You are on page 1of 7

ანა ღვინიანიძე - ამონარიდი სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმიდან. სექტემბერი, 2022 წელი.

ლიტერატურის მიმოხილვა

ზიზღი. განსაზღვრება და მისი დანიშნულება

ზიზღი შვიდ ძირითად ემოციათაგან ერთ - ერთია, რომლის მნიშვნელობისა და


მნიშვნელოვნების სიღრმისეული კვლევა, მეოცე საუკუნის მიწურულს დაიწყო (Burlingham,
McDaniel, & Wilson, 1997).

ზიზღი განიმარტება, როგორც ემოცია, რომელიც ზიზღის განცდის პასუხად აღძრულ


სხეულებრივ პასუხსა და ქცევას ერთმანეთთან აკავშირებს. ზიზღი შეგვიძლია გავიაზროთ
ტომკინსისა და ეკმანის (Ekman, 1984) ჩარჩოს დახმარებით, როგორც აფექტის „პროგრამა,“
რომელშიც შედეგები1 (ქცევები, გამომეტყველება და სხეულებრივი პასუხები) აღძრულია
შინაგანი განცდების2 (მაგალითად, გარემოში არსებული გამღიზიანებლების კოგნიტური
შეფასების) მიერ (Moors, 2012; Rozin, Heidt, & McCauley, 1999).

1941 წელს, ანდრას ანგიალმა ნაშრომში - „ზიზღი და მონათესავე განცდები“ - ზიზღი


განსაზღვრა, როგორც მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება, უპირატესად, ცხოველისა და
ადამიანის ცხოველქმედების შედეგებს (Olatunji, & Sawchuk, 2005).

მკვლევრების - პოლ როზინისა და ეიპრილ ფელონის - მიხედვით, „ზიზღი არის უსიამოვნო


ობიექტის დაგემოვნების ალბათობასა ან შესაძლებლობაზე პასუხი. უსიამოვნო ობიექტები
წარმოადგენს დამაბინძურებელ ობიექტებს, რომელთა საკვებთან შეხება მცირე დროის
მანძილზეც კი, საკვებს უვარგისად აქცევს“ (Rozin, & Fallen, 1987).

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ზიზღი არის „(ზიზღისა) განცდა,


რომელსაც იწვევს გულისამრევი, უწმინდური, საძაგელი რისამე დანახვა, შეხება, ყნოსვა...“

იქვე ვხვდებით სიტყვას - „ზიზღიანი,“ რომელიც განიმარტება, როგორც „ისეთი (ადამიანი),


რომელსაც ზიზღი აღეძვრის სულ მცირე მიზეზითაც კი, – გულზიზღიანი“ (ჩიქობავა, 1950 -
1964).

1 Output
2 Input

1
ანა ღვინიანიძე - ამონარიდი სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმიდან. სექტემბერი, 2022 წელი.

ქართულ სინონიმთა ლექსიკონის თანახმად, ზიზღის სინონიმურ სიტყვას წარმოადგენს


სიძულვილი.

იქვე ვხვდებით ზიზღის განცდასთან დაკავშირებულ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: ზიდება


და ზიდილი - იგივეა, რაც გულისრევა; ზიზღიანი, რომლის სინონიმად დასახელებულია
სიტყვა - გულაზიზი (ნეიმანი, 1978).

ზიზღის ინგლისური და ფრანგული შესატყვისი წარმომდგარია სიტყვებისგან, რომლებიც,


უშუალოდ, გემოს შეგრძნებას უკავშირდება. სახელდობრ, ფრანგულში ინგლისური სიტყვის
- Disgust - მონათესავე სიტყვაა Degout, რაც, სიტყვასიტყვით, ცუდ გემოს ნიშნავს (Rozin, 1999).

რომ შევაჯამოთ, ზიზღი განიმარტება როგორც განცდა, რომელიც ადამიანს ამზადებს


მომწამვლელი, დამაზიანებელი ან დამასნებოვნებელი ნივთიერებებისაგან და სხვადასხვა
გამღიზიანებლისგან განრიდებისათვის. ზიზღის უპირველესი დანიშნულება სხეულის
დაცვაა უგემური ან ისეთი საკვების მიღებისგან, რომელიც შეიძლება ცოცხალი არსებისთვის
დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ამდენად, ზიზღი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა -
შენარჩუნებაში მონაწილე ერთ - ერთი ძირეული ემოციაა და წარმოადგენს, ე. წ., ქცევითი
იმუნური სისტემის მამოძრავებელს და მის განუყოფელ ნაწილს (Curtis, 2011; Curtis, de Barra,
& Aunger, 2011).

ზიზღის განცდაზე ქცევის სახით პასუხი წარმოადგენს ზიზღის აღმძვრელი


გამღიზიანებლებისგან განრიდებას, რასაც შესაძლოა, წინ უძღოდეს ზიზღის აღმძვრელი
გამღიზიანებლებისგან გარემოს გათავისუფლება (Cao, Sun, Peng, & Chen, 2022; McGinn, 2011).

ზიზღის გამომეტყველებაში მკაფიოდ მონაწილეობს პირი და ცხვირი, რაც გემოსა და სუნის


მძაფრ უარყოფას გამოხატავს და აღნიშნავს. ზიზღის განცდა, ასევე, მოიცავს ქვედა ყბის
ჩამოწევას, რასაც შესაძლოა ახლდეს ან არ ახლდეს ენის გამოყოფა ცხვირის აზიდვა -
დანაოჭებასა და ზედა ტუჩის ცხვირისკენ აზიდვასთან ერთად (Rozin, Lowery, & Ebert, 1994).

ზიზღის ამგვარ გამომეტყველებას ძირეული ზიზღის3 გამომეტყველებადაც მოიხსენიებენ და


მკვლევრების ნაწილი აღნიშნავს, რომ ზიზღის ამგვარი მკაფიო გამომეტყველება მხოლოდ
იშვიათ შემთხვევაში გვხვდება. მკაფიოდ გამოხატული გამომეტყველების გარდა, არსებობს,

3 Core Disgust

2
ანა ღვინიანიძე - ამონარიდი სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმიდან. სექტემბერი, 2022 წელი.

ე. წ., ზიზღზე მანიშნებლები4, რომლებიც წარმოადგენს ნაკლებად გამოხატულ, რთულად


მოსახელთებელ, მეტად „გაშალაშინებულ“ გამომეტყველებების ერთობლიობას, რომელიც
შესაძლოა, შემთხვევათა უმრავლესობაში შეგვხვდეს (Rozin, Haidt, & McCauley, 2008).

იქიდან გამომდინარე, რომ ზიზღი დაიხვეწა და განევრცო დამაზიანებელი, მომწამვლელი


თუ დამასნებოვნებელი გამღიზიანებლებისაგან სოციალურ მოვლენებზე, მკვლევრები
განასხვავებენ ზიზღის რამდენიმე სახეს (Kolnai, 2004).

ძირეული ზიზღი წარმოადგენს ზიზღს, რომელიც, უშუალოდ, სხეულის და სიცოცხლის


მომწამვლელი, დამაზიანებელი ან დამასნებოვნებელი გამღიზიანებლების ზემოქმედებისგან
დაცვისკენაა მიმართული (Haidt, Rozin, McCauley & Imada, 1997).

ადამიანის ცხოველურობის გაცნობიერებისგან თავდაცვისთვის განცდილი ზიზღი


მიმართულია ყველაფრისკენ, რაც შეიძლება ადამიანს ახსენებდეს მის კავშირს ცხოველებთან;
მის ცხოველურობას, იმას, რომ ის მოკვდავია. ერთ - ერთი ფსიქოანალიტიკოსის - ერნესტ
ბეკერის თანახმად - მოკვდაობა და მისი გაცნობიერება ადამიანების უდიდესი სირთულეა.
მისი აზრით, ზ. ფროიდის მიერ აღმოჩენილი დახვეწილი და გამოწრთობილი დაცვის
მექანიზმები არა იმდენად სექსუალური სურვილებისგან თავდაცვისთვის ჩამოყალიბდა,
რამდენადაც მოკვდაობის შფოთვასთან გამკლავებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ბეკერის
მსჯელობა ჭეშმარიტია, ზიზღი − განსაკურებით კი, ცხედრებისა და ხრწნის ზიზღი −
კაცობრიობის სასიცოცხლო ძალის დაზოგვაში საგულისხმოდ უნდა მონაწილეობდეს.

პიროვნებათშორისი ზიზღი - არსებობს ზიზღის სხვადასხვა სახე, რომელთა ახსნაც მარტივად


შეუძლებელია ძირეული ზიზღის ან ადამიანის ცხოველურობის გაცნობიერებისგან
თავდაცვისთვის განცდილი ზიზღისგან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ
პიროვნებათშორისი ზიზღის აღმძვრელი ისეთი გამღიზიანებლებია, რომლებიც მყისიერ
დასნებოვნებას ან ზიანს არ მოასწავებენ, ადამიანები კონკრეტული ადამიანების მიმართ
ზიზღს მაინც განიცდიან. შესაძლოა, ამგვარი ზიზღი აღძრას უცნობი ადამიანის შეხებამ ან
ზიზღი მიმართული იყოს ისეთი ჯგუფის წარმომადგენლებისკენ, რომელსაც ზიზღის
განმცდელი ადამიანი არ მიეკუთვნება.

4 Disgust Cues, Microexpressions of Disgust

3
ანა ღვინიანიძე - ამონარიდი სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმიდან. სექტემბერი, 2022 წელი.

ზიზღი, როგორც მორალური მსჯელობების მაწარმოებელი და საფუძველი - ზიზღი


მორალური მსჯელობების ერთ - ერთი თანმხლები და მაწარმოებელია. სხვადასხვა კვლევა
ზიზღს სხვადასხვაგვარ წვლილს ანიჭებს მორალური მსჯელობების წარმოებაში. კვლევების
ნაწილის თანახმად, ზიზღი ნამდვილად მონაწილეობს მორალურად მიუღებელი ქმედების
შეფასებაში, ხოლო ზოგიერთი კვლევის თანახმად - ადამიანების უმრავლესობა ბრაზს
განიცდის და ასახელებს, როგორც მორალურად მიუღებელი ქმედების პასუხს. თუმცა,
ამავდროულად, არსებობს კვლევები, რომლებიც ვარაუდობს, რომ მორალურად მიუღებელი
ქმედებების საპასუხოდ ადამიანები ბრაზისა და ზიზღის ნაზავს განიცდიან და გამოხატავენ
(Rozin, 1999).

მორალური ზიზღი და განსხვავება კულტურებს შორის ზიზღის აღმძვრელების


განზომილებაში

დადგენილია, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებში ზიზღს სხვადასხვა რამ


აღძრავს. მაგალითად, არსებობს კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რომ დასავლური კულტურის
წარმომადგენლებში ზიზღს აღძრავს ისეთი მორალური დარღვევები, დანაშაულები ან
შეცდომები, როგორიცაა მკვლელობა, ქურდობა, გაუპატიურება და ა. შ., ხოლო ისეთი
კულტურების წარმომადგენლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, იაპონური კულტურა,
ზიზღს აღძრავს სხვების მოლოდინებთან ან დადგენილ წესრიგთან გამოუხმაურებლობა და
ა. შ. (Haidt, Rozin, McCauley, Imada, 1997). ამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ სხვადასხვა
კულტურის წარმომადგენლები სხვადასხვა ემოციით ეხმაურებოდნენ ერთსა და იმავე
მორალურად მიუღებელ ქმედებას (An, Marks, & Trafimow, 2016).

4
ანა ღვინიანიძე - ამონარიდი სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმიდან. სექტემბერი, 2022 წელი.

გამოყენებული ლიტერატურა

American Psychiatric Association. (2013). Obsessive - Compulsive and Related Disorders. In A. P.


Association, Diagnostic and statistical manual of mental disorders - - Fifth Edition (DSM - 5)
(pp. 235 - 264). Washington, DC; London, England: American Psychiatric Publishing.

An, S., Marks, M., & Trafimow, D. (2016). AFFECT, EMOTION, AND CROSS-CULTURAL
DIFFERENCES IN MORAL ATTRIBUTIONS. Current Research in Social Psychology.

Basile, B., Tenore, K., Luppino, O. I., & Mancini, F. (2017). SCHEMA THERAPY MODE MODEL
APPLIED TO OCD. Clinical Neuropsychiatry, 407 - 414.

Beck, A. T., Ward, C. H., Mendelson, M., & Mock , J. (1961). An inventory for measuring depression.
Archives of General Psychiatry, 561 - 571.

Bhikram, T., Abi - Jaoude, E., & Sandor, P. (2017). OCD: obsessive–compulsive … disgust? The role of
disgust in obsessive–compulsive disorder. Journal of Psychiatry and Neuroscience, 300 - 306.

Burlingham, A., McDanie, C., & Wilson, D. 0. (1997). A historical review of disgust. Modern
Psychological Studies.

Cao, Q., Sun, J., Peng, M., & Chen, B.-B. (2022). Behavioral Responses to Familiar Versus Unfamiliar
Older People as a Source of Disgust. Evolutionary Psychology, 1 - 8.

Curtis, V. (2011). Why disgust matters. Philosophical Transactions of Royal Society B, 3478 - 3490.

Curtis, V., de Barra, M., & Aunger, R. (2011). Disgust as an adaptive system for disease avoidance
behaviour. Philosophical Transactions of the Royal Society B, 389 - 401.

Deacon, B., & Olatunji, B. O. (2007). Specificity of disgust sensitivity in the prediction of behavioral
avoidance in contamination fear. Behavior Research and Therapy, 2110 - 2120.

Giner-Sorolla, R., & Espinosa, P. (2011). Social Cuing of Guilt by Anger and of Shame by Disgust.
Association for Psychological Science.

Godwin, T. L., Godwin, H. J., & Simonds, L. M. (2020). What is the relationship between fear of self,
self-ambivalence, and obsessive - compulsive symptomatology? A systematic literature
review. Clinical Psychology and Psychotherapy, 887 - 901.

Goeleven, E., De Raedt, R., Leyman, L., & Verschuere, B. (2008). The Karolinska Directed Emotional
Faces: A validation study. Cognition & Emotion, 1094 - 1118.

Haidt, J., Rozin, P., Mccauley, C., & Sumio, I. (1997). Body, Psyche, and Culture: The Relationship
between Disgust and Morality. Psychology and Developing Societies, 107 - 131.

Knowles, K. A., Jessup, S. C., & Olatunji, B. O. (2018). Disgust in Anxiety and Obsessive-Compulsive
Disorders: Recent Findings and Future Directions. Current Psychiatry Reports.

5
ანა ღვინიანიძე - ამონარიდი სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმიდან. სექტემბერი, 2022 წელი.

Kolnai, A. (2004). Disgust. In A. Kolnai, On Disgust (pp. 29 - 92). Carus Publishing Company.

Levitt, E. E., & Gotts, E. E. (1995). Chapter 1 - Introduction. In E. E. Levitt, & E. E. Gotts, The
Clinical Application of MMPI Special Scales (p. 5). New Jersey: LAWRENCE ERLBAUM
ASSOCIATES, PUBLISHERS.

Loretz, L. (2005). Yale - Brown Obsessive - Compulsive Scale (Y - BOCS), Florida Obsessive
Compulsive Inventory (FOCI) and Childrens Yale - Brown Obsessive - Compulsive Scale (CY
- BOCS). In L. Loretz, Primary Care Tools for Clinicians: A Compendium of Forms,
Questionnaires, and Rating Scales for Everyday Practice (p. 249). St. Louis: ELSEVIER
MOSBY.

McGinn, C. (2011). The Aversive Emotions. In C. McGinn, The Meaning of Disgust (pp. 3 - 12). New
York: Oxford University Press.

Melli, G., Carraresi, C., Poli, A., Marazziti, D., & Pinto, A. (2017). The role of guilt sensitivity in OCD
symptom dimensions. Clinical Psychology and Psychotherapy, 1079 - 1089.

Moore, A. (2012). Comparison of affect program theories, appraisal theories, and psychological
construction theories. In P. Zachar, & R. D. Ellis (Eds.), Categorical versus dimensional
models of affect: A seminar on the theories of Panksepp and Russell (pp. 257 - 278).
Amsterdam: John Benjamins.

Olatunji, B. O., & Sawchuk, C. N. (2005). Disgust: Characteristic features, social manifestations, and
clinical implications. Journal of Social and Clinical Psychology, 932 - 962.

Olatunji, B. O., Ebesutani, C., Kim, J., Riemann, B. C., & Jacobi, D. M. (2017). Disgust proneness
predicts obsessive - compulsive disorder symptom severity in a clinical sample of youth:
Distinctions from negative affect. Journal of Affective Disorders, 118 - 125.

Olatunji, B. O., Kim, J., Cox, R. C., & Ebesutani, C. (2019). Prospective associations between disgust
proneness and OCD symptoms: Specificity to excessive washing compulsions. Journal of
Anxiety Disorders, 34 - 40.

Olatunji, B. O., Moretz, M., Wolitzky - Taylor, K., McKay, D., McGrath, P., & Ciesielki, B. (2010).
Disgust vulnerability and symptoms of contamination-based OCD: descriptive tests of
incremental specificity. Behavior Therapy, 475 - 490.

Overbeek, T., Schruers, K., Vermetten, E., & Griez, E. (2002). Comorbidity of obsessive-compulsive
disorder and depression: prevalence, symptom severity, and treatment effect. The Journal of
Clinical Psychiatry, 1106 - 1112.

Rozin, P., & Fallen, A. E. (1987). A Perspective on Disgust. Psychological Review, 23 - 41.

Rozin, P., Haidt, J., & McCauley, C. R. (1999). Disgust: The body and soul emotion. In T. Dalgleish, &
M. J. Power (Eds.), Handbook of Cognition and Emotion (pp. 429 - 446). West Sussex: John
Wiley and Sons Ltd.

6
ანა ღვინიანიძე - ამონარიდი სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმიდან. სექტემბერი, 2022 წელი.

Rozin, P., Haidt, J., & McCauley, C. R. (2008). Disgust. In Handbook of emotions (pp. 557 - 776). New
York: The Guilford Press.

Rozin, P., Lowery, L., & Ebert, R. (1994). Journal of Personality and Social Psychology, 870 - 881.

Sij, Z. D., Manshaee, G., Hasanabadi, H., & Nadi, M. A. (2018). The Effects of Schema Therapy on
Emotional Self-Awareness, Vulnerability, and Obsessive Symptoms Among Patients with
Obsessive - Compulsive Disorder. Modern Care Journal. Retrieved from
https://brieflands.com/articles/mcj-69656.html

Skolnick, A. J., & Dzokoto, V. A. (2013). Disgust and Contamination: A Cross-National Comparison of
Ghana and the United States. Frontiers in Psychology. Retrieved from
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3583245/

Storch, E. A., De Nadai, A. S., Do Rosário, M. C., Shavitt, R. G., Torres, A. R., Ferrão, Y. A., . . .
Fontenelle, L. F. (2015). Defining clinical severity in adults with obsessive - compulsive
disorder. Comprehensive Psychiatry, 30 - 35.

Tenore, K., Basile, B., Cosentino, T., De Sanctis, B., Fadda, S., Femia, G., . . . Mancini, F. (2020).
Imagery Rescripting on Guilt-Inducing Memories in OCD: A Single Case Series Study.
Frontiers in Psychiatry. Retrieved from
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7554624/

Thayer, K. K., DeRiso, M., Warren, J., Wilson, A., & Vance, S. (2021). What therapists need to know
about the treatment of OCD when disgust is part of the clinical presentation. Journal of
Affective Disorders Reports.

Tolin, D. F., Woods, C. M., & Abramow, J. S. (2006). Disgust sensitivity and obsessive - compulsive
symptoms in a non-clinical sample. Journal of behavior therapy and experimental psychiatry,
30 - 40.

Weingarden, H., & Renshaw, K. D. (2014). Shame in the obsessive compulsive related disorders: A
conceptual review. Journal of affective disorders, 74 - 84.

World Health Organization. (2016). Obsessive - compulsive disorder. In W. H. Organization,


International statistical classification of diseases and related health problems - 10th revision
(ICD - 10) (pp. 307 - 308). World Health Organization.

ნეიმანი, ა. (1978). ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. თბილისი, საქართველო. Retrieved


აგვისტო 24, 2022

ჩიქობავა, ა. (Ed.). (1950 - 1964). ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი,


საქართველო. Retrieved აგვისტო 24, 2022

You might also like