You are on page 1of 1

ტემპერამენტი.

ადამიანის ემოციური განცდები სულ 4 მიმართულებისაა: სიამოვნებისა და


უსიამოვნების და აღგზნებისა და დამშვიდების. თითოეულ
ინდივიდში ყველა ეს განცდა სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი: არსებობენ
ოპტიმისტი და პესიმისტი, აღზნებული და მშვიდი ადამიანები. სწორედ ამის
საფუძველზ\ე მოხდა ტემპრამენტის მიხედვით ადამიანთა დაყოფა 4 ჯგუფად.
ტემპერამენტის ცნება პირველად ჰიპოკრატემ შემოიტანა, დღემდე
უცვლელადაა შემორჩენილი ტემპერამენტის მისეული კლასიფიკაციაც. არსებობს:
სანგვინიკური, ფლეგმატიკური, ქოლერიკული და მელანქოლიკური
ტემპერამენტი. ყოველი ადამიანი, ამ ოთხიდან ერთ-ერთი ჯგუფის
წარმომადგენელია, თუმცა ხასიათის თვისებები, მას შეიძლება სხვა ჯგუფებიდანაც
ქონდეს, უბრალოდ რომელი ჯგუფის თვისებებიც ყველაზე მეტი გვაქვს, სწორედ იმ
ჯგუფის წარმომადგენლები ვართ თითოეული ჩვენგანი. დავახასიათოთ
ტემპერამენტის ოთხივე ჯგუფი:

1. სანგვინიკური ტემპერანტის ადამიანი მიდრეკილია სასიამოვნო


განცდებისკენ, უდარდელია, გულკეთილი, მხიარული, ცხოვრებისგან კარგს
უფრო ელის, ვიდრე ცუდს. ადვილად ინთება, მაგრამ მალევე ქრება. ამ ტიპის
ტემპერამენტს საფუძვლად უდევს ძლიერი, გაწონასწორებული, ძვრადი
ნერვული სისტემა.
2. ფლეგმატიკური ტემპერამენტის ადამიანი გულგრილია, აპათიური,
ემოცია იშვიათად და ნელა უჩნდება, არ იცის აფეთქება, სამაგიეროდ თუ
აინთო, დიდხანს აღარ ქრება. ამ ტიპის ტემპერანეტს საფუძვლად უდევს
ძლიერი, გაწონასწორებული, ინერტული ნერვული სისტემა.
3. ქოლერიკული ტემპარანეტის ადამიანს ემოცია ადვილად უჩნდება და ამ
ემოციას ხანგრძლივად და ინტენსიურად ემორჩილება, უყვარს
მბრძანებლობა, მორჩილი არაა, ამაყია, ხარბია, ადვილად გამოდის
მოთმინებიდან, რისხდება და ყველაზე გაჯავრებულია. ამ ტიპის
ტემპერანეტს საფუძვლად უდევს ძლიერი, უწონასწორო ნერვული სისტემა.
4. მელანქოლიკური ტემპერამენტის ადამიანი, ყველაფერში რაც მას ეხება
ცუდს ხედავს, ცუდ ხასიათზეა და სიცოცხლე მობეზრებული აქვს. იგი
ტიპიური პესიმისტია. ამ ტიპის ტემპერამენტს საფუძვლად უდევს სუსტი
ნერვული სისტემა.

You might also like