You are on page 1of 4

ლიტხელი - ლექცია 1 ოთხი ძირითადი რამ ამ ლექციაზე:

 მიღმურ სამყაროსთან კავშირი


 ადამიანი მოგზაურის იდეა
 ინტერპრეტაციის მნიშვნელობა
 ვიზუალური ხელოვნება; ადამიანის გრძნობები
 მასალა
მითოლოგიური წარმოდგენით ადამიანების სამყარო და ღმერთების სამყარო ( მათ
შორის ტერიტორიულად) ერთმანეთისგან გაყოფილი არ არის. არ იმიჯნება.
[ ილიადა ] - ლიტერატურის ეს ტიპი არგვაინტერესებს.
კურსს ვიწყებთ ოდისეათი - ოდისეა არის დასაწყისი რაციონალური აზროვნებისა
ლიტერატურაში. აქ ღმერთები ჯერ კიდევ გადმოდიან ადამიანების სამყაროში,
მაგრამ სივრცე გამიჯნულია. ოდისევსის ცოდვების გამო ნავზეკაის კუნძულს
(რომელზეც ოდისევსია) პოსეიდონი ამოუშენებს კლდეებს, ოდისევსის მერე ვერავინ
გადალახავს ამ კლდეებს და ვერავინ გადმოვა ადამიანების სამყაროში. ოდისევსს
ჩამოაქვს საკუთარი თვალით ნანახი ცოდნა მიღმური სამყაროს შესახებ.
კავშირი მიღმურ სამყაროსთან ძალიან გაუცხოებულია, ღმერთები/ ანგელოზები
ეცხადებიან სიზმარში/ სუნით / მოჩვენების სახით.
იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება - არავიზუალური კავშირი აქვს მიღმურ სამყაროსთან
მამასთვის როცა ლოცულობს და უკან ბრუნდება კელიაში - სამოთხისებურ სუნს
გრძნობს. აქაც კი ქმნადი/ პირდაპირი კავშირი გამქრალია მიღმურ და ადამიანურ
სამყაროს შორის.
ოდისეა - რაციონალური აზროვნების დასაწყისის პირველი ფორფოსტი.
როგორია კონკრეტულ ეპოქაში ადამიანი და როგორია მისი მიმართება სამყაროში? -
ხელოვნება ემსახურება ამ შეკითხვას. ადამიანში იგულისხმება ზოგადი მოდელი
ადამინისა.
პირველი მოდელი - ბერძნული ლიტერატურა, რომელიც ამბობს რომ ჩემი მოდელი
ადამიანი არის ადამიანი მოგზაურის მოდელი.
როგორია ეს გზა და რა არის ამ გზის მახასიათებელი?
1. ადამიანმა მოგზაურმა უნდა ჩაიდინოს ცოდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავარი
პერსონაჟი ვერ იქნება, რამე უნდა დააშავოს.
2. ღმერთები შეიკრიბებიან და გამოგიტანენ განაჩენს, ეს ცოდვა და განაჩენი არის
პირადი და ინდივიდუალური. (ბერძენ ღმერთებს ფანტაზიაში არ უჭირთ,
ჩადენილსა და სასჯელს შორის არ არსებობს პროპორციულობა. ხაშლამა გააკეთე?
ძალიან კარგი, ეს ნიშნავს, რომ შენ 10 წელი გზაში ყველა მეგობარი დაგეხოცება, გემი
ჩაგეძირება და სახლში დაგხვდება შენი ცოლის 70 საქმრო. სახლიდან წახვედი? შენ
მოკლავ საკუთარ მამას, ცოლად მოიყვან საკუთარ დედას და შენი შვილები შენი და-
ძმა იქნებიან and so on...)
3. სასჯელის აღსრულება - თავგადასავალი ( ბევრი კვდება აქ , მაგ: აიაქსი ( ვაჟკაცია,
პოსეიდონს მოსწონს იმიტომ, რომ მისი მსგავსია, თუ ბოდიშს მოიხდი გადაგარჩენო,
აიაქსს ცოტა „მთიულური“ ხასიათი აქვს და სულ ფეხებზე ჰკიდია, ამიტომაც
გაბრაზებულმა პოსეიდონმა მოგლიჯა კლდე და შეანარცხა აიაქსს. აიაქსი ვერ იქცა
ადამიან მოგზაურად) ; აგამემნონი)
4. მონანიება- აღმოჩნდები იგივე სიტუაციაში, როგორშიც ცოდვა ჩაიდინე და მეორედ
აღარ უნდა გაიმეორო, ღვთაებრივ წესრიგში უნდა დაბრუნდე. ( მაგ: ოდისევსი,
ოიდიპოსი ინანიებენ და ოთხივე ეტაპს გადიან)
პოსეიდონი კაი კაცია, მაგრამ ცოტა ბრაზიანი :))) ადამიანი მოგზაურის გზის ეტაპები:
1. დანაშაული ( ცოდვა )
2. განაჩენი
3. სასჯელი
4. მონანიება
თანამედროვე რელიგიების წარმოდგენით, ცოდვა არის წინასწარ გაწერილი საყოველთაო
მოცემულობა, სიაა გაწერილი, არ იპარო, არა კაც კლა, არ იმრუშო. ბერძნულ მითოლოგიას
კი არავითარი სახელმძღვანელო ცოდვასთან დაკავშირებით არ აქვს, გააჩნია პოსეიდონი რა
ხასიათზე გაიღვიძებს. (ხშირად ამპარტავნებაა ბერძნულ მითოლოგიაში აღიარებული
ცოდნა)
ბერძნულ მითოლოგიაში ცოდვა შეიძლება იყოს ვაშლის ჭამა, არლოცვა და ისე გამოსვლა,
რაიმის ყიდვა, კარგი ხაშლამის გაკეთება. ( მაგ : ოდისევსმა ჰელიოსის ძროხები დაკლა და
ჭამა ხაშლამა, მობეზრდა ხაჭო და სალათის ფურცლები, პოსეიდონი კიდე დასდევდა ამის
გამო )
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს ცოდვა, ყველა ადამიანი ცოდვილი არ
არის. ბერძნების წარმოდგენით თქვენზე წიგნი რომ დაიწეროს თქვენ უნდა გქონდეთ დიდი
შინაგანი ენერგია ( „ანუ ჩვენს ენაზე ერთი ადგილი“ - ზ. ჩხეიძე 28.09.2021 ), წინააღმდეგ
შემთხვევაში, ყველას ფეხებზე ჰკიდია რას გააკეთებ. თუ თქვენ გაქვთ დიდი შინაგანი
ენერრრრგიაა, მაშინ შეგიძლიათ ჩაიდინოთ რაღაც ისეთი რაც პოსეიდონს გააბრაზებს.
(ყველაზე ჭკვიანი, ბოროტი, კეთილი ან ყველაზე ყველაზე უნდა იყოთ, რაღაცით უნდა იყო
გამორჩეული )
„ცოდვა ჩაიდინეთ, ეს აპრიორი მოცემულობაა. თუ არადა დაელოდეთ 1000 წელი და იაკობ
ხუცესი დაწერს თქვენზე.“ - ზაალი
დღის მეორე საკითხი: ინტერპრეტაციის მნიშვნელობა
ბერძნულ ამბებზე რომ ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ მითოლოგიური გადმოსახედით,
აგამემნონი არის ისეთი, როგორიც არის მითში - ძლიერი, აქილევსი - მამაცი, მედეა -
შვილების მკვლელი.
სინამდვილეში ხელოვნება იმიტომაც არის განუზომლად მნიშვნელოვანი, რომ მას შემოაქვს
ინტერპრეტაციის პირველი მაგალითები. მაგ: აგამემნონი არასდროს არ არის ერთნაირი, არც
აქილევსი. სახელის და ბიოგრაფიის გარდა არაფერი აქვთ საერთო, ყველაფერი მწერალზეა
დამოკიდებული. ყველაფერი ინტერპრეტაციაა, მოცემული ამბების გ
ადაკეთება/სახეცვლილება იმგვარად, როგორც ეს აწყობს ავტორს ან ნაწარმოებს.
ერთიდაიგივე ავტორის სხვადასხვა ნაწარმოებშიც ვხვდებით ასეთ სახეცვლილებებს.
ილიადაში აგამემნონი - ძლიერი და გმირული, ოდისეაში - ეჭვიანი და ბრიყვი; ესქილესთან
- ამპარტავანი, მკვლელი; ევრიპიდეს ელექტრაში - მოყვარული მამა.
სახეცვლილება ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ავტორის აქცენტი. მოკლედ,
მითოლოგიურ გადმოცემებს/მითს ეყრდნობიან ავტორები, თუმცა ცვლიან კონტექსტს.
კლიტემნესტა - ჰომეროსში მოღალატე ცოლია, ესქილესთან კლიტემნესტა ქალიაააა, ხმალს
ვერ ჩაადებინებ, სამართლიანი დედა, მოღალატე, შვილის მკვლელ ქმარს სამაგიეროს
უხდის. ევრიპიდესთან ელექტრაში მოღალატე დედაა, იფიგენია ავლისში კი მოსიყვარულე
დედაა.
თითოეულ პერსონაჟზე უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ ნაწარმოებში იმიტომ, რომ სახეს
იცვლიან.
ლექციის მეორე ნაწილი - ვიზუალური ხელოვნება - ბერძნული (ზოგადი ვიზუალური
ხელოვნების) მხატვრობის ძირითადი წესები.
თასზე ყურადღებას ვაქცევთ შუბებს, რომლებიც სხვა იარაღისგან განსხვავებით არაა არსად
მიყუდებული, მხარზე აქვთ გადაკიდებული.
მთავარი ხელოვნებაში( მათ შორის ლიტერატურაშიც) არის კონკრეტული ადამიანური
განცდები და არავითარ შემთხვევაში ამბავი.
ტროის ომი რომ ყოფილიყო ამ თასზე გამოხატული, იქნებოდა მასშტაბური ამბავი, მაგრამ
ამ თამაშის სცენით გამოხატავს სცენას, რომელშიც ეს ორი გმირი თან ყოველდღიურ
ადამიანურ სიტუაციში არიან (ბრძოლაში ყოფნის დროს, მეტნაკლებად მშვიდად ზიან და
ერთობიან), თან არიან ტროას ომშიც, მზად არიან ომისთვისაც.
არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის - ბერძნები
ხელოვნება ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კონკრეტულადაა აქცენტი
გაკეთებული ვიწრო ადამიანურ ყოფა - გრძნობაზე.
მეორე სურათზე ( ოდისეა ), ოდისევსი სახლში ბრუნდება და ბავშვობის შრამით წვივზე
ერიკლეა გრძნობს და ცნობს ოდისევსს, ოცი წლის წინანდელ საკუთარ აღსაზრდელს.
ოდისევსი უკანასკნელი ადამიანია, რომელიც მიღმური სამყაროდან ბრუნდება (
გრანდიოზული ამბავია ეს, ის უკანასკნელი ადამიანია, რომელმაც ღმერთი იხილა). ამ დროს
კი ნახატის მთავარი პერსონაჟი არის ბებერი ქალი, რომელიც ფეხს ბანს ოდისევსს, აქ
უკანასკნელი ადამიანის დაბრუნება კი არა ამ ბებერი ქალის სიხარულია მთავარი. სახეში
უყურებს პერსონაჟს, მიუხედავად იმისა, რომ ხელი წვივზე აქვს. (სახეში უყურებს იმიტომ,
რომ ამ წვერებში უნდა იცნოს.) მთავარი აქ არის ის, რომ საკუთარი გაზრდილის დანახვის
სიხარულია გამოხატული, სიხარული გაკვირვრებას ერევა. ერთი ქალის სრულიად პირადი
სიხარული/გაკვირვება/განცდა აღემატება ღმერთების ელჩის ჩამოსვლას/დაბრუნებას.
ნებისმიერი რამ განიზომება ემოციის სიმძაფრით, შეგრძნებით - აი აქ იბადება
ლიტერატურა.
აქცენტი კეთდება ადამიანის შეგრძნებებზე, მთელი ტექსტი ფასდება სწორედ შეგრძნებების
მიხედვით და არავითარ შემთხვევაში მისი ობიექტური ქარგის მიხედვით. მნიშვნელოვანია
ემოციური აქცენტი, როგორც წესი, ემოციური აქცენტი არ იქნება იქ,
სადაც ჩვენ ველოდებით, იქნება იქ, სადაც ყველაზე არაპროგნოზირებადი და
მოულოდნელია.
ფეხები ეგვიპტური ხატვის სტილითაა დახატული ყველგან, ძვ.წ V საუკუნეში კი ერთი ფეხი
წინაა, აღარაა პროფილში. სხეულის მოცულობა იქმნება ფეხის შემოტრიალებით, ნახატის
სიღრმე იზრდება. უდიდესი პერსპექტივაა ეს ნიმუში, სხეულის ფორმების ახალი
დასაწყისი.
წასაკითხი მასალა:
 ჰომეროსის ოდისეა ( პროზაული ) - სასურველია
 ესქილეს ორესტეა
 სოფოკლეს ოიდიპოს მეფე - გვირჩევს
 ევრიპიდე ( შეიძლება )
სამომავლოდ: ხელოვნების ამბავი - გომბრიხი - ძალიან გამოგვადგება
შემდეგი პარასკევის სემინარისთვის სოფოკლეს ოიდიპოსის მეფე ან ჰომეროსის ოდისეა
წასაკითხი.
სანახავი: ბერნარდო ბერტოლუჩი - sheltering sky - თანამედროვე ინტერპრეტაცია ადამიანი
მოგზაურის იდეისა.

You might also like