You are on page 1of 7

შუალედური

ქართული ლიტერატურის სწავლება ინტერდისციპლინარულ ჭრილში

მარიკა ზაქაშვილი

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

ლექტორი: ელენე თაბორიძე, ასოცირებული პროფესორი ფილოლოგიურ


მეცნიერებათა დოქტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


2020 წელი
1. ვინ, როდის და სად გადაიღო პირველი ქართული ფილმი?
- თბილისში 1900-იან წლებში უკვე არსებობდა კინოთეატრი. პირველი ქართული
ფილმის შემქმნელად მიიჩნევენ ვასილ ამაშუკელს,რომელმაც თავისი კამერით
დაიწყო ფლმების გადაეღება. ვასილმა ფილმების შექმნა ბაქოში დაიწყო 1908
წელს და 1912 წელს დაასრულა.სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის
სახელწოდება გახლავთ, „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. უნდა
აღინიშნოს ისიც,რომ ფილმში იგი აღწერდა დიდი პოეტის საიუბილეო
მსვლელობას რაჭა-ლეჩხუმში ,ასევე 1915 წელს გადაიღო აკაკის დაკრძალვის
კადრებიც.

2. ქართული კლასიკური ლიტერატურის მიხედვით გადაღებული რომელი ფილმის


გახსენება შეგიძლიათ?
- მე შემიძლია გავიხსენო ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმი,
რომლის სახელწოდებაც გახლავთ „კაცია-ადამიანი?!“, რომელიც გადაიღეს 1979
წელს და ეფუძნება ილია ჭავჭავაძის ამავე სახელობის თხზულებას.ხოლო
რეჟისორები კი გახლავთ სიკო და ქეთი დოლიძეები.ფილმში მთავარ როლს
ასრულებს ნოდარ მარგველაშვილი(ლუარსაბი) და ლეილა შოთაძე (დარეჯანი).
როდესაც პირველად ვუყურე ამ ფილმს, ვიყავი 12 წლის, რაც შეეხება ჩემს
შთაბეჭდილებებს, რა თქმა უნდა, მომეწონა, თუმცაღა ამ ასაკში რეალურად
რთულია დამოუკიდებლად გაიაზრო თუ რამდენად რეალური პრობლემების
ამსახველია იგი, ამიტომაც ჩემი შეხედულებები და ტექსტის მთავარი
პრობლემისა თუ სათქმელის გააზრება უფრო მოგვიანებით დავიწყე,როცა წლები
მომემატა და ცნობიერებაც განმივითარდა.

3. რომელი ხალხური სანახაობები უსწრებდა წინ ქართული პროფესიული თეატრის


ჩამოყალიბებას?
- ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებას წინ უსწრებდა არაერთი
ხალხური სანახაობა, რომლის მიმართაც საზოგადოება ყოველთვის დიდ
ინტერესს იჩენდა.ასეთი იყო მაგალითად, ბერიკაობა, მისი სიუჟეთი ძირითადად
წარმოადგენდა უსამართლობისთვის ბრძოლას, იგი წარმოადგენდა
იმპროვიზირებულ თეატრს.იგი ადრე გაზაფხულზე, აღდგომის დიდმარხვის
დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იწყება და კვირის განმავლობაში გრძელდება.
ბერიკაობაში ისინი მონღოლების მიერ დაპყრობილ საქართველოში არსებულ
მდგომარეობას თამაშობენ. იგი ასახავს მონღოლთა ყაენის დიდი მოურავის
სოფელში მოსვლას და მის მიერ ჩატარებულ სადამსჯელო ეპიზოდებს.
ასეთივე იყო ყენობაც,რომელიც პირველად გვხვდება 17-
18საუკუნეებში.გამოხატავდ ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლას და
გამარჯვებას დამპყრობლებთან.მე-19 საუკუნიდან ყეენობამ სახე იცვალა და
ცარიზმის წინააღმდეგ სულისკვეთების გამომხატველად იქცა.

4. დაასახელეთ სამი რეჟისორი,რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს


ქართული თეატრალური კულტურის განვითარებაში?
- სანდრო მრევლიშვილი -მისი თაოსნობით გაიხსნა მეტეხის თეატრი.
- მიხეილ თუმანიშვილი-მან თავის მოსწავლეებთან ერთად ჩამოაყალიბა
თუმანიშვილის დასი.იყო ქართველი რეჟისორი,სახალხო არტისტი, მინიჭებული
აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.მის მიერ დადგმული
სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: „ადამიანებო იყავით ფრთხილად“,“ესპანელი
მღვდელი“, „ჭინჭრაქა“, „ამავი სიყვარულისა“ და ა.შ
- რეზო გაბრიაძე- არის ქართველი მხატვარი,მწერალი კინოსა და თეატრის
რეჟისორი, ავტორია 35 -ზე მეტი ფილმისა,მან დაარსა თბილისის
მარიონეტელების თეატრი 1981წ.იგი მოღვაწეობდა შვეიცარიასა და
საფრანგეთში,ასევე ბროდვეიზე.

5. დაასახელეთ სამი მსახიობი,რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა მე-19


საუკუნის საქართველოში?
-ვერიკო ანჟაფარიძე,სოფიკო ჭიაურელი, ლეილა აბაშიძე.
სოფიკო ჭიაურელი — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის
სახალხო არტისტი, სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი. შესრულებული აქვს
როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც
შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო
კონკურსებზე.
ლეილა აბაშიძე — ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. 1940
წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს
როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა
თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო
ფაკულტეტი.
ვერიკო ანჯაფარიძე — ქართველი მსახიობი. საქართველოს და სსრკ სახალხო
არტისტი. სსრკ სახელმწიფო, შოთა რუსთაველის სახელობის და კ. მარჯანიშვილის
სახელობის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი
ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი
შემქმნელი და დამამკვიდრებელი. კ.

6. დაასახელეთ არქეოლოგიური მონაპოვარი,რომელიც ქართველთა მუსიკითა და


ცეკვით გატაცებას ასაბუთებს?

- ძვ.წ 714 წლით დათარიღებული ასურეთის მეფის სარგონის ცნობით


ქართველური ტომები მუშაობის დროს მხიარულ სიმღერებს ასრულებდნენ.
ძველიბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს ცნობით კი ჭანების ტომები
ბრძოლასაც კი საომარი სიმღერით იწყებდნენ. ეს ხდება ძვ.წ 401 წელს. 1938 წელს
სამთავროში ერთ-ერთ საფლავში აღმოჩენილ საკრავს ,რომელიც გახლავთ გედის
წვრილი ძვლისაგან გაკეთებული სალამური.ასეთი არქეოლოგიური მონაპოვარი
გვაქვს თრიაალეთში,სადაც აღმოჩენილია ვერცხლის თასი, რომელზედაც
გამოსახულია ნაყოფიერების მიმართ მიძღვნილი ფერხული, ეს ნიმუში
ადასტურებს იმას რომ ძველი წელთ აღ. მე-15 საუკუნეში განვითარებული
ჰქონდათ, არა მარტო წერითი კულტურა არამედ,ცეკვისა და სიმღერის
კულტურაც. სტეფანწმინდაში ნაპოვნია დასაკრავი ძვლის ფიგურა,მამაკაცის
ძვლის ფიგურა, რომელიც მე-10-6 საუკუნეებით არის დათარიღებული.ასევე,
მთის მუსიკალური ფოლკლორიც იმაზე მიუთითებს რომ ჩვენი წინაპრები
მუსიკის ჟანრებად თვლიდნენ იავნანასა და ტირილებს.
7. დაასახელეთ ქართუული მუსიკის მსოფლიო დონეზე აღიარების ფაქტები. როდის
მოხდა და როგორი ფორმა ჰქონდა ამ აღიარებას?
- საბედნიეროდ ბევრი ქართველი მუსიკოსი გვყავს,რომელთაც მნიშვნელოვანი
კვალი დატოვეს,როგორც ქართული ხალხური ისე კლასიკური მუსიკის
იტორიაში.ასეთი პიროვნებები გახლავთ: პაატა ბურჭულაძე,ანიტა რაჭველი,ლადო
ათანელი,ნიკოზ ლაგვილავა.ასევე გვყავს ინსტრუმენტალისტები: ელისო
ბოლქვაძე,ლექსო თორაძე,ხატია ბუნიათიშვილი,ნიკა მემანიშვილი და ა.შ
ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.6 წლის
ასაკიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას — როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან
ერთად. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში,
საფრანგეთში.
პაატა ბურჭულაძე-1981 წელს მოიპოვა პირველი ჯილდო მუსიკალურ
კონკურსში.მისი სენსაციური დებიუტი შედგა ლონდონში,სადაც შეასრულა
ოპერა“აიდაში“, ლუჩიანო პავაროტის გვერდით. 1990-1991 წლებში მეტროპოლის
ოპერის თეარში შეასრულა( ბორის გოდუნოვის) მთავარი პარტია.და ცხოვრების
გზაზე ჰქონდა კიდევ უამრავი წარმატება.
ანიტა რაჭველიშვილი- 2009 წეს წარსდა სკალას სეზზონის გახსნაზე, სადაც მთავარი
როლი შეასრულა ოპერაშ „კარმენი“.ის ასევე გამოდიოდა დიდ ოპერებში,
როგორიცაა მეტროპოლიტენ პერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა და კანადის
თეატრის ოპერა.2011 წელს ნიუ-ორკის კარნეგის ფოლში შეასრულა ფრანჩესკო
ჩილიას ანდრიანა ლეკუვრერი.
ლადო ათანელი-1996 წლიდან მომღერალი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს
უდიდეს საოპერო სცენებზე: ვენა,პარიზი,ლონდონი,მილანი და სხვ.შესრულებული
აქვს 40 ზე მეტი რეპერტუალი.მათ შორის მაკბეტი,იაგო,ჟერარი,ბარნაბა და ა.შ.

8. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენში კლასიკური მუსიკის რომელი ჟანრები


განვითარდა?

-მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენში განვითარდა კლასიკური მუსიკის


შემდეგი ჟანრები: ოპერა,რომანსი და საგუნდო ჟანრი.
ოპერა სინთეზური ჟანრია და აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიას, მხატვრობისა
და ქორეოგრაფიის ელემენტებს.ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი
მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის
კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი
საუკუნე ნახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.საქართველოში ოპერის თეატრის
დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-ლტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და
გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და
მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-
საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით. პირველი ქართული
ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი
ოპერიდან „თამარ ცბიერი“ 1897 წლის 20 დეკემბერს, პეტერბურგში შესრულდა,
თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში
დაიდგა. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული
ოპერა იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ (1918წ).
რომანსი- არის ვოკალური მუსიკის ძირითადი ჟანრი,რომელსაც ასრულებს ერთი
მომღერალი როიალის არფის ან გიტარის თანხლებით.ტერმინი „რომანსი“
წარმოიშვა ესპანეთში, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში და თავდაპირველად აღნიშნავდა
საერო სიმღერას. მისი დახვეწილი კლასიკური სახე ჩამოყალიბდა XVIII-XIX
საუკუნეებში. არსებობს რომანსის რამდენიმე სახეობა: ელეგია, ბალადა, ბარკალორა,
რომანსი საცეკვაო რიტმებით და სხვ. რომანსი ლირიკულ ჟანრს მიეკუთვნება და
მასში გადმოცემულია ადამიანის სულიერი განცდები
საგუნდო ჟანრი - პეტერბურგის კონსერვატორიის კურსდამთავრებულის
ჰარლაბი სავანელის მიერ ჩამოყალიბებული მგალობელთა გუნდი, რომლებმაც
საგუნდო მუსიკის პირველი კონცერტი გამართა 1874 წელის 24 აპრილს.ამის შემდეგ
კი დაარსდა ვიოლინოს ფორტეპიანოს სასწავლებელი.1917 წელს სწორედ ამ
სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია,რომელიც
დღეს ვანო სარაჯიშვილს სახელს ატარებს.

9. დაასახელეთ მე-20 საუკუნეში მოღვაწე მუსიკოსი,რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი


დატოვა,როგორც ქართული ხალხური ისე კლასიკური მუსიკის ისტორიაში?

- ევგენი მიქელაძე იყო გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ


წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში,
ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და
განვითარებაში.მისი უშრეტი ენერგიის და მონდომების წყალობით, 1933 წელს
საქართველოში შეიქმნა პირველი პროფესიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო
სიმფონიური ორკესტრი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა არამარტო
კლასიკური სიმფონიური მუსიკის პოპულარიაზაციაში, არამედ ქართული
სიმფონიური მუსიკის განვითარებაში, რამეთუ იქცა ამ ჟანრში მოღვაწე
ახალგაზრდა კომპოზიტორებისათვის შემოქმედებით ლაბორატორიად. ევგენი
მიქელაძესთან თანამშრომლობდნენ შემდგომში ქართული მუსიკის ისეთი
კორიფეები როგორიც იყვნენ ანდრია ბალანჩივაძე, შალვა მშველიძე, ალექსი
მაჭავარიანი და სხვები. ასეთი მაღალი კლასის დირიჟორთან ურთიერთობა მათ
ეხმარებოდა პროფესიულ ზრდაში, ახლის ძიებაში, ინდივიდუალური
შემოქმედებითი ხელწერის ჩამოყალიბებაში. ცნობილი ქართველი
მუსიკათმცოდნის ანტონ წულუკიძის შეფასებით ევგენი მიქელაძე იყო იმ დროის
საქართველოს „სიმფონიური ცხოვრების ჭეშმარიტი მთავარსარდალი“.

10. დაასახელეთ მსოფლიო სახელის მქონე საბალეტო ხელოვნების სამი ქართველი


წარმომადგენელი?

- საბალეტო ხელოვნებაში გვყავს ცნობილი ადამიანები, რომელთაც თავიანთი


წვლილი შეიტანეს ქვეყნის ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.ასეთი
პიროვნება, რომელიც მე ეხლა გამახსენდა გახლავთ:
ნინო ანანიაშვილი-დაიბადა თბილისში 1963 წლის 19 მარტს.მან ბალეტის
შესწავლა 10 წლიდან დაიწყო და ძალიან შეიყვარა ეს საქმიანობა.ნინო
ანანიაშვილმა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე მოამზადა და შეასრულა
მთავარი პარტიები ბალეტებში: „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“,
„ჟიზელი“, „რომეო და ჯულიეტა“.2009 წლებში ნინო ამერიკული ბალეტის
თეატრის მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. იგი შვედეთის, ნორვეგიის, ბავარიის,
მონტე-კარლოს, ბირმინგემის, სხვა საბალეტო სცენების ხშირი სტუმარია.
ვერა წიგნაძე 1924 წლის 24 სექტემბერს ქალაქ ბაქოში დაიბადა.
მან წელს ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, იგი ახუნდოვის
სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა. 1946 წლიდან თბილისის
ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო
ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო
რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე.
ვახანგ ჭაბუკიანი-იგი არის მოცეკვავე,ბალეტმაისტერი,პედაგოგი და
ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.1926 წლიდან ასრულებდა
წამყვან პარტიებს ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში.მან ითამაშა
ისეთ ცნობილ პიესებში,როგორიცა „გედების ტბა“,“დონკიხოტი“ და „ფაუსტი“.

You might also like