You are on page 1of 2

ქართლის ბედს ნიკოლოზ ბარათაშვილი ყრმობიდანვე მძაფრად განიცდიდა.

მშობლიური ქვეყნის წარსულის სურათები ადრევე იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს


მის პოეტურ წარმოსახვაში. ეროვნული გრძნობის ადრეულ გაღვიძებას ხელს უწყობდა
პოეტის აღზრდა პატრიოტულ გარემოში. როგორც აღვნიშნეთ, პოეტის ოჯახში
იკრიბებოდნენ ისტორიული პიროვნებანი, რომელთა საუბარი გამოულეველ საზრდოს
აწვდიდა ნიჭიერი ბავშვის ფანტაზიას. ყრმა ბარათაშვილი გატაცებით ეწაფებოდა მათ
ნაამბობს. ქართლის ბედი და “ომების ღენიის კაცი” მეფე ერეკლე მათი საუბრის
მთავარი თემა იყო.

აღნიშნულმა ფაქტორებმა გაამდიდრეს ბარათაშვილის ისტორიული შემეცნება ,


გააფართოეს მისი წარმოდგენა მშობლიურ წარსულზე და გაუმახვილეს წინასწარი
განჭვრეტის გრძნობა. მაღალ განვითარებას მიღწეულმა პოეტის პატრიოტულმა
შეგნებამ ბრწყინვალე მხატვრული განსახიერება პოვა პოემაში “ბედი ქართლისა ”. ეს
შესანიშნავი ეპიკური ტილო ნ. ბარათაშვილმა შექმნა 1839 წელს. თუმცა მასში მე-18
საუკუნის საქართველოს ცხოვრებაა ასახული, მაგრამ პოემა, ამასთანავე,
წარმოადგენს 30-40-იანი წლების საქართველოს წინაშე დასმული საჭირბოროტო
ეროვნული საკითხების უშუალო პასუხს. თუ რა ძლიერ აღელვებდა ამ პერიოდში
“ქართლის ბედი” ჩვენს მოაზროვნე საზოგადოებას და პირველ რიგში თვით ნ.
ბარათაშვილს, ეს კარგად ჩანს ერთ ეპიზოდში, რომელსაც პოეტის მეგობარი კონსტ .
მამაცაშვილი გადმოგვცემს:

“მახსოვს, ერთ ივლისის ღამეს, 1838 წელს, მე და ტატო წავედით სასეირნოთ


გარეთუბანს (ეხლანდელი გოლოვინის პროსპექტი). ტატო ძალიან მხიარულად იყო და
თავისებურად მშვენივრად ხუმრობდა; მერმე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს
ცხოვრებაზედ და ტრაგიკულს დასასრულზე მე –18 საუკუნისა, მეფის ირაკლის
მოხუცებულობის გამო უღონობაზედ, ჩვენის თფილისის წახდენაზედ, 1795 წელსა, 12
სექტემბერს და სხვ. ამ ლაპარაკის დროს ნიკოლოზს, ყოველთვის მოცინარს და
მხიარულს, სახე გამოეცვალა, დაიწყო ხელსახოცით ცრემლების წმენდა და
აღელვებულმა მითხრა:
– ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა! –და ოხვრით დაუმატა:
– ვაი ჩვენო ქართლის ბედო! – დიდხანს დავდიოდით თავჩაღუნულნი და მოწყენილნი”

ამ ამბის დრამატული ტონი თავიდან ბოლომდე გასდევს ბარათაშვილის პოემას,


მაგრამ, ამასთან, მისი შესანიშნავი პოეტური ეპოსის სტრიქონები გამთბარია
ეროვნული ოპტიმიზმის გრძნობით.

ქართლის ბედის დიდი მოზარე (ვაჟა -ფშაველას გამოთქმა რომ ვიხმაროთ) თავის
პოემაში “ბედი ქართლისა” გვაჩვენებს ჩვენი ხალხის გმირულ ნებისყოფას, ქართველი
კაცის მომხიბვლელ ხასიათს, საქართველოს მთების, მდინარეებისა და მდელოთა
მშვენიერებას. თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ პოემას, მასში დავინახავთ მთელ
საქართველოს.

პოემაში “ბედი ქართლისა” შესანიშნავია არა მარტო ისტორიული ამბის თხრობა ,


არამედ ქართველი ხალხის აქტიური სულის ჩვენება და ის დიდი ეროვნულ-
საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც თხზულების შინაგან ღერძად გვევლინება .

პოემაში “ბედი ქართლისა” ასახულია საქართველოს გმირული წარსულის დაუვიწყარი


მოვლენა – კრწანისის ბრძოლა, რომელიც გადაიხადა ერეკლე მეორემ თბილისის
კარებთან 1795 წელს. ნ. ბარათაშვილი მაღალმხატვრული ოსტატობით გვისურათებს
ქართველი ხალხის ისტორიის ამ ტრაგიზმით აღსავსე ამბავს. პოემის პირველივე
სტრიქონებიდან ჩვენ გვესმის ერეკლე მეორის შთამაგონებელი ხმა. ეს არის მხცოვანი
გმირი მეფის მხურვალე ლოცვა ომის წინ.

მეფის მსაჯულის პოზიცია

არაგვის ხეობაში ნიკოლოზ ბარათაშვილი მეფე ერეკლესა და მის ერთგულ მსაჯულ


სოლომონს შორის ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ დიალოგს
მართავს, რომელიც სამშობლოს დარდითა და სიყვარულით არის გაჯერებული.

მეფე წუხს, რომ ძლივს შეაყვარა თავი ქართლის მოსახლეობას

მას უღალატეს შვილებმაც; გაქეზებულია „მაჰმად-ხანის მოსისხლე სული“,


„ოსმალო მხოლოდ დროს შემოჰყურებს, ლეკთა ხმაც არ ცხრება ყმანი“ კი „ურთიერთს
ბრძარვენ“.მეფე თავს მოხუცებულად მიიჩნევს, ფიქრობს, რომ „განთქმულია რუსთა
სახელი“, ჩვენ გვაქვს „ერთობა, მტკიცე კავშირი, - სარწმუნოება, - მას მინდა მივცე
მემკვიდრეობა, /და მან მოსცეს ქართლს კეთილდრეობა!“

განცვიფრებული სოლომონ მსაჯული მეფეს ჰკადრებს: „ჯერ სამაგისო რა


გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება!“ მას სახელმწიფოების სჯულის ერთობა
საკმარისად არ მიაჩნია, შიშობს ერების განსხვავებულ თვისებებსა და რუსეთის
სიძლიერეზე.
ერეკლე მეფეს სურს, რომ თავისი სამშობლო ვით „თვისი შვილი   თვის
სიცოცხლეშივ დაასახლკაროს“. მას ედარდება ომგამოღლილი თავის მამული და
აღნიშნავს: „ახლა კი დროა, სოლომან, რომა   მშვიდობა ნახოს საქართველომა“. სოლომონი
კი პასუხობს, რომ ქართველს „არად მიაჩნით უბედყრება, თუ აქვთ თვის ჭერთ ქვეშ
თავისუფლება“. მაგრამ მეფე ერეკლე საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით გრძნობს,
„რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!“

You might also like