You are on page 1of 2

ადამიანები უცნაური არსებები ვართ.

ვიდრე ჩვენს საზოგადოებაში არსებული


პრობლემები უშუალოდ ჩვენს თვალწინ არ იჩენს თავს და შეგვეხება დუმილს
ვამჯობინებთ. 1991 წელს გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „გზაჯვარედინი“
ლევან კიტია ახერხებს სწორედ მთელი ეს ტრაგედია 40 წუთში თვალნათლივ
გვაჩვენოს. ფილმი ნიჰილიზმით შეპყრობილ კომპოზიტორზე მოგვითხრობს,
რომელიც მთელი ქართველი ერის კრებით სახედ გვევლინება. მოვლენები კი 9
აპრილის ღამეს მიმდინარეობს. მერაბ ნინიძის გმირი ნიჭიერი და შრომისმოყვარე
კომპოზიტორია, რომელიც თავისი საქმის კეთებაში ღამეებს ათენებს, თუმცა
სამოქალაქო პასუხისმგებლობა მისთვის უცხოა. მას არათუ არ არინტერესებს, რა
ხდება მის ირგვლივ, არამედ იმ ხალხს, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებისთვის
იბრძვიან დასცინის კიდეც, რადგან მისთვის თავისუფლება მხოლოდ საკუთარი
საქმის კეთებასთან ასოცირდება. „კეთილგონიერი“ კომპოზიტორი სხვა რეალობაში
ცხოვრობს და კომენდანტის საათიც მისი შეყვარებულის მოგონილი ფარსი ჰგონია.
მაგრამ მისი ცნობიერების შეცვლისთვის ბოლოს და ბოლოს 4 კედლიდან გაღწევა და
კომენდანტის საათის დროს გარეთ გასვლა ხდება გადამტეხი.

რეჟისორი 20 წუთის განმავლობაში განყენებული პოზიციიდან გვაჩვენებს მთავარი


გმირის გარდასახვას ნიჰილიზმით შეპყრობილი კომპოზიტორიდან
თავისუფლებისთვის მებრძოლ აქტივისტამდე. რუსი ჯარის ტანკები, სიცოცხლისგან
დაცლილი ქუჩები და უდანაშაულო ადამიანის მის თვალწინ სიკვდილი თითქოს
ელექტრო სტიმულატორის ფუნქციას ითავსებს, რომელიც დიდი ხნის გაჩერებული
გულს სიცოცხლეს დაუბრუნებს.

მიუხედავად იმისა ფილმში არც რუს ჯარისკაცებს ვხვდებით და არც 9 აპრილის


ტრაგედიის ამსახველ კადრებს, რეჟისორის მიერ გამოყენებული ავტომატების და
ტანკების გამაყრუებელი ხმა და გუგუნი მაყურებელს საშუალებას აძლევს დღესაც
მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს 9 აპრილის ღამის სიმძიმე.

სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა 31 წელი გავიდა ფილმის გამოსვლიდან, დღესაც


ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებაა,
სწორედ იმ თავისუფლების, რომლის მიღებასაც 9 აპრილის ღამეს ჩაეყარა
საფუძველი. ამ თავისუფლების შენარჩუბენისთვის კი აუცილებელია თითოეულმა
ჩვენგანმა ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავიღოთ. როგორც რეჟისორი
ლევან კიტია გვეუბნება დიახ, მწერალმა უნდა წეროს კიდევაც, მცხობელმაც პური
უნდა გამოაცხოს, მძღოლმაც მანქანა უნდა ატაროს მაგრამ როცა ქვეყნის
თავისუფლებას ემუქრება საფრთხე თავისი პიროვნება გვერდით გადადოს, ხოლო,
თუ მაინც ეს შეუძლებელია მაშინ საკუთარი საქმით ბოლომდე, ხმისწასვლამდე
იყვიროს მისთვის, რაც დღევანდელი საქართველოსთვისაც მიუღწეველ ოცნებად
რჩება.

You might also like