You are on page 1of 3

ონორე დე დომიე

(დონ კიხოტი და მკვდარი


ჯორი)
დომიეს ერთ-ერთი საყვარელი თემა “დონ კიხოტი” იყო.
მას შექმნილი აქვს დონ კიხოტის 49 გრაფიკული და 28
ფერწერული ნამუშევარი. დომიემ შეძლო ეპოვნა ისეთი
ლიტერატურული გმირი, რომელშიც თავის თავი
დაინახა. მისი სატირა გაგვახსენებს სწორედ დონ
კიხოტის ბრძოლას საზოგადოებასთან.

ონორე დომიეს ეკუთვნის ფერწერული ტილო “დონ


კიხოტი და მკვდარი ჯორი“. რეალიზმი უფრო
ყოვლისმომცველი კულტურული მიმდინარეობა
გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია XIX საუკუნის
შუა წლების რომანტიზმის იდეალიზმზე.

ნახატში გამოყენებულია შუქ-ჩრდილები, თითქოს


ჭიდილია ცხოვრების რეალობასთან. წინ დაგდებული
მკვდარი ჯორი თითქოს მეტყველებს მძიმე, უიმედო
მომავალზე, მაგრამ ცხენზე ამხედრებულები
განაგრძობე გზას, ცხოვრეაბასთან ჭიდილს. ერთი
მხედარი თითქოს ცდილობს ზეცას შეუერთდეს მეორე
კი თითქოს არ ჩანს. ამით ავტორს თითქოს უნდა
დაგვანახოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა -
ცხოვრება ყველასთვის ერთიანად რთულია. ირგვლივ
ბუნება მოშიშვლებულია, ესე იგი ადამიანს ბევრი აქვს
წინ შესაქმნელი. მხატვარს გამახვილებული აქვს
ყურადღება ზეცასა და გზაზე, ისინი ორივე
განათებულია- თითქოს ავტორი გვეუბნევა, რომ
მომავალი ნათელია, რაშიც ღმერთი დაგვეხმარება,
მხოლოდ ამისათვის საჭიროა გზიდან მოვიშიროთ
მკვდარი ჯორი, ანუ ის რაც ცხოვრებას ართულებს.
შეძლებს კი ამას დონ კიხოტი, რომელიც
ლიტერატურაში მოიაზრებოდა, როგორც კომიკური
ფიგურა, თუმცა ღრმა ფილოსოფიური აზრით.
აღსანიშნავია, რომ დონ-კიხოტის სახე გარკვევით არ
ჩანს. ამით მხატვარს განზოგადოებული ჰყავს
იმდროინდელი აზნაურის სახე, რომლებიც
გამოირჩეოდნენ რაინდობით, თუმცა ზოგჯერ
იუმორისტულ დონეზე დადიოდა ყოველივე ეს.
მიუხედავად იმისა, რომ დონ-კიხოტი გლეხ
ლამანჩელს ზემოდან დაჰყურებს, მის მთელ
ავლადიდებას შუბი, საომარი აღჭურვილობა
წარმოადგენს.
დონ-კიხოტი ბევრი მწერლის და ხელოვანის მუზა
გამხდარა.

You might also like