You are on page 1of 2

Სალომე ონეზაშვილი

24_01_15

“საბჭოთა ქვეყანაში დაბადებული არასაბჭოთა რეჟისორი “

„ჩემს ფილმებში ღვინოს სულის გასაღების ფუნქციას ვაკისრებ",


- უპასუხა მან ერთხელ ფრანგ ჟურნალისტს, იოსელიანის ფილმებში რაც ხდება,
რეალური ცხოვრების ანარეკლია, საქართველოდან წასვლის შემდეგ კი უკვე დიდ
ფრანგულ კინემატროგრაფიაში შეიტანა თავისი წვლილი, “ იყო შაშვი მგალობელი”, “
პასტორალი”, “ გიორგობისთვე” ეს არის ოთარ იოსელიანი საქართველოსთვის,
ყველაზე ახლო, ყველაზე ფესვგადგმული ჩვენში, საბჭოთა სისტემა -მისი ფილმების
მთავარი და მნიშვნელოვანი ხედი, რომელსაც აბინძურებდა შეძლებისდაგვარად,
მასობრივი წარმოების მანქანა, რომელიც უხარიხო იყო, 1966 წელს გადაღებული “
გიორგობისთვე “ რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სცენარი ღვინის
ქარხნის ირგვლივ ტრიალებს, ამბავი ნიკოზეა და მის წინააღმდეგობაზე, მისი
მთავარი ამოსავალი წერტილიც ესაა, დაიცვას ხარისხი, ყველაფერი ნადგურდება
რაც გზაზეა და ამ საქმეში მომუშავენიც, უსაფრთხოებისთვისაც არაფერს ერიდებიან,
ამ ფილმმა იოსელიანი აქცია დისიდენტად, რუსულ თარგამნში ამ ფილმს “
ფოთოლცვენა” ერქვა, ფილმის მონაწილენიც არც მეტი, არც ნაკლები რამაზ
გიორგობიანი და გოგი ხარაბაძე, რომლის დებიუტიც იყო ამ ფილმში, ნიკო
(გიორგობიანი) ვერ ეგუება ამ “ დაკვეთილი საქმის” შესრულებას, ოთარის ( გოგი)
სახე წარმოჩენილია როგორც კარიერისტის, ნიკო კი ამ ყველაფრის მთავარი
მამოძრავებელია, გეგმის ჩამშლელი, ჟელატის ჩაასხამს და ამით მორჩება
ყველაფერიც, ფილმმა მრავალი გაზეთი მოიცვა, მათთვის ფილმის ყველა კადრი
დამამცირებელი იყო ქართველი ერისთვის, ''გიორგობისთვე'' ეკრანებზე იმ დროს
გამოვიდა, როცა საქართველო ვასილ მჟავანაძის თითქმის ოცწლიანი მმართველობის
პერიოდში იყო. წერილების შესახებ ინფორმაციას ის ფლობდა, და სწორედ ამიტომ
ესტუმრნენ, აკაკი ბაქრაძე იგონებდა, მჟავანაძემ ფილმს ბოლომდე უყურა, და
ისურვა სასწრაფოდ ამოეღოთ ფილმის პროლოგიდან ახლო ხედით გადაღებული
ბერიკაცი, გვარად იოსელიანი ყველას უკვირდა, საიდან იცნო ეს მოხუცი
მჟავანაძემ, ან რატომ ჰქონდა მას ასეთი რეაქცია. Იოსელიანის ტრილოგია -“ იყო
შაშვი მგალობელი”, “ პასტორალი” და “ გიორგობისთვე” არ მოიცავს მხოლოდ
საბჭოთა სისტემის მხილებას, ეს ყოველივე, ჩემი აზრით, საბჭოთა ადამიანის,
იმხანად მცხოვრებლის ზოგადი თავისებურებების ჩვენებაზეცაა
აქცენტირებული,ეს ფილმი ბევრ იარლიყს ატარებდა, “ ანტისაბჭოთა”,
“ანტიქართული”, რეჟისორიც მთელი ცხოვრება იარლიყებით დაიარებოდა,
საქართველოდან საფრანგეთში... და ისე დაკრძალეს, უმრავლესობამ არც იცოდა რომ
აქ, თავის მიწაზე იყო წლები.

You might also like