You are on page 1of 5

ა ნ ა-ბ ა ნ ა

ა        ასო-ბგერა  ა  გახლავართ
ხმოვანი და ღონიერი,
ერთ  წუთში  დამიმახსოვრებს
თუ  ბავშვია  გონიერი.

ბ                      მე  ბ  მქვია,სურასავით
ყელმაღალი,  ღონიერი
როცა  ბავშვი  შემისწავლის
თვითონ  რჩება  მოლხენილი.

გ                            გაბერილი  მუცელი მაქვს,


თავზე  რკალი  მორგებული,
თუ  კარგად  დამიმახსოვრებ
შენ   იქნები  მოგებული

დ              სუყველაზე  უტკბეს  სიტყვას


ჩემით  იწყებს  ყველა  ბავშვი
მე  დ  მქვია,  დედასავით
მუდამ  დინჯი, მუდამ  წყნარი.

ე            მე  ე  მქვია  ,ხმოვანი  ვარ


სიტყვებს  ვმარცვლი  ხანდისხანა
თუ  არ მიცნობ   ეს  იცოდე
არ  გცოდნია  ანა-ბანა.

ვ                მე   ვ   მქვია  სამიანი


ჩემი  ძმაა,იმას  ვგევარ,
დამისწავლე, დამიხსომე,
ზარმაც  ბავშვებს   ნუ  მიხედავ.

ზ          დამიხსომე,მე  ზ  მქვია,
თავ-ფეხი  მაქვს   რგოლიანი,
თუკი   კარგად   შემისწავლი
არ  გექნება   ორიანი.
თ            ერთ  უჯრაში  რგოლი  წერე,
მეორეში  კავი,
მე   თ  მქვია,  იას  შემდეგ
შენს   წიგნში   ვარ,  გამიცანი.

ი                            ერთ  უჯრაში  მოქცეული


                     თავი   მიგავს   ლამაზ  ქალსა,
                     გ აზაფხულის   ყვავილი  ვარ
                     გვერძე  თუ  დავისვამ   ა-სა

კ                            ერთ  უჯრაში   ვიწერები


                     ყველას  მოსწონს  ჩემგან  ქება,
                     სიტყვის  თავში  პირველი   ვარ
                     შემიძლია  თქვენი  ქება.

ლ                          ღ-ს  თუ  ერთ   კბილს   მიუმატებ


                    ლამაზი ვარ მშვენიერი
                     წლის ბოლოსთვის ორი კბილი
                     მომეცლება მრჩება ერთი

მ                               შენ ვინც გიყვარს და კანფეტებს


ვინც  გიზიდავს  ჯიბით  ხშირად
მისი  პირველი  ასო  ვარ
ხომ  გაიგე  ახლა  ვინც  ვარ

ნ                            ნ  ვარ  ბოლო  მოხვეული


თავზე  სწორი ხაზი  გამდევს
უხმო  ბგერად  მთვლიან  მაგრამ
ბევრჯერ ლამაზ სიტყვას ვადგენ

ო                          ორ  უჯრაში  ორი  რკალით


თავს ვიწონებ ლამაზი ვარ
ხშირად  ორი  ხაზით  მწერენ
ხან  ასე  ვარ,  ხან  ისე  ვარ
პ  ორი  ა  რომ ერთმანეთზე
გადააბა  პ  იქნება,
ბევრ  სახელში  ვურევივარ 
ჩემგან  ბევრი  რამ  ითქმება.

ჟ                          ექსკავატორის   ციცხვივით
თავზე  რკალი  გამომაბეს
ბევრი  კარგი  სახელები
ამ  ასოთი  გამონახეს.

რ             ორნაირად  ვიწერები,


ხან  ო,  ხან  ი   მიდგას  ძირად
ორ  უჯრაში  ლამაზი  ვარ
შენ კი  ერთში  მწერავ  ხშირად

ს                          მე  ს  მქვია  ერთ  უჯრაში


ადვილად  ვარ  დასაწერი,
ერთი  მოსმით  უნდა  მწერო
მოიმარჯვე  კარგად  ხელი.

ტ                  გულს  რვიანი  ჩამკონვია,


სილამაზით  მეც  ვარ  კარგი,
მაგრამ  ფრთხილად  თუ  არ  დამწერ
არ  იქნები  კარგი  ბავშვი.

უ          ცოტა ძნელი  საწერი  ვარ,


როცა  კი  მწერ  კვნესი   უჰო,
თუკი   კარგად  დამაკვირდი
კოხტად  დამწერ  ლამაზ  უ-სო
.
ფ                  ორ   უჯრაში   გაშლილი  ვარ,
ოფოფივით  მადგას  ფატა,
თ-ს  თუ  ვ-საც  გამოაბავ 
ფ   გავხდები,მიხვდი  ახლაɁ
ქ        დარჯივით   გაჭიმული
ერთ  უჯრაში  ფეხზე  ვდგევარ,
ასო-ბგერად  გადვიქცევი
ი-ს  თუ  წელზე  მომაწერავ.

ღ                    დ-ს  თავი  აქვს  მოკეცილი,


მე  ო-სავით  გაშლილი  ვარ,
ფეხს  თუ  კოხტად  გამომაბავ 
დ-ზე  უფრო  ლამაზი  ვარ.

ყ                ყვავილია,  მინდორ-ველი
წითელ  ფერით   იფერება,
მისი  პირველი  ასო  ვარ
მუდამ  ჩემით  იწერება.

შ            მ-სა  ვგევარ   მაგრამ   მარცხნივ


ერთი  რკალიც  გამიშლია,
ო  დაწერე, ძ  მიაბი
თუკი  აღარ  დაგიშლია.

ჩ                      შემოდგომით  რთველის  შემდეგ


თათარას  რომ   გააკეთებთ,
დედაშენი  შიგ  რას  ავლებსɁ
თავში   ვზივარ, გენაცვალე.

ც                    რადგან  ცუდის  ნიშანი  ვარ,


ხან  ამგრიხე, ხან  ჩამგრიხე
კარგ  სიტყვებშიც  ვურევივარ,
კოხტად  მწერე, ნუ  დამგრიხე.

ძ              ადვილად  დასაწერი  ვარ,


ერთ  უჯრაში   ჩავეტევი,
ცხენის  კუდზე  გამობმული
აქეთ-იქით   დავეთრევი.
წ                წვიმიანში   გაწუწული
წისქვილის  წინ  წუხს   წიწილი
წიავ-წიავ,   მწარედ  წივის
წნორის  წნელზე  წაჰკრა  წიხლი.

ჭ                          ყველა  ასოზე   მაღალი


ჭ  გახლავარ  ტან-აყრილი,
წელზე  ბაფთა  კოხტად  მარტყავს
თავი  არა  მაქვს  დახრილი.

ხ                          მეც   ს-სავით  ვიწერები,


მაგრამ  ძირი  არ  მაქვს  ღია,
ყველა  ლამაზად  დამწერავს
თინიკოა  ის  თუ  გია.

ჯ          არც  ისეთი  ლამაზი  ვარ


ვინმეს  თავი  მოვაწონო
წელზე  ჯოხი  გამიდვია
სხვა  ბგერებს  რით  გავეტოლოɁ

ჰ      სამი  ა   ვარ  გადაბმული


სიმაღლისკენ  მივისწრაფი
ყველა  მინდა  დავინახო
წერა-კითხვას  ვინც  ისწავლის.

You might also like