You are on page 1of 1

„ველოსიპედის გამტაცებელი“,მეტად დრამატული და სუბრეალისტურია .

ფილმში
გადაღებულია,იტალიის მოსახლეობის სიტუაცია,მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ.დასაწყისიდანვე დამრჩა შთაბეჭდილება ,რომ ფილმში ბევრ ღარიბულ და მძიმე
კადრს ვიხილავდი.ვინაიდან და რადგანაც ,პირველივე კადრში მოცემული იყო ასობით
უმუშევარი ადამიანი,რომლებიც ნებისმიერ სამუშაოზე თანახმანი იყვნენ.

ფილმის მთავარი პერსონაჟი,გახლდათ დაზარალებული ანტონიო.მის ბედნიერებას


საზღვარი არ ჰქონდა.მას როგორც იქნა შემოსავალი გაუჩნდა.მისი მთავარი მეგობარი
კი,ლობარდიდან გამოსყიდული ველოსიპედი იყო,მისი დაკარგვა კი შემოსავალთან
დამშვიდობებას ნიშნავდა.ანტონიო ნამდვილად არ ყოფილა იღბლიანი ,მას პირველივე
დღეს მოპარეს ველოსიპედი.დანარჩენი ფილმი კი ლოგიკურად, შეიცავს გაუბედურებულ
ანტონიოს უშედეგო,უამრავი მცდელობის კადრებს.

ველოსიპედის ძიების დროს,მოცემული სცენები შანს გვაძლევს,ვიმსჯელოთ პერსონაჟებზე


და მათ საქციელებზე. ანტონიო როგორც მამა-დასაწყისში თბილი და მზრუნველი მამა
ჩანს,თუმცა არ მგონია ,რომ მისი დამოკიდებულება პატარა ბრუნოსადმი შეიცვალა .სახეზე
გარტყმა,დაუკვირვებლობა და ასე შემდეგ,მგონია სიტუაციიდან გამომდინარე ქცევები
იყო,იმის მიუხედავად,რომ ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ .მგონია რომ მამა -
შვილური ურთიერთობა ჯანსაღია,ისევე როგორც ცოლ-ქმრული. ეს კი გამოიხატება თუ
როგორი გამგები და დიდი მხარდამჭერია მარია(ანტონიოს მეუღლე ),თვით ანტონიო კი
მშრომელი.

მინდა გამოვყო სცენა სადაც ანტონიო და ბრუნო კაფეში სადილობენ.სანამ ისინი ჭამას
დაიწყებდნენ, ანტონიომ მეტად ყურდასაგდები ფრაზა თქვა :“რატომ მოვიკლათ თავი თუ
ისედაც უნდა მოვკვდეთ“.რას ნიშნავს ეს? დანებებას? არა ანტონიო ბოლო წუთამდე არ
დანებდა.კადრში ვხედავთ ჩვენი ორი პერსონაჟის გაბრწყინებულ თვალბს „დიდებული ’
სადილის გამო და ბედნიერებას.იმის მიუხედავად ,რომ ამ დროს მხოლოდ სიამოვნება
უნდა მიეღოთ, ანტონიო მაინც ვერ ანებებს თავს ველოსიპედზე ფიქრს და იმაზე თუ რა
დიდი შანსი დაკარგა მან.

ფილმის დასასრულისკენ გამოჩნდა ველოსიპედის ქურდი.თუმცა ბედი ახლაც არ უწყობს


ხელს ჩვენ ანტონიოს და ამას ვერ ამტკიცებს.არის თუ არა ალფრედი ანტიგმირი ?
ვფიქრობ,რომ არა.მისი მოტივი სიღარიბე იყო,იგივე პრობლემა რაც ანტონიოს აწუხებდა
და როგორც ჩანს ამის მოგვარება საბოლოოდ ორივემ ველოსიპედის მოტაცების
გადაწყვიტა.

დასკვნისკენ რომ მივიდეთ,გამოვა რომ ფილმს კონკრეტული ანტიგმირი არ


ყავს,ვფიქრობ ანტი გმირი რომელიმე პერსონაჟი კი არა,არამედ მოცემული
გაჭირვება,სიტუაცია იყო. ფილმი ემოციური და აზრიანია,იდეალური კადრებით ,რომელიც
ზუსტად გვანახებდა და უნებლიედ დაგვაფიქრებდა სხვადასხვა ეპიზოდებზე .

You might also like