You are on page 1of 18

იმპრესიონიზმი და

პოსტიმპრესიომიზმი
იმპრესიონიზმი
• (ფრანგ. impressionisme, Impression — შთაბეჭდილება) —
მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა
საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი
იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა
აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი
ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი
შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა
სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.
წარმოშობა
• იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში
მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე
. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება
მიიღო სწორედ მისი ნახატისგან
- შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა
კლოდ მონე
მეთოდი
• იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი
ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე,
ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას
ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით
აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში
იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში
ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი
ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ
ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და
ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.
პიერ ოგიუსტ რენუარი
იმპრსიონისტები
პოლ სეზანი
• ედგარ დეგა
• ედუარ მანე
• კამილ პისარო
• პიერ-ოგიუსტ რენუარი
• ალფრედ სისლეი
• ვინსენტ ვან გოგი
• პაბლო პიკასო
• ამედეო მოდილიანი
კლოდ მონე
მზის ადამიანი
• 1840 წლის 14 ნოემბერს პარიზში დაიბადა ოსკარ კლოდ
მონე, ფრანგი მხატვარი, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი
ფუძემდებელი. მისი ცნობილი “წყლის ლილიები”,
“ყაყაჩოების მინდორი”, “პარლამენტის შენობა”
მიეკუთვნებიან მსოფლიოს უძვირფასეს ნახატებს.
• უპირველესყოვლისა, მონემ მსოფლიოს დაამახსოვრა
თავი, როგორც რევოლუციონერმა ხელოვნებაში. ის
პირველი იყო, ვინც გამოიყენა ახალი თეორია ფერების
გამაში, ვინც გამოსახა ობიექტი რამდენჯერმე სხვადასხვა
განათებასა და ამინდში.
• ნახატი “შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა” გახდა ამოსავალი
წერტილი ყველა იმპრესიონისტისთვის.
• თუმცა, როგორც უმეტესი ნოვატორის, მისი ცხოვრებაც
რთულად წარიმართა. მოზარდს უკვე დაეწყო მხედველობის
პრობლემები, სიცოცხლის ბოლოს კი უკვე დაბრმავდა
ორმაგი კატარაქტისგან. მისი მემკვიდრეობა კი მთელი
კაცობრიობის დანატოვრად ითვლება და მიმოფანტულია
მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა და გალერეებში.
პოსტიმპრესიონიზმი
• — მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც
XIX ს-ის II ნახევარში წარმოიშვა ფრანგულ
ფერწერაში, შემდგომ კი გამოვლინდა
ხელოვნების სხვა სახეებშიც. მისთვის
დამახასიათებელია სამყაროს აღქმასთან
დაკავშირებული ხელოვანის წუთიერი
შთაბეჭდილებების, სულიერი
განწყობილების გადმოცემა.
პოლ გოგენი
პოსტ–იმპრესიონიზმი
-ეს იყო ძირითადად ფრანგული მხატვრობის
მიმდინარეობა, რომელიც 1886–1905 წლებში
გავრცელდა. იგი მოიცავს წლებს-
იმპრესიონისტების ბოლო გამოფენიდან
ფოვიზმის დაბადებამდე.’’ პოსტ–
იმპრესიონიზმი პირდაპირ უკავშირდება ოთხი
მხატვრის სახელს, ესენი არიან: პოლ სეზანი,
პოლ გოგენი, ვინსენტ ვან გოგი და ჟორჟ
სერა.
პოსტ–იმპრესიონისტ მხატვრებში
ძალიან უხეშად სამ ტიპს გამოყოფენ
• . პირველი– ესენი არიან შემოქმედები, რომელთა
ნამუშევრებშიც ყველაზე მეტად იგრძნობა ხაზი და მისი
მნიშვნელობა/
• ხოლო ფერი–მეორეხარისხოვანია. მეორე–მხატვრები,
რომლებიც დიდ ყურადღებას ანიჭებენ ფერს და მათთვის
ხაზი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის.
• მესამე–კი ესაა მხატვართა ის ნაწილი, რომელიც ორივეს
უჭერს მხარს– ე.წ. ‘’შემრიგებელთა საზოგადოება’’.
ვინსეტ ვან გოგი
პოლ გოგენი
პოლ გოგენი
• ამრიგად, ამ მიმდინარეობებისათვის
დამახასიათებელია სამყაროს სუბიექტურ
აღქმასთან დაკავშირებული წუთიერი
შთაბეჭდილებების, ინდივიდის სულიერი
განცდების ასახვა.

You might also like