You are on page 1of 2

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს რომ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა არაფერს

არ გვაძლევს.

მე ვარ 13 წლის ნიკა რომელსაც არ შეუძლია ზრდასრულ ადამიანისთვის რამის


სწავლება მაგრამ შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი აზრი თუნდაც იმ პატარა 13 წელიდან რაც
მიცხოვრია, მინახავს და გამიგონია .ბავშვები და მოზარდები სვამენ, მათი აზრით,
სამართლიან შეკითხვებს-რატომ უნდა წავიკითხოთ? რა იქნება, თუ არ წავიკითხავთ? და
თუ გაგიჩდათ კითხვა საიდან ვიცი , მე ხომ ბავშვი ვარ.

ბავშვები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ დროს.ძვირფას დროს, რომელიც


უშურველად შეიძლება დახარჯონ კომპიუტერულ თამაშებზე, სხვა გასართობზე, ოღონდ
არა კითხვაზე. ყოველთვის არსებობდა ხალხი, რომელიც კითხულობდა და პირიქით,
არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს კითხულობდნენ.ნორმალურ ვითარებაში
უწიგნური კაცი იოლად ცხოვრობს. უწიგნური კაცის ქვეყანას განვითარებული ქვეყანა
ჰქვია.თუმცა გაუნათლებელი ადამიანი ბევრს ვერაფერს მიაღწევს.მხატვრული
ლიტერატურა იძლევა განათლებას.მხატვრული, გამოგონილი სამყარო, გაცილებით
უფრო ნამდვილია, ვიდრე ცხოვრებაეს ჯერ კიდევ არისტოტელემ აღმოაჩინა, რომელმაც
თქვა, რომ ლიტერატურაში მოვლენები ხდება აუცილებლობით ან მაღალი ალბათობით,
ხოლო ცხოვრებაში კი-შემთხვევითობით. ლიტერატურას პრაქტიკული სარგებლობა არ
მოაქვს. ის ადამიანთა კეთილდღეობას არაფერს მატებს, მისი მეშვეობით ადამიანების
მატერიალური ცხოვრება უფრო იოლი, სასიამოვნო და კომფორტული არ ხდება.
ლიტერატურა სწორედ იმისათვის არსებობს, რომ ინტერესებმა, მიზნებმა არ
დაგვავიწყოს და დაგვაკარგვინოს საკუთარი თავი, საკუთარი სული.წიგნი ჩვენს თავთან
გვაბრუნებს და საკუთარი პიროვნული სახის პოვნას შეგვაძლებინებს, შინაგანად
გვათავისუფლებს, მისი კითხვა მომაბეზრებელი და მტანჯველი პროცესი არ უნდა იყოს.
მეც ჯერ კიდევ პატარა ვარ და კარგად ვერ ვხდები თუ რა შეიძლება მოგვცეს წიგნის
კიხვამ , მაგრამ პირადი გამოცდილებით ვხდები რომ წიგნი გეხმარება იყო სამართლიანი.
ნაკითხი ადამიანი არასდროს არ დაადგება არასწორ გზას და არ დაეცემა ზარმაცი
უსარგებლო არსების დონეზე. ბევრ გამოჩენილ პიროვნებას უსაბრია ამ თემაზე .

გურამ დოჩანაშვილი ამბობს: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ


ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”რაც მართალია,
არამარტო წიგნის თუნდაც მოთხრობის , იგავ-არაკის წაკითხვა და გაცნობიერება გხდის
სულიერად უფრო მაღალ ადამიანს , გემატება შეგნება და გამოცდიოება. ყველაფრიდან
შეიძლება გამოიტანო და ნახო მისი მორალი.თითქოს დროის უაზრო კარგვაა, თუმცა
ლიტერატურა უნიკალური დროის მზოგავია – კითხვის მეშვეობით შეგვიძლია
განვიცადოთ და შევიგრძნოთ რიგი ემოციებისა და შემთხვევებისა რომელიც რეალურ
ცხოვრებაში წლებს, საუკუნეებსა და ათასწლეულებს მოანდომებდა რომ მომხდარიყო.
ლიტერატურა რეალობის უძლიერესი სიმულატორია – მანქანა, რომელიც უსასრულოდ
მეტი სიტუაციის განცდის საშუალებას გაძლევს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში შეძლებდი.
ჩემთვის ყველაზე ადვილად და საინტერსოდ წასაკითი არის იგავ-არაკი და მინდა
ვისაუბრო მასზე.

იგავ-არაკებში ალეგორიულად წარმოჩენილია ადამიანის ბუნება, მისი ზნეობრივი სახე,


მისი დამოკიდებულება მარადიულ და წარმავალ ღირებულებებთან დარწმუნებული
მასში ბევრად დიდი აზრი დევს ვიდერე ზოგიერთს გონია. რატომ უნდა ვიკითხოთ?
იმიტომ,რომ როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ
მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ
გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განცვიფრებული რჩები. პირადად მე ბევრი რამ
გავითვალისწინე წიგნის პერსონაჟების ცხოვრებიდან. რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა
საკუთარ შეცდომებზე, როდესაც შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟის დაშვებული
შეცდომა აღარ გავიმეოროთ. რა თქმა უნდა, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სანამ საკუთარ
თავზე არ გამოცდი ვერ მიხვდებიო ამბობენ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ამ
ფრაზასაც ხშირად მოაყოლებენ ხოლმე. მე სწორედ ამ უკანასკნელის მომხრე ვარ,
ვცადოთ პერსონაჟების შეცდომების გათავისება და გამოსწორება რეალურ ცხოვრებაში.
მე ამით დავამთავრე , ალბათ 5 წლის შემდეგ რომ დავწერო უფრო ვრცლად და
გაცილებით უკეთესად ვისაუბრებდი, მაგრამ ეხლა მიწევს და ვეცადე რომ რაც მქონდა
ნანახი, გაგონილი, მოსმენილი გადმომეტანა ამ ტექსტში.

მადლობს ყურადღებისთვის

You might also like