You are on page 1of 32

ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის

მოსწავლეებისთვის

ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა

I კლასის მოსწავლეებისთვის

სსიპ ქალაქ ახალციხის მეორე საჯარო სკოლის

დაწყებითი კლასის პედაგოგი

ნაილი ხითარიშვილი

“წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები”

ილია II

2019 წელი
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

სარჩევი

შესავალი------------------------------------------------------------------------------------ 3

სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხები----------------------------------------- 3

ლიტერატურის მიმოხილვა--------------------------------------------------------------- 6

საკვლევი საკითხის შესწავლა და კვლევის მეთოდები-------------------------------- 9

ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება------------------------------------------- 14

შედეგების ანალიზი------------------------------------------------------------------------ 20

მიგნებები, დასკვნები, რეკომენდაციები------------------------------------------------- 21

გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------------------- 22

დანართი------------------------------------------------------------------------------------- 23

რეფლექსია---------------------------------------------------------------------------------- 31

2
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

შესავალი

აღნიშნული კვლევის ანგარიში ასახავს ჩემ მიერ განხორციელებულ პრაქტიკის კვლევას,


რომელიც ჩავატარე სსიპ ქალაქ ახალციხის მეორე სკოლის I კლასში.

კვლევის საწყის ეტაპზე დირექტორს გავაცანი კვლევის მიზანი და მისგან მივიღე


სკოლაში კვლევის განხორციელების უფლება. ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა
ეთიკის ნორმების შესაბამისად დავგეგმე და წარვმართე,კერძოდ, კვლევის შესახებ
ინფორმირებულნი იყვნენ როგორც მშობლები, ასევე მოსწავლეები.

მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება დამეხმარა იმის განსაზღვრაში, თუ რა


არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დაწყებით კლასებში, ეს გახლავთ - კითხვის
სურვილის ნაკლებობა, დაბალი მოტივაცია, წაკითხულის გააზრების სირთულე.

მოგეხსენებათ დაწყებითი კლასები სწორედ ის ეტაპია, როდესაც უდიდესი


მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სწავლის მიმართ და სწორი
მიმართულების მიცემას.

როგორც აღვნიშნე, კვლევა სსიპ ქალაქ ახალციხის N2 სკოლის პირველ კლასში ჩავატარე.
პირველ სემესტრის ბოლოს მოსწავლეებთან გამოიკვეთა კითხვისადმი დაბალი
მოტივაცია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პრობლემის გადაჭრა .

საკვლევ საკითხად კი გადავწყვიტე ამერჩია თემა, რომელიც გულისხმობს


ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობას დაწყებით კლასებში. პირველი კლასის
მოსწავლეებთან მუშაობა კიდევ უფრო საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი
იყო ჩემთვის.

სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი

პრაქტიკის კვლევის ჩატარება გადავწყვიტე პირველ კლასში, შესაბამისად სამიზნე


ჯგუფია პირველი კლასის მოსწავლეები.
3
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

კლასში სწავლობს18 მოსწავლე. კლასი საშუალო სტატისტიკური მოსწრებისაა, სადაც


მესამედი მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, მეორე მესამედი საშუალო
მონაცემებით, ხოლო მესამე მესამედი ძნელად აღწევს სტანდარტის მოთხოვნებს.

საკვლევი საკითხი მისი აქტუალობიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე შევარჩიე.


მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა,
რომ დაწყებით კლასებში კითხვისადმი სიყვარული და მოტივაცია
პირდაპირპროპორციულად, დადებითად აისახება შემდგომ საფეხურებზე.

კითხვის ძირითადი მიზანი წაკითხულის გაგება, ტექსტის შინაარსის გააზრება,


მიღებული ინფორმაციის შეფასებაა. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან შედეგიანია
„კითხვის ეფექტური მეთოდების“ გამოყენება, ისინი განსაკითრებით მნიშვნელოვანია I-
IIკლასების მოსწავლეთათვის, რომელთაც სწორედ ამ ასაკიდან უყალიბდებათ
მოსმენის, კითხვის და წერის უნარ-ჩვევები. კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენება
საშუალებას იძლევა, მოსწავლემ მიაღწიოს ესგ-ით დასახულ მიზნებსა და შედეგებს.

კითხვის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად , იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ,


ციფრული ტექნოლოგიები ძალიან დიდ როლს თამაშობს როგორც უფროსების
ცხოვრებაში, ასევე სკოლის მოსწავლეების ცხოვრებაშიც. მაშინ, როდესაც არსებობს
კომპიუტერი, ინტერნეტი და ფართო მასშტაბი ვირტუალურ სივრცეში „დასაკარგად“ ,
თითქოს წიგნები ნაკლებ მნიშვნელობას იძენს ყოველდღიურობაში და მას
მომხიბვლელი, ფერადი მონიტორები ანაცვლებს.

იმისათვის, რომ არ მოხდეს წიგნების გვერდზე გადადება და მხოლოდ ციფრული


ტექნოლოგიებით სარგებლობა, აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე მივცეთ
მიმართულება მომავალ თაობას და შევაყვაროთ წიგნის კითხვა.
საინტერესო და მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ როგორ უნდა შევაყვაროთ დაწყებითი
კლასის მოსწავლეებს კითხვა ისე, რომ ეს პროცესი მათთვის საიამოვნო და სასურველი

4
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

იყოს? რა თქმა უნდა, მრავალი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შეგვიძლია ამ


მიზანს მივაღწიოთ. ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთი ჩემი აზრით არის ილუსტრაციებით
გამდიდრებული ტექსტები. ინტერესით წაკითხული ტექტის გააზრება და დამუშავება
კი იმის გარანტია, რომ დრო ფუჭად არ დაგვიკარგავს და ტექსტის კითხვა არ დარჩა
მხოლოდ ცალკეული სიტვების ან წინადადებების კითხვად, არამედ მისგან გავიგეთ
კონკრეტული ამბავი, შესაბამისად გავიაზრეთ ის, რაც წავიკითხეთ.

საკვლევი საკითხიც შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე: ილუსტრირებული წიგნების


მნიშვნელობა პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.

მოგეხსენებათ დაწყებითი კლასები, ეს ის ეტაპია, როდესაც სწავლის სამყაროში დგამს


მოსწავლე ფეხს, შესაბამისად არის ცოტა გაურკვევლობა, უყურადღებობა იქიდან
გამომდინარე, რომ ბაღსა თუ სახლში მათი უმეტესობა არ იყო მიჩვეული ისეთ პროცესს,
როგორიც მერხთან ჯდომა, კითხვა და წაკითხულის გააზრება, შინაარსის გაგებაა.
შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდში იკვეთება პრობლემა - წაკითხული ტექსტის
გააზრების სირთულე. მოსწავლეებს საერთოდ ვერ გამოაქვთ აზრი, დაახლოებით
შეუძლიათ მიხვდნენ წაკითხული ტექტის შინაარსს.

 საინტერესოა თუ რა თამაშობს დიდ როლს ამ სირთულის გადალახვაში?


 შეიძლება თუ არა ეს იყოს ტექსტის მოცულობა?
 არასწორად შერჩეული შრიფტი?
 ილუსტრაციების სიმწირე?

პრაქტიკის კვლევის დაწყებისას დავინტერესდი სწორედ ბოლო ასპექტით და


შესაბამისად განვსაზღვრე კვლევის მიზანი: თუ რა როლი აკისრია ილუსტრაციებს
წაკითხული ტექტის გააზრებაში და როგორ უმარტივებს ის მოსწავლეებს შინაარსის
გაგებას.

5
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

კვლევის დასაწყისში რა თქმა უნდა გამოიკვეთა გარკვეული ჰიპოთეზები, რომლებიც


კვლევის განმავლობაში დადასტურდა, კერძოდ:

 ილუსტრაციები იქცევს მოსწავლეთა ყურადღებას და იწვევს ინტერესს.


 ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა და გააზრება ბევრად უფრო მარტივია
პირველ კლასელებისთვის, ვიდრე არაილუსტრირებულის
 ილუსტრაციები ხელს უწყობს ტექსტში გადმოცემული შინაარსის წარმოსახვას.

ლიტერატურის მიმოხილვა

სურათებიანი წიგნები ბავშვებისთვის პირველი შეხებაა ლიტერატურასთან, ბეჭდურ


სამყაროსთან და ზოგადად წიგნიერებასთან. შესაბამისად, მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ
ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის. ასაკობრივად შესაბამისი წიგნები ხელს
უწყობს ბავშვის მეტყველებისა და კომუნიკაციის, სენსორულ, სოციალურ-ემოციურ და
შემეცნებით განვითარებას, წიგნიერების საწყისი უნარებისა და წიგნის მიმართ
დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

სურათებიანი წიგნები ბავშვებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის ჩვენი


„დიდური“, „სერიოზული“ ლიტერატურა – მოგონილი ამბები, ისტორიები და
ვიზუალები. ადრეულ ასაკში, ანუ დაბადებიდან 8 წლამდე „სერიოზული ლიტერატურა“
სწორედ სურათებიანი წიგნია. მარტივად რომ ვთქვათ, სურათებიანი წიგნი აერთიანებს
სურათსა და ტექსტს. ადრეული ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებების
გათვალისწინებით სურათებიან წიგნებში უმნიშვნელოვანესი ადგილი ილუსტრაციას
უჭირავს, ხოლო ტექსტი შედარებით მცირეა. რაც უფრო პატარებისთვისაა გამიზნული
წიგნი, მით მეტი წონა აქვს ილუსტრაციას, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად
ეტაპობრივად მეტ დატვირთვას იძენს ტექსტი. სურათებიანი წიგნების უმრავლესობა
გამიზნულია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომლებმაც ჯერ კითხვა არ იციან

6
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

(უფროსები უკითხავენ) ან ახალი დაწყებული აქვთ კითხვა. (ანა ჯანელიძე,


„სურათებიანი წიგნების მნიშვნელობა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის“.)

რაც უფრო თვალსაჩინოდ არის გადმოცემული წიგნში მოთხრობილი ამბავი, მისი


წაკითხვაც უფრო უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. ტელევიზიისა და
კომპიუტერის სამყაროში ილუსტრირებულ გამოცემებს გაცილებით უფრო ადვილად
აღიქვამს მკითხველი. ლამაზი და დახვეწილი ილუსტრაციებით დამშვენებული წიგნი
ისე „შემოგეკითხება“ , ვერც მივხვდი. ამიტომ არის საჭირო,რომ რაც შეიძლება მეტი
აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა იყოს მოწოდებული ლამაზი გაფორმებით,
ლამაზი ილუსტრაციებით, ადვილად გასაგები ტექსტებით, რათა მისი აღქმა,
გაცნობიერება, გააზრება არც ერთი კატეგორიის/ასაკის მკითხველს არ გაუჭირდეს და
დაეზაროს. (უცნობი ავტორი „როგორი წიგნები იზიდავს თანამედროვე მკითხველს“)

თანამედროვე სამყაროში ილუსტირებული წიგნების მიმართ ბავშვების ინტერესი განსა-


კუთრებით დიდია, გარდა იმისა, რომ წიგნის ფურცლებზე ვიზუალური ეფექტები ხიბ-
ლავთ, ილუსტრირებულ წიგნებს ბევრად მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ-
თვის.

ფსიქოლოგების აზრით, ილუსტრაციების გამოყენება საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ


ბავშვებს წიგნები ადრეული ასაკიდან შევაყვაროთ.

განათლების ფსიქოლოგი ცვატა ბერძენიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით თავის შე-


ხედულებას გვიზიარებს და ამბობს, რომ "ბავშვი სანამ წერა - კითხვას ისწავლის, სურა-
თების, ნახატების, ილუსტრაციების საშუალებით აღიქვამს ინფორმაციას, წარმოსახვას
ივითარებს და უფრო საინტერესო, მიმზიდველი არის ეს ყველაფერი მისთვის". (უცნობი
ავტორი, „რა გავლენა აქვს ილუსტრაციას ბავშვის ფსიქიკაზე და როგორ უნდა შეარჩიოთ
კარგად ილუსტრირებული წიგნი“)

7
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

გია ბუღაძე, მხატვარი: "ბავშვი ვიზუალით აზროვნებს და მისთვის ილუსტრაციას


გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გია მურღულია, განათლების ექსპერტი: "როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თვალი


სწავლობს ექვსჯერ უკეთესად, ვიდრე ყურიო. ბუნებრივია, წიგნის წაკითხვისას
ილუსტრაცია ყოველთვის ამდიდრებს წაკითხულის შთაბეჭდილებას. ფერადი
ილუსტრაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასის ბავშვებისათვის,
რომელთა წარმოდგენები სამყაროზე, ადამიანებსა და ურთიერთობებზე ყალიბდება
სწორედ ამ ასაკში. როდესაც წიგნი სავსეა შემეცნებითი ილუსტრაციებით, ეს
ყოველთვის საგულისხმოა და კარგია. (თორნიკე ყაჯრიშვილი, „ილუსტრაცია
ყოველთვის ამდიდრებს წაკითხულის შთაბეჭდილებას“)

ახალგაზრდა მკითხველებისთვის დასურათებული წიგნები მნიშვნელოვანია ისეთი


უნარის განსავითარებლად, როგორიცაა „თუ როგორ ვისწავლოთ კითხვა“.
ილუსტრირებული წიგნები პატარა ასაკის მკითხველებში ასევე ხელს უწყობს ისეთი
უნარების განვითარებას, როგორიცაა:

 ენობრივი უნარ-ჩვევები - დასურათებული წიგნის კითხვისას საკლასო ოთახსა


თუ სახლში, მოსწავლეებს შეუძლიათ განასახიერონ კონკრეტული პერსონაჟები,
ამასობაში კი უფროსები უხსნიან მათთვის უცნობ/ნაკლებად გასაგებ სიტყვებს.
ტექსტის მოსმენასთან ერთად იგივე შინაარსის ნახატის დანახვა აადვილებს
სწრაფ აღქმას და გააზრებას.
 ვიზუალური აზროვნების ინსპირაცია - თუკი ბავშვებისთვის წაკითხული
ტექსტი გასაგებად რთულია, ნახატები დამხმარე როლს ირგებენ და უმარტივებენ
მათ შინაარსის გაგებას.
 ჩართულობის გაზრდა - დასურათებული წიგნები მშობლებს, მასწავლებლებს და
მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ყურადღება გამახვილდეს არა მარტო ტექსტზე,

8
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

არამედ ილუსტრაციებსა და უცხო სიტყვებზე, რაც ზრდის მკითხველის და


მსმენელის ჩართულობას.

როგორც ნებისმიერი გამოცდილება ბავშებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია წავახალისოთ


მათი სურვილი და მივცეთ საშუალება იკითხონ ისეთი ტიპის წიგნები, რომლებიც მათ
სიამოვნებას ანიჭებთ, მაგ: კომიქსები, ლექსები, ნოველები და ა.შ. (Unknown author, “ The
benefits of picture books for building reading skills”)

დასურათებული წიგნები წამახალისებელია განსხვავებული ასაკის მკითხველებს შორის


კონტაქტისთვის. წიგნის კითხვის დროს ორი განსხვავებული თაობის წარმომადგენელი
საუბრობს და განიხილას როგორც ტექსტის შინაარსს, ასევე ილუსტრაციების
მნიშვნელობასა და კავშირს ტექსტთან, ეს კი ხელს უწყობს კომუნიკაციას. (Debbie
Ridpath, “Why picture books are important”)

საკვლევი საკითხის შესწავლა და კვლევის მეთოდები

აქტივობა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
კვი კვი კვი კვი კვი კვი კვი კვი კვი კვი კვი კვი კვი
რა რა რა რა რა რა რა რა რა რა რა რა რა

1 პრობლემის X
იდენტიფიც
ირება

2 კვლევის X
გეგმის
შემუშავება

3 მოსწავლეთა X X
ინტერვიუ

9
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

4 მშობელთა X X
ანკეტირება

5 მონაცემების X X
ანალიზი

6 ინტრევენციე X
ბის
შემუშავება

7 ინტერვენციე X X X X X X X
ბის
განხორციელ
ება

8 ინტერვენციე X
ბის შეფასება
და ანალიზი

9 პრეზენტაცი X

კოლეგებთან
გაზიარება

კვლევის მიზანი იყო გამეგო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ილუსტრაციებს დაწყებითი


კლასის მოსწავლეებში, კერძოდ ქ. ახალციხის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასელებში.

საკითხის შესწავლის მიზნით, გამოვიყენე, როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი


მეთოდები. ორივე მეთოდის გამოყენებამ, საშუალება მომცა, მაქსიმალურად ობიექტური
ყოფილიყო კვლევის მსვლელობაც და შედეგებიც.
თვისებრივი კვლევის მეთოდად გამოვიყენე დაკვირვება და ფოკუს ჯგუფი.
10
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად კი კითხვარი, რომელიც გულისხმობდა ღია


კითხვას და მონაცემთა ანალიზი.

კვლევის განხორციელებისას რაიმე შეზღუდვა არ მქონია, რაც იმოქმედებდა ჩემი


კვლევის ხარისხზე.

საკვლევი საკითხის შესწავლის მიზნით დავაკვირდი მოსწავლეებს სასწავლო წლის


განმავლობაში , კერძოდ: როგორც სასკოლო, ასევე კლასგარეშე საკითხავი წიგნების
კითხვისას ვაკვირდებოდი მათ ემოციას, ინტერესს და მოტივაციას, თუ რა ტიპის
წიგნებს კითხულობდნენ დიდი მონდომებით.

დაკვირვების შედეგად და საკვლევ თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის


გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა თითქმის სრული უმრავლესობა
უპირატესობას ანიჭებდა ილუსტრირებულ, ფერად წიგნებს, თუმცა იმისათვის, რომ ეს
დაკვირვება და შედეგები სუბიექტური არ ყოფილიყო , გადავწყვიტე ფოკუს ჯგუფის, ამ
შემთხვევაში სამიზნე პირველი კლასისათვის შემეთავაზებინა 2 ტიპის წიგნები და მათ
აერჩიათ თუ რომლის წაკითხვა ერჩივნათ. კერძოდ, მოსწავლეებს მასწვალებლის
მაგიდაზე დავახვედრე წიგნების 2 მწკრივი, ერთი - ილუსტრირებული,ფერადი, ხოლო
მეორე ილუსტრაციების გარეშე. მოსწავლეებს ვუთხარი რომ სათითაოდ
გამოსულიყვნენ, აერჩიათ ერთი წიგნი, რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავდნენ(რა თქმა
უნდა ყურადღება არ გამიმახვილებია მათთვის იმაზე, თუ რა ნიშნის მიხედვით მქონდა
წიგნები 2 მწკრივად განლაგებული).

ფოკუსჯგუფის ჩატარების შედეგად მივიღე შემდეგი მონაცემები:

კლასში მყოფი 18მოსწავლიდან 16-მა მოსწავლემ აირჩია ნახატებით გაფორმებული


წიგნი, ხოლო 2-მა ნახატების გარეშე წიგნზე შეაჩერა არჩევანი.

11
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

როგორ წიგნს მიანიჭეს მოსწავლეებმა


უპირატესობა?

ილუსტრირებულს
არაილუსტრირებულს

თავდაპირველი ჰიპოთეზა, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ილუსტრირებული


წიგნები უფრო მოსწონთ, ვიდრე მის გარეშე , შეიძლება ითქვას, რომ გამართლდა,
თუმცა იმისათვის, რომ გამერკვია ნამდვილად ამ ნიშნის მიხედვით გააკეთეს თუ არა
მათ არჩევანი გადავწყვიტე დამესვა მატთვის ღია კითხვა: - „რატომ აირჩიეთ ეს წიგნი?“

მოსწავლეებმა, რომლებმაც აირჩიეს ნახატებით გაფორმებული წიგნები მიპასუხეს


შემდეგი ფრაზები (გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას):
- „ეს წიგნი უფრო ლამაზია ფერადი და ამიტომ მომეწონა“
- „ამ წიგნის ფერები ძალიან ნათელია სულ მინდა რომ ვუყურო ამიტომ ავირჩიე“
- „მე ნახატიანი წიგნები მიყვარს და ამიტომ“
- „ნახატიანი წიგნების კითხვა უფრო მიხარია , იმიტომ, რომ ადვილად ვგებულობ
შინაარსს.“

ხოლო იმ ორმა მოსწავლემ, რომლებმაც არჩევანი არაილუსტრირებულ წიგნებზე


გააკეთეს შემდეგი პასუხები გამცეს:

12
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

- „არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა, რომელ წიგნს ავირჩევდი, ყველანაირი წიგნის


კითხვა მიყვარს“
- „მირჩევნია წიგნი ნახატების გარეშე იყოს და მე წარმოვიდგინო ვინ როგორ
გამოიყურება“

ასევე, ჩავატარე მშობელთა გამოკითხვა ანკეტების(დანართი 2) საშუალებით და შედეგს


წარმოგიდგენთ სვეტოვანი დიაგრამის სახით.

9
8
7
6
5
4
აქტიურად
3
ნაწილობრივ
2
არ ვარ ჩართული
1
0
რამდენად
ჩართული ხართ
შვილის
სასკოლო
ცხოვრებაში

13
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

8
7
6
5
4
3 ყოველდღე
2 იშვიათად
1 არასდროს
0
რა სიხშირით
გამოხატავს
თქვენი შვილი
ინტერესს, რომ
წაუკითხოთ
წიგნები?

10
9
8
7
6
5
4 ილუსტრირებული
3 არაილუსტრირებული
2 ორივე მათგანს
1
0
რა ტიპის
წიგნების
წაკითხვას
გთხოვენ
შვილები?

ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება

კვლევის შედეგების ანალიზმა, რომ პირველ კლასელთა აზროვნება ჯერ კიდევ მაინც
ხატოვანია, მათთვის მნიშვნელოვანია ფერები, ფიგურები და ის ემოციური კავშირი,
14
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

რომელსაც ილუსტრაციები აღძრავს და სწორედ მათი გამოყენება იწვევს ინტერესს,


გაიგონ თუ რა წერია ტექსტის სახით.

სხვადასხვა თეორიული ნაშრომის გაცნობის , დაკვირვების და გაანალიზებულ შედეგზე


დაყრდნობით დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:
მოვახდინე საგაკვეთილო პროცესის დეტალური გაანალიზება და დავიწყე გაკვეთილის
დაგეგმვა ახალი, ისეთი სტრატეგიით, რომელიც ეფექტური იქნებოდა წამოჭრილი
საკითხის გადასაჭრელად.

აქცენტი გადავიტანე ისეთი აქტივობების დაგეგმვა განხორციელებაზე, რომელიც


დაგვეხმარებოდა როგორც მე, ისე კლასს ტექსტების ხალისით წაკითხვასა და
გაანალიზებაში, კერძოდ:

 ელექტრონული წიგნი - მისი შექმნა მოხდა ჩემ მიერ და მოსწავლეებში ძალიან


დიდი ინტერესი გამოიწვია, დიდი ხალისით და მონდომებით კითხულობდნენ
მას, ვინაიდან მოსწონდათ მოძრავი, ფერადი ანიმაციები და უადვილდებოდათ
წაკითხულის გაგება.
 დიორამა - კლასის საათზე მშობელთა ჩართულობით ვქმნიდით დიორამებს,
რომელიც გულისხმობს სამგანზომილებიან სიუჟეტებს. მის შექმნაში
მონაწილეობა მოსწავლეებმა დიდი სიხარულით მიიღეს.
 დიდი წიგნი - ჩემი და მოსწავლეების ერთობლივი მუშაობით ვქმნიდით დიდ,
ადაპტირებულ წიგნებს, რომელიც გულისხმობს ნახატებით გაფორმებულ
ტექსტის მოკლე შინაარსს.
 G-PRIED წიგნები - აქტიურად ვიყენებთ საკავეთილო პროცესში. ასევე კლასში
გვაქვს მინი ბიბლიოთეკა, რომელიც შექმნილია G-PRIED-ის წიგნებით.
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ამ წიგნების კითხვა, ვინაიდან ისინი
გამოირჩევნიან ბევრი ფერადი ილუსტრაციებით. ასევე მის ელექტრონულ

15
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

ვერსიებს (პორტალზე „კარგი სკოლა“) მშობლები და ბავშვები ერთად ეცნობიან


სახლში.

შევეცადე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში გადმომეტანა მოსწავლეზე ორიენტირებული


სწავლების ძირითადი პრინციპები პოზიტიური გარემოს შესაქმნელად, კერძოდ:
მოდელირება, სიტუაციის პერიოდული მიმოხილვა, დისკუსიები, თანამშრომლობითი
სწავლება.

გადავწყვიტე შემერჩია ის კონკრეტული და ეფექტური სტრატეგია, რომელიც


გადაჭრიდა პრობლემას და როგორც მე, ისე მოსწავლეები კმაყოფილები იქნებოდნენ
შედეგით. შემოგთავაზებთ ამ კონკრეტული სტრატეგიის არსს და შედეგს.

მე და ჩემმა მოსწვალეებმა შევქმენით ადაპტირებული წიგნი, კერძოდ : ი. გოგებაშვილის


„ცრუ“,და „ყველაზე ლამაზი დედიკო“ -ს ტექსტის ერთობლივად წაკითხვის შემდეგ
შევქმენით ელექტრონული ვერსია და დიდი წიგნი, რომელიც შინაარსის შესაბამისი
ნახატებით იყო გაფორმებული . ასევე მშობლების ჩართულობით შევქმენით დიორამები
- შარლ პეროს ,,წითელქუდა“ (დანართი 1)

წიგნების მიმართ ინტერესი და მათ შექმნაში ჩართულობის სურვილი ძალიან დიდი


იყო. ვინაიდან ამყველაფერს პრაქტიკულად, ერთად ვაკეთებდით.მოსწავლეებთან
შეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ტექსტი, რომელიც წაკითხვის შედეგად
იქნებოდა შედარებით რთულად გასაგები, ერთობლივად გაგვერჩია კლასში, მისი
შინაარსის შესაბამისი ნახატები დაგვეხატა დაფაზე, რომელში მონაწილეობასაც ყველა
მოსწავლე მიიღებდა და დახატავდა თუნდაც ერთ პატარა, მაგრამ ტექსტისთვის ერთობ
მნიშვნელოვან დეტალს.ამ სტრატეგიას დიდი სიხარულით შეხვდა კვლევის ყველა
მონაწილე მოსწავლე.

ამ მეთოდით ქართული ენის გაკვეთილებს ვატარებდი თითქმის ორი თვის


განმავლობაში, თუმცა გარკვეული ინტერვალებით, კერძოდ 1 კვირის განმავლობაში
16
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

პროგრამით გათვალისწინებულ ტექსტებს სტანდარტულად ვკითხულობდით და


ვმსჯელობდით , ხოლო მომდევნო 1 კვირის ტექსტებს ვკითხულობდით და ვქმნიდით
ილუსტრაციებს. სწორედ ამ მონაცვლეობამ მომცა საშუალება საბოლოოდ
დავრწმუნებულიყავი ინტერვენციის და დასმული საკითხის ეფექტურობაში.

მოსწავლეთა დამოკიდებულების ცვლილება აშკარა იყო შემდეგი მიმართულებით:

ისინი სიხარულით და დიდი მონდომებით ელოდებოდნენ იმ კვირას, რომლის


განმავლობაშიც უნდა შეგვექმნა ილუსტრაციები და წაკითხული ტექსტის გააზრება
ილუსტრაციების მიხედვით უნდა მოგვეხდინა.

ამ ცვლილების ახსნა ძალიან მარტივად შეიძლება: მოსწავლეების ყურადღებას ფერადი,


ლამაზი ნახატები იქცევს და შესაბამისად ინტერესდებიან ტექსტის შინაარსითაც, რათა
ზედმიწევნით სწორად დახატონ და ასახონ მასში გადმოცემული აზრი.

ასევე, გადავწყვიტე, რომ ექსპერიმენტი, რომელიც კვლევის დასაწყისში გამოვიყენე,


კვლავ ჩამეტარებინა და ინტერვენციის განხორციელების დროს ისევ შევიტანე იგივე
პრინციპით დალაგებული წიგნების 2 მწკრივი კლასში და ვთხოვე მოსწავლეებს
სათითაოდ გამოსულიყვნენ და აერჩიათ მათთვის სასურველი წიგნი, რომელსაც
სიამოვნებით წაიკითხავდნენ. აღმოჩნდა, რომ 18 მოსწავლიდან 5 მოსწავლემ კვლავ
ილუსტრირებულ წიგნებზე გააკეთა არჩევანი, 1 მოსწავლემ , რომელმაც კვლევის საწყის
ეტაპზეც არაილუსტრირებული წიგნი არჩია კვლავ იგივე არჩევანი გააკეთა,
დარჩენილმა 12 მოსწავლემ კი აიღო 2-2 წიგნი, როგორც ილუსტრირებული, ასევე
არაილუსტრირებული. ბოლო ფაქტმა მოლოდინს გადააჭარბა და გადავწყვიტე კვლავ
დამესვა კითხვა -„რატომ აირჩიეთ ეს წიგნი?“ . რა თქმა უნდა ყველა მოსწავლის პასუხი
მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, თუმცა განსაკუთრებით მაინტერესებდა იმ 12 მოსწავლის
პასუხი, რომლებმაც ორივე წიგნის წაკითხვა გადაწყვიტეს.

17
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

როგორ წიგნს მიანიჭეს მოსწავლეებმა


უპირატესობა?

ილუსტრირებულს
ილუსტრაციის გარეშე
ორივე მათგანს

პასუხების შედეგად აღმოჩნდა, რომ ზემოთ აღნიშნული 12 მოსწავლესთვის ორივე


წიგნი საინტერესო იყო წასაკითხად, რადგან ერთი ისედაც ილუსტრირებული და
მიმზიდველი იყო , ხოლო მეორე, რომელიც არ იყო დასურათებული, შეეძლოთ თვითონ
დაესურათებინათ და გაუმარტივდებოდათ შინაარსის გაგება.

ასევე განმეორებით ჩავატარე მშობელთა ანკეტირება იგივე კითხვარის გამოყენებით,


რათა გამეგო შეინიშნებოდა თუ არა რაიმე ცვლილება კითხვისადმი
დამოკიდებულებაში.

18
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

12

10

6
აქტიურად
4
ნაწილობრივ
2 არ ვარ ჩართული

0
რამდენად
ჩართული
ხართ შვილის
სასკოლო
ცხოვრებაში

12

10

4 ყოველდღე
იშვიათად
2
არასდროს
0
რა სიხშირით
გამოხატავს
თქვენი შვილი
ინტერესს, რომ
წაუკითხოთ
წიგნები?

19
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

12

10

6
ილუსტრირებული
4
არაილუსტრირებული
2 ორივე მათგანს

0
რა ტიპის
წიგნების
წაკითხვას
გთხოვენ
შვილები?

შედეგების ანალიზი

ინტერვენციის შეფასების მიზნით და ეფექტურობის განსასაზღვრად ვაწარმოე


ჩართული დაკვირვება საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას და განმეორებით
ჩავატარე ექსპერიმენტი ილუსტრირებულ და არაილუსტრირებულ წიგნებზე.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ დიდი მოტივაცია და სურვილი წიგნის


წაკითხვის და საჭიროების შემთხვევაში მისი დასურათების.
ხოლო განმეორებითმა ექსპერიმენტმა კი ნათლად დამანახა შემდეგი რამ:
მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად განსაზღვროს ინტერვენციის გზა და მისი
ეფექტურობა გარანტირებულია.

კვლევის ფარგლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა აჩვენა, რომ ნახატი/ილუსტრაცია - ეს


არის ის ხატოვანი წარმოდგენა, რომელიც დამხმარე საშუალებას წარმოადგენს
დაწყებით კლასებში შინაარსის გასაგებად.

20
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

რაც უფრო მეტი ფერადი, შინაარსის შესაბამისი ნახატი იქნება გამოყენებული ტექსტში,
მოსწავლეთა ინტერესი მით უფრო დიდი იქნება და ექნებათ მოტივაცია გაეცნონ ტექსტს
და გაიაზრონ ის.

როგორც ინტერვენციის განხორციელების შემდეგ მიღებულმა შედეგმა აჩვენა,


ეფექტურია იმ ხერხის გამოყენება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე გამოვიყენე.
კერძოდ, მოსწავლეებში გაიღვიძა/გამძაფრდა სურვილი კითხვისა და ისინი დიდი
მონდომებით ელოდებოდნენ ყოველ იმ კვირას, რათა ერთად დაგვესურათებინა
შინაარსი და გაგვეანალიზებინა ტექსტი.

ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ რამდენიმე მოსწავლის მშობელმა გამოხატა


კმაყოფილება და აღნიშნა ჩემთან საუბარში პროგრესის შესახებ, კერძოდ : მათი
ნათქვამის მიხედვით, მოსწავლეები უწინდელივით აღარ აპროტესტებდნენ ტექსტის
წაკითხვას და პირიქით, უნდოდათ, რომ პირველი სწორედ ქართული ენა
მოემზადებნათ.ხოლო მშობელთა ნაწილმა აღნიშნა, რომ მათი შვილები დიდი
ინტერესით ითხოვენ და კითხულობენ კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას.

ეს ფაქტი რა თქმა უნდა ინტერვენციის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

მიგნებები, დასკვნები, რეკომენდაციები

მიგნებებსა და დასკვნებს მეტ-ნაკლებად ზემოთ მითითებულ ტექსტში შევეხე, თუმცა


მინდა უფრო დავაკონკრეტო ისინი.

წიგნის კითხვის კულტურა და სიყვარული ადრეულ ასაკშივე უნდა იქნას


ხელშეწყობილი, რათა თავიდან ავირიდოთ შემდგომში კითხვასთან დაკავშირებული
პრობლემები.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარია იმ სტრატეგიებს მივაგნოთ,


რომლებიც დაგვეხმარება მოზარდებთან თანამშრომლობაში და სწორი მიმართულების

21
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

მიცემაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა


მასწავლებლის და მშობლების გვერდით დგომა მოსწავლეებისთვის და მათთვის
მოსახერხებელი/მისაღები//საინტერესო მეთოდის შეთავაზება, რომელმაც მოტივაცია
მისცა მოსწავლეებს წაეკითხათ ტექსტი და გამოეტანათ შინაარსი.

რეკომენდაციის სახით მინდა თითოეულმა მასწავლებელმა გაითვალისწინოს ყველა


მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობა, ინტერესი და სწორედ ამ ფაქტორების
გათვალისწინების შედეგად დაგეგმოს/განახორციელოს ინტერვენცია.

მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვინც პრობლემას აწყდება მოზარდებთან


კითხვის პროცესში, ვურჩევდი, რომ მოსწავლეებს კითხვის პროცესი არ უქციონ
მტანჯველ რუტინად, პირიქით, ეცადონ სხვადასხვა ხერხების გამოყენებით ის
შემოქმედებითად აქციონ და აუცილებლად იყვნენ ჩართულნი მოზარდებთან ერთად ამ
პროცესში.

ჩართულობა დაანახებს მოსწავლეებს, რომ ეს მნიშვნელოვანი/საჭიროა და შესაბამისად


სურვილი, რომ თვითონაც დაინტერესდნენ კითხვით უფრო გაიზრდება.

თუკი მოსწავლეს უჭირს ტექსტის გააზრება, ვურჩევ ყველა მშობელს, მასწავლებელს,


დამხმარეს , რომ ერთად წაიკითხონ ტექსტი, ისაუბრონ მის შინაარსზე, შინაარსი
გადაიტანონ ფურცელზე შესაბამისი ნახატების სახით, შექმნან ელექტრონული წიგნები,
დიორამები, კომიქსები რაც უფრო სახალისოს და სასურველს გახდის კითხვის პროცესს.

გამოყენებული ლიტერატურა

 უცნობი ავტორი, „როგორი წიგნები იზიდავს თანამედროვე მკითხველს“


https://www.mshoblebi.ge/ganathleba/siakhleebi/1641-rogori-tsignebi-izidavs-
thanamedrove-mkithkhvels-specialistebi-akhali-thaobis-proeqts-amzadeben.html)

22
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

 უცნობი ავტორი, „რა გავლენა აქვს ილუსტრაციას ბავშვის ფსიქიკაზე და როგორ


უნდა შეარჩიოთ კარგად ილუსტრირებული წიგნი“
https://www.ambebi.ge/article/210428-ra-gavlena-aqvs-ilustracias-bavshvis-fsiqikaze-da-
rogor-unda-shearchioth-kargad-ilustrirebuli-tsigni/
 ყაჯრიშვილი თორნიკე, „ილუსტრაცია ყოველთვის ამდიდრებს წაკითხულის
შთაბეჭდილებას“
(https://www.kvirispalitra.ge/public/24393-qilustracia-yovelthvis-amdidrebs-
tsakithkhulis-shthabetcdilebasq.html
 ჯანელიძე ანა, „სურათებიანი წიგნების მნიშვნელობა ადრეული ასაკის
ბავშვებისთვის“. ელექტრონული ჟურნალი „მასწავლებელი“
http://mastsavlebeli.ge/?p=19152&fbclid=IwAR3CUmIQL2ZbphX1WBDpCP3r-
odp7gf077nHnhZvLe-z2ifnrKeWTlBNXcE
 http://kargiskola.ge/parental/parental_resursi_mshoblebistvis.php
 Ridpath Debbie, “Why picture books are important”
http://inkygirl.com/inkygirl-main/2013/11/7/why-picture-books-are-important.html
 Unknown author, “ The benefits of picture books for building reading skills”
https://www.ebsco.com/blog/article/seeing-is-believing-the-benefits-of-picture-books-
for-building-reading-skil

დანართი

1.
ელექტრონული წიგნი - ყველაზე ლამაზი დედიკო
https://nailixitarishvili.weebly.com/4327430943084314430443104308-431443044315430443104312-
430743084307431243134317.html

23
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

დიორამები

24
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

25
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

26
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

დიდი წიგნი (ადაპტირებული)

27
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

28
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

29
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

2.

მშობელთა გამოკითხვის ანკეტა

თარიღი ______________________________
მოსწავლე ____________________________
მშობელი_____________________________

ჩემ მიერ განსახორციელებელი კვლევის თემაა - „ილუსტრირებული წიგნების


მნიშვნელობა I კლასის მოსწავლეებისთვის“ , კვლევასთან დაკავშირებით გთხოვთ,
გულწრფელად უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს, ვინაიდან, ყოველივე ეს
ხორციელდება მოსწავლის სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისათვის.

1. რამდენად ჩართული ხართ შვილის სასკოლო ცხოვრებაში?


ა) აქტიურად
ბ) ნაწილობრივ
გ) არ ვარ ჩართული
2. რა სიხშირით გამოხატავს თქვენი შვილი ინტერესს, რომ წაუკითხოთ
წიგნები?
ა) ყოველთვის
ბ) იშვიათად
გ) არასოდეს
3. რა ტიპის წიგნების წაკითხვას გთხოვთ თქვენი შვილი?
ა) ილუსტრირებული
ბ) არაილუსტრირებული
გ) ორივე მათგანს

მკვლევარი მასწავლებელი: ნაილი ხითარიშვილი

30
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

რეფლექსია

თემა : „ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობაI კლასში“


მასწავლებელი: ნაილი ხითარიშვილი

ვფიქრობ, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ძალიან კარგი გამოცდილებაა,


როგორც მკვლევარი მასწავლებლისთვის, ასევე ჩემი კოლეგებისა და
მოსწავლეებისთვის, ვინაიდან მიღებული შედეგების გენერალიზება ხელს
უწყობს სწავლასწავლების პროცესს და დაეხმარება მასწავლებლებს სხვადასხვა
მეთოდის გამოყენებაში, სირთულეების დაძლევაში.

აღნიშნული კვლევა განვახორციელე სსიპ ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლის


პირველ კლასში. კვლევის მიზანი კი იყო გამეგო, თუ რამდენად მნიშვნელოვან
როლს თამაშობს ილუსტრირებული წიგნები ტექსტის წაკითხვა გააზრებაში.
კვლევისას გამოვიყენე, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები(ღია
კითხვები, ფოკუს ჯგუფები).
კვლევის მსვლელობისას რაიმე ტიპის წინააღმდეგობა არ მქონია და მშვიდ
ვითარებაში მიმდინარეობდა ის.
კვლევის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩემ მიერ დასახელებული ჰიპოთეზა :
„ილუსტრირებული წიგნები დიდ როლს თამაშობს მოსწავლეებში, ის მოტივაციას
აძლევს მათ წაიკითხონ წიგნები და ეხმარება უფრო მარტივად გაიაზრონ
შინაარსი“ გამართლდა.
კვლევის დასრულების შემდეგ დაწყებითი კლასების კათედრას გავაცანი კვლევის
განხორციელების ეტაპები, მეთოდები, შედეგები. მათ მოისმინეს ჩემი
რეკომენდაციები, თუ როგორ, რა ხერხით შეიძლება გავხადოთ კითხვა
სასურველი და მისი შინაარსის გაგება/გააზრება იყოს მარტივი მოსწავლეთათვის.
31
ილუსტრირებული წიგნების მნიშვნელობა I კლასის
მოსწავლეებისთვის

კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და


აღნიშნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გაითვალისწინებენ ჩემს
რეკომენდაციებს.
ჩემთვის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა პირველი გახლავთ. მართალია, მისი
დაგეგმვა განხორციელება შრომატევადი იყო, თუმცა იმდენად დიდი
გამოცდილება მომცა, რომ ვფიქრობ მომავალ სასწავლო წელსაც განვახორციელო
ის და ვეცადო მისი შედეგების გათვალისწინებით კიდევ მრავალი გამოწვევა
დავძლიო. მიღებული გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება მიზნის
მიღწევაში.

32

You might also like