Professional Documents
Culture Documents
ბათერეკა ჭინჭრაული
ბათერეკა ჭინჭრაული
ბათერეკა ჭინჭრაული
იშვიათია ისეთი მთა სამოსახლო, როგორიც ხევსურეთია. თუშეთს, ხევს, სვანეთსაც კი აქვს
ვაკე ადგილები გაშლილი ქედების ძირში ან ხეობების გასწვრივ, მხოლოდ ეს კუთხე
გაუწირავთ ღმერთებს ციცაბო ფერდობებისა და ბასრი ჭიუხების ანაბარად.
ყველაზე კარგს კი მათგან იგი დაწერს, ვინც სხვაზე მეტად და ღირსებით იტანჯება, ვერ
მიღწეულის ვნებით შეპყრობილი.
როცა ამ მოთხრობაში აწერილი ხალხი ცხოვრობდა, ას ოცი კოშკი იყო ამ სოფელში და უფრო
მეტი ოჯახი; ომებითა და მშვიდობით სავსე ცხოვრობდა საქართველოს უკიდურეს
საზღვართან გაშენებული ეს ქალაქი-სახელმწიფო. ახლაც კი, ნახევრადდანგრეული შატილის
მნახველს ეგონება, რომ ბერძენთა ღმერთებმა ოლიმპოს მიტოვების შემდეგ აქ
გადმოინაცვლეს, ამ პოლისში, რომელიც არავის სჭირდებოდა და არასდროს თვითონ არ
მოაგონებდა თავს სამყაროს.
აღარ არიან ქედების ძირში ნაზი იები, აღარ იკრიფება ქედზე მოფენილი შალშავა ხილი; იმათ
ადგილზე დაუსრულებლივ დევს თოვლი და ათოვს ზევიდან. ზის კოშკის ზემოთა მუხლში
ქურქების შუაში ჩამჯდარი მზია, _ ბათარეკას ცამეტი წლის ქალიშვილი. ვიწრო სარკმლიდან
იყურება დღისით, როცა ფიფქები ჩანან, ღამით, როცა თოვლიც კი შავდება, სწორ, ჩამოთლილ
თითებს ისვამს ღაწვებზე, დილით უსარკოდ ივარცხნის შუადღემდე თმებს. მისი სახე
გაკვირვებულ, გაბრწყინებულ თვალებადაა ქცეული, არ არის არავინ მის გარშემო; სადღაც
გულის სიღრმეში განსაკუთრებით კარგად გრძნობს მზიას სხეული, რომ ის უნაკლოა.
შეყვარებულია ყველაფერი მის გარშემო; სიპისგან დატეხილი კედელი - უხმოდ, პირქუშად,
გამოუმჟღავნებლად; დიდი ოთხკუთხედი კიდობანი - ვაჭრულად, მზაკვრული იერით
ქონებას პირდება გოგოს და მით იბირებს; უხმარი ხმლები იბრძვიან შეუჩერებლივ,
ნაპერწკლის ცვენით - ათას სიყვარულს პირდება მათ ქალის გული. მხოლოდ უზარმაზარი
ცხვრის ქურქი, რომელშიაც ის გახვეულა, ეალერსება მის სხეულს, მატყლში ჩარგული
ტუჩებით ასუნთქებს მზია მას თავის სურვილებს და ეკვრის. თავზე იხურავს ზევიდან ტყავ-
საბანს, რომლის ქვეშაც მთელი სამყარო ჩანს: კაცები, კოშკები, საქონელი, შუღლი და თვითონ.
მას, როგორც ყველა ხევსურის ბავშვს, ოთხი სახელი ჰქვია. მზიას შემდეგ განსაკუთრებით
უყვარს თამარი, ქართული სახელი, დანარჩენი ორი - სანდუა და ბუბა ეჯავრება. ისინი
პატარას, მომავალ, ქმრიან ჯაფაზე უყვებიან ქვეშეცნეულად. უცნაურია, საიდან გამოვიდა
ასეთი ქალი შატილის კოშკში; არაფრით არ შეუძლია იშრომოს, ან თესოს, ან მომკას, ან
მოზილოს, ან დაგავოს. ის დადის, დადის უზომოდ შეყვარებული თავის თავზე, კიბეებზე, და
ისეა ამ გრძნობით გაბრუებული, რომ სიტყვებით ამ სიყვარულსაც კი ვერ არქმევს სახელს.
კიბეზე ასვლისას ხშირად ეჩვენება, თითქოს წინა საფეხურს უფრო უყვარს, ვიდრე იმას,
რომელზედაც ფეხი უდგას. უდედო ნუკრივით ფრთხილი, მშვენიერი და უსუსურია მისი
სიყვარული. ის ისეა შეპყრობილი ამ ხალისით, რომ არ შეუძლია იფიქროს რაიმე სხვაზე. ზის
ქურქში გამოხვეული ეს უცნაური არისტოკრატი ქალი, რომელიც ბუნებამ აქ, შატილში
გააჩინა, და ელის... არ არის გაწბილებული მისი მოლოდინი, ის ყველაფერში ხედავს მას,
დიდი ანთებული თვალები გრძელი, გაკვირვებული წამწამებით ყველაზე პატარა საგანსაც კი
არ უშვებენ თავის გარშემო შეუყვარებლად.
ოჩოპინტრემ აპატია დანაშაული, რადგან სხვა არაფრის კეთება არ შეეძლო ამ კაცს. მოუვიდა
ისევ ნადირი, აევსო ხორცი, აუყვავდა სული, ამღერდა მისი ბუნება. პატიების წინ ნადირობის
ღმერთმა ერთი პირობა დაუდო - არ მოეკლა ხარ-ირემი, თორემ უარესად დასჯიდა მას.
ხინჯად შეეპარა ეს პირობა მონადირეს; ახსოვდა ის ყველა ჯიხვის დანახვისას, ნიამორის
დევნისას, ფსიტის მოკვლის დროს. მოუდიოდა ნადირი, ხოცავდა და ეხში დადგმულ
ნიშნებთან წირავდა ნაწილს მპატიებელს _ აღუთქვამდა პირობის შესრულებას. ღია იყო მის
წინ ფეხმარდი თხების დევნისას ჭიუხების კარი, ზვავი გზას აძლევდა, მდინარე
ვიწროვდებოდა და თავის სხეულზე უვნებლად ახტუნებდა. ულევი ჰქონდა ნანადირევი,
ხალისი, ვნება და არც ერთი წამით არ ავიწყდებოდა, რომ არ უნდა მოეკლა ხარ-ირემი.
მზემ ხეობა მიატოვა საღამო ხანს, ბნელში დარჩა მოკლული ჯიხვი, რომელიც ეხში ჩამქრალი
ნაკვერჩხლების წინ დააგდო ვაჟმა. სხივები ქედის გასწვრივ გაწვნენ და დააბრმავეს თავისი
სიმშვენიერით მონადირე. მთის დატეხილ ხერხემალზე ხეობიდან ავარდნილ ხარ-ირემს
გამოუდგა, მთელი ღამე სდია გონებაგაშავებულმა და დილით დაეწია. ისრის სასროლად
მოზიდულ მშვილდს მზის პირველი სხივი დაეცა ოჩოპინტრეს თვალთან ერთად. ხელიდან
გაუვარდა პირისგამტეხს სასროლი, მოსაზიდად მოხრილი მკლავი გაუშეშდა, აეყარა
ძარღვები წყრთასა და მხარს შუა, არფის სიმებივით გაება და დაიჭიმა, ტანი ცხენს შეეზარდა,
რომ არ შეჩერებულიყო მისი ჭენება ნადირის საძებნელად და მეტი სიმწუხრე მიეყენებინა
ნადირობის უნარს მოკლებულისათვის; მხოლოდ საისრე მარჯვენა ხელი დარჩა თავის ნებაზე
მოძრავი; ჩამოჰკრავდა იმ ხელს სიმებად ქცეულ ძარღვებს და მღეროდა, რადგან არაფერი
შეეძლო ნადირობისა და იმ ვნების გამოხატვის გარდა, რომელსაც მასზე მოგონებით სიმებს
ათქმევინებდა.
ძლივს მიეჩვია ოჯახს ბათარეკა ჭინჭარაული. ავად გაუხდა ცოლი, თითონ შეუდგა საჭმლის
კეთებას. დაასუფთავა სახლი, ორი ქურქი გამოიყვანა, მერე ხმლები დაპოხა და ლუდი მოხადა
მეზობლების დასაძახებლად. ამოაქოთა ჩაწყობილი სკივრი, ჭრელი პერანგები, ამოარჩია,
ისევ ჩააწყო, გახეული ბანდულები დაიკერა. მთელი ვნება ოჯახის საქმეზე გადაიტანა, ჩათბა
სახლში, თითქოს დაიღალა და მოეწონა საქალო საქმე, არ დატოვა არც ერთი კუთხე
აუქოთებელ-დაუქოთებელი და ზემო კოშკში ავიდა მესამე დღეს.
თითქოს რაღაც კიდევ მოემატა მზიას პოეზიას და ქუთუთოები უფრო გაუბრწყინდა მამის
დანახვისას. გული მოულბა ბათარეკას და თვალებმა ამ გრძნობის დამალვის სურვილით
უფრო ავად დაიწყეს ყურება, სულში შეჭრილ სისუსტესთან ერთად უცებ მოაწვა მთელი
ზამთრის უმოქმედობის სევდა, ბრაზი და მთელი ხმით დაიღრიალა:
- ქალაუ!!
- ა!
- ა! მამავ...
თვითონ ვეღარ გაბედა კაცმა ზევით ასვლა და მეორე დღეს სადილობისას ავადმყოფი დედა
აუგზავნა საჭმლით შვილს. ჭერხოს შუაში გამქრალი შუაცეცხლის ჯაჭვზე ჩამოეხრჩო მზია
ბათარეკას ასულს თავი.