You are on page 1of 1

პაოლო იაშვილი - პოეზია

პაოლო ერთ-ერთ თავის ლექსში „როგორც აფრის ტკაცუნი“-ში ამბობს - „მორთმეულია სამყარო
გობით, მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა“ - მისი აზრით, ხელოვანის და მითუმეტეს პოეტის მიზანი ერთი
რამეა, ამ გობით მორთმეული სამყაროს ოქროს სიტყვაში ჩამოსხმა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1 – პირველი. „გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით
ვეღარ დახვდები, ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი“
ა) პარალელი - ნიკო სამადაშვილის - „ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“
- პოეტები გვეუბნებიან, რომ სისხლში უნდა გქონდეს ეს მშვენიერების ტრფიალება, რასაც პოეზია ჰქვია და
მეტაფორულად გვიხატავს, რომ თუ პოეტს ამოეწურა „სიტყვის მადანი“, მისი შემოქმედება დაღუპვისთვისაა
განწირული. მისი განმარტებით, პოეტი ყოველდღე შესაფერისი სიტყვებით უნდა ამკობდეს , ხოტბას
ასხამდეს დედამიწის სულის ჩამდგმელ, სამყაროს მანათობელ მზეს. პოეტისთვის ლექსი გულის ნაწილი,
მისი სისხლი და ხორცია.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2 – მეორე. „არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი, მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად
თულებად, მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება“.
ა) თუ ერთხელ შეგეყარა „პოეზიის ჭირი“ სამყაროს ვეღარ უყურებ ჩვეულებრივი თვალით.
ეს ერთ მხრივ ჯილდოა, მეორეს მხრივ კი ხშირად სასჯელი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3 – მესამე. „მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი“.
ა) - მართლაც, ვინ იცის თუ რა ცეცხლშია გამოხვეული მათი შინაგანი სამყარო, მათი განცდები და როცა
ამბობს „ამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო, რამდენი გული უნდა მედგას, რომ
ვიგრძნო ყველა“ - წარმოუდგენელია თუ რამდენი თვალი ან გულია საჭირო, რომ ამდენი განცდა დაიტიო,
რასაც პოეტები გრძნობენ.
- გვახსენდება გალაქტიონის „მე ვხედავ სიზმრებს არა ამქვეყნიურს, არა თქვენეულს“ - პოეტს
რამდენი სჭირდება ამდენი დასატევად.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4 – მეოთხე. „შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი, და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის
მონებად“
ა) - ყველაფერი სიტყვის და პოეზიის მონა ხდება, სიტყვასთან ჭიდილი გასაოცარი ტანჯვა და ბედნიერებაა
ერთდროულად პოეტისათვის.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5 – მეხუთე. „რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს“
ა) - პოეტისათვის სიცოცხლე სწორედ მაშინ მთავრდება, როცა კი უკანასკნელ ლექსს დაწერს. იქ კვდება
პოეტი, სადაც მისი პოეზია კვდება და კალამი ჩერდება.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6 – მეექვსე. „და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია“.
ა) - პარალელისთვის გვახსენდება ვაჟა ფშაველას სტროფი „მარტოობიდან“, რომელიც ზუსტად იგივე
სულისკვეთებას გამოხატავს.

- „როცა არწივი თან მახლავს,


მაზის მარჯვენა მხარზედა, -
მეფისა მადგა გვირგვინი,
ვზივარ სამეფო ტახტზედა!
შეურაცხყოფას ვინ მკადრებს?
სალამს მიძღვნიან ცდაზედა.
როცა არწივი წამივა,
ჩვარი ვარ, მცირე ჩვარზედა.
დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ,
არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა“.

არწივი პოეტური მუზის სიმბოლოა, თუ ის მარჯვენაზე არ აზის პოეტს, არის ისე, როგორც ჩვარი.
ამ შემთხვევაშიც, „მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია“ თუ ეს მისი უკანასკნელი ლექსია.

You might also like