You are on page 1of 3

უილიამ შექსპირი „მეთორემეტე ღამე“

ვიოლა_ქალი თუ კაცი?
უილიამ შექსპირის ერთ-ერთი გენიალური პიესა „მეთორმეტე ღამე“
მიეკუთვნება კომედიურ ჟანრს და სწორედ მასში არსებული კომიკური განწყობა
იზიდავს მკითხველს და ამხიარულებს მას. შექსპირის ყველა პიესა გამორჩეული
და დიდი აზრის მატარებელია , თუმცა ტრაგიკური ჟანრის პიესებისგან
განსხვავებით კომედიური ჟანრის პიესები უფრო მარტივად აღსაქმელია , მაგრამ
ეს იმას არ ნიშნავს რომ მათში ნაკლები აზრია ჩადებული და ამასთანავე
კომიკური განწყობის მიღმა დიდი ჭეშმარიტება იმალება. ის ვისაც შექსპირის
რამდენიმე პიესა მაინც წაუკითხავს აუცილებლად შეამჩნევს ,რომ თითოეული
მათგანი ერთმანეთთან ლოგიკურადაა დაკავშირებული. რაც უფრო მეტს
კითხულობ, ეცნობი და უფიქრდები ხვდები რომ ცალკეულ პიესებს ბევრი რამ
აქვთ საერთო და ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
იმისთვის ,რომ კარგად გავიგოთ რაზე უნდა ვილაპარაკო შემოგთავაზებთ პიესის
მოკლე შინაარს: მოქმედება ვითარდება ქალაქ ილირიაში , სადაც აღმოჩნდება
ვიოლა რომელიც წარმოგვიდგება კაცის ამპლუაში მეტსახელად „ცეზარიო“.
ვიოლა უბედური შემთხვევის მსხვერპლია , მისი გემი საზღვაო კატასტროფამ
იმსხვერპლა და შედეგად დაკარგა ძმა_სებასტიანო. ვიოლა აღმოჩნდება უცნობ
მხარეში და გადაწყვეტს ,რომ წარსდგეს ჰერცოგის წინაშე როგორც ცეზარიო და
ემსახუროს მას. ვიოლამ თავის გეგმას ხორცი შეასხა, ილირიის ჰერცოგის
,ორსინოს, ნდობით აღჭურვილ პირად გადაიქცა.მაგრამ პრობლემა იმაშია ,რომ
ვიოლას უყვარს ჰერცოგი , ჰერცოგს კი ცალმხრივად უყვარს ოლივია, მდიდარი
გრაფის ასული. ორსინი დაავალებს ვიოლას(ცეზარიოს) წარსდგეს ოლივიას
წინასე და გადასცეს თუ როგორი რწფელი სიყვარულით უყვარს ჰერცოგს ის.
ვიოლას იგივე ცეზარიოს და ოლივიას საუბრისას ნათლად ვხედავთ თუ როგორ
უყვარდება ოლივიას ცეზარიო. პიესაში არსებული სასიყვარულო სამკუთხედი
აბნევს ყველას და გვიჩვენებს თუ რამდენი სახის სასიყვარულო კავშირია
წარმოდგენილი შექსპირის ამ კონკრეტულ პიესაში. პრობლემა მოგვარებულად
შეიძლება ჩაითვალოს ,როდესაც გამოჩნდება ვიოლას ძმა ,რომელიც გადაურჩა
სიკვდილს და რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება როგორ ვიოლა გადაცმული
მამაკაცის ტანსაცმელში. საბოლოოდ ვიოლა და ჰერცოგი ერთად რჩებიან , ხოლო
ოლივია ვიოლას ძმასთან სებასტიანოსთან.
შექსპირის ყველა პიესა საკმაოდ რთული გასააზრებელია ,მასში ჩაქსოვილი
ღრმა იდეების გამო და არც „მეთორმეტე ღამეა“ გამონაკლისი. ერთი შეხედვით
მხიარული პიესა ძალიან ბევრ აზრს იტევს და ბევრ რამეზე გვაფიქრებს. მაგრამ მე
მინდა ვისაუბრო კონკრეტულად ვიოლაზე , მასში გაერთიანებულ მამაკაცურ და
ქალურ საწყისზე და ქალის დანიშნულებაზე შექსპირის ამ და სხვა მსგავს პიესაში.
როგორც უკვე ვთქვი ვიოლა ჰერცოგის წინასე წარსდგა მამაკაცის ამპლუაში და
დაირქვა სახელი ცეზარიო . რამ განაპირობა ვიოლას ამგვარი ნაბიჯი? რატომ ვერ
გაეცნობოდა საზოგადოებას იმად ვინც რეალურად იყო? ყველასთვის
ცნობილია ,რომ ელიზაბეტური ხანის თეატრში, პიესაში არსებულ ქალთა როლს
ასრულებდნენ კაცები და ქალები სცენაზე არ დაიშვებოდნენ. აქედან ვასკვნით
რომ მე-16 საუკუნეში ქალთა უფლებები შელახული იყო და მამაკაცები
დომინირებდნენ ქალებზე . აქედან გამომდინარე შექსპირი პიესაში ხაზს უსვამს
იმას ,რომ ვიოლა მამაკაცის ამპლუაში უფრო მეტად უსაფრთხოდ და დაცულად
იგრძნობდა თავს უცხო გარემოში. ის იქნებოდა სხვა მამაკაცების თანასწორი და
ჰერცოგთან ურთიერთობაც უფრო გაუმარტივდებოდა. ძმის გარეშე დარჩენილი
ქალი, უცხო გარემოში ნამდვილად დაუცველი იქნებოდა. არამხოლოდ
უსაფრთოებაში და დაცულობაშია საქმე , ვიოლა კაცის ამპლუაში კარგად
გადმოგვცემს იმას თუ რამდენად თანასწორია ქალი და მამაკაცი და ხშირად
ქალთა გონიერება აღემატება მამაკაცის გონიერებას. თავად ის
გადაწყვეტილებაც ,რომ დაიზღვიოს თავი და გაეცნოს ახალ გარემოს ეს უკვე
პირველი გონივრული ნაბიჯია ქალისა. როდესაც პიესის კითხვისას ვაკვირდებით
ცეზარიოს აზრებს , ქმედებებს და გრძნობებს ვხვდებით თუ რამდენად აღემატება
ის პიესაში არსებულ ბევრ მამაკაცს. თუნდაც გავიხსენოთ მომენტი როდესაც
ცეზარიო ოლივიას ეუბნება: „თქვენს კარის ზღურბლთან ამოვწნავდი ტირიფის
ქოხსა და ჩემს დამწყვდეულ დედოფალზე ღაღადს ვიწყებდი...“ „თქვენს ამაყ
პასუხს ყოვლად უაზროდ ჩავთვლიდის და მაგ უარის თქმას ვერ გავიგებდი!“ ეს
სიტყვები მიუთითებს ვიოლას მტკიცე ხასიათზე ,რაც ნამდვილად აკლიათ
პიესაში წარმოდგენილ მამაკაცებს. თავად ჰერცოგი იმდენად ამაყია რომ
მსახურებს აგზავნის ოლივიას დასაყოლიებლად, რაც რათქმაუნდა არხიბლავს მას
რადგან ვერ ხედავს მასში გამბედაობას , ძლიერ სიყვარულს რომელიც ყველაფერს
აკეთებინებს ადამიანს უარის მიუხედავად. აქედან ვასკვნით რომ ვიოლაში იმაზე
მეტი მამაკაცური თვისებაა თავმოყრილი ვიდრე ნამდვილ მამაკაცებში. იმასაც
დიდი გამბედაობა , გამძლეობა სჭირდება გადააბიჯო საკუთარ გრძნობებს და
ზურგი აქციო ნამდვილ სიყვარულს.
შექსპირის პიესებში ხშირად ვხვდებით ქალებს კაცის ამპლუაში წარმოდგენილს.
აი მაგალითად „ვენეციელ ვაჭარში“ პორცია წარსდგება საზოგადოების წინაშე
კაცის ამპლუაში მხოლოდ იმიტომ ,რომ რთულ მომენტში დაეხმაროს სატრფოს
და მას მისცენ უფლება გამოხატოს საკუტარი აზრი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს
ხაზს იმას რომ კაცის მიერ წარმოთქმულ სიტვებს უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე
ქალის სიტყვებს. ერთ-ერთი ტერმინი და ამ ტერმინის განმარტება პირდაპირ
ეხება „მეთორმეტე ღამესაც“ და შექსპირის სხვა მსგავსი თემის მატარებენ
პიესებსაც. ეს ტერმინი გახლავთ „ანდროგენია“: „ადამიანი , რომლის
ბიოლოგიური სქესი არ არის აშკარად შესამჩნევი. იგი საკუთარ გენდერულ
იდენტობას ერთდროულად გამოხატავს მამაკაცის და ქალის გენდერული
თვითგამოხატვის ფორმებით“. ადამიანი რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს
მამაკაცის და ქალის თვისებებს არის სწორედ ვიოლა , პორცია , ანდროგენიის
მაგალითია თუნდაც მაკბეტი და ლედი მაკბეტი , „მაკბეტში“ არსებული
ჯადოქრები,რომელთაც ქალის იერიც აქვთ და კაცისიც და ა.შ. აქედან ვასკვნით
რომ ამგვარი მოვლენა , ქალის კაცად გარდასახვა, გვხვდება შექსპირის არაერთ
პიესაში და ყველა ეს მომენტი ხაზს უსვამს მხოლოდ იმას რომ ქალი კაცის
თანასწორია , ქალთა გონიერება ზოგჯერ აღემატება კაცისას და ქალში შეიძლება
უფრო ჭარბობდეს მამაკაცური თვისებები ვიდრე ნამდვილ მამაკაცში. აქვე
გავიხსენოთ სერ ენდრიუს და ვიოლას ანუ ცეზარიოს დაპირისპირება. ეს მომენტი
ნათლად გვიჩვენებს ,რომ ნამდვილი მამაკაცი სერ ენდრიუ ქალებზე არანაკლებ
სუსტი და მხდალია. აქ კარგად ჩანს ასევე ვიოლას ქალურობა , ის გონებრივი
თვისებებითაა მამაკაცის თანასწორი , ფიზიკურად კი სუსტია და ნაზი არსებაა,
სწორედ ამიტომ ვერ უპირისპირდება სერ ენდრიუს.
ყველა პიესა სადაც ვხვდებით ანდროგენიის მაგალითს: „მაკბეტი“ , „ვენეციელი
ვაჭარი“, „მეთორმეტე ღამე“ და ა.შ ყველა მათგანს აერთიანებს ის იდეა რომ ქალი
ასრულებს ბიძგის როლს რათა მოვლენები განავითარონ და მათი სიტყვები
პიესაში გადამყვეტი როლის მატარებელია. ვთვლი ,რომ შექსპირი ამგვარი
პიესებით უპირისპირდებოდა გენდერულ უტანასწორობას და მაყურებელს-
მკითხველს ეუბნებოდა თუ რამხელა მნიშველობის მატარებელნი არიან ქალები,
ნებისმიერ ეპოქაში.
თავად კაცი მსახიობებიც , რომლებიც ასრულებდნენ ქალის როლს სცენაზე ,მათაც
უნდა გაეთავისებინათ ქალთა ბუნება, გრძნობები და სახასიათო შტრიხები. ანუ
შეიძლეა ითქვას სცენაზე კაცი იყო ქალიც და მამაკაციც.
საბოლოოდ მინდა ვთქვა ,რომ „მეთორმეტე ღამე „ არის პიესა რომელიც ერთი
ამოსუნთქვით იკითხება . შექსპირის გენიალურობაში ეჭვი არავის ეპარება და
მისი თითოეული პიესა ღირებულია კაცობრიობისთვის. თუმცა როგორც უკვე
ვთქვი , რაც უფრო მეტს კითხულობ და უღრმავდები შექსპირის პიესებს , მით
უფრო მეტად ხვდები რამდენად ლოგიკური კავშირია მათ შორის და ყველა პიესა
გვაწვდის ახალ აზრს და საბოლოოდ გონებაში ვქმნით მთლიან სურათს. ვიოლა
არის ქალი ,რომელმაც იცის თუ რა არის ნამდვილი სიყვარულის ფასი . ის
გადააბიჯებს საკუთარ გრძნობებს მხოლოდ იმისთვის რომ ორსინო იყოს
ბედნიერი. ის გვეუბნება რომ ნამდვილ სიყვარულს მოპოვება და მოთმინება
სჭირდება. ის არის პიესის ცენტრალური ფიგურა , რომელიც ცვლის სხვა
პერსონაჟებსაც და უჩვენებს მათ ჭეშმარიტებას. ქალსა და კაცს შორის კი სხვაობა
მხოლოდ ფიზიოლოგიურ დონეზე განიხილება , სხვა მხრივ ისინი თანასწორნი
არიან. დასასრული პიესის კი რასაკვირველია ბედნიერია , როგორც შეეფერება ეს
შექსპირის კომედიური ჟანრის პიესებს.

You might also like