You are on page 1of 2

სულაბერიძე ია

მე და შენ

მე _ სიფრიფანა პოეტი ქალი,


შენ _ გოლიათი ჩემგან ძლეული...
შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადამიხურე
დიდი იმედის პატარა ქოხი!
მე ვარ ტკივილი _ მცირე და დიდი,
მე ვარ შენს ირგვლივ _ ახლოც და შორიც,
მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს,
შენ _ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...
შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე _
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული.
სულაბერიძე ია

მე არ ვარ ევა ექსკლიუზივი

(ადამს)
მე არ ვარ ევა, თუმცა ვარ ქალი,
შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი _
შენ ხომ ჩემ გამო ნეკნი გაკლია!
ხუმრობა _ იქით, შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა:`ქალი~!

You might also like