You are on page 1of 3

კლუბის წესდება და სამუშაო გეგმა

ეკო კლუბ „ სმარტი “ წესდება:

1.1. სსიპ ქალაქ თბილისის №45 საჯარო სკოლის კლუბი ,,სმარტი“ დაფუძნებულია
„ზოგადი განათლების შესახებ“ ,საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა
და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების
შესახებ’’ .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ,2005 წლის 15
სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების ,მე-10 მუხლის
მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა
ინიციატივით.
2. კლუბი დაფუძნებულია 2012 წლის მარტში, მოსწავლეებში სამოქალაქო
განათლების დონის, კრიტიკული და თავისუფალი აზროვნების ამაღლების
ხელშეწყობის მიზნით.
3. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო და სლოგანი;
4. კლუბი შეიქმნა ფონდის - „მოზარდთა სახლი“-ის და პროგრამა მოზარდთა თაობის
მხარდაჭერა, რომელსაც ანხორციელებს PH INTERNATIONAL;
5. კლუბის მისამართი: სსიპ ქალაქ თბილისის №45 საჯარო სკოლა. სარაჯიშვილის 25

კლუბის მიზნები:

2.1. მდგრადი განვითარებასა და სამოქალაქო განათლებასთან კავშირში მყოფი


აქტუალური საკითხების წინა ხაზზე წამოწევა;
2.2. მოსწავლეთათვის საკუთარი სურვილისამებრ, მრავალფეროვან აქტივობებში
მონაწილეობის მიღება;
2.3. საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.4. ეროვნული გეგმით გათვლილი სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
2.5. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.6. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება
და ჩამოყალიბება;
2.7. სასკოლო სივრცეში ინკლუზიური კერის შექმნა;
2.8. გარე სამყაროსთან ახალგაზრდა თაობის ინტეგრაცია;
2.9. ცნობიერების გაზრდა სამმართველო სტრუქტურების მდგრადი მართვისა და
განვითარების გარშემო;
2.10. მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.11. პრეზენტაციის უნარის გაღრმავება;
2.12. პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესება;
2.13. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-
გაზიარება, კონკურენტული და კოლაბორაციული თვისებების ჩამოყალიბება;
2.14. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც
ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.15. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის
ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა.
ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა
პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
კლუბში გაწევრიანება
1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს IX- XI კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს
კლუბის მიზნებს.
3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით
განცხადებით.
4 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის
თაობაზე.
5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიამობაში,დაიცვას
წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და ჯგუბის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები
6 .კლუბი პასუხის მგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე ,რომელიც
დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან
7 კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები
სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
8 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არა უმეტეს 25
მოსწავლისა.
9 კლუბს ჰყავს ლიდერი ,რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის
საქმიანობას ,უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა
პროგრამების შემუშავებასა ,დანიშნოს კლუბის წევრებისგან ერთერთი
მოადგილედ ,გაანაწილოს ფუნქციები მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები.
10 კლუბის წევრები უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს სამოქმედო
გეგმა.
11 კლუბის წევრი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.

კლუბის სამოქმედო გეგმა:

1. სმარტის კლუბის ფუნქციონირება და მოსწავლეთა გაწევრიანება


2. სამოქალაქო პრობლემების გამოვლენა სკოლაში და ქალაქში
3. სემინარები (ფსიქოლოგი, USAID, პირვ.დახმარება )
4. პრობლემის ამსახველი ფოტოების და ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში
განთავსება.
5. სასკოლო ცხოვრების წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა და
განხორციელება.ფოტოების, ვიდეოების დაწერილობითი მასალის განთავსება
სოციალურ ქსელში.
6. მცირე პროექტი (ინიციატივა-მიუსაფარი ცხოველიც შენია)
7. კინო ჩვენება - „გენდერი არ წყვეტს ბედს “
8. 16 ნოემბრის ღონისძიება
9. ინკლუზიური გარემო - ღონისძიება
10. მრგვალი მაგიდა
11. „პროფესიული ორიენტაცია“
12. ადამიანის უფლებათა კვირეული.

You might also like