You are on page 1of 14

კინოხელოვნებ


რა არის
კინოხელოვნება?
კინოხელოვნება—ვიზუალური ხელოვნების დარგია, რომლის ნაწარმოებები
იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით
შექმნილი მოვლენების შესახებ.
     კინოხელოვნება გაჩნდა მე-20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–
თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე.
კინოხელოვნებაში ხდებალიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა
და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით,
რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და
მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული
ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის,
პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების
ტექნოლოგიებზე.
      კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან,
რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ,
სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა
და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება..
პირველი კინომატოგრაფიული ნაბიჯები
1895 წელი არის კინემატოგრაფიის დაბადების
წელი, საფრანგეთი კი კინემატოგრაფიის დამფუძნებელი
ქვეყანა და ზუსტად ამ ქვეყანაში იმართებოდა „კინემატოგრაფ
ლიუმერის“ ჩვენებები. ლიუმერი - ეს არის კინოს
დამფუძნებლების გვარი, ძმებ ლუის და
ოგუსტასი. Lumiere - ფრანგულად ნიშნავს სინათლეს, და
როგორც წერენ ფრანგი მწერლები ზუსტად ბედმა განსაჯა ეს
ძმები ამ ხელოვნებისთვის და თავიდანვე ამ დანიშნულებით
დაიბადნენ, რადგან სინათლე შემოეტანათ კინემატოგრაფიაში. 
რასაც ხედავენ დღეს 21 საუკუნის ხალხი და უკვე
უემოციოდ აღიქვავენ, არ უკვირთ, მე-19 საუკუნის
ბოლოს იმ ხალხმა ნახა ეს ყველაფერი პირველად.
ზუსტად ძმებ ლიუმერების ჩვენებაზე მისული ხალხი,
რომლებსაც არ დაენანათ ერთი ფრანკის გადახდა,
მოუთმენლად ელოდნენ სასწაულს. ჩვენება გაიმართა
პარიზში „გრან კაფეში“, როდესაც ხალხი ჩავიდა, მათ
დაინახეს ერთ მხარეს დიდი თეთრი „ნაჭერი“, მეორე
მხარეს კი ყუთი, რომელიც ჰგავდა უზარმაზარ
ფოტოაპარატს.და დაიწყო ჩვენება, ოთახში ჩაქვრა შუკი
და სინათლემ გაანათა თეთრი „ნაჭერი“. მათ დაინახეს
თავიანთი ქალაქის სურათები და რამოდენიმემ
შეიცხადა, რისთვის მოგვიყვანესო. მაგრამ ვერ
მოასწრო მაყურებელმა შეცხადება, რომ გამოჩნდა
სურათზე ცხენი, ერთი სურათი ცვლიდა მეორეს და
მოძრაობის ეფექტს ჰქმნიდა. მერე უზარმაზარი
მატარებელი, რომელიც სულ უფრო დიდებოდა და
თითქოს უახლოვდებოდა მაყურებელს, ისე რეალურად
გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, რომ რამოდენი
ადამიანმა წამოიკივლა. 
ძმებ ლიუმერების აპარატი იყო მოსახერხებელი და მარტივად
აწყობილი, დიდ ყუთში იყო განლაგებული ობიექტივი,
გრეიფერი - მექანიზმი, რომლითაც მოძრაობს ფირი,
ობურატორი - ობიექტივის დასახური საშუალება,ფირის
შეცვლის დროს და ორი კასეტა. აპარატს მართავდნენ ხელით
და ფირის მოძრაობის სიჩქარე იყო 16 კადრი წამში. ამიტომ
პირველი კინოოპერატორები ითვლებოდნენ
კინომექანიკებად.ლუი ლიუმერი აცხადებდა რომ შექმნა ეს
აპარატი ერთ ღამეში, როდესაც ძალიან სტკიოდა თავი.ამის
მერე ძმებ ლიუმერებმა დაგეგმეს პირველი პრემიერები
პარიზში და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. 
1927 წლის 6 ოქტომბერს ნიუ იორკში კომპანია "Warner
Brothers"-მა წარმოადგინა პირველი ხმოვანი ფილმი - "ჯაზის

პირველი
მომღერალი". ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა
ცნობილი ჯაზის მომღერალი ელ ჯონსონი. მისი რეპლიკა,
რომელმაც გახსნა ხმოვანი ფილმების ერა, ყველას თავში
უტრიალებდა - "ასეთი თქვენ ჯერ არ გაგიგიათ"
"ჯაზის მომღერალი", ალან რორსლანდის ფილმი, იყო

ხმოვანი
პირველი კინო ლენტა, რომლის მუსიკა ჩაწერილი იყო
გრამაფონის პლასტინკებზე და სინხრონიზირებული იყო
გამოსახულებასთან.
ფილმს მოჰყვა დიდი წარმატება და კომპანიას მოუტანა

ფილმი
შემოსავალი 3 500 000 დოლარის ოდენობით, რაც იმ დროს
იყო საოცარი თანხა.
იმ ხანებში ვერავინ ხვდებოდა, თუ სადამდე მიიყვანდა ეს
ტექნიკური ფოკუსი კინემატოგრაფიას.  1929 წელს ხმოვანი
ფილმი გახდა უფრო პოულარული და მოთხოვნადი, ვიდრე
მუნჯი ფილმები.
მუნჯი კინო
კინოხელოვნების საწყისი ეტაპი. XIX ს. 90-იან წლებში ინგლისელმა რობერტ პოლმა,
გერმანელებმა - ძმებმა სკლადნოვსკებმა, რუსებმა - აკიმოვმა და სამარსკიმ, აგრეთვე სხვა
ქვეყნების გამომგონებლებმა მოძრავი ფოტოსურათების სადემონსტრაციო მრავალი აპარატი
შექმნეს, თუმცა პირველობა მაინც ფრანგებს - ძმებ ლუმიერებს დარჩათ, რომელთა მიერ
შექმნილ აპარატს სინემატოგრაფი უწოდეს. თანდათანობით უმჯობესდებოდა და იხვეწებოდა
კამერები. მალე მრავალ ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ კინემატოგრაფს, მაგრამ
განსაკუთრებული ადგილი მაინც ფრანგულმა კინომ დაისაკუთრა. ჟორჟ მელიესმა
(კინემატოგრაფიის მამამთავარმა, რეჟისორმა, მსახიობმა, მხატვარმა-კარიკატურისტმა,
გასართობი ატრაქციონების კონსტრუქტორმა) ოთხასზე მეტი ფილმი გადაიღო, რომლებშიც
ეკრანზე ხორცი შეასხა იმ დროისათვის ყველაზე თამამ ფანტაზიასაც კი. მსოფლიო
კინოხელოვნება აღმავლობის გზას დაადგა, გაფართოვდა თემატიკის, ტექნიკური
შესაძლებლობების თვალსაზრისით, მაგრამ კვლავ რჩებოდა უხმოდ. კინომცოდნეთა ერთი
ნაწილის აზრით, მუნჯ კინოს აქვს თავისი კანონები, თავისი ესთეტიკა, გამომსახველობითი
ხერხები, საშუალებები და ის ფაქტი, რომ იგი არ იყო ხმოვანი, მის ღირსებადაც კი შეიძლება
ჩაითვალოს, რაზეც მეტყველებს მისი საუკეთესო ნიმუშები. მეორენი დღესაც მიიჩნევენ, რომ
მუნჯი კინო თავიდანვე ისწრაფვოდა ფერისა და ხმისაკენ, რაზეც მეტყველებს მუნჯი ფილმების
დემონსტრირება დეკლამატორის კომენტარებით ან მუსიკალური თანხლებით. ერთი რამ
ცხადია, რომ მუნჯი კინოს პერიოდმა მყარი ნიადაგი შექმნა კინოხელოვნების შემდგომი
განვითარებისათვის. მუნჯი კინოს ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო გენიალური ჩარლი
ჩაპლინი. ფილმებს მისი მონაწილეობით დღესაც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს
მაყურებელი.
ჩარლი ჩაპლინი
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი,  უკეთ ცნობილი,
როგორც ჩარლი ჩაპლინი  ინგლისელი კომედიური მსახიო
ბი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში
ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი
გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი
პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი
იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზებულ მსახიობურ ხერხებს.
იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების
ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი
პერსონაჟია მაწანწალა,
რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმშ
ი „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში. მოკლემეტრაჟიანი
ფილმის, „ოცწუთიანი სიყვარულიდან“, მოყოლებული,
ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის
სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს
რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა,
ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი
კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დაგლას
ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დევიდ უორკ
გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია.].
ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და
საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი
ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა
და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის
შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის
კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც
ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა[3]. მისი
შემოქმედებითი გზა მოიცავს 75
წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე
გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88
წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრება ბევრჯერ
გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი.
მერლინ მონრო
მერილინ მონრო არის—ოქროს
გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღე
რალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“,
კულტისა და ყველა დროის სიმბოლო,
მშვენიერებისა და მოდის იდეალი.. მერილინ მონრო
არის
ერთადერთი ქალი  წარმომადგენელი ჟურნალ ფორ
ბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი
გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.
იგი მსოფლიო კინოხელოვნების ერთ-ერთ
ლეგენდად იქცა მიუხედავად იმისა, რომ მას
არასოდეს არანაირი პრესტიჟული სამსახიობო
პრემია არ დაუმსახურებია, იგი იყო განუმეორებელი
მოვლენა, რაც ყველა ეპოქის მაყურებლის
ყურადღების ცენტრში იქნება.
ქართული კინო
ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის
დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის
როგორც ქართული, ასევე ევროპული კინემატოგრაფიის
განვითარებაში
    1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი
სრულმეტრაჟიანი დოკმუნეტური ფილმი ,,აკაკი წერეთლის
მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში,''რომელიც გამოჩენილი
ქართველი მწერლის მოგზაურობას ასახავდა.
1916-1928 წწ. პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე სათავეში
ჩაუდგა პირველი ქართული მხატვრული
ფილმის ,,ქრისტინეს'' გადაღებას. ფილმი ეგნატე
ნინოშვილის მოთხრობას ეფუძნება.
კინო რეჟისორების ახალი ტალღა 50-იანების
დასაწყისიდან გამოჩნდა. რეზო ჩხეიძისა და თენგიზ
აბულაძის ფილმმა
,,მაგდანას ლურჯა'' კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო
დაიმსახურა.
კიდევ რამდენიმე კინო რეჟისორი გამოჩნდა 60-იან
წლებში, რომელთაც ქართულ კინოში სრულიად ახალი
კინემატოგრაფიული ენა დაამკვიდრეს.მათ შორის იყვნენ
ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ
იოსელიანი, ალექსანდრე რეხვიაშვილი და სხვა
           ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი
თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი
ფედერიკო ფელინი, ის ამბობდა: ,, ქართული კინო
უჩვეულო ფენომენია,სპეციალური ფილოსოფიური
ნათება,რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და
უმანკო.მასში ყველაფერია რაც მე მატირებს და მინდა
გითხრათ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია.''
        2005 წლიდან ქართული კინო
იწყებს ,,გამოღვიძებას.’’ ჩანს ინტელექტუალური კინოს
კეთების მცდელობები.მაყურებელი მეტ-ნაკლებად
ბრუნდება ეკრანებთან.
ამ თემასთან დაკავშირებით მსახიობებისგან ავიღეთ ინტერვიუ , რაც
ეხებოდა მათ კარიერას და ცხოვრებისეულ  ნაბიჯებს . უმეტესობას
მსახიობობის სურვილი ადრეული ასაკიდან ქონდათ , მათთვის
ძალიან საინტერესო იყო ეს საქმე და მუდამ ამ ნიჭით
გამოირჩეოდნენ. Ძირიდადად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე ,
რომ ხშირად უწევთ მუშაობა და ეს ძალიან დამღლელია , მაგრამ
თავად მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოდ მიაჩნიათ , რადგან
უყვართ ეს საქმე და ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებთ . ასევე
ამახვილებენ ყურადღებას იმაზე , რომ უამრავ საინტერესო  ადამიანს
ხვდებიან, რაც აბედნიერებთ და მუშაობის ხალისს უბრუნებენ .
დღეს კინოხელოვნება უფრო და უფრო ვითარდება.  მართალია იგი შრომას
Მადლობა ყურადღებისთვის
მოითხოვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ცხოვრებაში დიდ
როლს თამაშობს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ხალხის აზრი და
დამოკიდებულება, რადგან სწორედ მათი წყალობით ვითარდება ეს სფერო მთელი
მსოფლიოს მასშტაბით. 

                                          

You might also like