You are on page 1of 2

კლუბის წესდება

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N7 საჯარო სკოლაში


ჩამოყალიბდა კლუბი

კლუბის სახელია: „მრავალწახნაგა“


სლოგანი: „ერთად მოვახდინოთ რევოლუცია“
კლუბის დამფუძნებლები: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N7 საჯარო
სკოლის თვითმმართველობის წევრები

კლუბის მიზნები
1. სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებების ჩატარება სასკოლო
საზოგადოების სასარგებლოდ
2. მოსწავლეების გააქტიურება და ინფორმირებულობის ზრდა
სხვადასხვა თემებზე
3. სასკოლო საზოგადოებაში მოსწავლეებს შორის
თანამშრომლობითი გარემოს შექმნა და მეგობრული
ატმოსფეროს დამკვიდრება
4. წიგნიერების დონის ამაღლება
5. საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება

კლუბის სტრუქტურა
1. კლუბს მართავენ სკოლის თვითმმართველობის წევრები

ლიდერთა საბჭო
1.ლიდერთა საბჭო გეგმავს მომავალ ღონისძიებებს, განიხილავს
შემოსულ წინადადებებს, უწევს მონოტორინგს კლუბის მუშაობას,
მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

2.კლუბს აქვს facebook გვერდი, ინფორმაციის გავრცელებაზე


პასუხისმგებლობა ეკისრება კლუბის საინფორმაციო მენეჯერს
3.კლუბს აქვს საკუთარი ლოგო.
კლუბის წევრის უფლება-მოვალეობანი:

კლუბის წევრის უფლებაა

 მონაწილეობდეს კლუბის შეხვედრებში


 მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში
 მიიღოს ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ
 ისარგებლოს კლუბის სახელით ადვოკატირების დროს

კლუბის წევრის მოვალეობაა

 დაიცვას კლუბის წესდება და მის მიერ მიღებული


გადაწყვეტილებები
 მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში
 გაუფრთხილდეს კლუბის ავტორიტეტს

You might also like