You are on page 1of 2

კანტის კატეგორიული იმპერატივის არსი

როდესაც გერმანელ ფილოსოფოსზე - იმანუელ კანტზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ მის


ნაშრომებს და მის ფილოსოფიას, შეუძლებელია დრო არ დავუთმოთ მორალის ფილოსოფიის
განხილვას, რომლისადმიც კანტის დამოკიდებულება განსაკუთრებული და საყურადღებო
იყო. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ კანტი საკმაოდ რელიგიურ ოჯახში დაიბადა და
რეგილიგიური ღირებულებებით აღიზარდა, ის პატივისცემით იყო განსჭვალული მის
მიმართ, თუმცა კანტი არ გახლდად მორწმუნე ადამიანი. აშკარაა, რომ კანტი პატივს სცემდა
და იზიარებდა იმ ღირებულებებს, რომელსაც მოიცავდა რელიგია, რადგან აშკარაა, რომ ის
ადამიანებს უხეშად, რომ ვთქვათ ავალდებულებდა კარგი თვისებებისა და ზოგადად -
კეთილშობილებისკენ სწრაფვას.
ვფიქრობ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კანტს გასჩენოდა იდეა, რომ რელიგიის გარდა უნდა
არსებობდეის რაიმე სხვა ვალდებულებაც, რაც ადამიანს კეთილშობილებისაკენ უბიძგებს.
ასეთი კანონის ფორმულირებისას ჩნდება კანტთან კატეგორიული იმპეტივი, რომელსაც
განსხვავებით ჰიპოთეტური იმპერატივისგან არ გააჩნია მიზანი. ფრო კონკრეტულად არ
მოიცავს იმ აზრს, რომ მხოლოდ მიზნის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ საშუალება; რომ
ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, აკეთებდეს იმიტომ, რომ მიზანს მიაღწიოს. ოველივე
ამას კანტი ხაზს უსვამს და წამოჭრის კატეგორიული იმპერატივის აზრს, რომელიც ამბობს -
“მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის
მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება.” (კანტი) კანტის აზრით
კატეგორიული იმპერატივი თავად არის ღირებული, კეთილშობილი ქცევა, რომელსაც არ
სჭირდება მიზანი. მაშასადამე, კატეგორიული იმპერატივი კანტისთვის არის რაღაც
აღმატებული და პირდაპირი მნიშვნელობით კატეგორიული ცნებების ერთობლიობა,
რომელსაც ასევე კატეგორიუილად წრორად და ღირებულად აღიქვამს. რაში გამოიხატება
კანტის კატეგორიული დამოკიდებულება ყოველივე ამ თემისადმი? იმანიუელ კანტისთვის
კატეგორიული იმპერატივი არის ერთი, და შეუცვლელი. სწორედ ამიტომ გავაიგივე ის
მორალთან და რელიგიასთან. რელიგია ჩვენ გვაძლევს 10 მცნებას, რომელსაც ჩვენ
უსიტყვოდ უნდა მივყვეთ და თუ ჩვენ რომელიმე მცნებას დავარჩვევთ ან გადავაკეთებთ
დანარჩენი ცნებების დაცვის და შესრულების მიუხედავად ჩვენ მაინც ცოდვილებად
ჩავითვლებით. კანტთან კატეგორიული იმპერატივის ფარგლებში ჩვენ არ შეგვიძლია
შევქვმნათ “ჩვენი მორალი”, იმიტომრომ ის არ არსებობს და ყველა ადამიანში
ინდივიდუალურია. რაც ჩემში აღძრავს სინდისის ქენჯნას შეიძლება სხვისთვის სრულიად
უმნიშვნელო მოვლენა იყოს. სწორედ ამიტომ კანტი კატეგორიული იმპერატვის სახით
გვაძლევს ერთგვარ 10 მცნებას, რომლის გადაკეთებაც კატეგორიულად არ შეიძლება და
სრულებით ეწინააღმდეგება მის პირობებს.

ბიბლიოგრაფია

იმანუელ კანტი “წმინდა გონების კრიტიკა”, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის


გამომცემლობა, 1979.

გურამ თევზაძე „იმანუელ კანტი“ თბილისი 1974

You might also like