You are on page 1of 1

არაერთი ნაწარმოები გამოხატავს თავგანწირულ ქართველთა სვეს თუ ბედიღბალსა და

სულისკვეთებას, მათ შორის კი ნამდვილად ხაზგასასმელია ნიკოლოზ ბარათაშვილის


მერანი, რომელიც პოეტის სულიერი ჭიდილის გამოძახილია, ამას გარდა კი რამდენიმე
ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი მისი ბედთან
დაუმორჩილებლობა გახლავთ.

ლექსში არ იგრძნობა შემგუებლობა, მონურად ქედის მოხრა, მასში გაცილებით უფრო


სიცოცხლისუნარიანი, მებრძოლი, დაუოკებელი...ადამიანის ინსტიქტური
დაუმორჩილებლობის გრძნობაა ასახული. მისთვის უცხოა ცხოვრებისაგან განდგომა , რაც
თითოეული ტაეპის განცდათა მრავალფეროვნებასა და სიღრმეში იკვეთება . პოეტს
ნათლად აქვს გადმოცემული მაღალი იდეალების მატარებელი ადამიანის კონფლიქტი
სინამდვილესთან, ამის კვალდაკვალ კი მკითხველს შესანიშნავად გადმოსცემს
ადამიანის წყურვილს მოიპოვოს ნეტარი გრძნობა თავისუფლებისა . : „საც დამიღამდეს, იქ
გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა,
ვამცნო გულისა მე საიდუმლო“

გმირული ბრძოლა ბედთან არ ემსახურება პირად მიზნებს. მაღალი ჰუმანიზმით


გამოწვეული საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა ამ ლექსს განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს. თითქოს ფართო სპექტრში შლის ბარათაშვილის მიზანს ,
ამავდროულად კი მის ადამიანურ მორალს წარმოგვიდგენს : „ცუდად ხომ მაინც არ
ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება...და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე
გზისა გაუადვილდეს“.

ამას გარდა პოეტს საერთო არტურ რემბოსა და მის ნაწარმოებთანაც გამოეძებნება , ის


მეამბოხური სულისკვეთება, რომელიც ორივეს პოეზიის მთავარი მუხტია, უპირველესად ,
ბარათაშვილის „მერანში“ და არტურ რემბოს „მთვრალ ხომალდშია“ გამჟღავნებული. „ნუ
შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა, ნუ შემიბრალებ დაქანცულობით
თავგანწირულსა შენსა მხედარსა!”

მერანში ბარათაშვილი ემიჯნება სევდა-მწუხარებას და მებრძოლი განწყობილებით


მიმართავს თავის მერანს: “გასწი გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის
სამძღვარი! თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი”. ამ სიტყვებში
იკვეთება რწმენა, ბრძოლა უკუღმართ ცხოვრებასთან, მისწრაფება დაბრკოლებათა
დასაძლევად...ბედთან დაუმორჩილებლობა, რომელიც ნაწარმოების მთავარი დეტალია .

იტალიელი პოეტის ჯაკომო ლეოპარდის ეპისტოლარული მემკვიდრეობა , ისევე , როგორც


ბარათაშვილის პირადი წერილები და ნამუშევრები, სავსეა ბედთან ჭიდილისა და სულით
ობლობის ამსახველი ეპიზოდებით : ” “რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე
სწორთა და მეგობარსა, ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილ
მოუბარსა”, ამბობს პოეტი.

You might also like