You are on page 1of 5

რუხ ჩრდილებს შორის

რუტა სეპეტისი

2017-01-20

1
რუტა სეპეტისი

ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა

რედაქტორი თეა ბარამაშვილი

2
კორექტორები: ნატალია ჩიმაკაძე, ლიკა თავართქილაძე
პასუხისმგებელი რედაქტორი ნატალია ახვლედიანი
პროექტის მენეჯერი თინათინ ფეიქრიშვილი
დიზაინერი გიორგი ლეჟავა
კომპიუტერული უზრუნველყოფა ლევან ლაცაბიძე

Originally published in English As Between shades of gray by Ruta Sepetys


Text copyright © 2011 by Ruta Sepetys
This edition published by arrangement withPhilomel Books, an imprint of
Penguin Young Readers Group, a division of Penguin Random House LLC.
All rights reserved

© გამომცემლობა პალიტრა L, 2016


ყველა უფლება დაცულია

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ. 49

238-38-71
book@palitra.ge
www.palitral.ge

რას ფიქრობს Liberteens ამ წიგნზე?


Liberteens თინეიჯერების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში
თანამედროვე, პოპულარულ უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა
პალიტრა L ქართულ ენაზე გამოსცემს.

რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ სწორედ მათი არჩეული წიგნია.

ვფიქრობ, რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ ერთ-ერთი გამორჩეული და


ჰუმანური ნაწარმოებია Liberteens-ის წიგნებს შორის. ავტორმა შთამბეჭდავად
აღწერა საბჭოთა კავშირის პოლიტიკის მსხვერპლი ოჯახის ისტორია. დასამახსოვრებელი
პერსონაჟებითა და მძაფრი, ღრმა ემოციური სიუჟეტით ნაწარმოები გულგრილს არცერთი
თაობის მკითხველს არ დატოვებს.

თაკო ახალაძე, 18 წლის

„რუხ ჩრდილებს შორის“ ის წიგნი აღმოჩნდა, რომლის კითხვისას, რომ იტყვიან,


სუნთქვა შემეკრა. ეს არის წიგნი მებრძოლ გოგონაზე, რომელიც მზადაა, ოჯახისთვის
თავი გაწიროს და იარაღად საკუთარი ნიჭი გამოიყენოს − ლინა ხომ ხელოვანია?!
როგორია უხეში ძალის წინაშე დარჩენილი უდანაშაულო ადამიანის ბედი? ეს წიგნი
ამაზე დაგაფიქრებთ. კითხვისას ბევრჯერ დავნაღვლიანდი, თუმცა ლინასავით იმედი
ამბის დასასრულამდე არ დამიკარგავს და მართლაც, ბრძოლას, სულის სიმტკიცეს
ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის აქვს აზრი, თუმცა ამის საზღაურიც საკმაოდ
დიდია... მოკლედ, გაიცანით ლინა და გაჰყევით მას რუხი ჩრდილებისკენ − თქვენ
დაუვიწყარი ემოციური თავგადასავალი გელოდებათ.

საბა ზამთარაძე, 14წლის

3
ვფიქრობ, „ანა ფრანკის დღიურის“ შემდეგ რეალურ ტრაგედიაზე დაფუძნებული ასეთი
სიძლიერის ემოციური ამბავი არ წამიკითხავს. წიგნში აღწერილი სინამდვილე
ერთიანად შეგძრავთ და გულს დაგიმსხვრევთ. მახსოვს, როცა კითხვა დავამთავრე,
ერთდროულად იმდენი განსხვავებული გრძნობა დამეუფლა, რომ ამ გრძნობებში
გაურკვეველს წიგნისთვის ხელი არ გამიშვია და კითხვა თავიდან დავიწყე.
საოცარი წიგნია, საოცარი თხრობის სტილითა და ძლიერი პერსონაჟებით.

გიორგი მუზაშვილი, 16 წლის

რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ – მსოფლიო


გამოხმაურება
„ამ წიგნს საოცარი ძალა აქვს... რეალურ ფაქტებზე შექმნილი დრამატული და გულში
ჩამწვდომი ისტორიაა. ავტორი 1939 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის
ქვეყნების ოკუპაციასა და ამ ვითარებაში რიგითი ადამიანების ბედზე მოგვითხრობს.
აღფრთოვანებული ვარ ავტორის წერისა და გამომსახველობითი სტილით! მოკლედ, ეს
გახლავთ წიგნი საოცარი ისტორიითა და საინტერესო სიუჟეტით“.
Booklist

„საოცარი ისტორიითა და არაჩვეულებრივი თხრობის მანერით გამორჩეული წიგნია.


ეს ისეთი ნაწარმოებია, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, ზერელედ რომ ვერ
გადაფურცლავ... წაიკითხავთ და საოცარი ისტორიის თვითმხილველად გადაიქცევით¡‘
USA Today

„ეს წიგნი მარტო მოზარდებს კი არა, ნებისმიერი ასაკის გემოვნებიან მკითხველს


მოხიბლავს. ის თქვენს საყვარელ ნაწარმოებთა შორის ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
წიგნის შინაარსი ემოციების ზღვას გპირდებათ“.
KIRKUS REVIEWS

„თხრობის საოცარი სიძლიერე, წერის არაჩვეულებრივი სტილი და თქვენ ემოციის


ზენიტში ხართ¡‘
NEW YORK TIMES

„ნაწარმოებში ისეთი ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც წარმოსადგენადაც კი რთულია,


თუმცა მწერლის დამაჯერებელი თხრობა და ოსტატობა ამბავს მთელი სიმძაფრით
გვიხატავს და ემოციით გვავსებს“.
Los Angeles Times

„ამ წიგნს უამრავი ღირსება აქვს, თუმცა უპირველესი ალბათ, რეალური ამბის
სიმძაფრე და ისტორიულ, დაუმახინჯებელ ფაქტებზე აგებული ამბავია. ახალგაზრდები

4
უახლესი ისტორიიდან საინტერესო და დრამატული ეპოქის ამბებს მაღალმხატვრულ
დონეზე შექმნილი და ემოციური ნაწარმოებით გაეცნობიან“.
wall street journal

გაყიდულია 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი!


თარგმნილია 35 ენაზე!

* * *
იონას სეპეტისის ხსოვნას

ქურდები და მეძავები

1
ღამისპერანგიანი გამიყვანეს.

როდესაც უკან ვიყურები, ვიხსენებ ნიშნებს: ბუხარში ჩამწვარ ოჯახურ


ფოტოსურათებს, დედას, რომელიც გვიან ღამით თავის საუკეთესო ვერცხლსა და
ძვირფასეულობას პალტოს სარჩულში აკერებდა, მამა კი ჯერაც არ დაბრუნებულიყო
სამსახურიდან. ჩემი უმცროსი ძმა, იონასი, შეკითხვას შეკითხვაზე სვამდა.
კითხვები მეც მქონდა, თუმცა შეიძლება უარს ვამბობდი – მეღიარებინა ნიშნები.
მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ დედა და მამა აპირებდნენ, გავქცეულიყავით.

ვერ გავიქეცით.

აგვიყვანეს.

1941 წლის 14 ივნისი. ღამის პერანგი გადავიცვი და ჩემს მაგიდასთან დავჯექი,


რათა ბიძაშვილ იოანასთვის წერილი მიმეწერა. გავაღე ახალი სპილოსძვლისფერი
საწერი დაფა და კალმებისა და ფანქრების ყუთი – დეიდაჩემის საჩუქარი მეთხუთმეტე
დაბადების დღეზე.

ღია ფანჯრიდან საღამოს სიო უბერავდა და ფარდას აქანავებდა. ვიყნოსავდი


შროშანის სუნს, მე და დედამ რომ დავრგეთ ორი წლის წინ.

ძვირფასო იოანა.

ეს არ იყო კაკუნი. ეს იყო გაბმული ბრახუნი, რომელმაც სკამზე შემახტუნა.


შემოსასვლელ კარს მუშტები ასკდებოდა. სახლში არავინ შერხეულა. მაგიდას
მოვცილდი და წინკარში გავიჭყიტე. დედაჩემი კედელს აკვროდა ჩარჩოში ჩასმული
ლიტვის რუკის პირდაპირ, თვალდახუჭული... მღელვარებისგან ჩამოგრძელებული
სახით, უწინ რომ არასოდეს მენახა.

ლოცულობდა.

– დედა, – თქვა იონასმა, მხოლოდ ცალი თვალი რომ მოუჩანდა კარის ღიობში, –
გააღებ? ისეთი ხმაა, შეიძლება შემოამტვრიონ.

You might also like