You are on page 1of 5

ჩემი საუკეთესო ნაწილი

ნიკოლას სპარქსი

2016-10-31

1
ნიკოლას სპარქსი

„წლის ბესტსელერი“ მკითხველს სთავაზობს უახლესი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო


ნაწარმოებებს. თითოეული წიგნი და ავტორი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული
ჯილდოს მფლობელია. ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურების, IMPAC-ის,

2
სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლები და წიგნები კრიტიკოსებმა გამორჩეულად
შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აღიარეს.

ინგლისურიდან თარგმნა ლევან ინასარიძემ

რედაქტორი ლია შარვაშიძე


კორექტორები: მარინა ინანიშვილი, ნატალია ჩიმაკაძე
პასუხისმგებელი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე
პროექტის მენეჯერი ანი თოდრია
დიზაინერი თეკლა გიაშვილი

კომპიუტერული უზრუნველყოფა ლევან ლაცაბიძე

Originally published as BEST OF ME by NICHOLAS SPARKS


Copyright © 2011 by Nicholas Sparks
All rights reserved

© გამომცემლობა პალიტრა L, 2016


ყველა უფლება დაცულია

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ. 49


238-38-71
book@palitra.ge
www.palitral.ge

ნიკოლას სპარქსი
ნიკოლას სპარქსი – 2013 წლის პრემია „Family Choice“-ის მფლობელი

● ნიკოლას სპარქსი მსოფლიოში ერთ-ერთი ძალზე პოპულარული მწერალია.

● მისი წიგნები გამოცემულია 105 მლნ ტირაჟით, აქედან 75 მლნ მხოლოდ აშშ-ში,
და თარგმნილია 50-ზე მეტ ენაზე.

● სპარქსი თანამედროვე მწერლებს შორის ერთადერთია, რომლის რომანსაც „ნიუ-იორკ


თაიმსის“ ბესტსელერებში მთელი წლის განმავლობაში არ დაუთმია პირველობა.

● მწერალმა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიაში 12-ჯერ დაიკავა პირველი


ადგილი.

● Entertainment Weekly-ს გამოკითხვაში სპარქსი მკითხველების საყვარელ მწერლად


დასახელდა.

● მწერალს დაარსებული აქვს „ნიკოლას სპარქსის ფონდი“, სადაც 10 მლნ დოლარს


მოუყარა თავი და საქველმოქმედო ორგანიზაციები, სასწავლო პროგრამები და
პროექტები დააფინანსა.

3
* * *
„როდესაც რომანი „ჩემი საუკეთესო ნაწილი“ დავასრულე, მისი გადაკითხვა
კი არა, ხელახლა წაკითხვა მომინდა, რომ კარგად დამემახსოვრებინა.
შესანიშნავია“.
Publishers Weekly

„სპარქსის ეს, რიგით მეთექვსმეტე რომანიც ისეთივე სულშიჩამწვდომია,


როგორიც მისი წინამორბედი წიგნები... ამანდასა და დოუსონის სევდიანი
ისტორია მწერლის თაყვანისმცემლებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს“.
Cosmopolitan

„ცხოვრება აირია. ყოველთვის ასე იყო, ასე არის და რაღა საჭიროა


წუწუნი? როგორც უნდა სცადო, მაინც არაფერი შეიცვლება, რადგან იმ
ცხოვრებით იცხოვრებ, რომელსაც აირჩევ“.
Sunday Times

„ყველას სურს, სჯეროდეს, რომ სიყვარული მარადიულია. დოუსონმა ეს ირწმუნა...


მაშინ თვრამეტი წლის იყო... „ჩემი საუკეთესო ნაწილი“ ყველამ უნდა
წაიკითხოს“.
Washington Post

„ეს უჩვეულო, ნაღვლიანი სიყვარულის ამბავია... ტკბილი ნამცხვარივით


გემრიელია, მაგრამ ცრემლსაც მოადენს მკითხველს“.
Oprah magazine

„როდესაც ასეთი მწერლის წიგნის კითხვას იწყებ, უკვე იცი, რომ ეს


ფანტასტიკური რომანტიკული სიყვარულის ისტორია იქნება“.
ნორა რობერტსი, მწერალი

* * *
ეძღვნება სკოტ შვიმერს,
შესანიშნავ მეგობარს

მადლობა
ზოგიერთი რომანი ძნელად იწერება, ზოგიც – იოლად და «ჩემი საუკეთესო ნაწილი»
სწორედ პირველ კატეგორიაშია. ეს წიგნი, მიზეზთა გამო, ძნელი აღმოჩნდა

4
დასაწერად – შემდეგი ადამიანები რომ არა, მე, ალბათ, ახლაც ამ რომანზე
ვიმუშავებდი. ამრიგად, ზედმეტი დითირამბების გარეშე, მადლობას გადავუხდი:

ქეთის, ჩემს ცოლს – პირველად როცა შევხვდით, ეს იყო «ერთი ნახვით შეყვარება»
და მას შემდეგ, ამდენი წელი, არაფერი შეცვლილა ჩვენს ურთიერთობებში. შენ
საუკეთესო ხარ და თავს იღბლიან კაცად მივიჩნევ, რაკი შემიძლია, ჩემი ცოლი
გიწოდო.

მაილზს, რაიანს, ლენდონს, ლექსისა და სავანას – თქვენ ხალისი შემოიტანეთ ჩემს


ცხოვრებაში და ყველანი მეამაყებით. თქვენ ჩემი შვილები ხართ და ყოველთვის
იქნებით «ჩემი საუკეთესო ნაწილი».

ტერეზა პარკს, ჩემს აგენტს – როდესაც ჩემი რომანის პირველი შავი ვერსია
დავასრულე, «მკვეთრ მოსახვევში» აღმოვჩნდი და სწორედ მანდ დაიმსახურე ჩემი
მადლიერება, არა მხოლოდ იმისათვის, რომ ნაწარმოების გაუმჯობესებაში გამიწიე
დახმარება, არამედ შენი მოთმინებისთვის, როდესაც ტექსტზე ვმუშაობდი. იღბლიანი
ვყოფილვარ, შენისთანა აგენტი რომ მყავს, გმადლობ.

ჯენი რააბს, ჩემს რედაქტორს – ჩემს რომანს მხსნელად მოევლინე და შენმა


შეფასებამ, მიზანში გაარტყიო, იმედი ჩამისახა. შენ არა მხოლოდ დიდებული
რედაქტორი, არამედ შესანიშნავი პიროვნება ხარ. გმადლობთ.

ჰოვი სანდერსსა და კეია ხაიატიანს, კინემატოგრაფიაში ჩემს აგენტებს –


«ნამდვილი მორწმუნე» ვხდები ხოლმე, როდესაც საქმე იდეას ეხება და ამ საქმეს
პატიოსნება, ჭკუა და ჟინი ამყარებს კარგი სამუშაო გამოცდილების პარალელურად.
ორივე თქვენგანი ზემოჩამოთვლილი კატეგორიების განსახიერება ხართ და ამისათვის
მუდამ მადლიერი ვიქნები თქვენი. თქვენთან თანამშრომლობით ბედმა გამიღიმა.

დენის დინოვის – პროდიუსერს ფილმისა «წერილი ბოთლში» – და, ცხადია, ჩემი


არაერთი ნამუშევრის ადაპტაციისა. შენ იმაზე მეტი ხარ ჩემთვის, ვიდრე ადამიანი,
ვისთანაც ვმუშაობ. შენ ჩემი მეგობარი გახდი და ჩემი ცხოვრებაც უკეთესი გახდა.
გმადლობ, ყველაფრისათვის.

მარტი ბაუენს – «ძვირფასი ჯონის» პროდიუსერობისას დიდი დახმარება გამიწიე


და ამას გიფასებ არა მხოლოდ ჩემი, არამედ მეგობრობის სახელით. ყველაფრისთვის
მადლობელი ვარ და მიხარია, ისევ ერთად რომ ვმუშაობთ.

დეივიდ იანგს, Hachette Book Group-ის გენდირექტორს – ზედმეტი კითხვების


გარეშე გამხადე «იღბლიანი» და მადლიერი ვარ ამისათვის. გმადლობ.

ები კუნსსა და ემილი სუითს, Park Literary Group-ში – ჩემი გულწრფელი


მადლიერება იმ ყველაფრისათვის, რაც ჩემი გულისათვის გააკეთე. როდესაც ჩემი
დახმარება გიწევდათ, თავი არ დაგიზოგავთ და მე იმაზე მეტად მადლიერი ვარ,
ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ოჰ, და ემილი? გილოცავთ დაქორწინებას!

ჯენიფერ რომანელოს, ჩემს გამომცემელს GCP-ში – ჩემი საქმიანობის «მფარველი»


ხარ. Grazie ყველაფრისათვის, როგორც ყოველთვის. საუკეთესო ხარ.

სტეფანი იგერს, ჩემს ასისტენტს – «როდანთის ღამეებზე» ერთობლივი მუშაობის


შემდეგ შენ ჩემს ცხოვრებას დინამიკა შემატე. ამას ვაფასებ და გმადლობ
ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებ.

You might also like