You are on page 1of 1

დემოკრატია და მოქალაქეობა

სასემინარო აქტივობა N2
(მე - 6 ჯგუფი , ბიზნესის ადმინისტრირება)

1. უნდა შეეძლოთ თუ არა ქართული საზოგადოების წევრებს თავიანთი პირადი


ინტერესების დაცვა?
- რა თქმა უნდა, კი ! ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს პირადი ინტერესების დაცვა ,
სიტყვისა და გეგმის თავისუფალი გამოხატვის უნარიანობა , მაგრამ ამავდროულად
ჩნდება მეორე გასათვალისწინებელი მხარე. სადაც საუბარია , რომ უნდა
არსებობდეს კონკრეტული წსსებით შემოფარგლული შესაძლებლობა , რომლის
გათვალისწინებითაც მოხდება პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, ანუ :
 პირადი ინტერესების სწორად გაანალიზება და სწორად რეალიზება, რათა
ამ ყოველივემ არ გამოიწვიოს საზოგადოებრივი უთანხმოება.
 პირადი ინტერესების სწორად რეალიზება, რათა ინდივიდუალური
კმაყოფილების ხარჯზე არ დაზიანდეს სხვა.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ინტერესები და სურვილი არ აგვერიოს ერთმანეთში.
უმეტესად საზოგადოებას ეს ორი სრულიად განსხვავებული სიტყვა იდენტური ეჩვენება,
მაგრამ ეს ასე არ არის.
 რა არის ინტერესი?
- ინტერესი არის კონკრეტული სამიზნე გეგმა, რომლის შესრულებას ვიწყებთ და
რეალიზებას ექვემდებარება , კონკრეტული წესების და რეგულაციების
გათვალისწინებით. მიზანი + მისწრაფება + მოთხოვნილების დაკმაყოფილება
შესაძლებლობების მიხედვით.
 რა არის სურვილი ?
- სურვილი არის ნატვრა, შედარებით ნეიტრალურ ფორმად კი მონდომება შეგვიძლია
ვუწოდოთ . ეს ის ფაქტორია, რომელიც შესაძლოა არ ექვემდებარებოდეს რეალურ
შესაძლებლობებს , არ ქმნიდეს ღირებულებას და იყოს არასრულფასოვანი,
ალოგიკური მოთხოვნა, რაც შესაძლოა საფეთხეს წარმოადგენდეს გარშემო
მყოფთათვის.

შესაბამისად , შემიძლია მივიდე დასკვნამდე, რომ აუცილებელია დემოკრატიული


უნარების შენარჩუნება, საზოგადოებისათვის თავისუფალი აზროვნებისა და პირადი
ინტერესების დაცვის შესაბამისი შესაძლებლობების მიცემა, მაგრამ კონკრეტული
რეგულაციებისა და ადეკვატური ქმედების ფარგლებში .

სტუდენტი: გიორგი წუწუნავა


ლექტორი: დავით სამნიძე

You might also like