You are on page 1of 3

ქალთა მიმართ ძალადობა თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და მისგან

გამოწვეული კონფლიქტები

საკვანძო სიტყვები: კონფლიქტი, სოციალური კაპიტალი;

თანამედროვე ცხოვრებაში კონფლიქტებს დიდი ადგილი უჭირავს.


ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანს გამოუცდია მისგან გამოწვეული
დისკომფორტი და ისეთი უარყოფითი ეფექტები, როგორიცაა: შემცირებული
შრომისუნარიანობა, სტრესის მაღალი დონე, შესრულებული სამუშაოს დაბალი
ხარისხი და სხვა. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი დახასიათებისას
ძალიან ვრცლად შეგვიძლია ვისაუბროთ მის უარყოფით მხარეებზე,
შეუძლებელია ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ
ჰქონია კონფლიქტი ნებისმიერ სიტუაციაში. სწორედ ამიტომ, კონფლიქტები
თანამედროვე ადამიანისთვის უცხო არ არის. თითოეული მათგანი ცდილობს
მისგან თავის არიდებას და იმ სტრესის შემცირებას, რაც მას მოყვება, თუმცა,
მიუხედავად ამ მცდელობისა, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. პრაქტიკა
გვიჩვენებს, რომ კონფლიქტისადმი მიდგომა დროს ჩამორჩება და საჭიროა,
გავაანალიზოთ ის, თუ რატომ ვერ ხერხდება თანამედროვე სამყაროში
კონფლიქტების თავიდან აცილება. ამ ყველაფრის გასაანალიზებლად და მიზეზ-
შედეგობრივი კავშირის დასადგენად, ჩემი აზრით, საჭიროა განვიხილოთ
სოციალური კაპიტალის არსი და მისი მნიშვნელობა ადამიანების ცხოვრებაში.

სოციალური კაპიტალი - გულისხმობს სოციალური ორგანიზაციის


(პრინციპების, ნორმების, სტრუქტურების) იმ თავისებურებებს, რომელთაც
შეუძლიათ განამტკიცოს საზოგადოების მიერ განხორციელებულ
კოორდინირებულ მოქმედებათა ეფექტიანობა. ერთი შეხედვით შეიძლება ვერ
დავაკავშიროთ სოციალური კაპიტალის მნიშვნელობა კონფლიქტებსა და მათი
გადაჭრის გზებს შორის. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი დაკავშირებულია
კაპიტალის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა ფიზიკური, ფინანსური თუ სხვა სახის
კაპიტალი. ასევე ხშირად მოგვისმენია წარმატებული ადამიანებისგან, რომ
კაპიტალის ზემოთხსენებულ სახეებზე მეტად სწორედ სოციალურმა კაპიტალმა
განაპირობა მათი ამა თუ იმ დარგში წარმატება. საქმე ისაა, რომ სოციალური
კაპიტალი არ არის მსგავსი უკვე ნახსენები კაპიტალის ფორმებისა. იგი უფრო
მეტად არის დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობაში ვიდრე
წარმოგვიდგენია. საკითხი უფრო ნათელი გახდება, როდესაც ვიტყვით, რომ
სოციალური კაპიტალი - ეს არის ადამიანური ურთიერთობების ერთობლიობა,
მათი დამოკიდებულება ერთმანეთის ან ნებისმიერი საკითხის მიმართ. ახლა კი
ვნახოთ მისი კავშირი კონფლიქტებთან და მათი გადაჭრის გზებთან.

კონფლიქტი არის ადამიანთა შორის ურთიერთობის ფორმა, რომელსაც


ახასიათებს ერთმანეთთან შეუთავსებელი მიზნები, მოთხოვნები,
დამოკიდებულებები და წინააღმდეგობები. ეს მოვლენა დამახასიათებელია
ადამიანური ურთიერთობების ყველა დონისთვის, შესაბამისად, კონფლიქტი
ხშირად გვხვდება საზოგადოებაში. ნაშრომში მიმოხილული იქნება კონფლიქტის
სახეები, თუმცა გამოკვეთილად განხილული იქნება რამდენიმე მათგანი.
კონკრეტულად, კონფლიქტის რომელ სახეებს შევეხებით, გვიჩვენებს კვლევა,
რომელზეც შემდგომში გვექნება საუბარი. სწორედ კვლევის მიხედვით
გამოკვეთილი კონფლიქტის სახეების განხილვის აუცილებლობა კი, ჩემი აზრით,
განპირობებულია თემის აქტუალობისა და სიმწვავიდან.

ჩვენ ვთქვით, რომ სოციალური კაპიტალი არის ადამიანური


ურთიერთობების ერთობლიობა, მათი დამოკიდებულება ერთმანეთის ან
ნებისმიერი საკითხის მიმართ. კონფლიქტი კი ადამიანთა შორის ურთიერთობის
ფორმა, რომელსაც ახასიათებს ერთმანეთთან შეუთავსებელი მიზნები, და სხვა
რიგი წინააღმდეგობები. უკვე ნათლად ვხედავთ, რომ სოციალურ კაპიტალსა და
კონფლიქტს შორის ძალიან დიდი კავშირია. ცნობილია, რომ იქ, სადაც
სოციალური კაპიტალის ხარისხი დაბალია, საგრძნობლად იმატებს
კონფლიქტების რაოდენობა. შესაბამისად, თუ ჩვენ გავაანალიზებთ სოციალური
კაპიტალის დაბალ მაჩვენებლის მიზეზს, მაშინ გავიგებთ კონფლიქტების საწყისს
და ბევრად გამარტივდება მათი გადაჭრის გზების პოვნა.
რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, კვლევა ეფუძნება გამოკითხვას.
გამოკვეთილი იქნება ასაკობრივ ჭრილში რა სახის კონფლიქტებთან ჰქონიათ
შეხება, როგორ ცდილობდნენ მათ გადაჭრას და ასევე კვლევა გვიჩვენებს
გამოკითხულთა ცნობიერების დონეს სოციალური კაპიტალისადმი; რამდენად
აქვთ მათ ცოდნა კაპიტალის ამ ფორმაზე და, მათი აზრით, არის თუ არა კავშირი
სოციალურ კაპიტალსა და კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებსა და მათი
გადაჭრის შესაძლებლობებს შორის.

ნაშრომში სხვადასხვა კუთხით იქნება გაანალიზებული კვლევის შედეგები.


რაოდენობრივი მახასიათებლების მიხედვით იქნება განხილული თუ რა პასუხები
მივიღეთ ჩვენს კითხვებზე და რამდენად მწვავედ დგას საქართველოში ეს
საკითხი; როგორ აღიქვამს საზოგადოება თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია
კონფლიქტს. ასევე გავიგებთ მათ დამოკიდებულებას კონფლიქტის თავიდან
აცილების მნიშვნელობასა და მისი გადაჭრის გზების პოვნის აუცილებლობაზე.
კვლევის რაოდენობრივი მახასიათებლებისგან მიღებული შედეგებით კი
ნაშრომში დასმულ საკითხს განვიხილავთ თეორიული დისკუსიის მხრივ.

თეორიული დისკუსიის ნაწილი დაეთმობა კონფლიქტსა და სოციალურ


კაპიტალს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ასევე განხილული იქნება
კონფლიქტის წარმოშობის შედეგად მიღებული დანახარჯები, თუ რამდენად
საზიანოა იგი ინდივიდის, მეწარმეებისა თუ სახელმწიფოსთვის; რა სარგებლის
მოტანა შეუძლია კონფლიქტის თავიდან აცილებას ან მის გადაჭრას და
სოციალური კაპიტალის მნიშვნელობას ამ სარგებლის მიღებისას.

You might also like