You are on page 1of 6

მოხალისეობა

• მოხალისეობა არის შესაძლებლობა, რომ


ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების
დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო და უნარ-
ჩვევები.  გასაჭირში მყოფი  ადამიანებისთვის
შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი,
შეუძლია  მათი ცხოვრების გაუმჯობესება და
ამავდროულად განავითარებ შენს უნარ-ჩვევებს,
მიიღებ გამოცდილებას და ცოდნას.
რატომ უნდა გავხდე მოხალისე? 

• მოხალისეობა გაძლევს შანს, რომ:


• 1. შეცვალო ადამიანის ცხოვრება;
• 2. უკეთესობისაკენ შეცვალო საზოგადოება;
• 3. მიიღო ახალი ცოდნა;
• 4. მიიღო გამოცდილება;
• 5. სხვადასხვა სფეროში განავითარო ახალი უნარ-ჩვევები;
• 6. დაამატო ახალი გამოცდილება შენს რეზიუმეს;
• 7. გაიცნო ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან და კულტურიდან;
• 8. იგრძნო თვითკმაყოფილება, რომ ეხმარები გასაჭირში მყოფ ხალხს;
• 9. გამოიყენო შენი შესაძლებლობები იქ, სადაც ისინი ყველაზე საჭიროა;
• 10. რაღაც გასცე საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ მიიღო მისგან სარგებელი;

მოხალისე - ფიზიკური პირი,
რომელიც თმობს დროსა და
ხარჯავს ენერგიას
საზოგადოებისათვის სარგებლის
მოსატანად, ეხმარება, ასრულებს
მომსახურებას ან იღებს
ვალდებულებას
ნებაყოფლობით.
• რატომ უნდა ვიყო მოხალისე, როცა ისედაც ბევრს ვმუშაობ?
• ბევრი ჩვენგანი სუპერ დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობს, შესაბამისად, მოხალისეობის
იდეა - ჩვენი დროისა და ენერგიის გაცემა ფინანსური ჯილდოს გარეშე, შესაძლოა,
შეუძლებლად გვეჩვენებოდეს.
მოხალისეობა საკუთარი სურვილით, მატერიალური დაინტერესების გარეშე განხორციელებ
ული საქმიანობაა, რომელიც საზოგადოების სასიკეთოდ და სოციალური პრობლემების გად
ასაჭრელად არის მიმართული.
რა მახასიათებლები აქვს
მოხალისეობას
• თავისუფალი ნება - მოხალისეობა არის პიროვნების კეთილი ნების გამოვლინება და მისი 
განუხორციელებლობა არ იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას;
• სოციალური სარგებელი -  ძირითადად მიმართულია არა თავად მოხალისის, არამედ სხვა 
პირის, ჯგუფის ან ზოგადად საზოგადოების სასარგებლოდ;
• გაცნობიერებული აქტივობა 
- პიროვნების პირადი პოზიციის გამოხატულება, რომელიც განპირობებულია ჰუმანური და მ
ოხალისეობრივი იდეალების გათვიცნობიერების შედეგად;
• მატერიალური დაინტერესების გარეშე;
• სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობა;
• არამატერიალური სარგებლის მიღება.

You might also like