You are on page 1of 2

რომანტიზმი როგორც ლიტერატურული მიმდევრობა მეთვრამეტე

საუკუნეში ჩამოყალიბდა ევროპაში და მალევე საქართველოშიც


გავრცელდა. ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართველ რომანტიკოსთა
შორის ყველაზე განსხვავებული და მნიშვნელოვანი პიროვნებაა, მან
დიდი წვლილი შეიტანა, რომ ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულიყო
რომანტიზმი. პოეტის ნაწარმოებები ძირითადად მწუხარებით და
სევდით არის სავსე და ამ ყველაფრითაა გადმოცემული მისი ხასიათი
და გრძნობები. ერთ-ერთი გამორჩეული რომანტიკოსი როგორც
ცნობილია, ნაადრევად გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი შეუდარებელი
ნაწარმოები დაგვიტოვა მან ჩვენ. როგორც რომანტიკოსებს
ახასიათებთ მათი ერთ-ერთი მთავარი თემა სიყვარული და ბუნების
გაიდეალებაა. პოეტის გამორჩეული და უკონკურენტო ლექსია
"მერანი"

ნიკოლოზ ბარათაშვილს საკმაოდ ტრაგიკული და მძიმე ცხოვრება


ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც არ უხრის თავს ამ
ბედისწერას, ის ფარხმალს არ ყრის და ცდილობს ცხოვრებას არ
დაუჩოქოს, ამ ყველაფერს თავდაუზოგავად ცდილობს. ლექსში
ნახსენებია "ყორანი" რაშიც გულისხმობს ავ ბედისწერას და გაურბის
ის მას, რომ არ ავნოს. პოეტი იბრძვის არამარტო საკუთარი თავისთვის
და ოჯახისთვის, არამედ მომავალი თაობისთვის და
საახლობლოსთვის "და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა
გაუადვილდეს"

რომანტინკოსი-ლირიკული გმირი მიმართავს მერანს, რომ


გადალახოს "სამძღვარი" ის მზადაა ყველაფრისთვის, რომ დატოვოს
და გადალახოს ყველაფერი, მთავარია მან თავისუფლება მოიპოვოს
"რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა"
მზადაა იმისთვისაც, რომ თავი შესწიროს ამ ყოველივეს მაგრამ
საყვარელი ადამიანებისგან შორს "დაე მოვკვდე მე უპატრონოდ
მისგან, ოხერი!" როგორც ძველი თაობა იბრძოდა მომავალი
თაობისთვის, რომ სიცოცხლე გამარტივებოდათ და თავსაც
წირავდნენ, ნიკოლოზ ბარათაშვილიც იგივეს ეწევა, რომ ცხოვრება
გაუადვილოს მომავალს.

You might also like