You are on page 1of 11

ფრედერიკ ბეგბედერი

დაბ 21 სექტემბერი 1965[1] [2](53 წლის)


. თა
რიღ

დაბ ნეიი-სიურ-სენი[3]
. ად
გი
ლი

საქმ მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარ
იან ისტი, გამომცემელი, მწერალი[3] , 
ობა რომანისტი, ლიტერატურული
კრიტიკოსიდა რედაქტორი
ენა ფრანგული ენა[4]

ერო ფრანგები
ვნე
ბა

მოქ  საფრანგეთი
ალა
ქეო
ბა

ალმ პოლიტიკური კვლევების


ა- ინსტიტუტი და ლუი დიდის
მატ ლიცეუმი
ერი

ჟან რომანი და მოთხრობა
რი

ჯი ინტერალიეს პრემია, რენოდოს
ლდ პრემია და Q24929878?
ოებ

მეუ Diane de Mac Mahon


ღლ

საი beigbeder.net
ტი

 ფრედერიკ ბეგბედერი ვიკისაწყობში
ფრედერიკ ბეგბედერი, (ფრანგ. Frédéric Beigbeder, დ. 21
სექტემბერი, 1965, ნეილი-სურ-სენი) — ფრანგი მწერალი,
ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი.

სექციების სია

 1ბიოგრაფია
 2ნაწარმოებები
o 2.1რომანები
o 2.2ნოველები
o 2.3ესსეები
o 2.4კომიქსები
 3რესურსები ინტერნეტში
 4სქოლიო

ბიოგრაფია
ბეგბედერმა განათლება მიიღო მონტენისა და ლუი-ლე-გრანის
ლიცეუმებში. შემდეგ დაამთავრა პარიზის პოლიტიკური კვლევების
ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება აქვს მიღებული მარკეტინგშიც.
1990 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი: „შეშლილი
ახალგაზრდის მემუარები“, რის შემდეგაც ხდება ერთ-ერთი დიდი
სარეკლამო სააგენტოს რედაქტორი. პარალელურად თანამშრომლობს,
როგორც კრიტიკოსი და ქრონიკების ავტორი ისეთ ჟურნალებში,
როგორებიცაა Elle, Paris Match, Voici, VSD. მონაწილეობას იღებს
სატელევიზიო გადაცემებში ლიტერატურის შესახებ.
1994 წელს გამოდის მისი მეორე რომანი „არდადეგები
კომაში“. 1997 წელს ბეგბედერი წერს რომანს „სიყვარული გრძელდება
სამი წელი“, რაზეც რეჟისორი მარკ მარონიე ტრილოგიას იღებს.
1999 წელს „გალიმარი“ გამოსცემს მის ნოველათა კრებულს "ნოველები
ექსტაზის დროს".
მომდევნო წელს იწერება ბეგბედერის ყველაზე ცნობილი რომანი „99
ფრანკი“, რომელსაც მოგვიანებით ჯერ „14,99 ევრო“, შემდეგ კი „6,20
ევრო“ ეწოდება. რომანში ფარდა აქვს ახდილი სარეკლამო სფეროს შიგა
სამზარეულოს. ნაწარმოების გამოსვლიდან ცოტა ხანში ავტორი
სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.
ამავე პერიოდში ბეგბედერმა საკუთარი ლიტერატურული გადაცემები
შექმნა საფრანგეთის სხვადასხვა ტელეარხებზე, რომლებიც მალევე
დაიხურა.
2003 წლის იანვარში გამომცემლობა ფლამარიონიო სთავაზობს მწერალს
გახდეს გამომცემელი. 2006 წლამდე ბეგბედერმა გამოსცა დაახლოებით
25 წიგნი, რის შემდეგაც ფლამარიონთან მისი თანამშრომლობა შეწყდა.
2003 წელს მწერალი ინტერალიეს პრემიას იღებს რომანისთვის
„Windows on the world“, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრისტერაქტს
ეხება.
2005 წელს გამოვიდა ბეგბედერის „რომენტიკოსი ეგოისტი“, ორი წლის
შემდეგ კი — „მიშველეთ ბოდიში“.
დღემდე ბეგბედერი არის 1994 წელს მის მიერვე დაარსებული ფლორის
პრემიის ჟიურის თავმჯდომარე. მან ასევე დააარსა სადის
პრემია, 2001 წელს, ლიონელ არასილთან ერთად.
2005-დან 2007 წლამდე იგი მუშაობდა ჟურნალისტად სატელევიზიო
გადაცემაში Canal+-ზე. 2007 წლიდან კი
ჟურნალ „პლეიბოის“ ფრანგული გამოცემის ლიტერატურული
კრიტიკოსია. პარალელურად მუშაობს Canal+-ის ლიტერატურულ-
კინემატოგრაფიულ გადაცემა „წრის“ წამყვანი. 1998 წლიდან მუშაობს
ლიტერატურულ ჟურნალ „Lire“-შიც.
2007 წელს გამოვიდა „99 ფრანკის“ მიხედვით შექმნილი კინოფილმი,
რომლის რეჟისორია ჟან კუნენი. ფილმში ბეგბედერიც ასრულებს მცირე
ეპიზოდურ როლს.
2008 წლის 29 იანვრის საღამოს ფრედერიკ ბეგბედერი ერთ თავის
მეგობართან ერთად დაკავებულ იქნა ნარკოტიკების მოხმარების გამო.
მან წინასწარი დაკავების საკანში გაატარა 39 საათი, რის შემდეგაც
გაათავისუფლეს.

ნაწარმოებები
რომანები

 1990 : შეშლილი ახალგაზრდის მემუარები, გამომც. Table Ronde


 1994 : არდადეგები კომაში, გამომც. Grasset
 1997 : სიყვარული სამი წელი გრძელდება, გამომც. Grasset
 2000 : 99 ფრანკი (14,99 ევრო) (6,20 ევრო), გამომც. Grasset
 2003 : Windows on the world, გამომც. Grasset, ინტერალიეს პრემია,
2003
 2005 : რომანტიკოსი ეგოისტი, გამომც. Grasset
 2007 : მიშველეთ ბოდიში, გამომც. Grasset
ნოველები

 1999: ნოველები ექსტაზის დროს, გამომც. Gallimard


ესსეები

 2001: უკანასკნელი აღრიცხვა ლიკვიდაციამდე, გამომც. Grasset


კომიქსები

 2002: დარჩი ნორმალური, გამომც. Dargaud


 2004: დარჩი ნორმალური სენ ტროპეში, გამომც. Dargaud

მსოფლიო უნიფორმებში ჩაცმული ადამიანების ჯოგი მგონია, რადგან


მხოლოდ აეროპორტებსა და დისკოთეკებს ვსტუმრობ. ყველგან ერთი და
იგივე სიმღერა ისმის. გლობალიზაცია ჯერ მუსიკის საშუალებით
შემოდის. დედამიწა ერთი საცეკვაო მოედანია.

უკანასკნელი აღწერა ჩამოფასებამდე (2001)

„..ასეთია კაცია ბუნება : წარმავალი მშვენიერების და დაკარგული


სამოთხის დაბრუნება სურს მუდამჟამ. ხელოვნება დღეს, როგორც
სხვა დანარჩენი, მკვდრის ფრჩხილებსა ჰგავს : გარდასულთა
სამყაროში მაინც რომ იზრდება...“
პატრიკ ოდელინი

ნაწყვეტი რომანიდან „ამ საუკუნეს შენი კანი ექნება“,


1997წ.

მშვენივრად ვიცით, რომ შეჯიბრება ხელოვნებაში არ არსებობს


(„ერთი მშვენიერი ვერ გამოდევნის მეორე მშვენიერს. როგორც
მგლები არ ჭამენ ერთმანეთს, ასე შედევრები არ შთანთქავენ
ერთმანეთს“ - გვასწავლის ვიქტორ ჰიუგო).

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ლიტერატურა


ავადმყოფობაა, ერთგვარი ვირუსი, რომელიც სხვებისგან გამოგყოფს
და გიჟურ საქმეებს გაკეთებინებს. ამაში რაღაც იდუმალებაა,
რომელსაც, ალბათ, ვერასდროს ამოვხსნი. ჩვენ ხომ წიგნებში სულ
რაღაცას ვეძებთ? რატომ? ჩვენი ცხოვრება არ გვაკმაყოფილებს?
მუდმივი კომპლექსებით ვიტანჯებით - ნეტავ საკმარისად არ
ვუყვარვართ? ასე აკლია ჩვენს ყოფას მშობლები, შვილები, მეგობრები
და ღმერთი, მის შესახებ ამდენს რომ გვესაუბრებიან? ასეთს რას
გვთავაზობს ლიტერატურა? აბა, რა ვიცი, რა გითხრათ?!
დიადი ნაწარმოები, ისევე, როგორც სიყვარული, გვაიძულებს, ცხოვრებას
სულ სხვა თვალით შევხედოთ.

შედევრის პრობლემა ხშირად ისაა, რომ მკითხველი ჯეროვნად ვერ


იგებს, თუ როგორ შეიძლება ის სრულქმნილი იყოს? მაგრამ ფაქტია,
შედევრი დროსაც უძლებს და კრიტიკასაც.
„სრულქმნილება ან კონვულსიაში უნდა გაგდებდეს, ან საერთოდ არ
უნდა გეხებოდეს“. (ნადია, ანდრე ბრეტონი, 1928 წ.)

You might also like