Professional Documents
Culture Documents
მამალი რას ყივის
მამალი რას ყივის
(ხალხური)
ვნებათა კვირა რომ დადგა, მოძღვარი მოწაფეებს გაენდო და უთხრა: „ჩემი ტანჯვის და
სიკვდილის დღეც მოახლოვდაო. ერთი თქვენგანი გამყიდის - გამცემსო. მე რომ დამიჭერენ,
თქვენც შეშინდებით და აქეთ-იქით გაიქცევით... გაიფანტებით, მაგრამ არაფერია, მე ამოვალ
საფლავიდან და ისევე მოგიყრით თავს და შეგაერთებთო“.
პეტრემ უპასუხა: - „რას ბრძანებო, ჩვენში მაგისთანა ვინ იქნება, რომ შეშინდეს და გაიქცესო?“
„პირველი შენო!.. შენ ხომ პირდაპირი და გულმაგარი კაცი ხარ, შენც კი გადრკები და სანამ
მამალი ორჯერ დაიყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო!“ - იმ ღამეს მართლა შეიპყრეს ქრისტე.
პეტრემ მახვილი ამოიღო და ყური ჩამოათალა მალხაზ ურიას. ქრისტემ დაუშალა პეტრეს
ჩხუბი და ისევ გაუმრთელა ურიას ყური!..
- „ძალაზე თუ მივიდა საქმე, ცა და ქვეყანაც ვერ მომერევა, ჩემს ხელთ არისო, მაგრამ აქ სულ
სხვა საქმეა და უნდა დავნებდეო“, - ბრძანა მოძღვარმა. როცა შეიპყრეს და მღვდელმთავართან
წაიყვანეს, მოწაფეები შეშინდნენ და გადაცვივდნენ. მხოლოდ ორი მათგანი აედევნა უკან და
გაჰყვა: ივანე და პეტრე. სასახლეში რომ მივიდნენ, ივანე როგორც კაი ნაცნობი შეუშვეს
სახლში, მაგრამ პეტრეს კი ბჭის კარი დაუკეტეს და გალავანს გარეთ რჩებოდა; შეეხვეწა
მეკარეს: „მეც შემიშვიო“. მაშინ მეკარემ ჰკითხა: - „რა მოგარბენინებს, მაგისი მოწაფე ხომ არა
ხარო?“ - „არაო!“ უთხრა პეტრემ. სანამ სასახლეში ქრისტეს ასამართლებდნენ, პეტრე ეზოში
იცდიდა, ცეცხლის პირად იჯდა და თბებოდა. აქაც ვიღაცამ ჰკითხა: „შენ, როგორც გეტყობა,
მისი რამე უნდა იყოო?“ - „არაო! ვერც კი ვიცნობო!“
მას შემდეგ ყოველ ღამ ბნელაში მამლები დღესაც კიდევ იძახიან: „პეტრემ უარ-ყოო!“ მაგრამ,
როცა ყვინჩილებიც დაიძახებენ ხოლმე: „შე-ინა-ნააო“, თენდება და ქვეყანას ნათელი ეფინება.
1895