You are on page 1of 3

მშობლებთან ურთიერთობა

სავარჯიშო 1

ბევრ რთულ მშობელთან მქონია ურთიერთობა და საერთო ენა მომინახავს, მაგრამ

ამჯერად გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ჩემს სადამრიგებლო მე–8 კლასში არის მოსწავლე
ნინო, რომლის ქცევა რთული სამართავია და იძულებული ვარ მშობელს სისტემატიურად
შევატყობინო მისი დისციპლინარული დარღვევების შესახებ, რაც ყოველთვის უხერხულ
მდგომარეობაში მაგდებს, იგი მიმტკიცებს, რომ მისი შვილი სახლში სრულიად
საპირისპიროდ იქცევა - დამჯერია, წყნარი, მშვიდი და მისთვის გაუგებარია ჩემი
პრეტენზიები. ნინოს ასეთი ქცევა მის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. დედა ასევე
უკმაყოფილოა შვილის ნიშნებით, მას ეჭვი ეპარება ჩემს ობიექტურობაში, იგი თვლის, რომ
მისი შვილი ბევრად მეტს იმსახურებს, რადგან გაკვეთილს ყოველთვის ამზადებს და
შეუცდომლად უყვება ყველაფერს.

მირჩიეთ, როგორ მოვიპოვო ამ მშობლის ნდობა?

- აღწერეთ მასწავლებლის მიერ განხორციელებული სტრატეგიები, რომელებიც

დაგეხმარებათ წერილში მოცემული პრობლემის მოგვარებაში.
- დაასაბუთეთ თქვენ მიერ აღწერილი სტრატეგიის მართებულობა _ რატომ
შეუწყობს ის ხელს პრობლემის მოგვარებას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------

1
სავარჯიშო 2

მშობელი მოგვითხრობს: „ჩემი შვილი VII კლასშია. ისეთი სამსახური მაქვს, სკოლაში

ვერ მივდივარ, ამიტომ მისი ნიშნების შესახებ არაფერი ვიცი. ერთხელ

სკოლაში საღამოს მივედი. მაგრამ არავინ დამხვდა ხელოვნების მასწავლებლის

გარდა, რომელსაც სკოლაში ხატვის წრე აქვს. სწორედ ის დამეხმარა, რომ ჩემი

შვილის ნიშნები ჟურნალში მენახა. ვნახე, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიგე. რა-

ღაც კომპონენტების მიხედვით აფასებენ. ჩემს შვილს მხოლოდ რამდენიმე საგანში

ეწერა ქულა. კიდეც გავიფიქრე, ასე იშვიათად რატომ იძახებენ-მეთქი.

როგორც იქნა, მშობელთა კრებაზე მისვლა მოვახერხე. დამრიგებელმა შეფასებები

გაგვაცნო. სახტად დავრჩი. ჩემს შვილს თითქმის ყველა საგანში დაბალი

შეფასება ჰქონდა. დამრიგებელს საყვედური ვუთხარი: კი მაგრამ სად იყავით,

აქამდე რატომ არ შემატყობინეთ, ასეთი მდგომარეობა თუ ჰქონდა-მეთქი. დამრიგებელმა

ყველას წინაშე უხეშად მიპასუხა: უფრო ხშირად უნდა იაროთ სკოლაშიო.

რა ვქნა, სამსახურს თავი დავანებო?..“

სავარჯიშო 3

მშობელი მოგვითხრობს: „ზოოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელმა

ცხოველის აგებულება აუხსნა მოსწავლეებს. ნინოზე ამ გაკვეთილმა განსაკუთრებული

შთაბეჭდილება მოახდინა. ბავშვმა როცა გაიგო, რომ ცხოველებს

აქვთ გული, კუჭი, ფილტვები, ანუ ის ორგანოები, რომლებიც ადამიანებსაც

გააჩნიათ, შეწყვიტა ხორცის ჭამა. მშობელი ძალიან შეწუხდა ამ ამბის

გამო, რადგან თვლიდა, რომ გარდატეხის ასაკში ხორცის მიუღებლობა ბავშვის

ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. შეშფოთებული მშობელი

მასწავლებელთან მივიდა, სიტუაცია აუხსნა და დახმარება სთხოვა. მასწავლებელმა

2
უპასუხა: მე ვხსნი გაკვეთილს ისე, როგოც მევალება, თქვენი შვილი რას

შეჭამს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს თქვენ თვითონ მოაგვარეთ“.

You might also like