You are on page 1of 5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ფინალური ნაშრომი

რენე ჟირარი - ცდუნება და ცეკვა სალომე მარკოზის სახარებაში

ბუაჩიძე ელენე

თბილისი 2020
პირდაპირ გადავიდეთ რენე ჟირარის ტექსტზე, რომელშიც მარკოზის სახარების
ერთი მონაკვეთია განმარტებული. ეს არის ეპიზოდი იოანე ნათლისმცემლის თავის
მოკვეთისა. ეს ცნობილი მონაკვეთი მრავალ მწერალს, მხატვარს თუ მოაზროვნეს აქვს
გამოყენებული და თავისებურად “წაკითხული”. გავიხსენოთ თუნდაც გუსტავ
ფლობერის “ჰეროდიადა”.
ჟირარი თავიდანვე გამოყოფს მიმეტურ წყვილებს: ჰეეროდოტე და მისი ძმა,
ჰეროდოტე და ჰეროდია, და სტუმრები. ფრანგი ფილოსოფოსი ძალზე
მახვილგონივრულად აღნიშნავს ჰეროდოტეს და ჰეროდიას ფონეტიკურ
მსგავსებასაც. ეს ოერი სახელი მართლაც მუდმივად მეორდება ჟირარის ტექსტში,
მაშინ, როცა სახლომეს სახელი არსად ჩანს. სალომე სახელით არ არის მოხსენიებული
მარკოზის სახარებაში. ჟირარი ამის შესახებაც ძალიან საინტერესოდ აღნიშნავს:
სალომეს სახელი არსადაა ნახსენები, ალბათ იმიტომ, რომ მასში არაფერი ეხმიანება
სხვის სახელს და არ გულისხმობს ორმხრივ მიმიკრიას, როგორც ეს ჰეროდოტეს და
ჰეროდიას შემთხვევაშია.(ჟირარი,57) დიახ, ნამდვილად ასეა, სალომე მართლაც
მარტოა მიმიკრიის თვალსაზრისით, ჰეროდეს და ჰეროდიას კი არამხოლოდ
მიმიკრიული მსგავსება აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ისინი თანამზრახველები
არიან და ერთად მოქმედებენ.
ახლა ცეკვის შესახებ. სალომე ცეკვავს და იწყება დედამისის ამაზრზენი სურვილის
გათავისება. ეს გათავისება კი გულისხმობს ცთუნებას. ცთუნება , როგორც
გარკვეული შინაარსით დატვირთული ცნება, ცთუნება, როგორც მიმეტური
სურვილი განმსჭვალავს ჟირარის მთელ ტექსტს.
ჰეროდია აცდუნებს სალომეს. სალომე უბიწოა, ის მსხვერპლია. სალომე ყველაზე
ახლობელ ადამიანს ჰეროდიას გაიხდის თავის მოდელად, ის მის ქცევას მისაბაძ
მაგალითად ისახავს და საკუთარ თავს მის მიმეტურ რეპროდუქციად, გროტესკულ
კარიკატურად გადააქცევს.(ჟირარი 60)
სალომესეული შეხება დედამისის სურვილთან სახარებაში ინახავს სიტყვა
ცდუნების ფიზიკურ კონოტაციებს.
და ისევ ცცეკვის შესახებ. სალომეს ცეკვა არაჩვეულებრივად აჩქარებს მიმეტურ
პროცესს. ეს ცეკვა ნუსხავს და თავისი ზემოქმედების ქვეშ აქცევს ყველა სტუმარს.
ცეკვა სტუმრების ყურადღებას ერთი ობიექტისკენ მიმართავს. ეს ობიექტია
ლამგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის თავი.
რენე ჟირარი საინტერესო დეტალს უსვამს ხაზს: ცეკვა აღწერილი არ არის.
Სალომეს სურვილი არანაირად არ არის თვითმყოფადი, რამდენადაც ის მიბაძვაა სხვა
წინმსწრები სურვილისა. თავად სიტყვებიც კი ჰეროდიას ეკუთვნის სალომე მხოლოდ
ლანგრის იდეას ამატებს.(ჟირარი)
მართლაც, საიდან ჩნდება სიტყვა “ლანგარი”? ცეკვის შემდეგ ჰეროდე მიმართავს
სალომეს, მთხოვე რაც გინდა და მეგცემო. სალომე ეკითხება დედას რა ვთხოვოო.
დედა კი, ჰეროდია, ეუბნება, სთხოვე, იოანე ნათლისმცემელი მოკლასო. Სსეც
შეიძლება ითქვას: სთხოვე იოანეს თავი, ანუ თვითონ იოანეს მოკვლა. სალომე კი
ჰეროდეს იოანეს ლანგარზე დადებულ თავს სთხოვს.
საინტერესოა ერთი რამ, რასაც თვით რენე ჟირარიც აღნიშნავს: ლანგარი ის
დეტალია, რომელიც შემდგომ ეპოქებში ყველას ახსოვს. ხელოვნებაში,
ლიტერატურაში, მხატვრობაში იოანე ნათლისმცემლის თავი ყოველთვის ლანგარზე
დევს. ამის შემდეგ ჟირარი ამბობს: ყველაფერი დანარჩენი დავიწყებადია, გარდა
ლანგრისა.. მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელოვნება ლამის სალომეს ლანგრის
სინონიმურია.
მაშასადამე, ლანგარი არის ესთეტიზმის კვინტესენცია. ცოტა ქვემოთ ჟირარი წერს:
ლანგარი, რომელიც ჯალათის იარაღის მსგავსად გაკეთებულია მეტალისაგან, ხაზს
უსვამს ორი ძალის სურვილის ცივ სისასტიკეს (ჟირარი,62) ჰეროდიას მიმეტური
სურვილი ლანგარზე დადებულ იოანეს მოჭრილ თავად გადაიქცევა. მოჭრილი თავი
საოცარ რეპრენტაციას წარმოაჩენს: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ის თითქოსს
სტუმრებისთვის ჩამოტარებული ერთ-ერთი კერძია. Სირარის კვალდაკვალ კიდევ
ერთხელ განვმარტავთ, როდესსაც ჰეროდია სალომეს პასუხობს შეკითხვაზე, რა
პასუხი გავცე ანუ რა ვთხოვო ჰეროდესო, ჰეროდია ეუბნება: “იოანეს თავი”.
როდესააც ჟირარი ამბობს “თავი” არ ნიშნავს ამ შემთხვევაში მოჭრილ თავს, არამედ
ნიშნავს იოანეს მოკვლას. სალომე კი დედამისის სიტყვებს პირდაპირი
მნიშვნელობით იგებს. ის არ იცნობს მეტონიმიას, როგორც მხატვრულ სურათს.
ამ ისტორიაში რიტუალური კოდით კულმინაციური მომენტია გადმოცემული.
ჟირარი ამბობს, რომ რიტუალი მიმეტური კრიზისის აღდგენაა, რომელიც
შემთხვევითი მსხვერპლის ერთსულოვანი განადგურებით სპონტანურად იქნა
გადაწყვეტილი.(ჟირარი,64)
რიტუალები, კოლექტიური ძალადობის ნიშანს ინახავს. ნადიმის შემდეგ რაღაც
განსაკუთრებულს და ამაღლებულს მოითხოვს. ეს ამაღელვებელი მომენტი შეიძლება
ეროტიული შინაარსის იყოს ან ძალადობრივის.
ცეკვაც რიტუალის ასპექტია, რომელიც ესთეტიკურ პერსპექტივას სძენს ამ
ხდომილებას და ავტონომიურს ხდის მას. ჟირარი გვატყობინებს, რომ სალომეს
სიკვდილთან დაკავშირებით ხალხური ლეგენდა არსებობს. ის ყინულზე
ციგურაობდა და წონასწორობა დაკარგა, თავი ყინულის ბასრ კუთხეს ჩამოარტყა და
დაცემისას თავი და სხეული ერთმანეთს მოუწყდა…
კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ რიტუალს.
სალომეს ცეკვამ როგორც რიტუალმა თავის ფუნქცია შეასრულა: ცეკვის მაგიური
ძალა ყველა სტუმარს გადასდო. დარბაზში შეკრებილნი არამხოლოდ ერთი
სურვილით იყვნენ უკვე შეპყრობილნი, არამედ დაუყოვნებლიც მოელოდნენ ამ
სურვილის აღსრულებას. მთელი დარბაზი ერთი სურვილის აღსრულების
მოლოდინმა შეიბყრო. აქ ჩნდება თავის მეტაფორაც. აქ ჩნდება ლანგარიც და
საბოლოო ჯამში, ერთიანდება ყველაფერი. ლანგარზე დადებული თავი უკვე
ბუნებრივად ღმოჩნდება მომლოდინეთა წრეში.
მიმეტური კრიზისისას ყოველგვარი კულტურული ინსტიტუტი შეიძლება ბრბოდ
გადაიქცეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას ამ ბრბოს ლანგრით ჩამოტარებული თავი
მიმეტური კრიზისის მწვერვალზე დაამშვიდებს და დააშოშმინებს. უძრავი და
მორჩილი ობიექტი, რომელსაც ჩამოატარებენ მსგავსად მსხვერპლშეწირული საგნისა,
სოციალურ კავშირთა ჟაჭვად იქცევა. Სას შემარიგებელი ძალა აქვს. Სახარება
გვამცნობს.”მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. წავიდა
იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა
ქალწულს, ხოლო ქალწულმა დედამისს მისცა”(ჟირარი,67)

გამოყენებული ლიტერატურა
ჟირარი,რენე - ცთუნება და ცეკვა,სალომე მარკოზის სახარებაში

You might also like