You are on page 1of 4

ნიკოლოზ ბარათაშვილის

"ბედი ქართლისა"
ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართული რომანტიზმის წარმომადგენელია . საყოველთაოდ
ცნობილია,რომ არც ერთი გენიოსი არ იფარგლება რომელიმე ლიტერატურული "იზმით ".
მათ შორისაა ბარათაშვილიც. კრიტიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია ,რომ მისი პოემა "ბედი
ქართლისა" რეალისტის თვალით დანახულ სინამდვილეს ასახავს . მასში შეიგრძნობა
რომანტიკული, მღელვარე გრძნობაც, ნოსტალგია ერეკლესდროინდელი
დამოუკიდებელი საქართველოსი და ამავე დროს გარე სინამდვილის ობიექტური აღქმა .

"ბედი ქართლისა" ისტორიულ პოემებს მიეკუთვნება. პირველ ნაწილში აღწერილია


ცნობილი კრწანისის ბრძოლა და აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრება. ეს ომი
საქართვლოს ისტორიაში დარჩა, ერთი მხრივ, როგორც მწარე მოგონება , ხოლო მეორე
მხრივ, ქართველთა გმირობისა და მამაცობის კიდევ ერთი დამამტკიცებლი საბუთი , რაც
მკაფიოდ ჩანს ნ.ბარათაშვილის პოემაშიც. "ბედი ქართლისას" მეორე ნაწილში დასმულია
საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. პოემის ამ ნაწილს პირობითად
შეიძლება ეწოდოს ისტორიული, რადგან სინამდვილეში ცნობილი დიალოგი ერეკლე
მეფესა და სოლომონ მსაჯულ შორის ვერ შედგებოდა. ერეკლეს არასდროს უფიქრია
საქართველოში მეფობის გაუქმებასა და დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვაზე . 1783
წლის ტრაქტატი არ ითვალისწინებდა საქართვლოს შინაურ საქმეებში რუსეთის ჩარევას .
მეფის მსაჯული-სოლომონ ლიონიძე კი მომხრე და სულისჩამდგმელი იყო ამ
ტრაქტარისა.

პოემაში "ბედი ქართლისა" ასახულია ბარათაშვილისდროინდელი ქართული


საზოგადოების ორგვარი თვალთახედვა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის
საკითხის გარშემო. ერთი, უფრო ზომიერი წრე, თუმცა საბოლოო მიზნად თვლიდა
საქართველოს განთავისუფლებას რუსეთისგან, მაგრამ ეს შორეული მომავლის საქმედ
მიაჩნდა.ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველო არსებულ პირობებში ვერ შეძლებდა
დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და გახდებოდა მსხვერპლი თურქთა და ირანლთა
შმოსევებისა. საზოგადოების ეს ნაწილი ეეთანხმებოდა და დადებითად აფასებდა რკლეს
პოლიტიკურ ნაბიჯს, ქვეყნის მოკავშირედ მარლთმორწმუნე რუსეთის არჩევას . მეორე წრე -
რადიკალები ამტყუნებდნენ ერეკლეს გადაეყვეტილებას, რომელმაც საქართველო
დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიიყვანა. ისინი იმდროინდელ მდგომარობასაც
სხვანაირად აფასებდნენ; თვლიდნენ, რომ აზიის მეზობელ სახელმწიფოთა პოლიტიკური
აზროვნება შეიცვალა, სპარსეთი და ოსმალეთი მიხვდნენ თავიანთ შეცდომას , აგრეესიით
რომ აიძულეს საქართველოს რუსეთისკენ აეღო ორიენტაცია; ჩვენი ქვეყნის
დამოუკიდებლობას საკუთარი ინტერესების გამო ხელს აღარ შეუშლიდნენ , აღარ
აიძულებდნენ საქართველოს მფარველობა გარე სახელმწიფოსთვის ეთხოვა . ეს
ორნაირი მიართულება, რომრლიც ქართულ პროგრესულ წრეებში არსებობდა , მთელი
სიმძაფრით აქ გადმოცემული გრ. ორბელიანს თავის "მგავრობაში" . პოეტი აღწერს
სიალოგს ივანე აფხაზთან, რუდეთის სამსახურში მყოფ ქართველ პატრიოტთან . ამ
დიალოგის მიხედვით ივანე აფხაზი ისეთივე გულმხურვალე მამულიშვილია, როგორც
გრ.ორბელიანი; მაგრამმისი სიყვარუკისამშობლოსადმი როდი გულისხმობს
საქართველოდან რუსეთის ხელისუფლების დაუყონებლივ განდევნას . გრ . ორბრლიანს
კირადიკალების მხარე უჭირავს, რადგან ამ დროს იგი უკვე 1832 წლის შეთქმულთა წრეშია

ნ. ბარათაშვილის პოემა"ბედი ქართლისა"1839 წელს არის დაწერილი. შესანიშნავად


მიგნებული სათური მთელი ეპოქის სატკივარს იტევს. პოემაში პირდაპირაა დასმული
საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის, კერძოდ, რუსეთთან დამოკიდებულების
საკითხი. მკვლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ავტორი ერეკლე მეფის მხარესაა ,
მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ იგი სოლომონ მსაჯულის თანაუგრძნობს; მესამეთა აზრით ,
პოემაში სათანადოდ არაა გამჟღავნებული ავტორის პოზიცია, რომ იგი გაორებულია :
გონებით ერეკლეს უჭრს მხარს, გრძნობა კი სოლომონისკენ უბიძგებს. უნდა აღინიშნოს ,
რომ ყოველ დასრულებულ მხატვრულ ნაწარმოებში ჩანს ავტორის პოზიცია .
გამონაკლისი არც "ბედი ქართლისაა". კრიტიკოსთა აზრთა სხვადასხვაობა გამოწვეული
უნდა იყოს ნ. ბარათაშვილის მიერ სინამდვილის უაღრესად რეალისტური ასახვით ,
როდესაც სუბიექტური მიმართების ჩვენება ავტორის მიზანს არ წამოადგენს . გარე
არსებული ობიექტური სინამდვილე კი გრძნობათა და ემოციათა, წინასწარ აღებული
თვალსაზრისის გარეშე, უმეტესწილად, საზოგადოებაში სხვადასხვაგვარად აღქმასა და
დამოკიდებულებას იწვევს. ერეკლეს ნაბიჯის გარშემო დღესაც ორგვარი აზრი არსებობს ,
ერთნი ამტყუნებენ, მეორენი კი - პირიქით. ბარათაშვილიც ამ ორგვარ თვალთახედვას
აშუქებს, ორივეს ობიექტურად, თავისი კარგითა და ცუდით, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას ,
რომ პოემაში მისი პოზიცია არ ჩანს, მივყვეთ ნაწარმოების განვითარებას:

პოემა იწყება ქრტისტიანი მეფის ლოცვით, რომელიც უფალს შესთხოვს თავისი სამწყსოს
დაცვას. მკითხველის წინაშე იკვეთება ერეკლეს პიროვნება, "გულით მხურვალი " ,
ერისათვის მამობრივად მზრუნველი მეფისა და მეომრისა, რომლისთვისაც ჯარი მზადაა
"თუნდ სულ ერთ დღეს დაიხოცოს". საბრძოლო ნაღარა ბრძოლისათვის აღანთებს
მებრძოლებს:~

"ხმა ნაღარისა, ეს ხმა ბრძოლისა

ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა!

მხდალო, განგამხნევს, მხნევ, განგარვიძებს,

და შენც, მიჯნურო, სულს შეგიშფოთებს"

ამ ლირიკულ მიმართვაში წარმოჩნდება ნოსტალგიაც გმირობისა და მამაცობის


დროისადმი და ამავე დროს გმირის იდეალიც, რომელიც სამი ძირითადი ნიშნით
ხასიათდება: მხნეობით, გონებრივი სიფხიზლით და მიჯნურობით მამულისადმი .
გმირისათვის აუცილებელია მაღალი გრძნობაც - მამულის ტრფობა "სულის
შემაშფოთებელი".

მწარე და ძლიერი ომი "შეექმნათ" ქართველებს. მეფე ერეკლე სულს უდგამდა მათ
ვაჟკაცობას. მხოლოდ ბინდმა გაყარა მებრძოლნი. გამარჯვებულნი ქართველები
დარჩნენ. მეფე-მამას კი არ ახარებდათ გამარჯვება, რადგან

"მრავალთ ყმაწვილთ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,

დასდევს აქ თავი მამულისათვის",

დაიკარგა მათი სახელი, მაგრამ ეს გმირისთვის არ არის მნიშვნელოვანი , მთავარია


ღვაწლი. კვლავ ლირიკული გადახვევით მიმართავს ნ.ბარათაშვილი მამულისთვის
დაღუპულ რაინდებს:

"მაგრამ, ჰოი გმირნო , ნუ შეშფოთდებით,

თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:

რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,

საშვილიშვილოდ გარდაეცემის".

ნ. ბარათაშვილის აღქმა პატრიოტული განცდისა უაღრესად რომანტიკულია . მამულის


სიყვარულის გრძნობა განუსაზღვრელია, ბობოქარია, ის სულის კუთვნილებაა, სულს
აჩნდება "ცხოვლად". მერე რა, რომ გმირის სახელი იკარგება, სამაგიეროდ რჩება
გრძნობა, რომელიც ტრაგიკულია, საბედისწეროა, თვით განგებაა. ეს განგებაა გმირის
სახსოვარიც.

კრწანისის ბრძოლის შემდეგ მცირერიცხოვანი ქართველთა ჯარი კიდევ უფრო


შემცირდა. ერეკლემ კარგად განსაზღვრა, რომ მომხდურს გაშლილ ველზე ვეღარ
გაუმკლავდებოდა, ამიტომ დედაქალაქის მისადგომები გაამაგრა და ნარიყალას ციხეში
დაბანაკდა. სამი დღე-ღამის განმავლობაში უტევდა აღა-მაჰმად-ხანი ქართველებს ,
მაგრამ ვერაფერს აკლებდა. ქართველთა ლაშქარი გმირულად იგერიებდა
თავდამსხმელთა იერიშებს. გულგატეხილი და შერცხვენილი სარდალი უკან გაბრუნებას
აპირებდა, მაგრამ "იუდა ჟამს ეძიებდა". მოღალატემ მტერს ქართველთა ლაშქრის
სიმცირე შეატყობინა. ქალაქი დაეცა, მეფე ერეკლემ მთიულეთს შეაფარა თავი, ხოლო
სპარსელთა ურდოებმა ააოხრეს და გადაბუგეს თბილისი.

პოემის მეორე კარი იწყება არაგვის ჭალების აღწერით. როგორც ცნობილია, ყველაზე
ძალუმად ნ. ბარათაშვილის პოეზიაში ვლინდება ბუნების რომანტიკული განცდა , რაც
გამოიხატება პოეტისათვის ბუნების მეგობრულ და დამამშვიდებელ ფუნქციაში , მისი
სულიერი მდგომარეობის წარმოჩენაში ბუნების მეშვეობით. ნელად მოდუდუნე მტკვარი
თუ მწუხრი მთაწმინდაზე თვალნათლივ მეტყველებს ნ.ბარათაშვილის სულიერ
განწყობაზე. ბუნება შვებას ანიჭებს, ამშვიდებს მას და აძებნინებს პასუხს მისთვის
მტკივნეულ ცხოვრებისეულ საკითხზე. "ბედი ქართლისა" პატრიოტული პოემაა . ამიტომ
მასში წარმოჩენილი ბუნების სურათი ამ გრძნობის დემონსტრაციას ახდენს .

You might also like