Professional Documents
Culture Documents
ნადირთა პატრონი, 1908
ნადირთა პატრონი, 1908
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1908 წელი
ელიზბარს ძალიან უყვარდა ნადირობა: კვირაში ოთხ დღეს ტყეში ატარებდა; „ტურასავით
ტყეში დაძვრებაო“, ელიზბარზე ხალხიც ამას ამბობდა. ელიზბარის სასაუბრო მუდამ თოფი,
ნადირობა, ტყე და მთები იყო. ოჰ, რამოდენა ჯიხვი იცის ბაისუბნის თავს! ღმერთო, რა
ნადირი ყოფილა მაზიმზე!.. კაცებო, გაოცებული დავრჩი, პირჯვარსღა ვიწერდი იმოდენა
ნადირის შემაცქერალი; გაგიხარიანთ, მე იქ გავძეღ თოფის სროლით! რაც იქ ნადირი
დამიხოცნია… ნუ მომილოცავთ; ვინ არ მოჰკლავდა იქ ნადირს?! როგორც ძროხის ნახირში,
ისე შავრეულვარ ზოგჯერ ნადირის ფარაში.
შე უღმერთოვ, ვისაც ვეუბნები და არ ესმის, მოჰკალ ერთი, ორი, გაუშვი დანარჩენები და!
ისეთები სხვამ მოკლას, არა და აღარ გინდა, რომ ნადირის ჭაჭანება იყოს ტყეში?! მაგრამ როცა
კაცი პირჯვარს არ გადაიწერს და არა სთხოვს: ღმერთო, ცოდვაში ნუ შემიყვანო, ვერ ასცდება
უკეთურ საქმეს. მე კარგა ვიცი, ერთი ან ორი რომ მოეკლა, არც თვალი გამოეთხრებოდა და
არც ღმერთი გაუწყრებოდა. ეხლა ნანობს, მაგრამ სინანულმა თვალი ვეღარ გაუმთელა… შენც,
შვილო, ნადირობით ქეიფი ბოლოს არ გაგიმწარდეს. გაიგონე!..“
– მე კი გაგიგონებ, მამავ, მაგრამ გული რომ არ გაიგონებს! კაცს უმწერლოდ ბეწვი თმაც კი
გაუთეთრდება თავზეო, ნათქვამია; ალბათ ჩემი ბედი და წერაც ეს არის – ეტყოდა პასუხად
ელიზბარი და ერთ-ორ დღეს რომ მამის დარიგებაზე გაევლო, მესამე დღეს მაინც ისევ ტყეში
გარბოდა ჩოხაშემოკალთული, მხარზე თოფგადაგდებული, სასწრაფო-საპირისწამლით
მკერდაყვავებული და, როცა სწორ-ამხანაგებში მოხვდებოდა, მაინც ამ თავის საყვარელ
სიმღერას მღეროდა:
მუხლები დამეხლართაო.
ჭიუხში შეგაბერტყინებთ
მიუახლოვდა ელიზბარი ირემს, ხმა ახლოდან ესმის, აღარ იქნება იმათ შუა დიდი მანძილი,
ელიზბარი ჩამოჯდა, დაისვენა. ნიავს არჩევდა, თენებამაც მოიტანა…
გარიჟრაჟია. მონადირე ირმის კვალზე შედგა. ირემმა ყვირილი შესწყვიტა. ელიზბარმა თოფს
ფალია გამოუცვალა. თვალებს ძლივს ახელს, გაბლანტებულია. აი ნაბოტარი ირმისა, ირმის
სუნი მოსდის ირმისგან რქით მოგრეხილს თხილსა და წიფლის ბონცვრებს, ესევე სუნი ასდის
ბუერებს და ბალახს, სადაც ირემს ფეხი დაუდგამს, რისთვისაც კი ტუჩი მიუხლია. ფეხებს
ელიზბარი ფრთხილად სდგამს, თვალებს იქით-აქეთ აცეცებს მგელივით. ხამუშ-ხამუშ
შედგება; ყველაფერი, რაც კი თვალში ეხეჩება, უნდა განჭვრიტოს თვალით. ფაჩა-ფუჩი
მოესმა, ნალეწი გატყდა. ელიზბარი ხეს გაეკრა, თოფი მოიმარჯვა… შესჩერებია გულის
ფანცქალით დგნალებს, საიდანაც ირმის ყოფნის ნიშნები მოესმა და… აგერ რქები – თავი…
დაჩნდეს… კარგად დაჩნდეს… უცქერის გაშეშებული. ირმის რქებმა გააოცა. ყელი, თავი და
რქები უჩანს, სუნს იყრის. ჩამოჯდა ელიზბარი და დაუმიზნა თოფი. უცდის მხოლოდ, რომ
ტანი გამოაჩინოს. – ღმერთო, ეს რა რქებია, კელაპტრებივით ანათებს მისი შტოები! თეთრი
ტრედივით ფრინველი დაჰფარფატებს თავზე… ირემი წამოდგა წინ და მთელი მკერდი
დაუჩნდა. ის არის, უნდა დასხლიტოს ელიზბარმა თავზე შემოყენებული თოფი, რომ ირემს
წინ აეფარა ხმალამოწვდილი კაცი, ხელში ცეცხლის ხმალი უჭირავს და ემუქრება. ხელიც
თითქოს ვიღაცამ დაუჭირა და ჩასჩურჩულა ყურში: „ნუ, ნუ! ჰაა, არ ესროლო, ღმერთი არ
გაგიწყრეს!..“ ელიზბარს მოუდუნდა მკლავები, შემოყენებული თოფი ხელიდან გაუვარდა.
თოფმა დაიგრიალა და იქვე მიწაში მოჰხვდა ტყვია, ირემმა თავს უშველა…