You are on page 1of 2

 იმსჯელეთ იგის იდეაზე;

 იმსჯელეთ იგისა და ტომის ურთიერთდამოკიდებულებაზე;


 იმსჯელეთ მონაკვეთის მხატვრულ მხარეზე;

მოცემულ ტექსტში, ავტორს გადმოცემული აქვს იგის ფიქრები და განცდები


სიკვდილის წინ. მოცემულ მომენტამდე იგი გაურკვევლობაში, თავის აზრებში
გახლართული და დაბნეული იყო. ის ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო თუ რა მოხდებოდა
„დიდი დაძინების“ მერე, იქნებოდა თუ არა იგივე სამყარო, დატოვებდა თუ არა კვალს
მიწაში, როგორც წინა ბელადმა დატოვა. მაგრამ მას ამ კვალზე მეტად სხვა რამ
9ადარდებდა, თუ რა დარჩებოდა მისგან სხვების ფიქრებში, ტომში, შთამომავლობაში
და ისტორიაში. მან იცოდა, რომ სულიერად ყველაზე ძლიერი და გამორჩეული იყო,
ამიტომაც მიაბიჯებდა ნელა, წელში გამართული, თავაწეული სახით ცისკენ: „ნელა
მიაბიჯებდა, გამართული. თავაწეული.“. იგიმ მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს გზა
თავიდანვე მისთვის იყო შექმნილი და ადრე თუ გვიან აქ მოუწევდა გავლა. მას ხომ
მთები, ცა, ზღვა და მთელი ბუნება მოუწოდებდა, რომ გამართულიყო და მაგალითი
მიეცა სხვებისთვის. კიდესთან მისვლის შემდეგ, იგი გაუაზრებლად, რაღაცა ძალამ
შემოატრიალა და მის კითხვებს ნათელი მოჰფინა. მან დაინახა მხრებში გამართული ზუ,
რომელიც ამაყად იყურებოდა ცაში და მის გზას აგრძელებდა და წელში მოხრილი
მაიმუნების ტომი: „ისინი იდგნენ მოხრილები“, რომლებსაც სახე მიწისკენ მიეშვირათ.
ამის შემდეგ მიხვდა იგი, რომ ყველაზე მეტად იგის წელში გამართვას და დაწინაურებას
მისი თანატომელები შესთხოვდნენ: „გაიმართოს იგი!, დაწინაურდეს იგი!“. ამ
ყველაფრის დანახვის შემდეგ მას თვალწინ ურიცხვი ტომი წარუდგა, რომლებიც წელში
გამართულნი, თავაწეულნი ცას შეჰყურებდნენ. და მიხვდა იგი თუ რა დარჩებოდა
მისგან ამ სამყაროში და რა შეიცვლებოდა ამით.

ტექსტის ამ ნაწყვეტში ბუნდოვნად, მაგრამ გასაგებად ჩანს იგისა და მისი ტომის


ურთიერთდამოკიდებულება. ისინი იგისგან განსხვავდებიან, როგორც ფიზიკურად,
ასევე გონებრივად. სწორედ მათ გამო ადის იგი „დიდი დაძინების ქარაფზე“, მათმა
განუვითარებლობამ მოუსწრაფა მას სიცოცხლე, მაგრამ უბიძგა მიეცა მაგალითი
სხვებისთვის. ზუ ერთადერთია ტომში, რომელმაც იწამა იგის გამორჩეულობა,
განსაკუთრებულობა და მიხვდა მის დანიშნულებას ამ ქვეყანაზე. ის მისი გზის
გამგრძელებელია და თანატომელების მხსნელი, ამიტომაც ხვდება მის სიკვდილს
მშვიდად, რადგან იცის, რომ ეს მისი ბედისწერაა: „მშვიდი მზერით შემოჰყურებდა
ქარაფის წვერს“. ზუს გარდა დანარჩენი ყველა მას უცხოტომელად თვლიდა და
ეშინოდათ მისი. წელში მოხრილებმა, ვიწრო+ შუბლიანებმა: „ვიწრო შუბლი მიწისთვის
მიეშვირათ“, ვერ გაიგეს, რომ იგი რჩეული იყო, რადგან მათი გონება მეტად ვიწრო და
განუვითარებელია.

ტექსტისთვის დამახასითებელია ემოციურობა და განცდათა სიღრმე. მკაფიოდ


არის გამოკვეთილი ავტორის იდეა. ნაწარმოები შესრულებულია მესამე პირში.
მოცემულ ნაწყვეტში მკითხველზე შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით ავტორი
10იყენებს ეპითეტებსA:(„ნელა“, „გამართული“, „ბრჭყვიალა“...) და
გაპიროვნებას(„ეხმიანებოდნენ შორეული ქედები“, „ჩამოსძახოდნენ ცა და ცის
თვალები“...). ჯემალ ხერჩაძის „იგი“ თავისი სტილით და იდეით ძალიან ჰგავს ვაჟა
ფშაველას „ალუდა ქეთელაურს“ და „სტუმარ მასპინძელს“

I-3, II-3, III-2,IV-4, V-2,VI-2, VII-1, VIII-2, IX-3 X-2=24Q

You might also like