You are on page 1of 3

ვიქტორ ჰიუგო

ვიქტორ-მარი ჰიუგო ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო


მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი დაიბადა 1802 წლის 26 თებერვალს ბეზანსონში.
ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის
ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ
დიდია. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს „Le conservateur
litteraire“, რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს
მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად
ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია
როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს,
არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.
1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი
შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი
ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე. მწერალი 10 წლის მანძილზე
თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის.
იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს ლუი ნაპოლეონის
მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე
ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს.1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება,
სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული.
პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით
გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ,
მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის
ტაძარი“. პირველი რომანი, „ბუგ-ჟარგალი“ 16 წლისამ დაწერა, ბოლო, „ოთხმოცდაცამეტი წელი“ კი
72 წლის ასაკში.
ვიქტორ ჰიუგო გარდაიცვალა 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე
მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. მწერალი დაკრძალეს პარიზის პანთეონში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ს რომანია. მასში ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება.
რომანში სამი მთავარი მოქმედი გმირია: არქიდიაკონი კლოდ ფროლო, ზართა მრეკველი
მახინჯი კვაზიმოდო და ულამაზესი ბოშა ქალის ესმერალდა.
ღვთისმსახური კლოდ ფროლო მეცნიერების რამდენიმე დარგს ფლობდა და მაღალი
მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში. მან აღზარდა ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვი კვაზიმოდო,
რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მაგრამ ღვთისმსახური
სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა, როდესაც მისი გრძნობები ესმერალდამ უპასუხოდ დატოვა.
მთავარმა დიაკონმა მის მიერ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა ქალს გადააბრალა და
გულგრილად მიიღო მონაწილეობა ესმერალდას მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში.
ლამაზ, მაგრამ გულცივ, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის მზრუნველ ეკლესიის მსახურს
დაუპირისპირდა მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის მქონე კვაზიმოდო. მას მთელი არსებით
შეუყვარდა გულუბრყვილო და ნაზი ესმერალდა. როდესაც სიკვდილმისჯილი ესმერალდა
სახრჩობელაზე აჰყავდათ, კვაზიმოდო თოკით დაეშვა ტაძრის სახურავიდან, აიტაცა ქალი და ელვის
სისწრაფით ტაძარს შეაფარა თავი. ხოლო როდესაც ვერაგულად შეპყრობილი ესმერალდას მიმართ
განაჩენი მაინც შესრულდა, მან ჯერ ტაძრის სახურავიდან გადმოაგდო ესმერალდას სიკვდილის
მთავარი დამნაშავე კლოდ ფროლო, შემდეგ კი უკვალოდ დაიკარგა.
ორი წლის შემდეგ, როდესაც შემთხვევით გახსნეს ესმერალდას აკლდამა, ქალის ჩონჩხზე
გადამხობილი მეორე ადამიანის ჩონჩხი ნახეს. ეს იყო კვაზიმოდო, რომელიც შევიდა ესმერალდას
აკლდამაში და იქ დალია სული.

ოთხმოცდაცამეტი წელი

ოთხმოცდაცამეტი წელი ვიქტორ ჰიუგოს ისტორიული რომანია. მასში გადმოცემულია


საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროინდელი მოვლენები. იაკობინთა დიქტატურის პერიოდის
საფრანგეთის ბრძოლა გარეშე მტერთან და ვანდეელ მეამბოხეებთან. რომანის მთავარი გმირები
არიან ლანტენაკი, სიმურდენი და გოვენი. ისინი სხვადასხვა პრინციპებს ემსახურებიან. ამიტომ
მათ ერთმანეთთან დაპირისპირება და ბრძოლაც უხდებათ. ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება 1793
წლის მაისში.
მარკიზ დე ლანტენაკი ვანდეას აჯანყებას ხელმძღვანელობს. მას უცხოელთა დახმარებით
საფრანგეთში რევოლუციამდელი რეჟიმის აღდგენა სურს. რევოლუციონერები, სიმურდენი და
გოვენი, კი მას უპირისპირდებიან, მისი შეპყრობა და სიკვდილით დასჯა სურთ, მაგრამ როდესაც
ლანტენაკმა ცეცხლმოკიდებული კოშკიდან გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა გლეხის სამი
ბავშვი, გოვენმა მას დანაშაული მიუტევა და გაუშვა.
სიმურდენმა არ აპატია გოვენს ეს ლმობიერება და სამხედრო დისციპლინის ძალით იგი
სიკვდილით დასაჯა. მაგრამ გოვენი სიმურდენის აღზრდილი, მისი საყვარელი მოწაფე იყო.
სიმურდენმა ვერ აიტანა თავისი მკაცრი ქმედება და თავი მოიკლა.

საბრალონი

საბრალონი მწერალ ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი ისტორიული რომანია, რომლის მოქმედება


მიმდინარეობს XIX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში.
ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება ჟან ვალჟანის ირგვლივ. ღარიბმა ჟან ვალჟანმა მშიერი
ბავშვების დასაპურებლად საფუნთუშედან პური მოიპარა. იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და
ხუთი წლით კატორღა მიუსაჯეს. ჟან–ვალჟანმა რამდენიმეჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ მას
ყოველთვის იჭერდნენ და პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. ჟან ვალჟანმა კატორღაში
ცხრამეტი წელი გაატარა.
გათავისუფლების შემდეგ ყოფილ კატორღელს მრავალი უსიამოვნება შეემთხვა. მას არავინ
ენდობოდა. გამონაკლისი იყო ეპისკოპოსი ბენვენიუ, რომელმაც იგი კარგად მიიღო, ვახშამით
გაუმასპინძლდა და მოასვენა. შუაღამით გაღვიძებულმა ჟან ვალჟანმა მაგიდაზე მიმოფანტული
ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა და ჩუმად დატოვა ბინა. მეორე დღეს ჟანდარმებმა ჟან ვალჟანი
ნაქურდალით ხელში ბენვენიუს ბინაზე დააბრუნეს, მაგრამ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ
ვერცხლეული ჟან ვალჟანს თვითონ აჩუქა. ამ შემთხვევამ ჟან ვალჟანში დიდი სულიერი გარდატეხა
მოახდინა, მასში კვლავ გაიღვიძა კეთილმა საწყისმა. მოგვიანებით, მადლენის გვარით იგი ერთ-ერთ
პატარა ქალაქში დასახლდა და საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. ძია მადლენი ყველას
შეუყვარდა. იგი ქალაქის მერი გახდა. ვალჟანი ზრუნავს კოზეტზე, რომლის დედის, ფანტინის
სიცოცხლეზე იგი თავს პასუხისმგებლად თვლის.
ჟან ვალჟანის მხატვრული სახის გვერდით წარმოდგენილია პოლიციის ინსპექტორის
ჟავერის სახე. ცივი, უგულო, თავისი მოვალეობის პედანტური სიზუსტით შემსრულებელი
ჟავერისთვის სიკეთე თვით ის კანონებია, რომელთა განხორციელებისთვის იგი იღვწის. მისთვის
წარმოუდგენელია, რომ შესაძლებელია ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს. ჟავერი
მოწოდებით ჯაშუშია. იგი ყველას უთვალთვალებს. სწორედ მან დაადგინა, ვინ იყო წარსულში
მერი მადლენი. ჟავერს თავისი თავი სამართლიანობისა და კანონიერების დამცველად მიაჩნია,
მაგრამ სინამდვილეში დიდ უსამართლობას სჩადის. როდესაც იგი ჟან ვალჟანთან ამ ჭეშმარიტებას
აღმოაჩენს, მასში ადამიანური გრძნობები იღვიძებს და თავს იკლავს.

You might also like