You are on page 1of 16

სარედაქციო საბჭო:

֎ შოთა მშვენიერაძე - ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწერლის“ თავმჯდომარე

֎ ბადრი ხატიძე - ჟურნალის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე,


ორგანიზაციის წევრი

֎ შოთა იასაშვილი - ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, ორგანიზაციის


წევრი

֎ ქეთევან ნარსია - ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, ორგანიზაციის წევრი


:
აპრილი
ეს არის თვე ერთის მხრივ ორი 9 აპრილის - ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის,
ხოლო მეორეს მხრივ დედაენის დღის, 14 აპრილის. დღის როდესაც კომუნისტური
იდეოლოგიის დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, კონსტიტუციურად
შენარჩუნდა ჩვენი თვითმყოფადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო -
ქართული ენა.

1978 წელს კრემლის გადაწყვეტილებით ყველა არარუსულენოვან რესპუბლიკაში


სახელმწიფო ენად რუსული უნდა გამოცხადებულიყო. ეს ცვლილება დეპუტატთა
სხდომაზე ხმამაღლა გააჟღერა ედუარდ შევარდნაძემ.

12 აპრი ლის თბილისში დაიწყო საპროტესო აქციები, აკაკი ბაქრაძის თაოსნობითა


და სტუდენტების ჩართულობით.

14 აპრილს შევარდნაძის ძალისხმევით და საგარეო პოლიტიკის გართულების


არიდების მიზნით ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი. ეს იყო
შემთხვევა, როდესაც პატარა ერის შვილები დაუპირისპირდნენ საბჭოთა კავშირს.
ქართულმა ენამ გააერთიანა მოსახლეობა და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს,
ქართველების ძალა. დიახ, ჩვენ შევძელით და ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ.

1978 წელს კი 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ეს არის ენა, რომელიც


მუდან პროგრესს განიცდის. მოგეხსენებათ, იაკობ გოგებაშვილმა რამდენჯერმე
განაახლა დედა ენა, რათა ‘დროთა შესაფერი‘ (ილია) ყოფილიყო.

ყურადსაღებია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო


ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ორი ღონისძიებით წარდგა. რაც პატარა
ერის კიდევ ერთი სიტყვაა მსოფლიოს წიგნის ბაზრობაზე .

6
სარჩევი
სარჩევი

ციალა მანველიშვილის საკონკურსო ნაშრომი:..................................................................................................... 8


ნატა ციცქიშვილის საკონკურსო ნაშრომი: ............................................................................................................. 9
შორენა კიპაროიძის საკონკურსო ნაშრომი .......................................................................................................... 10
ინტერვიუები კონკურსის გამარჯვებულებთან .................................................................................................... 11
ციალა მანველიშვილი: ........................................................................................................................................ 11
ნატა ციცქიშვილი: ................................................................................................................................................ 12
შორენა კიპაროიძე: .............................................................................................................................................. 13
აპრილის გამორჩეული ნაშრომები ....................................................................................................................... 14
დიმა ტურავა - ,,პორტრეტი“ .............................................................................................................................. 14
სოფი სალთხუციშვილი ....................................................................................................................................... 16
დავით ლომიძე ..................................................................................................................................................... 18
ლინდა სურმანიძე ................................................................................................................................................ 19

7
ციალა მანველიშვილის საკონკურსო ნაშრომი:

“მავთულხლართები! მაინც ვფიქრობ აფხაზეთი ჩვენია მე მშვიდად ვერ გამოვუტან


განაჩენს მაშ, ვინ უნდა დაგვიბრუნოს ფერიამ? აფხაზეთშიც ჩვენი მზე ხომ ანათებს.
მზემ თუ გადალახა მავთულხლართები, მაშინ იქნებ მივყვე გულის ნებასა, მაგრამ
არა მარტო მე ვიხლართები და შორიდან ვაგრძელებ აფხაზეთის ქებასა. ერთხელ
ვნახავ, იცით როგორ მაკლია ჩავისუნთქო იმ მიწა წყლის ჰაერი ჩემს გულს ზუსტად
ეს ნაწილი აკლია მოგვეცით ჩვენ ბილეთები პაემნის. მინდა ვუთხრა როგორ არის
უჩვენოდ, მინდა ვუთხრა გულში მუდამ დარჩება, იქნებ გული გავუთბო და
მეგობრობა ვუჩვენო, დავარწმუნო ისტორია ასე არ დამთავრდება. მინდა გული
გავუთბო უიმედო ქართველებს დავარწმუნო, რომ ისევ აფხაზეთი ჩვენია და მის
დაბრუნებაში მთავარი იარაღი თითოეულის გონება და ერთიანი ხელია. ამის
შემდეგ შემაშინებს გრძელი მავთულხლართები? არმგონია რადგანაც მარტო აღარ
მივდივარ, თამამად გავძვრები და აღარც გავიხლართები მოვა დრო და მაინც
ვიტყვი აფხაზეთში მივდივარ.”

8
ნატა ციცქიშვილის საკონკურსო ნაშრომი:

გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო მხატვრული ჩანახატი 🏆


-

“აპრილის ღამე ღამით საშინელმა ხმამ გამაღვიძა, თითქოს ვიღაც საშველად

მეძახდა. ვიფიქრე ეს უბრალოდ მეჩვენებოდა და ძილი გავაგრძელე, მაგრამ


ძილშიც არ დამანება თავი ამ უცნაურობამ. მესიზმრებოდა, თბილისის ქუჩები,

უფრო სწორად და, რუსთაველის გამზირი. 20-21 წლის გოგო, ბიჭები და ათასობით
ადამიანი. ცოტა ხნის მერე, ლურჯ ტანისამოსში გამოწყობილი, ძალიან ბევრი
ადამიანი მიემართებოდა ამ ადამიანებისკენ . თავიდან ვერ ვხვდებოდი ვინ იყვნენ,

მერე მივხვდი, თურმე პოლიციელები. ცოტა ხნით ყველაფერი გაშავდა. აი ზუსტად


იმ ხმამ გამაღვიძა, რომელიც მაშინ ჩამესმოდა როცა გავიღვიძე . ყველაფერი
განათდა, ახლა უკვე კარგად ჩანდა რა ხდებოდა, იქ .ახლა კარგად დავინახე, როგორ
მიდიოდა პოლიცია, ნიჩბებით და კეტებით ხელში. არ ინდობდნენ არავის, დიდსა,
თუ პატარას, მოხუცსა, თუ ორსულს. ყველა, ვინც ხელში მოხვდებოდათ, სასტიკად
უსწორდებოდნენ. მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი შეკრებილიყვნენ და
მღეროდნენ. მხოლოდ იმის გამო, რომ მათ თავისუფლება უნდოდათ. ორასამდე
ადამიანიც არ დატოვეს ისე და მომწამვლელი გაზი მათთვის გაუშვეს. მეგონა
გავიღვიძებდი და ეს ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ შევცდი. ზუსტად
იგივე, როგორც, სიზმარი. მას მერე ბევრი აპრილი და 9 გავიდა, მაგრამ ეს,
ერთადერთია.”

9
შორენა კიპაროიძის საკონკურსო ნაშრომი
გამარჯვებული ნომინაციაში- საუკეთესო ესე 🏆

“30 ბედნიერი წელი წელიწადში 365/366 დღიდან, არის ერთი ყველაზე


ტრაგიკული და ამავდროულად, ყველაზე ბედნიერი დღე-9 აპრილი. დღე
,როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდით თავისუფლებას. ''გმირები'', ''სისხლი'',
''დამოუკიდებლობა'', სიტყვებია, რომლებიც მარტივად ასოცირდება, ტკივილთან,
მსხვერპლთან და ბედნიერებასთან.

დღესთან, როდესაც თავიდან დაიწერა საქართველოს ისტორია, დღესთან


როდესაც საქართველომ თავიდან დაიწყო სუნთქვა, როდესაც ხალხმა თავიდან
დაიწყო არსებობა, და იცით ყველაზე ბედნიერი ნაწილი? ყოველივე ეს დაიწყო
რუსეთის გარეშე. ყველამ ვიცით, რომ ადვილი არ არის შეეწინააღმდეგო ძალას,
სახელად რუსეთს. მაგრამ არც ის არის ადვილი, უყურო შენს ქვეყანას, როგორ
გეცლება ხელიდან, როგორ ბატონობენ მასზე, ნელ-ნელა სხვა ეროვნების, სხვა
რჯულისა და რწმენის ხალხი. სწორედ ამიტომ, სტუდენტებმა, 4 აპრილს,
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, კერძოდ სსრ მთავრობისადმი
დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს, 7 აპრილს უკვე 20 ათასი ქართველი პატრიოტი
იდგა მთავრობის სახლის წინ, და ცდილობდნენ სხვებისთვის დაენახებინათ
რუსეთის აგრესია ქართველების წინაშე, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ აქცია
დაეშალათ, და 9 აპრილს, მთავრობის სახლის წინ , მხოლოდ სასტიკად მოკლული
ხალხის გვამები და უამრავი დაჭრილი თუ მოწამლული ადამიანების სხეულიღა
შემორჩენილიყო, რუსეთმა ისინი დაარბია და ყოველივე ამის შედეგი ჩვენი
დღევანდელი თავისუფლებაა. აქციაზე მდგომმა გმირებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ
თუ რაოდენ ღირებული სამსახური გაწიეს. ის ბედნიერება და სიამაყე, რომელიც
მათ მოგვანიჭეს, დღემდე სიცოცხლეს ჰმატებს ჩვენს ქვეყანას.”

10
ინტერვიუები კონკურსის გამარჯვებულებთან

ციალა მანველიშვილი:

1. რა არის შენი შემოქმედების ინსპირაცია?


ჩემი აზრით, ზოგადად ნებისმიერი რამის ინსპირაცია ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრებიდან მოდის. ჩემი ინსპირაციის წყაროც ყოველდღიურობაა.
პირველი ლექსი სკოლაში დავწერე შემდეგ მივხვდი, რომ ინსპირაცია ზოგისთვის
საყვარელი ადამიანია, ზოგისთვის კი ბუნება ან სხვა რამ.
წერაში ხშირად მეხმარება ადამიანთა საუბარი, მუსიკა. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა
უბრალოდ მელოდიას უსმენ და ფიქრში აწყობ აზრებს შემდგომში შენი მომავალი
ლექსისთვის ან ჩანახატისთვის.
2. რაიმე კონკრეტულ ადგილას ხომ არ გიყვარს წერა?
ადრე ძალიან მიყვარდა განმარტოება ბუნებაში და წერა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ
უბრალო ოთახიც საკმარისია ამისთვის, რა თქმა უნდა ყველასთვის ეს ინდივიდუალურია.
განსაკუთრებულ ადგილს ვერ გამოვყოფ, რადგან თუ გინდა, რომ დაწერო ნებისმიერ
ადგილზე მოახერხებ ამას
3. როდის დაიწყე ჩანახატების გაკეთება და რას ნიშნავს ეს შენთვის?
ჩანახატების გაკეთება 12 წლის ასაკიდან დავიწყე. ეს ის ასაკია, როცა ამ საქმეს
სერიოზულად ვერ უყურებ და გგონია, რომ ჰობია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს
თორმეტის აღარ ვარ ჩემთვის ეს საქმე მაინც ჰობად რჩება, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო
მეტი სერიოზულობით ვუდგები ამ საქმეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ დღეს
ჩემთვის ჩანახატების გაკეთება უფრო მეტად განტვირთვის საშუალებაა, ვიდრე
სამომავლო საქმე.
4. როგორ შეაფასებდი ,,ახალგაზრდა მწერალს“?
საკუთარი გვერდის შემდეგ ახალგაზრდა მწერალი მეორე პლატფორმაა, რომლის
მეშვეობითაც საზოგადოებას ჩემი შემოქმედება გავაცანი. ეს ძალიან სასიამოვნო
პროცესია, როდესაც ასეთ კარგ კონკურსში მონაწილეობ. „ახალგაზრდა მწერალი“ ჯერ
კიდევ ორი წლის უკან აღმოვაჩინე, სამწუხაროდ მაშინ ძალიან ცოტა დამაკლდა
გამარჯვებამდე, მაგრამ წელს შეიძლება ითქვას ამასაც მივაღწიე.
ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანებისთვის, რომლებიც წერენ
და უბრალოდ ვერ ბედავენ გააცნონ თავიანთი ნაწერები ხალხს. ამ ორგანიზაციამ რაც არ
უნდა უჩვეულო იყოს, ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული მომიტანა. ალბათ
დამეთანხმებით სასიამოვნო გრძნობაა, როცა გეუბნებიან, რომ შენი სჯერათ ან იცოდნენ
რომ გამოგივიდოდა.
ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მთლიან გუნდს. თქვენ ნამდვილად ეხმარებით
დამწყებებს საკუთარი თავის წარმოჩენაში. ასე, რომ გისურვებთ კვლავ განაგრძოთ მათი
განვითარება.

11
ნატა ციცქიშვილი:

1. რა გაძლევს შემოქმედების მოტივაციასა და ინსპირაციას?


მინდა რომ წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მომავალში ვაპირებ
დავწერო წიგნი. რაც წერაში მეხმარება არის ის, რომ როცა მოწყენილი ვარ ან თავს
ცუდად ვგრძნობ მაშინ ძალიან ბევრს ვწერ, რადგან ჩემს ემოციებს მთლიანად
ფურცელს ვაბარებ.

2. გაქვს თუ არა რაიმე კონკრეტულად გამორჩეული სივრცე წერისთვის?


დიახ, მე ძალიან მიყვარს ბუნებაში და სიმშვიდეში წერა. დიდი ხის ჩრდილში
დამჯდარი სიამოვნებით ვწერ.

3. რას ნიშნავს შენი შემოქმედება პირადად შენთვის და როდის დაიწყე ის?


პირველად როცა დავწერე მომეწონა, ვეცადე რომ უფრო კარგი გამოსულიყო და
გამომივიდა კიდეც, რაც განტვირთვაში ძალიან მეხმარებოდა. მაგრამ ეს იმდენად
მომწონს, რომ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ და არ ვაპირებ თავი დავანებო.
ანუ ორივე, ეს განტვირთვაშიც მეხმარება და ასევე სამომავლო საქმეცაა.

4. რას ნიშნავს შენთვის „ახალგაზრდა მწერალი“?


პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან მიხარია ასეთი ჯგუფის არსებობა.
სანამ ახალგაზრდა მწერალი გამოჩნდებოდა, მანამდე ვფიქრობდი რომ არ
გამომდიოდა წერა, დანებებაც მინდოდა, მაგრამ სულ შემთხვევით ვცადე ჩემი თავი
გამომეცადა, როდესაც გამარჯვებული გავხდი და საუკეთესო სამეულში მოვხვდი,
იმდენად გამეხარდა, ჩემზე ბედნიერი მაგ დროს არავინ ყოფილა, ახალგაზრდა
მწერალმა მომცა მოტივაცია იმისა, რომ გავაგრძელო წერა და მე ეს გამომდის.

12
შორენა კიპაროიძე:

1. რა არის შენთვის ინსპირაცია და რა გაძლევს მას?

მიყვარს თავისუფალი წიგნების კითხვა რაც უფრო მეტად მეხმარება ამათუ იმ


საკითხის წერისას დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში, მეტი სიახლეების გაგებაში,
რაც შესაბამისად წერას უფრო მიადვილებს.

2. რაიმე ადგილი ხომ არ გაქვს, სადაც განსაკუთრებულად გიყვარს წერა?


ჯერ ჯერობით არ არის მსგავსი რამ თუმცა არის პატარ-პატარა ჩემი გამოქვეყნებული
თემის მსგავსები , და დღევანდელი წარმატება მაძლევს სტიმულს ვწერო უფრო მეტი.

3. როდის დაიწყე ჩანახატების გაკეთება და ეს შენთვის უფრო სამომავლო საქმეა თუ


განტვირთვის საშუალება?

ჩანახატების გაკეთება როგორც ამ ტიპის თემებზე ასევე პატარა ლექსებზეც დავიწყე


ცოტა უფრო ადრე, მაგრამ ამწუთას ეს სამომავლო საქმე არარის უფრო განტვირთვის
საშუალება, თუმცა ვფიქრობ ყოველთვის იქნება ეს , ჩემი საქმის გარკვეული ნაწილი.

4. რას ფიქრობთ ,,ახალგაზრდა მწერალზე“?


ძალიან მომწონს "ახალგაზრდა მწერლი", ვფიქრობ რომ კარგი შანსია დღევანდელმა
თაობამ უფრო კარგად დაინახოს თავისი შესაძლებლობები, შანსი აქვთ თავისი თავი
წარმოაჩინონ. რა თქმა უნდა ასევე გამოცდილება მომცა ახალგაზრდა მწერალმა და
სტიმული რომ შევეცადო და გავაკეთო ჩემი თავის მაქსიმუმი.

13
აპრილის გამორჩეული ნაშრომები
- დიმა ტურავა - ,,პორტრეტი“
“ შენ რომ იმ წამით თვალი მოგკარი, მაშინვე ფანქარს ხელი მოვკიდე,

სიამოვნებით ვუცქერდი პორტრეტს,

ზურგს აღტაცება შემოვიკიდე.

ნეტავ იცოდე, როგორ გხატავდი, ვურევდი ფერებს და ვაზავებდი,

შენი სახე რომ გამომეყვანა, ნათელსა ფერებს არ ვიშურებდი.

ფურცელზე შავი ფანქარი ჰკრთოდა,

მიმოდიოდა ის აქეთ-იქით,

მას ჩრდილებისა შექმნა უნდოდა,

შენი სახე ჩანს ხან იქ, ხან იქით.

დავავლე ფურცელს ხელი და ავდექ,

წამოვემართე მე შენსკენ ლტოლვით,

ხელში მეჭირა პორტრეტი შენი,

ზედ კვალს ტოვებდა ათასი ფერით.

მოგესალმე და შენც მომესალმე,

დავმალე შენი სახის პორტრეტი,

შემრცხვა და იქვე ავწითლდი უცებ,

სიტყვებს ადგილი ვერ მოვუნახე.

უეცრად შენი ხელი შემეხო,

გაცხელებულსა შუბლზე წყალი მდის,

ნახატი თვალწინ წარმოგიდგინე,

გრძნობების სისხლი გულითგან მომდის.

გადამეხვიე,

მადლობა მითხარ,

14
მე კი გულითა ვიწევდი შენსკენ,

შენ არც კი იცი გრძნობა გულისა,

მწარე არს წასვლა სიყვარულისკენ.

მჯეროდა, ოდესღაც ჩვენ ორივე,

გავირბენთ ბილიკს სიყვარულითა,

შენ ხელს ჩამკიდებ და გაიქცევი,

მე კი ჩემს ხელსა მაგრად მოგიჭერ.

უცნობი ქუჩის მხატვარი მე ვარ,

ვითომ უცნობი,

არადა მიცნობ,

ვიცი რომ მიცნობ,

ვიცი რომ იცი,

ჩემი გრძნობების შესახებ იცი.

მაგრამ მე ისევ თავს ვარიდებდი,

შენდამი სიყვარულისა სიტყვებს,

არადა შენვე გინდოდა გეთქვა,

ეცილებოდი მომართულ სხივებს.

ყოველ საღამოს ვწერ ასე ლექსებს,

ვუძღვნი სამყაროს ერთსა ნაპერწკალს,

და ისიც შენ ხარ, ჩემო მნათობო, ვინცა აჩაღებს ჩემს სხეულში ალს.

მთელი გულით რომ ვწერდი სიტყვებსა,

და ეს სიტყვებიც შენი გულიდან ამოვიღე და გავანაწილე ტრფობითა სავსე თეთრსა სივრცესა.”

15
სოფი სალთხუციშვილი

“წვეთებად მიმობნეულ შიშებად დავიშალე,

სადღაც წავედი და სულში დავიმალე.

მზემაც ვერ მომიხმო გარეთ,

სარკმლის მიღმა.

ჯერ არ მოვსულვარ და უკვე წასვლა მინდა.

სითბოს გავექეცი,

სითბოს - უნაპიროს,

წვიმის მოძულე ვარ,

ნეტავ დააპიროს;

და როდის დავიწყეთ მაინც,

თავის დასჯა,

მოდი, ვიცი, გიყვარს სხვების მკაცრად განსჯა.

მოდი, დამჭირდება გვერდით მეგობარი.

დასაბამიდან ვარ, ალბათ, მეომარი.

მაინც წავედი და სულში დავიმალე.

არც რამ გადამინდა და არც დავიღალე;

ისე ავნთებულვარ, როგორც არასოდეს,

შევურიგდი კიდეც ფარულ სიმარტოვეს,

მაგრამ წვეთებივით შიშად დავიშალე,

ერთხელ გავრისკე და გრძნობა ავიშალე...

ახლა დალაგებას უნდა საუკუნე,

ანდა ერთი წამიც და ვსო...

16
განვიკურნე.

და ეს განკურნება რჩება მანამომდე,

ვიდრე ნიჰილიზმის ფრთაზე ვქანაობდე...

მაგრამ დანახულმა ფრთებიც მომამტვრია,

არა, რა დანდობა, უცხო ხომალდია;

მახსოვს გაოცება, პირველ დაჯერების, რომ ხალხს მართლა ერგო ნიჭი -


სიძულვილის,

თანაც ისე მძაფრი, როგორც სუნი - მიწის,

როცა გარეთ წვიმს და გულში შფოთვა იწვის.

წყენამ შიშზე უფრო მეტად დამამსხვრია,

სულშიც კი შემერჭო ის წვიმის წვეთები...

და მანამ, სანამ მე სულში ვიმალებოდი,

სხვების თვალსაწიერთაგან დამსხვრეული ოცნებების ნანგრევები უკეთ


მფარავდა...”

17
დავით ლომიძე

“შემოესია მუხას ყორანი, ჯერ რკო დაჯიჯგნა, მერე ფოთოლი!

და, ახლა, ფესვებს აშორებს მიწას, სურს, დაგვიტოვოს ნერგი ობოლი.

და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის, ვით განწირული ლომი ღრიალებს,

თუმცა, საშველად არავინ იწევს, ბერ მუხა ძლივსღა, სუნთქავს, შრიალებს.

ჩამოამტვრიეს მუხას ტოტები, თვალცრემლიანმა მზემაც იგლოვა,

მთვარემ სევდისგან სული დალია და შებრალება უხმოდ ითხოვა.

გარს შემოარტყეს მძიმე ჯაჭვები და, ქრისტესავით, მათრახით სცემენ !

მუხა ბებერი საქართველოა,

მტრებს არ ანახვებს სისხლისფერ ცრემლებს...

არ გატყდე, მუხავ, ნუ დაეცემი, ოდეს იყავი დაუთმობელი,

შენთან არს შენთვის ჯვარცმული ღმერთი,

კალთას გაფარებს, კვლავ, ღვთისმშობელი...”

18
ლინდა სურმანიძე

“ეპიდემია განთიადისას გარეთ გახედვას ვისწრაფოდი, გავიხედე და სრული ქაოსი


შემეჩეხა, მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც მანამდე. ადამიანებს ფერადი
ნიღბები ფარავდნენ, ეს მანამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნახული. კარი მალევე
დავხურე და პირველივე საინფორმაციოს დროს, გავიგე რომ ჩემს სოფელს
კეტავდნენ, ეს იყო წითელი ხაზი, რომლის აქეთაც ვირუსი ვერ შემოაღწევდა.
სოფლის ცენტრში პოლიციელების თვალუწვდენელი რიგი იდგა, ქაღალდის
ნაგლეჯის გარეშე რომ არავინ გაეშვათ ქალაქში, ცდილობდნენ უფროსებს არ
ემხილათ ეს ყოველივე მაგრამ, შეუძლებელი იყო. ზუსტად აქ დაიწყო სკოლის
ჩაკეტვა, ადამიანებთან ურთიერთობის შეჩერება, ოჯახის წევრებთან ახლო
კომუნიკაციის შიში და რაც მთავარია, თავად ჩემს ორგანიზმში ეპიდებიის
წარმოქმნა.

ეს ყოველივე თვეების მანძილზე გრძელდებოდა, ოთხი კედლის იქეთ ვერ


აღწევდა ჩემი ემოციები, მიზნები და ფიქრები. როცა ეპიდემია თითქოს და
მიიმალა თვალთა ხედვიდან, შევძელი გარეთ გასვლა, მაგრამ აღარაფერი იყო ისე,
როგორც მანამდე. მაშინ მივხვდი რომ ბუნების გარდა, არავის ადარდებდა
ადამიანი და თურმე უშედეგოდ ვისწრაფოდი მათ ნახვას, ეპიდემიამ შეძლო
დაეკარგათ "ფერი" მეგობრებს, გამხდარიყვნენ უფრო ცივები და უცხოები ჩემთვის,
თითქოს და ადამიანებს, ერთმანეთთან ვერ მიახლოვების განაჩენი გამოგვიცხადა,
თუმცა ვისწავლე სხვანაირი ცხოვრება, ვარ ჩემთვის-ჩუმად და მიხარია. გულის
სიღრმეში მაინც ვშიშობ, რომ ვირუსი გაქრება და ადამიანები ვეღარ
დაუბრუნდებიან ერთურთს იმ სიყვარულით, რაც მანამდე ჰქონდა გულს, სადღაც
სიღრმეში გადანახული.”

19

You might also like