You are on page 1of 2

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

ლექსი მიძღვნილია ბეთანიის მონასტერში არსებული ფრესკისადმი.


ბეთანია მწერლისთვის არ იყო მხოლოდ მონასტერი, აქ იგი ხედავდა თავისი დიდი
წინაპრების სახეებს, სულს, მამულს.
- გრიგოლს თამართან აკავშირდება ნათესაური ურთიერთობაც და სიყვარული დიდი წმინდანის
მიმართ.
/ ლექსი შედგება 3 ნაწილისგან. 6 სტრიქონიანი სტროფები, ეს 6 კი 3 სტრიქონედებად
იყოფა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. შესავალი ნაწილი - გრიგოლ ორბელიანის დამოკიდებულება თამარ მეფისადმი.
- „შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს, სახიერებით განსხივებულსა“
მწერალი გამოხატავს დამოკიდებულებას თამარის მიმართ 3 სახით: სიწმინდეს, მშვენიერებას
და კეთილშობილებას.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ლექსის ძირითადი ნაწილი - აწმყოთი უკმაყოფილების გამოხატულება.
- ეხება ვითარებას, რომელსაც იგი ხედავს მე-19 საუკუნის საქართველოში, რუსეთის უღელქვეშ
მოქცეულ მყოფ ქვეყანას, ქართველობის დაცემულ სახესა და არსებულ გაჭირვებულ
მდგომარეობას.
- მას ახრჩობს ცრემლი, როცა ადარებს ძველ დიდებულ და ახლანდელ უსუსურ საქართველოს.
ა. „არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვჰგრძნობდე, ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..“
- ოცნება ძველ საქართველოზე, მწერლისთვის სიცოცხლის წყაროა და არ სურს ფხიზელი
თვალით შეხედოს მე-19 ს-ის დაჩაგრულ სამშობლოს.

ბ. „შენის დიდების სხივ-მოკლებული, აღარა ჰშვენის, აღარ გვიბრწყინვის, შავ-დროთა


ძალით, ფერწახდენილი“
- ეს ყველაფერი მოხდა შავი დროის, საშინელი ისტორიისა და მძიმე პირობების ფონზე.
დღეს კი მე-19 საუკუნის ქართველი, უბრალოდ მისტირის ძველ საქართველოს და როგორც
სიზმრიდან გამოღვიძებული კაცი, აღმოჩნდება მძიმე რეალობაში, რუსული ჩექმის ქვეშ
მოქცეული.

გ. მწერალი ფიქრობს, რომ საქართველოს ასეთი დაცემის მიზეზი არის რწმენის


დაკარგვა.
- თამარის ეპოქის გახსენებას უპირველეს საყრდენად თვლის, რომ ქართველმა ძველი რწმენა
დაიბრუნოს.
ამბობს: „ვიგონებთ შენს დროს, გული გვიმაგროს, სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით: მოხედო ბედკრულს, შენს სატრფოს – მამულს და ჯვარით
შენით აკურთხო კვალა“
1. - როცა ადამიანი უფლისგან რისხვას დაიმსახურებს, შესაძლოა იგი იყოს დასჯილი თუ არ
გამოსწორდება.
2. - მწერალს სურს თამარმა აკურთხოს თავისი ქვეყანა და აღავსოს იმედით მე-19 საუკუნის
ქართველობა, მომადლოს ძალა ხალხს, რათა ემსახუროს თავის ქვეყანასა და უფალს.

დ. ენა, სარწმუნოება, განათლება, ზნეობა, თავდაცვის უნარი და სამშობლო მიწის


სიყვარული.
- მწერალი თვლის, რომ ამ 6 ნიშნის დაბრუნების შემდეგ აღდგება საქართველოში ის დიდება,
რაც ჰქონდა მას.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მე-3 ნაწილი, რომელიც შიშითა და ტკივილით აღავსებს მწერლის გულს.
ა. „მარამ ცად თვალნი გაქვს მიქცეულნი, და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა“
- იგი ხედავს, რომ თამარი იყურება ზეცაში და ვერ ან არ სცნობს მასთან მისულ მლოცველს.
- ისეთ მდგომარეობაში მყოფი ქართველი, როგორსაც აღწერს შემდეგი სიტყვებით, ფიქრობს,
რომ მართლაც შეუძლებელია თამარმა იცნოს..

ბ. ორბელიანის აზრით, ქართველობა იმ ძარღვგადაჭრილია, რომელცი წინაპრებთან


აკავშირებდა.
- გავიხსენებ ილია მართალის (ჭავჭვაძის) სიტყვებს : „ვაი იმ ერს, რომელსაც საერთო
ძარღვი გაუწყდა და ვაი იმერს, რომელსაც საერთო ძარღვში სისხლი გაუშრა“.
- თამარი თუ ვერ იცნობს თავის შთამომავალს, თუ მოწყალებით არ მოხედავს ქართველობას,
სხვა იმედი იმ დროის საქართველოს აღარ აქვს - აუცილებელია ამ ძარღვის აღდგენა,
წინაპართან კავშირის გამთელება.
გ. მწერალი ამოთქვამს საყვედურს, რომ ყველაფერი ინგრევა, ნადგურდება და წუთისოფელი
ყორანივით ექცევა, როგორც უმწეო მსხვერპლს, ადამიანსა თუ ქვეყანას.
- ეშინია, რომ საქართველოც ისეთივე უმწეო მსხვერპლი არ აღმოჩნდეს ჟამთა სვლისას,
როგორც მრავალი ქვეყნის მაგალითზე ადამიანები თუ თვითონ ქვეყანა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. „ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა? დაყრუებულსა, გზა შეუვალსა, უდაბურს ტყეში
ტაძარს დარღვეულს, სად სახე მეფის, დიდის თამარის, სჩანს ძველს კედელზე
გამოხატულად!“
გადამწყვეტი მომენტი.
- როცა დაიმედებული გვახსენებს, ჩვენ დიდი თამარი და დავითი გვყავდა, ბეთანიის მონასტერი
გვაქვს და შეუძლებელია ასე დაცემული ვიყოთ.
- დაყრუებული, მიუვალი, ნახევრად დანგრეული ტაძრის მიუხედავად, შეამჩნია მთავარი - სახე
მეფისა, დიდის თამარის.
/ გვანუგეშებს, რომ სანამ ეს ფრესკა ჩანს და დიდი მეფის, თამარის პატივისცემა ცოცხლობს
საქართველოში, ვართ დიდი ქვეყანა და უნდა გვქონდეს გამარჯვების რწმენა.
- ფრესკის გაქრობის და მლოცველის გაწყვეტის შემდეგ კი ნამდვილად გაუჭირდება ქვეყანას
და სამუდამოდ გაწყდება ქვეყნისთვის სასიცოცხლო ძარღვი.

შეჯამება
/ ბეთანია არის ლაზარეს სამშობლო - ლაზარე გახლავთ ადამიანი, რომელიც იყო
მკვდარი და 4 დღის შემდეგ გააცოცხლა უფალმა, რაც დარჩა სიმბოლოდ - უფლის
რწმენით, ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
- ბეთანიაში სალოცავად მისვლით, ორბელიანს სწორედ თავისი დიდი საქართველოს
გაცოცხლება და მკვდრეთით აღდგომა სურს უფლის ძალითა და წმინდა თამარის
მეოხებით.

პარალელის გავლება შესაძლებელია.


1. ვაჟა ფშაველას „დიდი თამარი“-თან.
2. გიორგი ლეონიძის „დიდ თამარს“-თან.

You might also like