You are on page 1of 2

Რომანტიზმი ქართულ ლიტერატურაში მეცხრამეტე საუკუნიდან

მკვიდრდება, Ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება კი ქართული


რომანტიზმის მწვერვალია. მიუხედავად იმისა, რომ მის ლექსებში: “შემოღამება
მთაწმინდაზედ”, “მერანი”, სულო ბოროტო” და “ ხმა უდუმალი“ სევდა და
გულგატეხილობა იგრძნობა , პოეტი მას არ ეგუება და “ბედის საზღვრის “
გადალახვას ცდილობს. Მისი პესიმიზმის მიზეზი პირადული გარდა
იმდროინდელი ეპოქა იყო, იგი ვერ ეგუება უსამართლობას. Ბარათაშვილი არის
თავისი შემოქმედების ლირიკული გმირი.

Ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში “შემოღამება მთაწმინდაზე საუბარია


ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე. Ის არასოდეს შეუპყრია სევდას,
საიმედოსა და სასიხარულოს ეძებდა ყველგან, განსაკუთრებით ბუნების წიაღში.
Ლაჟვარდის ცა ავიწყებს პოეტს ამ ქვეყნიურ პრობლემებს და აახლოებს ზეციურ
ძალებთან. Მთაწმინდის ეს მშვენიერება აძლევს პოეტს იმედს, რომ ბოლოს და
ბოლოს “გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს”. Ამ
ლექსის “ადგილნი ვერანანი და უდაბურნი” ძალიან გვაგონებს გერმანელი
მისტიკოსი მხატვრის არნოლდ ბიოკლინის ფერწერულ ტილოს მიცვანებულთა
კუნძული.

Ნიკოლოზ ბარათაშვილი ბედთან შეურიგებელი და შეუპოვარი ადამიანია. Მისი


ლექსი “მერანი” სულის სიმბოლოა, რომელიც გარბის და მიელტვის
თავისუფლებას და ის ჰიმნია გმირობისა. Ის გამოხატავს ბედთან თავგანწირულ
ბრძოლას. Ნიკოლოზ ბარათაშვილს ჰქონდა ოცნებები, რომელიც ცხოვრებამ
დაუნგრია და გადაუქცია ბოროტ სულად.
“წყეულიც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთმათა, ბრმად
Ვუმსხვერპლიდი, მივანდობდი ჩემთა გულისთქმათა!”
Თავგანწირული მხედარი ეკვეთება ბედის წერას, მაგრამ მას არ აშინებს შავი
ყორანი და პოეტის აზრით, გზა უვალი მისგან თელილი.
“და გზა უვალი შენგან, თელილი, მერანიო ჩემო, მაინც დარჩება:
Და ჩემს შემდგომად მიძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
Და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის გამოუქროლდეს!”.

Ლექსი მთლიანად რომანტიკული ხასიათისაა, რადგან ნათლად ჩანს ლირიკული


გმირის სწრაფვა იდეალური, სრულყოფილი გარემოსკენ. Ნიკოლოზ ბარათაშვილი
იყენებს არაერთ მხატვრულ ხერხს, სათქმელის უკეთ გადმოსცემად. Ეპითეტები:
“მთაო ცხოველო”, “სევდიანი”,”მცინარო”, “ცრემლიანო”, ნათლად ასახავს თუ
რამდენად მთაწმინდის გარემო სულიერ მდგომარეობასთან. Ასევე ლექსში
ვხვდებით არქაულ მეტყველებას- “როს მონამენ”, “დაშთენ”, “წარუტყვევს”. Ეს
ყოველ ლექს ბუნებრივობას და ხიბლს მატებს.

You might also like