You are on page 1of 2

წიგნის კლუბის რეფლექსია

წიგნის კლუბის მიზანი:

1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება;


2. კითხვისადმი პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბება;
3. მოსწავლეთა სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება;

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში განვახორციელე წიგნის კითხვის


საკლუბო მუშაობა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის
ამაღლება, წიგნის კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და
ცოდნის გაღრმავება, ასევე შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება.

კლუბის მუშაობის დაწყებიდან მის დასრულებამდე ლიტერატურის შერჩევისას


მუდმივად ვითვალისწინებდი მოსწავლეთა ინტერესებს, მათ დამოკიდებულებებსა
და შესაძლებლობებს.

იმისთვის, რომ მრავალფეროვანი გამეხადა წიგნის კითხვის პროცესი, მოსწავლეებს


შევთავაზე სხვადასხვა აქტივობები. მაგალითად: მოსწავლეებთან შევიტანე კითხვისა
და გამოხმაურების ბარათები. ხშირად ვაცოცხლებდით პერსონაჟებს, დავდგით
რამოდენიმე მინი სპექტაკლი. აქტიურად ვიყენებდით დიორამებს. შეხვედრა
გვქონდა საბავშვო მწერალ ირმა მალაციძესთან. გადავიხადეთ ასტრიდ ლინდგრენის
დაბადების დღე, შევქმენით დიდი წიგნები და დავამზადეთ წიგნის პოსტერები.

აქტიურად ვმონაწილეობდით ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო


გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მონაწილეობა მივიღეთ
პროექსში ,,ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ“ და პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო
დღესთან დაკავშირებულ გამოფენაში, სადაც წარვადგინეთ, მოსწავლეთა მიერ
დამზადებული დიდი წიგნები.

ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალურად დავამზადე წიგნის მხიარული


სანიშნები, რომ წამეხალისებინა და ჩამომეყალიბებინა პოზიტიური განწყობა. ასევე
მათვე დავამზადებინე, წიგნის კლუბის დღიურები, სადაც ვიწერდით წიგნის
სათაურს, პერსონაჟებს, ჩვენს გრძნობებს და დამოკიდებულებეს პერსონჟების
მიმართ. ვხატავდით წიგნში მოცემულ გარემოებებს. დღიური ერთგვარი რეზიუმე
აღმოჩნდა, წლის ბოლოს შეგვეჯამებინა წიგნის კლუბის მუშაობა.

წიგნის კლუბის მუშაობის პროცესში, რამოდენიმეჯერ მომიწია გეგმის


მოდიფიცირება, ერთ შემთხვევაში შევცვალეთ წასაკითხი წიგნი, რადგან მაღაზიაში
არ აღმოჩნდა საჭირო რაოდენობა, ერთ შემთხვევაში, წიგნის წაკითხვის დრო, რადგან
უფრო მალე მორჩნენ მოსწავლეები წიგნის კითხვას, ვიდერ გათვალისწინებული
მქონდა.

წიგნის კლუბის მუშაობა დამეხმარა შემესრულებინა ესგ-თ გათვალისწინებული


მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, წიგნიერება გულისხმობს: ზეპირი და
წერილობითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, სისტემაში
მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტაციისა და წარდგენა-გაზიარების უნარს.

მიმაჩნია, რომ საინტერესო იყო კლუბის მუშაობა. მოსწავლეებმა წიგნის კლუბის


ფარგლებში წაიკითხეს შვიდი წიგნი. გვქონდა უამრავი სახალისო აქტივობა რაც
აღბეჭდილია ჩვენი კლასის ფეისბუქ გვერდზე და ჩემ ბლოგზე.

მოსწავლეებისა და მათი მშობლების სურვილის გათვალისწინებით, მომავალ


წელაც გავაგრძელებ საკლუბო მუშაობას, რაც ჩემთვისაც სასიხარულო და
საინტერესოა.

სსიპ ქალაქ ხაშურის N 7 საჯარო სკოლის

უფროსი მასწავლებელი: ლიანა მეტივიშვილი

You might also like