You are on page 1of 2

1.


2. გ
3. ა
4. გ
5. ბ
6. გ
7. გ
8. ბ
9. გ

დროის განმავლობაში სამყაროს ლიდერები, წინამძღოლები და


ეგრედწოდებული ბელადები სჭირდებოდა. მილიარდობით ადამიანიდან
მარტო გამორჩეული პიროვნების და სიიმტკიცის მქონეს შეეძლო ყოფილიყო
საზოგადოების წინამძღოლი, ადამინიანი, რომელიც ხალხს გზას
გაუკვალავდა და მიმართულებას მისცემდა. იოსებ სტალინი ერთ-ერთი
გამორჩეული პიროვნება იყო, რომელმაც ისტორია შეცვალა და სულ სხვა
რეალობას ჩაუყარა საფუძველი.
იოსებ სტალინი განსაკუთრებული პიროვნების მქონე ადამიანი იყო,
როგორც ლენინი უწედებს, იგი „ლეგენდარული ქართველი“ იყო. სტალინს
მრავალი თვისება გააჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველობა მათში ერთ-
ერთი არ ყოფილა, იგი დაიბადა ქართველად და მას იოსებ ჯუღაშვილი
ეწოდა, გაიზარდა გორში და მისი ცხოვრების დიდი ნაწილი სამშობლოში
გაატარა, მაგრამ მას არანაირი ემპათია არ გააჩნდა საქართველოს მიმართ,
არამედ იგი თვლიდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა დამოუკიდებელი
ქვეყნის სტატუსს. მისი მოღვაწეობის განმავლობაში, იგი ფსევდონიმს ხშირად
იცვლიდა, რადგან ანონიმურობა შეენარჩუნებინა, რასაკვირცელია, მისი
არალეგალური ცხოვრების გამო. ეს თვისება მისი წინდახედულობისკენ
მიგზავნიშნებს. „სტალინი ნაბიჯებს კატასავით ნელა, რბილად ადგამდა,
თითქოს სურდა რაღცას დამალვოდა ან ვინმეს შეუმჩნევლად თავს
დასხმოდა... პიროვნება კი არა, უმალ ნიღაბი იყო“ . სტალინის პიროვნების
სიმტკიცე მკაფიოდ იკვეთება, როდესაც იგი, პოლიტიკურ პატიმრებთან
ერთად, გადიოდა როზგებმომარჯვებული ჯარისკაცების მწკრივში, ხოლო მას
ხელში ბროშურა ეჭირა - უთუოდ მარქსისტული - კითხულობდა და ისე
მიაბიჯებდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. თავისი პიროვნება უკვე ნაპოვნი
ჰქონდა სტალინს და იგი მორალური შეურაცხყოფისაგან იხსნა.
გამოსარჩევია მისი დამოკიდებულება მიწიერი სიმოვნებების მიმართ. ქალი,
ღვინო, აზარტული თამაში და ფული მისთვის არ არსებობდა. „როცა სხვა
ყველა თვრებოდა, ის ერთადერთი, ფხიზელი რჩებოდა.“ მის დამოუკედებელ
აზროვნებას წარმოაჩენს ეს მომენტი, სტალინს ყვეკლაფერზე თავისი
შეხედულება გააჩნდა და სხვას არ უსმენდა. რეალურად ესე უყურებდა
სტალინი სამყაროს, თავისი აზრით და შეხედულებით განსჯიდა ყველაფერს
და დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც გრიგოლ
რობაქიძე წერს, მისი რთული ხასიათის გამო, მას არ ჰყოლია არც ერთი
მეგობარი, „რადგან ასეთი ვინმე - მეგობარიც რომ ყოფილიყო - სამუდამოდ
მის ქვეშევრდობად უნდა დარჩენილიყო.“ ეს ყველაერი დაეხმარა მას
ჩამოეყალიბებინა დიქტატორი მის პიროვნებაში და ესე ემართა საბჭოთა
კავშირი, მისი მტკიცე ხასიათი დაეხმარა მას მისი მიზნის შესრულებაში,
ადრინდელი ასაკიდან სტალინი დაფარულ მიტინგებს და აქციებს აწყობდა,
რადგან რევოლუცია მოეხდინა და ძალაუფლება მას ხელში ჩაეგდო, სამჯერ
იყო სიცბირში გადასახლებული, მაგრამ სამივეჯერ გამოიქცა და განაგრძო
მისი იდეისაკენ სწრაფვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტალინი ერთ-
ერთი ყველაზე მიზანდასახული პიროვნება იყო ისტორიაში და მესამე
მსფოლიო ომის მოგება მეტწილად მისი დამსახურებაა.
ავტორის დამოკიდებულება სტალინის მიმართ სუბიექტურია და ერთ
დადებით ან უარყოფით მხარეს არ მიჰყვება. გრიგოლ რობაქიძის აზრით,
სტალინი ცუდი და ბოროტი ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ მის სისხლში
სიბოროტის ნაწილი იყო, თუნდას მცირე რაოდენოიბით. „იყო თუ არა
ბოროტი ჩვეულებრივი აზრით? არა. ის არ ყოფილა მკვლელი, არც ყაჩაღი,
არც არანაირი დამნაშავე. პირიქით: საუკეთესო სურდა ადამიანებისათვის -
და მაინც: მის ხასიათში იმთავითვე რაღაც უცხო გვარის ბოროტი თესლი
ბუდოვდა.“ ავტორის ეს სიტყვები დასაფიქრებელია, რადგან სტალინი
მკვლელი არ ყოფილა, მაგრამ ბევრი მოუკლავს, ყაჩაღი არ ყოფილა,
მაგრამ მრავალი ოჯახი დაუყაჩაღებია, თავის ხელს არ ისვრიდა, მაგრამ მისი
დაკვეთით ხდებოდა ყველაფერი. ავტორი ასევე წერს, რომ სტალინი
მარტოობას გრძნობდა და „ასეთ წუთებში მას ღრმა კაეშანი იპყობდა“ რაც
გასაგებია, რადგან იგი მაინც ადამიანი იყო.
ტექსტის მთავარი მიზანი, ვფიქრობ, არიას იოსებ სტალინი პროვნების უკეთ
შეცნობა. ეს არ არის სტალინის პროპაგანდა ან მისი დამაცირებელი წერილი,
ავტორის მიზანი სტალინის პიროვნების გაცობაა,მისი ისტორიული
მნიშვნელობის გამოხატვა და ხალხში ცოდნის გავრდცელება. სტალინი, ჩემი
აზრით, ყველზე გამორჩეული მმართველია, მისი მიზანდასახულობის უნარი
შეუდარებელია და ეს ხდის მას უძლიერეს მმართველს, სამწუხაროდ, მას
საქართველო გულზე არ ეხატებოდა, ამიტომ ბევრი საქართველოს
განვითარებაზე არ უზრუნვია, მაგრამ მგონია, რომ სტალინი სამუდამოდ
იარსებებს საზოგადოებაში და მას არავინ დაივიწყებს.

You might also like