You are on page 1of 16

ტრავიატა

ოპერის პრემიერა 1853 წელს ვენეციის საოპერო თეატრში La Fenice1 შედგა.


ოპერა დაიწერა ალექსანდრე დიუმას2 (შვილი) რომანის ,,ქალი კამელიებით“3
მიხედვით. რომანში აღწერილია ახალგაზრდა კურტიზანი ქალის მარგარიტა გოტიეს
ტრაგიკული ცხოვრება. რომანი მალე პიესად გადამუშავდა და დაიდგა. პრემიერას
ვერდი დაესწრო და მალე დაიწყო ოპერაზე მუშაობა. ოპერის ლიბრეტოს ავტორი
ფრანჩესკო პიავეა4.
ოპერის არც თუ წარმატებული პრემიერის შემდეგ, ვერდი თავის მეგობარს
ემუანულე მუციოს წერდა: ტრავიატა გუშინ ფაქტობრივად ჩავარდა, ვისი ბრალი
იყო ეს ჩემი თუ მომღერლების ამას დრო განსაზღვრავს ( ).
სიუჟეტის არჩევა და ოპერის სტილი უკვე იყო იტალიურ და მსოფლიო
საოპერო ხელოვნებაში განსაკუთრებული ნაბიჯი. გმირია კომპოზიტორის
თანამედროვე ქალი, რომელიც არ ცხოვრობს აბსტრაქტულ ქალაქში, ცხოვრობს
პარიზში, სადაც მსგავსი მოვლენები ხშირად ვითარდება. თანამედროვე სიუჟეტი,
კოსტიუმები, ვარცხნილობა არ იყო მისაღები ვერდის თანამედროვე პუბლიკისთვის.
მაგრამ ყველაზე მოულოდნელი მაინც მთავარი გმირი იყო, დაცემული ქალი,
რომელიც საზოგადოების თანაგრძნობას იმსახურებს. ეს სათაურშიც გამოჩნდა.
"ტრავიატა"იტალიურად ნიშნავს ზნედაცემულს, ცდომილებაში ჩავარდნილს.
ოპერის შექმნის იდეას ხშირად უკავშირებენ ვერდისა და ცნობილი საოპერო
1
La Fenice – Fenice -ფენიქსი. საოპერო თეატრი ვენეციაში, გაიხსნა 1792 წელს.
2
ალექსანდრე დიუმა (შვილი) – 1824-1895, ფრანგი მწერალი და დრამატურგი
3
გმირი ქალის პროტოტიპი იყო ცნობილი პარიზელი კურტიზანი მარია დიუპლესი, რომლის
სილამაზე იზიდავდა იმ დროის მრავალ გამოჩენილ ადამიანს, მათ შორის იყო ახალგაზრდა დიუმაც.
იგი მამის დაჟინებული მოთხოვნით ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავრა. პარიზში დაბრუნებულს
მარია დიუპლესი ჭლექით გარდაცვლილი დახვდა. როცა რომანი "ქალი კამელიებით" დაიბეჭდა, მის
გმირ ქალში მარგარიტა გოტიეში, ყველამ შეიცნო მარია დიუპლესი და არმან დიუვალში თვით
ავტორი.

4
ფრანჩესკო მარია პიავე - 1810-1876 იტალიელი ლიბრეტისტი.
მომღერლის ჯუზეპინა სტრეპონის5 თანაცხოვრებას. სტრეპონის გამოჩენა ვერდის
პირად ცხოვრებაში საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამას ადასტურებს
1852 წლის 21 იანვარს ვერდის მიერ ყოფილი სიმამრისადმი გაგზავნილი წერილის
ფრაგმენტი: ,,თქვენი ქალაქის მცხოვრებთ ძალიან ცუდი თვისება აქვთ – ცხვირს
ყოფენ სხვის საქმეებში (---) ჩემს სახლში ცხოვრობს ერთი თავისუფალი და
დამოუკიდებელი სენიორა, რომელსაც ჩემსავით უყვარს განმარტოებით
ცხოვრება...არც მე და არ ის მოვალენი არ ვართ ვინმეს ანგარიში ჩავაბაროთ. ...ჩემი
აზრით, მას ჩემს სახლში ისეთივე პატვისცემით უნდა ექცეოდნენ, როგორც მე. ის კი
არა, უფრო მეტადაც უნდა სცემდნენ პატივს" (2, 124-125).
,,ტრავიატა" ერთ-ერთ პოპულარულ ოპერად იქცა მსოფლიო მუსიკალური
თეატრის რეპერტუარში. როცა ალექსანდრე დიუმა გაეცნო ოპერას მან თქვა:
"ორმოცდაათი წლის შემდეგ არავინ გაიხსენებდა ჩემს პიესას "ქალი კამელიებით",
ვერდიმ კი ის უკვდავი გახადა" - ეს სად წერია ვნახო .
ოპერის სტილისტიკა ძალიან უახლოვდება თეატრალურ პრინციპებს.
თითქმის ყველა მოქმედება ვითარდება გრძელ მუსიკალურ დიალოგებში. როგორც
ეს დრამატულ სცენაზე ხდება. ოპერის გარემო კამერული თეატრისთვის
დამახასიათებელ ინტიმურ ხასიათს ატარებს. თითქმის ყველა მოქმედება ვითარდება
გრძელ მუსიკალურ დიალოგებში, როგორც ეს დრამატულ სცენაზე ხდება, მაგრამ ამ
შემთხვევაში დრამა მდგომარეობს არა სცენურ მოქმედებაში, არამედ გმირების
გრძნობათა მუსიკალურ აღწერაში.
ტრავიატა არის ლირიკულ-ფსიქოლოგიური ინტიმური ოპერის ნიმუში.
სასიმღერო-საცეკვაო ჟანრებს ამ ოპერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მას
ხშირად ვალსების ოპერასაც უწოდებენ, რადგან განსაკუთრებულად თვალშისაცემი
ოპერაში ვალსის რიტმია. ვალსის სახეობრივ-ემოციური დატვირთვა სიტუაციიდან
გამომდინარე იცვლება.

5
ჯუზეპინა სტრეპონი 1815-1897 იტალიელი სოპრანო. ვერდის მეორე მეუღლე.
ოპერაში არ არის იმ პერიოდის ოპერისთვის საზოგადოდ დამახასიათებელი
მონუმენტურობა, თეატრალური ეფექტები, სანახაობითობა, რითაც გამოირჩეოდა
ვერდის ადრინდელი ოპერები. ეს ყველაზე მშვიდი, კამერული ოპერაა ვერდისთვის.
ორკესტრში გაბატონებულია სიმებიანი ინსტრუმენტები, ფაქტურა გამჭვირვალე და
ფაქიზია. დინამიკა ძალიან მოკრძალებულია.
ოპერა სამი მოქმედებისგან შედგება. ოპერაში ყველაფერი ძალიან უბრალოა.
მოქმედი გმირების მინიმუმალური რაოდენობა, ჩახლართული ინტრიგის არ
არსებობა.
ოპერის დრამატურგია შეკრული და მთლიანია. ის აგებულია დასრულებული
ნომრების (არიები, დუეტები, ანსამბლები და ა.შ.) მონაცვლეობის პრინციპზე, თუმცა
ეს ნომრები ხშირად გაერთიანებულია ერთ დრამატულ სიტუაციაში და
განვითარების უწყვეტ ხაზს ქმნის. ამას ხელს უწყობს ოპერის მოქმედ გმირთა
მუსიკალური მასალის მკვეთრი თემატური სახეები, რომლებიც ლაიტმოტივის
ფუნქციამდეა აყვანილი. ასეთია მაგალითად ოპერის საორკესტრო შესავლის ორი
თემა. პირველი ნაზი, დახვეწილი ფაქიზი, გამჭვირვალე ფაქტურის თემა ვიოლეტას
მუსიკალურ სახესთან. ეს თემატური მასალა კიდევ ერთხელ გვხვდება III
მოქმედების საორკესტრო შესავალში. შესავლის II თემა კი განაზოგადებს ალფრედისა
და ვიოლეტას სიყვარულს. საინტერესოა, რომ ეს თემატური მასალა ჩნდება II
მოქმედების I სურათში ვიოლეტას პარტიაში. ამავე მასალის საფუძველზე
აღმოცენდება ოპერის კიდევ ერთი სიყვარულის თემა ვიოლეტასა და ალფრედის
დუეტში I მოქმედებაში. ამდენად, ოპერის მთელი კომპოზიციური ქსოვილი
სიყვარულის თემებით არის გაერთიანებული. ამასთან ყველა თემა ვიოლეტას და მის
სიყვარულს უკავშირდება.
პირველი მოქმედება ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მხიარული და
უდარდელი, მეორე კი ვიოლეტას ლირიკული დახასიათებაა. განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია ვიოლეტას სცენა არია- პირველ მოქმედებიდან. სადაც სრულად
ვლინდება მთავარი გმირის მრავალმხრივი სულიერი სამყარო, გულისხმიერი, ნელი
ვალსის მსგავსი მელოდია გადმოსცემს ოცნებას ბედნიერებაზე. მას უპირისპირდება
ბრწყინვალე, მოქნილი კოლორატურებით შემკული არიის მეორე ნაწილი "ყოფნა
თავისუფალი", "ყოფნა უზრუნველი", რომელსაც ერწყმის სიყვარულის მუსიკალური
თემა (მას იმეორებს ალფრედი სცენის უკან). ვიოლეტას ვოკალურ პარტიაში ორი
თემა გამოიყოფა, რომლებიც ალფრედისადმი სიყვარულის ლაიტმოტივის
მნიშვნელობას ღებულობენ. ვიოლეტას სავსეა აღტაცებით, ბედნიერებით. ის
თავდავიწყებით არის შეყვარებული, თუმცა ახსენდება მისი ადგილი საზოგადოებაში
და ცდილობს ბედს შეეგუოს, გააგრძელოს უდარდელი, უშფოთველი ცხოვრება.
მღელვარე რეალიზმი რომელიც ვიოლეტას ცნობილ სცენაშია მოცემული რთული
მისაღწევია, იშვიათად შეიძლება ერთ სცენაში იყოს გამოხატული ადამიანის
გრძნობათა სიჭრელე და განცდის სიმძაფრე.
უშფოთველი ბედნიერებიდან მტანჯველ ეჭვებამდე და გრძნობების დრამატულ
ამოხეთქვამდე ვითარდება მეორე მოქმედების დრამატურგია. ვიოლეტასთან
დუეტში ალფრედის მამა თხოვს მას თავი დაანებოს ალფრედს, უარი თქვას
ბედნიერებაზე და არ გადაეღობოს საყვარელი ადამიანის კარიერას. ჟერმონთან
დუეტში ვიოლეტა წრფელ, სულიერად მდიდარ პიროვნებად წარმოგვიდგება. მას
თავდავიწყებით უყვარს ალფრედი და მზად არის მსხვერპლი გაიღოს მისი
ბედნიერებისთვის. I მოქმედების სიმსუბუქე, სიკეკლუცე, უდარდელობა II
მოქმედებაში სევდით და დრამატული განცდებით შეიცვალა.
ვიოლეტას სახის განვითარებაში ახალი ეტაპია მესამე მოქმედების მეორე
სურათი. მეჯლისზე სტუმრები დიდი რაოდენობაა შეკრებილი და საცეკვაო ჟანრების
სიუხვის ფონზე ვითარდება. ვიოლეტა მეჯლისს ბარონთან ერთად ეწვევა და
ალფრედის გაღიზიანებას გამოიწვევს. ბანქოს თამაში დრამატულად ამძაფრებს
მოქმედებას. ალფრედი მოგებულ თანხას სახეში შეაყრის ვიოლეტას და
შეურაცხყოფილი ქალი სტუმრების თანაგრძნობის არეალში ექცევა. აქ საინტერესო
დრამატურგიულ ხერხესს იყენებს კომპოზიტორი. ამ პროცესში კვლავ გაიელვებს
ნაცნობი ვალსის ფორშლაგები. მაგრამ თუ I მოქმედებაში ეს ინტონაცია ვიოლეტასა
და ალფრედის სიყვარულის წინაპირობაა, ამ შემთხვევაში მას ტრაგიკული ელფერი
შემოაქვს და საბედისწერო ჟღერადობა ენიჭება. ერთი შეხედვით, ეს სურათი მუსიკის
ხასიათით პირველის მსგავსია, მაგრამ აქ სტუმრების უდარდელ მხიარულებას
უპირისპირდება ვიოლეტას განცდათა დრამატიზმი.
III მოქმედება მიმდინარეობს ვიოლეტას საწოლ ოთახში. ვიოლეტა ავადაა, მისმა
სულიერმა და ფიზიკურმა მდგომარეობამ დააფიქრა საზოგადოება, განსაკუთრებით
კი უფროსი ჟერმონი, რომელმაც ალფრედს ყველაფერი უამბო. სამწუხაროდ,
კათარზისი დაგვიანებულია. III მოქმედება იწყება საოკესტრო შესავლით, რომელიც
ვიოლეტას ტრაგიკული ცხოვრების დასასრულის განმსაზღვრელია. ვიოლეტას
უკანასკნელ არიასაც (დანართი N4) საფუძვლად უდევს ვალსი, მაგრამ ამჯერად ეს
არია მწუხარებით, სევდით და სინანულით არის სავსე. ამ განწყობაში პერიოდულად
შემოიჭრება ხოლმე ქუჩის მხიარული და მხნე ხასიათის მარში. თუმცა ვიოლეტას
ყურადღებას ის ვერ იპყრობს. ვიოლეტასა და ალფრედის დუეტი გადმოგვცემს
შეყვარებულთა მღელვარე, ათრთოლებულ გრძნობებს, ნათელი, საოცნებო
მელოდია ,,დავტოვოთ პარიზი, სადაც ასე დავიტანჯეთ", იცვლება მძაფრი,
სასოწარკვეთილებით აღსავსე მუსიკით ,,რა მწარე და საშინელია სიკვდილის
მოლოდინი". ფინალში ვიოლეტას მიმართვა ალფრედისადმი "ეს სურათი ჩემო
საყვარელო" სიკვდილის შეგრძნებითაა გამსჭვალული. ორკესტრში ჟღერს
სამგლოვიარო აკორდები. სიყვარულის მელოდია, როგორც იმედის სხივი მოისმის
ვიოლინოებში უკანასკნელად, მაგრამ უფრო ნათელმოსილად.

საინტერესოა, რომ მეორე მოქმედების I სურათის გამოკლებით ვიოლეტა სულ


სცენაზეა. მანამდე არც ერთ ოპერაში არც ერთ პერსონაჟს არ ეკავა ამდენი ადგილი და
არც ასეთი მნიშვნელობა მინიჭებია. ოპერა-ვიოლეტაა, შედევრი-ვიოლეტაა.
დანარჩენი ფიგურები თითქმის არ აინტერესებს კომპოზიტორს, ისინი მისთვის
მხოლოდ მიზეზია, რომ აამაღლოს ვიოლეტას სახე.
რიგოლეტო
რიგოლეტოს პრემიერა 1851 წლის 11 მარტს შედგა ვენეციაში, პუბლიკა დიდი
ოვაციებით შეხვდა სპეტაკლს, რიგოლეტომ მოიარა იტალია და ევროპის ყველა სცენა.
და ერთ-ერთი პოპულარული ოპერა გახდა. რიგოლეტო სრულყოფილი და ნათელი
ნაწარმოებია. ეს კანონზომიერი ეტაპია მე-19 საუკუნის დიდი იტალიური ოპერის
განვითარების გზაზე. დიდი პერიოდის დასასრული და ახალი ეტაპის მუსიკალური
დრამის დაბადება. თუმცა კრიტიკა თავშეკავებულად შეხვდა ოპერის ახალ
კონცეფციას, სტრუქტურას.

რიგოლეტოს ლიბრეტო ფრანჩესკო პიავეს შეუკვეთა კომპოზიტორმა. ჰიუგოს


რომანმა ,,მეფე ერთობა" ვერდი მასხარას ტრაგიკული ისტორიით მიიზიდა.
აღნიშნული დრამა აკრძალული იყო იმ პერიოდში. ცენზურა სასტიკ წინააღმდეგობას
უწევდა ამ სათაურის და შინაარსის ოპერის დადგმას. ბუსეტოში ვერდი და მისი
ლიბრეტისტი ერთად მუშაობდნენ ამ ლიბრეტოზე, ეს იყო დაუღალავი პროცესი დღე
და ღამე გასწორებული ჰქონდათ. ცენზურა სერიოზულად მუშაობდა და მოთხოვნებს
უყენებდა კომპოზიტორს. მაგალითად, მოითხოვდა კუზი მოეშორებინათ
რიგოლეტოსთვის, ვერდი წინააღმდეგი იყო, რადგან ეს პერსონაჟი სწორედ ასეთი
წარმოედგინა. თუმცა ვერდის მაინც მოუხდა გარკვეულ დათმობაზე წასვლა,
საფრანგეთის მეფე მანტუის ჰერცოგად იქცა, მოქმედების დრო შეიცვალა, ოპერას
რიგოლეტო დაარქვა. ლიბრეტო ლიტერატურული განსაკუთრებულობით არ
გამოირჩეოდა, მაგრამ სრულად იყო მორგებული თეატრის მოთხოვნებს.

ოპერა შედგება სამი მოქმედებისაგან. ის აგებულია დასრულებული ნომრებისა


და გამჭოლი განვითარების სცენების მონაცვლეობაზეა აგებული. მთავარი გმირებია
რიგოლეტო- , სასახლის მასხარა, მისი ქალიშვილი ჯილდა, ჰერცოგი, სპარაფუჩილე
- ბანდიტი, რომელსაც რიგოლეტო ჰერცოგის მოკვლას შეუკვეთავს და
სპარაფუშცილეს და მადალენა, ასევე მონტერონე, რომელიც ოპერის დასაწყსში
გამოეცხადება ჰერცოგის სასახლეში გასართობად შეკრებილ საზოგადოებას და
ჰერცოგს პასუხს თხოვს თავისი ქალიშვილის ღირსების შელახვის გამო. სწორედ აქ
იკვრება კვანძი, რიგოლეტო თავის მოვალეობას ასრულებს და დასცინის
გამძვინვარებულ მონტერონეს. მოხუცი წყველის მასხარას და რიგოლეტო ამ წყველის
მძევალი ხდება. მას წყევლა აუხდება, ჰერცოგი მის გადამალულ ჯილდამდეც
მიაღწევს. ოპერის დრამატურგიას აერთიენებს ლაიტმოტივი. მონტერონეს ,,წყევლის
თემა", რომელიც ასე აშფოთებს რიგოლეტოს, ლაიტთემის6 ფუნქციას იძენს და
ამთლიანებს ოპერის დრამატურგიას.
ოპერის ცენტრშია კუზიანი, ცხოვრებით დატანჯული მასხარას ტრაგიკული
სახე. რომლის სახის სხვადასვა ასპქეტის ექსპონირება ხდება მთელი ოპერის
მანძილზე. ის თავიდან სასახლის მასხარაა, თავისი დამცინავი, დაუნდობელი
რეპლიკებით, შემდეგ მოსიყვარულე და მზრუნველი მამა, შემდეგ შერცხვენილი
შურისმაძიებელი და ბოლოს ტრაგიზმით სავსე შვილმოკლული გაუბედურებული
მამა.
რიგოლეტოში არის განსაკუთრებით გაფართოებული მუსიკის გამომსახველი
საშუალებები. მოქმედ პირთა დასახასიათებლად. რეალისტური, ფსიქოლოგიურად
ღრმა და მძაფრი მუსიკალური სახეების გალერეა გვხდება.
ამ ოპერის გასაოცარი მომხიბვლელობა მჟღავნდება უვერტიურაშივე, რომელიც
იწყება პირველი საყვირისა და პირველი ტრომბონის მიერ ოქტავაში შესრულებული
შემაშფოთებელი მოტივით. შემდეგი ტაქტი ჰარმონიაშია დანარჩენ სპილენძის
საკრავებთან, რომელთაც უერთდება ფაგოტი და ლიტავრები. იბადება "წყევლის"
თემა და იგი შემდეგ მთელს ოპერას გასდევს. მტანჯველი კვნესის მსგავსი მომდევნო
ექვსი ტაქტი ფლეიტა-პიკოლოს, ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის, პირველი და
ვიოლინოს დახმარებით წარმოიქმნება და უჩვეულო ძალისა და დრამატული
დაძაბულობის ძალიან მოკლე მუსიკალური ეპიზოდია. ეს არის ახალი ბგერითი
კონცეფცია, რომელიც ძლიერად შემოიჭრება და უვერტურის შემდეგ განუწყვეტლივ
გრძელდება მანტუის ჰერცოგის სასახლის კარზე მეჯლისის სცენამდე. ორკესტრის
საღებავების ნაირგვარობა, სწორედ მიგნებული მელოდია, ინსტრუმენტებისა და
სიმღერის იშვიათი ჰარმონია – ყველაფერი ერთად ცალკეულ მოკლე სცენაში

6
გაერთიანებულ მოვლენათა და გრძნობათა უჩვეულო გამას ქმნის. მხოლოდ
მოცარტმა შეძლო " დონ ჟუანში" ამგვარი სასწაულის მოხდენა.
მთელი ოპერა გამოირჩევა საორკესტრო საშუალებების საოცარი, გენიალური
ეკონომიით. ფერები, ტონალობა, ტემპის აჩქარება და შენელება, სიტოაციების შეცვლა
– ერთ მთლიანობად წარმოგვიდგება. მასში არ არის არცერთი ზედმეტი ან უაზრო
აქცენტი. საკმარისია, დავასახელოთ ვიოლონჩელების შემცირებული კვინტა,
რომელსაც ეხმიანება განმარტოებული ნოტი ჰობოისა (სცენაში, უკანასკნელ
მოქმედებაში რომ მოჰყვება კვარტეტს), რათა გავიგოთ, რა განსაცვიფრებელ ბგერით
სინთეზს აღწევს ვერდი "რიგოლეტოში" – ნამდვილ შედევრში, სადაც ყველაფერი
უბრალოდ და ბუნებრივად ჟღერს.
აღსანიშნავია, რომ ოპერის თითქმის ყველა მოქმედება, ყველა გადამწყვეტი
სცენა ღამით ხდება (რიგოლეტოს სპარაფუჩილესთან შეხვედრიდან ქალიშვილთან
მისვლამდე, ჯილდასა და ჰერცოგის დუეტიდან ქალიშვილის მოტაცებამდე და მის
მკვლელობამდე). ვერდი ამ ღამის ნიშნით წერს მთელ პარტიტურას.
მართალია, ოპერის მთავარი გმირი რიგოლეტოა, მაგრამ მისი დრამის და
ტრაგედიის მთავარი იმპულსი მისი ნაზი, ჰაეროვანი ქალიშვილია.
ჯილდა-ქალი ბავშვი, რომელმაც არ იცის რა ხდება რეალურ ცხოვრებაში.
მისი ცხოვრება სხავა სამყაროა, იგი მერყეობს დიდი ქალის და პატარა ბავშვის ქცევას
შორის. რიგოლეტო ჯილდას მალავს ღარიბ მიუვალ გარეუბანში. ის მოწყვეტილია
რეალობას და მხოლოდ თავის ოცნების ჭრილში აღიქვამს სამყაროს. ჯილდა მარტო
იზრდება ძიძასთან. ძალიან გვიან იგებს ინფორმაციას დედის შესახებ. ის ემუდარება
მამას გაუმხილოს დედის ვინაობა. რიგოლეტო თხოვს ჯილდას იყოს ფრთხილი, არ
გავიდეს მარტო სახლიდან, არავის დაენახოს. ეს სასჯელია ახალგაზრდა
გოგონასათვის, რომელიც არ იცნობს სამყაროს. მამის უსაზღვრო სიყვარული კი იმ
გალიის ნაწილია, რომელშიც ჯილდა იმყოფება. ასეთი ქალები განსაკუთრებით
მგრძნობიარენი არიან საყვარელი მამაკაცებისადმი. მათი რჩეული მამაკაცი
განსაკუთრებული უნდა იყოს. ასეთი გამორჩეული გალიაში გამომწყვდეული
ჯილდასთვის ღარიბი სტუდენტის სახით მოვლენილი ჰერცოგია. სიყვარული
აბრმავებს ჯილდას და ის მამას წირავს. თავად ჯილდა ამსხვრევს მამის იდეალს -
უმანკო, უცოდველი ბავშვი რეალობას არ უსწორებს თვალს და თავის ილუზიურ
სიყვარულს ეწირება.
ინდივიდუალური შეფერილობა აქვს ჯილდას დახასიათებას. I აქტის მეორე
სურათში, განსაკუთრებით ჯილდას არიაში (დანართი N5) გამოსჭვივის ის
თვისებები, რომლებითაც ვერდი ჩვეულებრივ იძლევა ქალწულობის ქალური
მომხიბვლელობის სახეებს (ის. Lლეონორას "ტრუბადურში" და ვიოლეტას
"ტრავიატაში" სახეთა საწყისი ექსპოზიციები). Eეს უზრუნველი, ანცი, ცელქი,
უშფოთველი მუსიკაა, რაც ხაზგასმულია მსუბუქი, ცოცხალი მელოდიკით,
ჭირვეული რიტმიკით, ვირტუოზული პასაჟების გამოყენებით.
II აქტში ჯილდას სცენა ჰერცოგთან მას წარმოგვიდგენს, როგორც უმანკო, ნაზ
არსებას. ეს არის ტიპიური სატრფიალო დუეტი. ვალსისებური მელოდიის ფონზე
მიმდინარეობს. ის უჯერებს ჰერცოგის აღიარებას და დიდი სიყვარულით არის
აღვსებული. ჯილდა უკვე სხვანაირად უკვე სხვანაირად გამოიყურება. Mმისი
უეშმაკო ნაამბობი ჰერცოგთან შეხვედრის შესახებ ხალხურ მელოდიკასთანაა ახლოს.
ჯილდა პარტიაში დრამატული მომენტები ჭარბობს, როცა ის მამასთან
ერთადაა. პირველად დეკლამაციური საწყისი იჭრება მის მღერად ინტონაციებში
მაშინ, როცა რიგოლეტოს მონათხრობს ისმენს დედის შესახებ. შემდეგ დრამატულ
მომენტებში ჯილდა განსხვავებული სახით წარმოგვიდგება. ის მსხვერპლია,
თავიდანვე განწირული. ამ მხრივ საინტერესოა ღრმა ოხვრის, ზოგჯერ კვნესის
ინტონაციები, რომლებითაც დრამის განვითარებასთან ერთად სულ უფრო
იმსჭვალება ჯილდას ვოკალური პარტია (პირველად ასეთი "ოხვრა" ოპერის
საორკესტრო შესავალში გაისმის). ჯილდა კვლავ შეყვარებულია. უყვარს
ახალგაზრდა სტუდენტი და არ უნდა დაიჯეროს რეალობა. ჯილდა პატიება თხოვს
მამას, მაგრამ სიყვარულის ერთგული რჩება
ჯილდას სახე კულმინაციას აღწევს ოპერის ფინალურ სცენაში. ჰერცოგი,
ჯილდა, მადალენა და რიგოლეტო საერთო ბედით აღმოჩდნენ დაკავაშირებულნი.
საბედისწერო კავშირი ხაზგასმულია მუსიკის განუწყვეტელი მოძრაობით; დრამის
მონაწილენი ცალკეულ რეპლიკებს აიტაცებენ, ავსებენ მათ. მაგრამ ამათთან ერთად
მათი პარტიები ინდივიდუალიზებულია: ჰერცოგის სასიმღერო ფრაზები და
მადალენას მელოდიის მოხდენილი მოძრაობა შეზავებულია ჯილდას და
რიგოლეტოს დრამატულ გამოთქმათა ფართო, ემოციურად გაჟღენთილ
მღერადობასთან. კომპოზიციური სიზუსტე ხელს უწყობს მომხდარი ამბების აზრის
გამოვლინებას. კვარტეტი ორნაწილიანია, თითოეულში სამი სტროფია, მეორე
ნაწილი მნიშვნელოვნად დინამიზირებულია პირველთან შედარებით, და თუ
დასაწყისში გაბატონებული იყო ჰერცოგის მელოდიური დახასითება, ბოლოს
ჯილდას მღელვარე ფრაზები ჭარბობს, საორკესტრო პარტიის თანხლებით.
ჯილდა და რიგოლეტო თვალს ადევნებენ ჰერცოგის და მადალენას ტრფიალს.
ჯილდა სევდით და სასოწარკვეთით არის სავსე. რიგოლეტო ემუქრება ჰერცოგს.
კვარტეტში ჟღერს ჯილდას კვნესის ინტონაციები. ქარიშხლის ფონზე ჯილდა
ტრაგიკულ გადაწყვეტილებას იღებს. ის მსხვერპლად ეწირება საოცნებო სიყვარულს.

აიდა
1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით ეგვიპტის
მთავრობამ კაიროში საოპერო თეატრი ააგო და ჯუზეპე ვერდის საზეიმო ოდის
შექმნა სთხოვა. კომპოზიტორმა უარი განაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ შეკვეთით
ნაწარმოების შექმნას შეჩვეული არ არის. 1870 წელს მარტში საბოლოოდ ვერდი მაინც
დაეთანხმა ეგვიპტის მთავრობას და ეგვიპტურ სიუჟეტებზე ოპერის შექმნას
დაპირდა. კომპოზიტორის ახლო მეგობარმა კამილ დიუ ლოკმა ვერდის
გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგის აუგუსტ მარიეტის7 ტექსტის საფუძველზე

7
შექმნილი სცენარი. ვერდიმ და მისმა მეუღლემ ტექსტი ცალკეულ სცენებად,
ნომრებად და რეჩეტატივებად დაყვეს, რის შემდეგაც ანტონიო გისლანცონიმ8
ლიბრეტო შექმნა. ვერდის და გისლანცოს მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა
მართლაც უდიდესი როლი ითამაშა ლიბრეტოს საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში,
თუმცა კომპოზიტორმა, მისთვის ჩვეული იუმორით, საკუთარი ჩანაფიქრის
ორბიტაში მოაქცია გისლანცონი.
,,აიდას’’ მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს შედგა კაიროს ოპერის
თეატრში და უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის
პრემიერას არ დასწრებია. ეგვიპტის მთავრობამ ვერდის ოტომანის ორდენის
კავალერის ტიტული მიანიჭა. 1871 წელს სექტემბერში კომპოზიტორმა გადაწყვიტა
აიდას დადგმა ლა სკალა-ში. სანტ-აგატაში ვერდი მთავარი პარტიების
შემსრულებელს ამეცადინებდა. კომპოზიტორი მალე დარწმუნდა, რომ თეატრის
ორკესტრი და გუნდი სრულყოფილად იყო მომზადებული. ევროპული პრემიერით
კომპოზიტორი იმდენად იყო დაინტერესებული, რომ თავად აირჩია დიზაინერი.
საოპერო პრელუდიის მაგივრად ვერდიმ შექმნა უვერტიურა პოპურის სტილში,
თუმცა საბოლოოდ უარი თქვა მის შესრულებაზე, რადგან საკუთარი მუსიკა
უღიმღამო და მოსაწყენი მოეჩვენა.
ძალზე დიდი იყო მოლოდინიც და ბილეთების ფასებიც მილანში, ოპერის
პრემიერის დღეს. 1872 წლის თებერვალს აიდას მსმენელი ენთუზიაზმით შეხვდა,
თუმცა კრიტიკის შეფასება არაერთგვაროვანი იყო. ევროპული პრემიერიდან ორი
წლის შემდეგ - 1872 წლის აპრილსა და მაისში ოპერა წარმოდგენილი იყო პარმაში.
მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში აიდა დაიდგა მსოფლიოს 155
თეატრში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში 1873 წელს. ჩიკაგოსა და
ბოსტონში 1874 წელს. ვერდის უკვდავი ოპერის შესრულებით საზეიმოდ გაიხსნა
ვერონის ყოველწლიური საოპერო მუსიკის ფესტივალი 1913 წელს

8
ანტონიო გისლანცონი (1824-1893)- იტალიელი პოეტი, ნოველისტი.
ოპერის ცენტრში ორი ქალია, ორივე მეფის შთამომავალი და სიყვარულის
მსხვერპლი. ამნერისი- ეგვიპტის ფარაონის ასული, უიმედოდ შეყვარებული
ეგვიპტის მხედართმთავრზე და ამ მხედართმთავრის რჩეული ეთიოპიის მეფის
ასული, ტყვე ქალი აიდა. მთელი ოპერის განმავლობაში ეგვიპტისა და ეთიოპიის
დაპირისპირება ამ ორი ქალის ურთიერთდამოკიდებულების ფონზე მიმდინარეობს.

ამნერისი თვალს ადევნებს აიდას და რადამესს. აიდას სახის დრამატულობას


არჩევანი განსაზღვრავს - არჩევანი მამასა და თავის რჩეულს შორის. მთელი ოპერის
განმავლობაში ორი გმირი ქალის ურთიერთმიმართება განაპირობებს მოქმედების
განვითარებას. თუმცა ოპერის მთავარი დრამატურგიული ღერძია სულ სხვაა.
ოპერის განვითარების მანძილზე ამ ურთიერთმიმართებაზე დაკვირვებას
აადვილებს ლაიტმოტივები, რომლებიც უხვად აქვს გამოყენებული კომპოზიტორს.
განსაკუთრებული დატვირთვა აქვს აიდას სიყვარულის და ამნერისის ეჭვიანობის
ლაიტმოტივს.

აიდას ლაიტმოტივი (იხ. დანართი N7) მასში არაერთგზის გაივლის. თემის


ინტონაციური მონახაზი არ იცვლება, მაგრამ ახალი ემოციური ელფერი ჩნდება
თანხლების ფაქტურისა და, უმთავრესად ჟღერადობის ტემბრის ცვალებადობის
წყალობით. ამრიგად, უვერტურის დასაწყისში თემა სურდინებიანი ვიოლინოს
ინტონაციებით ჩნდება (მათ მოგვიანებით ალტებიც უერთდებიან). მას შემდგომში
მღერის ფლეიტაც დაბალ რეგისტრში, კლარნეტიც სიმებიანთა ტრემოლოს ფონზე,
ვიოლონჩელიც ფაგოტთან ერთად და ა.შ.

აიდას სახე ფართოდაა წარმოსახული. აიდას პირველი მონოლოგი (I სურათში)


(იხ. დანართი N8). ეს ნომერი პარტიტურაში დასათაურებულია ,,სცენად&ქუოტ;.
მონოლოგის აღნაგობა, რომელიც გრძნობათა ფართო დიპაზონს ასახიერებს,
თავისუფალია, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის საზღვრები
შეუმჩნეველია, რეჩიტატივი მელოდიზირებულია – იგი ერწყმის მეტად მღერად
ფრაზებს. მონოლოგის დამახასიათებელ ლოცვაში შენარჩუნებულია აიდას
პარტიისათვის დამახასიათებელი ინტონაციური საქცევები მათი თავისებური
ცვალებადი წყობით (ხან მაჟორული და ხან მინორული III
საფეხურის ,,ციმციმი&ქუოტ;). ასეთი საქცევები ვერდის მუსიკაში ხშირად
გვხვდება მჭმუნვარე, მშვიდი გრძნობების გადმოცემისას.

ამნერისი ყველანაირ ხერხს მიმართავს აიდას და რადამესის დასაშორებლად.


თვალთმაქცობს, თითქოს თანაუგრძნობს აიდას. სურს მისგან სიმართლის გაგება.
შედეგის მისაღწევად რადამესის სიკვდილს იგონებს და აიდას რეაქციაც სახეზეა.
მეორე მოქმედებაში, აიდას და ამნერისის დიდ სცენაში აიდა მსხვერპლია. პირველ
რიგში, სიყვარულის მსხვერპლი, მის უმწეობას ტყვეობაც ამძიმებს. თუმცა აიდას
მართალია, გულწრფელია და ეს თვისება მისი გამარჯვების იმპულსია. აიდა
სიმართლით იმარჯვებს ამნერისზე.

აიდას სახეს ახალ შტრიხებს სძენს რომანსი მესამე მოქმედებაში. აიდას რომანსს
ნილოსის ნაპირას (III აქტში) სასიმღერო წყობა აქვს (იხ. დანართი N9). მისი
კომპოზიციაც უფრო უბრალოა, შედგება ორი ვარირებული სტროფისაგან, რომლებიც
არიან ჰობოის პოეტური სალამურისებური მონამღერით მდინარე ნილოსის პირას
აიდა ოცნებობს სამშობლოზე.

სამშობლოს სიმბოლო, ეთიოპიის მეფე, აიდას მამაა. სცენა მამასთან


განსაკუთრებით დრამატულია ოპერაში. ეს გმირი ქალის კიდევ ერთი მტანჯველი
პრობლემაა. ის უპირისპირდება მამას, თუმცა ვერ უპირისპირდება თავის ქვეყანას და
განაჩენი გამოაქვს რადამესისთვის და საკუთარი თავისთვის.

ამნერისი შინაგანი სამყარო ბევრ სცენაში იხსნება. ლაიტმოტივის მნიშვნელობას


იძენს საქცევი, რომელიც დაკავშირებულია ამნერისის ეჭვიანობასთან. მის
განვითარებაზეა დაფუძნებული ამნერისის რადამესთან შეხვედრის პირველი სცენა (I
სურათი). ეს საქცევი უცვლელად ჩნდება არა მარტო ამნერისთან, არამედ, როცა მისი
სახის განვითარებაში ეჭვის ელემენტი ჩნდება. მაგალითად აიდასთან დუეტში.
ალბათ შემთხვევითი არ არის თემის მელოდიურ კონტურებში აიდას ლაიტმოტივის
პირველ მარცვალთან მსგავსება.

ამნერისის დახასიათებულია აგრეთვე, როგორც ღრმად მგრძნობიარე, ძლიერი


სულის მქონე, ტანჯული ქალი – მაშინ მის პარტიაში ჩნდება ფართო სუნთქვის
მელოდიური ფრაზები.

ამნერისის სახე სასამართლოს სცენაში ტრაგიკულობით იმსჭვალება (IV აქტის I


სურათი). სამჯერ მაღლდება ქურუმთა მელოდიის ტესიტურა (ა-ბ-ჰ) რამფისის
დასწრებით მდუმარე რადამესის დაკითხვისას – ტრომბონების მრისხანე შეძახილი
და ლიტავრების ავბედი გუგუნი თან ახლავს დაკითხვას - და სამჯერ მაღლდება
ამნერისის Qქვითინის ერთ-ერთი ამაღელვბებელი ადგილია ოპერაში!

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დრამის მწვევა კონფლიქტურმა შინაარსმა


განაპირობა დიალოგური სცენების დიდი დრამატურგიული მნიშვნელობა. ისინი
შემდეგი თანმიმდევრობითაა ოპერაში მოცემული: 1. ამნერისი/რადამესი (I აქტი); 2.
ამნერისი/აიდა (II აქტი); 3. აიდა/ამონასრო (III აქტი); 4. აიდა/რადამესი (III აქტი); 5.
ამნერისი/რადამესი (IV აქტი); 5. აიდა/რადამესი (IV აქტი). საგულისხმოა, რომ
მოქმედი გმირების სახეების განვითარება სწორედ დიალოგურ სცენებში ხდება.

ამ თანამიმდევრობაში იფარება გარკვეული კომპოზიციური ჩანაფიქრი. აიდასა


და რადამესის შეხვედრები არ ატარებენ კონფლიქტურ ხასიათს, ამიტომ ისინი
განსაკუთრებით ოპერის ფინალში უახლოვდებიან დუეტის, როგორც ერთდროული
სიმღერის ტიპს. ამნერისის და რადამესის შეხვედრებში მოსაუბრენი მკვეთრად
განცალკევებულნი არიან, მაგრამ ბრძოლა აქ არ ჩნდება – რადამესი თავს არიდებს
მას. სულ სხვაა – აიდას საუბარი ამნერისთან ან ამონასროსთან – ეს სიტყვის სრული
მნიშვნელობიტ სულიერი პაექრობაა, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს
დრამის განვითარებაზე. შემთხვევით არ უკავშირდება მათ მოქმედების
შემობრუნების მომენტები.
ამ &ქუოტ; პაექრობათაგან&ქუოტ; პირველის მუსიკალური წყობა შვიდ
ეპიზოდად შეიძლება დავყოთ: 1) აიდას ექსპოზიცია (F-დურ); 2) ამნერისის
ექსპოზიცია (B-დურ); 3) აიდას გამოცდა: ამნერისი ატყობინებს თითქოს რადამესი
დაიღუპა (ბ-მოლლ); 4) ამნერისი გამოტყდება სიცრუეში, გახარებული აიდა თავის
თავს გასცემს (F-დურ); 5) აიდას ვედრება მოტევებაზე (Aს-დურ, ცენტრში ას-მოლლ)
6) აიდას ვედრება რის შემდეგაც კვლავ მარში Aს-დურ); 7) აიდას ლოცვა (Aს-დურ).
როგორც ამ სქემატური გადმოცემით ჩანს სამჯერ თითქოს რდილი აგდება აიდას
გამოთქმას: პაექრობის გადამწყვეტ მომენტში მაჯორული კილოების საერთო
თანმიმდევრობისას (F-დურ - B-დურ - F-დურ - Aს-დურ ) – იჭრება მინორული
კილოები (ბ-მოლლ – F- მოლლ - ას-მოლლ) და Aს-დურ - ას-მოლლ –ის ციმციმით
მთავრდება ტყვე ქალის ლოცვა.

"აიდა" სრულყოფილი, მაგრამ არა დამაბრმავებელი სილამაზის ოპერაა,


რომელიც გვაღელვებს, რადგან სიცოცხლესავით მართალია. სიცოცხლეს ბედი
განაგებს, ჩვენ არ გვემორჩილება. სიცოცხლე ყოველდღიურად მოკლდება, გვწვავს და
სიკვდილთან გაახლოვებს, იმ სიკვდილთან, რომელიც ელოდება რადამესსა და
პატარა, მასზე მგზნებარედ შეყვარებულ ეთიოპიელ მეფის ასულს, სიკვდილთან,
რომელიც სიცოცხლისაგან ათავისუფლებს ადამიანს და, ვერდის სიტყვებით რომ
ვთქვათ, მას არ ახლავს ხმამაღალი და სასოწარკვეთილი ყვირილი. "ოპერის ბოლოს
ვისურვებდი, - სწერდა იგი გისლანცონის - გავთავისუფლებულიყავი ჩვეულებრივი
აგონიისაგან და თავი ამერიდებინა სიტყვებისათვის: "მე ვკვდები...… შენზე ადრე...
… მელოდე..… შენ მკვდარი ხარ, მე ისევ ცოცხალი! " და ა.შ. მინდოდა რაღაც უფრო
ნაზი, ჰაეროვანი, უმოკლესი ფრაზა ორ ხმაში, სიცოცხლესთან გამოთხოვება, აიდა
მშვიდად მიესვენოს რადამესს მკერდზე. ამ დროს ქვაზე მუხლებით დაჩოქილი
ამნერისი, რომელიც მიწისქვეშეთის შესასვლელს ხურავს, მღეროდეს ,,ღექუიესცატ
ინ პაცე" (ლათ. განისვენეთ მშვიდად!) (2; 233).

You might also like