You are on page 1of 2

ადამიანისთვის სულის თავისუფლება ოდითგანვე უმთავრესია.

სამწუხაროდ
ხშირად საზოგადოება ვერ იაზრებს,რომ სულის თავისუფლება ყოველგვარ
დაბრკოლებას გადაალახინებს ადამიანს.
მოცემული პრობლემა კარგადაა ასახული ლექსში „მერანი“. „მირბის მიმაფრენს
უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი? გასწი მერანო შენ
დინებას არ აქვს საზღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!“ „მერნის“
ლირიკული პერსონაჟი უჩვეულო შემართების, არნახული ენერგიის მქონე გმირია. იგი
იბრძვის თავისუფლების მოპოვებისთვის ანუ უკეთესი მომავლისთვის. ნიკოლოზ
ბარათაშვილს კარგად აქვს გააზრებული თუ რისთვის იბრძვის, რის მისაღწევადაც
საკმაოდ რთული და სახიფათო გზა აურჩევია. „ნუ შემიბრალებ დაქანცულობით
თავგანწირულსა შენსა მხედარსა!“ პოეტი არაავითარ შეღავათს არ ითხოვს. სულის
მოთქმაზე, ძალების მოკრებაზე, თუნდაც წამიერი შესვენებაც არ სურს მას. იგი
მაქსიმალურადაა მიზანდასახული ამ მისიისთვის. აგრეთვე პოეტი მზადაა დათმოს
ყველაფერი თავისი სულიერი თავისუფლების მოპოვებისათვის. მერანს ვერც
აბობოქრებული, მძვინვარე და საზარელი ზღვის ღელვა დააოკებს. მისი გიჟური ლტოლვა
სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება, მის ჭენებას ვერავითარი საზღვარი ვერ აბრკოლებს .
ნიკოლოზ ბარათაშვილის საქციელზე, თუ როგორ აფასებს თავისუფლებას , გამახსენდა
ოთარ ჭილაძის ნაწარმოებში „ადამიანი გაზეთის სვეტი“ პერსონაჟი კრუს ხიმენესი ,
რომელიც თავისუფლების ფასს მიხვდა, თავისი ღირსება და სულიერი თავისუფლება
უპირველესად დააყენა და ამის გამო სიცოცხლე გაწირა. ჩემი აზრით ნიკოლოზ
ბარათაშვილი რასაც ხედავს თავისუფლებაში ძალიან დასაფასებელია , რადგან ასეთი
ბრძოლა და თავგანწირვა ძალიან მცირეა და სამწუხაროდ ასეთ საქციელი ხშირად
დაუფასებელი რჩება, რასაც გვიდასტურებს კრუს ხიმენესის მაგალითი , მართალია იგი
ღირსეულად მოიქცა,მაგრამ სამწუხაროდ იგი სიცოცხლეს გამოასალმეს საკუთარვე
ამერიკელმა ჯარისკაცებმა. აგრეთვე, ისტორიიდან შეიძლება გავიხსენოთ ერეკლეს ვაჟი ,
ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც დაუცხრომლად იღვწოდა ვერაგი მტრის,რუსეთის ,
წინააღმდეგ. ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი უშიშარი ბრძოლაც დიდ თავგანწირვას
მოითხოვს რაც ნამდვილად სახსენებელია.
ლექსში გადმოცემული პრობლემა დღესაც აქტუალურია. ხალხი კვლავ იბრძვის
თავისუფლების მოსაპოვებლად რაც ძვირად უჯდებათ. დღესდღეობით ძალიან კარგი
მაგალითია რუსეთ-უკრაინის ომი. უკრაინელი პატრიოტები თავდაუზოგავად იბრძვიან
ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ და მათ უკან ვერაფერი დახევს. სწორედ ისინი არიან
ნამდვილი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, რაც ნამდვილად დასაფასებელი
და აღსანიშნავია. საბედნიეროდ, რაც არ უნდა მოხდეს, საბოლოოდ სულის თავისუფლება
ყოველგვარ დაბრკოლებას გადაალახინებს ადამიანს.

You might also like