You are on page 1of 1

მოხალისეობის საკითხებზე მომუშავე მოხალისეთა კლუბის

წესდება

(ჩაწერეთ მუნიციპალიტეტის სახელი....) მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა მოხალისეობის საკითხებზე

მომუშავე მოხალისეთა კლუბი. სლოგანი: „მე მოხალისე ვარ, გახდი შენც “


კლუბის დამფუძნებლები არიან თანასწორ-განმანათლებელი (სახელი გვარი; სკოლა; კლასი....) კლუბმა
შეიმუშავა წესდება, რომლის თანახმადაც კლუბი აგრძელებს მუშაობას მოხალისეობის საკითხებზე:
კლუბის ზოგადი დებულება.

 კლუბი მოზარდი და ახალგაზრდა მოხალისეების გაერთიანებაა


 კლუბი შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ მიერ პროექტის „მოზარდი
მოხალისეების ჩართულობა კოვიდ პანდემიის საპასუხოდ“ საქართველოში გაეროს ბავშვთა
ფონდისა და USAID მხარდაჭერით
 კლუბი აწევრიანებს მოზარდებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნებაყოფლობის საფუძველზე
 კლუბი იმართება თანასწორ-განმანათლებელთა მიერ
 კლუბი თანამშრომლობს მსგავსი მიზნებისა და ფუნქციების მქონე სხვა გაერთიანებებთან

კლუბის მიზნები

კლუბის მიზნად ისახავს მოხალისეობის პოპულარიზაციას მოზარდებში, კერძოდ


 საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას თანატოლების მონაწილეობით
 საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას მოხალისეობის საკითხებზე
 კონფერენციების, სემინარების და ტრეინინგების ორგანიზებას
 შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების, კონკურსების ორგანიზებას
 ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმის www.youthvolunteering.ge
პოპულარიზაციასა და გავრცელებას თანატოლებში
კლუბის სტრუქტურა
 კლუბის მართვაში მონაწილეობს თანასწორ-განმანათლებლები და მოხალისეები
 კლუბი აერთიანებს მოხალისეებს ნებაყოფლობის საფუძველზე
 კლუბში ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხს აგებს კლუბის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის მოხალისე ლიდერი
 კლუბს აქვს ფეისბუქის გვერდი, ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა
ეკისრება კლუბის წევრს, რომელიც ითავსებს საინფორმაციო მენეჯერის პოზიციას
კლუბის წევრის უფლება -მოვალეობანი
 მონაწილეობდეს კლუბის შეხვედრებში
 მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში
 მიიღოს ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ
 ისარგებლოს კლუბის სახელით ადვოკატირების დროს
 დაიცვას კლუბის წესდება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
 მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში
 გაუფრთხილდეს კლუბის ავტორიტეტს

შეხვედრის ადგილი და დრო: კლუბის წევრები იკრიბებიან კვირაში რამდენჯერმე სასკოლო სივრცეში.

You might also like