი, რომელიც სჯერდებოდა

1
კონდივი
არსებობას ჭკუის ჭყლეტისა და ზედმეტი წვალების გარეშე, ეს ბედნიერი,
ორმოცდახუთი წლის ასაკში გარდაცვლილი ადამიანი, რომელმაც
დაგვიტოვა უამრავი ნაწარმოები, სადაც ეპიკური სიძლიერითაა
გაცოცხლებული ფლორენციის მორალური ენერგია და ბრწყინვალება,
საუკეთესო ხელმძღვანელი იყო, რომელიც შეიძლებოდა მიეჩინათ
ახალგაზრდა მიქელანჯელოსთვის. დომენიკო მაშინ სავსებით მომწიფებული
იყო: ამ დროს, 1486 წლიდან 1490 წლამდე, იგი მუშაობდა თავის შედევრზე
– სანტა მარია ნოველას ტორნაბუონის კაპელის 14 ფრესკაზე, რომლებშიაც
ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ლეგენდაა გამოხატული1.
ფიქრობენ, რომ დომენიკოს არავითარი გავლენა არ მოუხდენია
მიქელანჯელოზე და, მართლაც, ამ გავლენის პირდაპირ ნიშ- ნებს
მიქელანჯელოს შემოქმედებაში ვერსად ვერ შევხვდებით, გარდა ლუვრისა
და ალბერტინას ორი ნახატისა. მაგრამ ზუსტი მიბაძვა იშვიათად ახასიათებს
მიქელანჯელოს. იგი იმდენად გამძ. ლე ლითონისაგან იყო შექმნილი, რომ
გარემო და მასწავლებლე- ბი ვერ დაასვამდნენ თავის ბეჭედს, როგორც
რაფაელს, რომელიც მიქელანჯელოს არ უყვარდა, „რადგანაც მას თავისი
წარმატება ბუნე- ბით კი არ ჰქონდა მოპოვებული, არამედ სწავლით“. მაინც
არა მგო- ნია, რომ მიქელანჯელოსთვის უშედეგოდ ჩაევლოს გირლანდაიოს
სკოლაში ყოფნას. თუ მის ხელობასა და სტილს გავლენა არ გა- ნუცდია,
ყოველ შემთხვევაში, სანტა-მარია ნოველას ოსტატთან და მის
ნამუშევრებში მას ღრმად უნდა შეესუნთქა ჯანსაღი ატ-

1
გირლანდაიოსთან ყოფნის დროს მიქელანჯელომ დახატა სანტა-მარია ნოველას ხარაჩოები და
გირლანდაიოს თანაშემწეები.

You might also like